მოზაიკა
პოლიტიკა
სამხედრო

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Echowaves ფესტივალის დღიური აქტივობები
Echowaves ფესტივალის დღიური აქტივობები

Echowaves-ის და­წყე­ბამ­დე 2 დღე რჩე­ბა. 23-26 აგ­ვის­ტოს ანაკ­ლი­ა­ში ფეს­ტი­ვა­ლი პირ­ვე­ლად ჩა­ტარ­დე­ბა და მის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში ქარ­თულ მხა­რეს­თან ერ­თად სლო­ვე­ნი­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია - Eastern European Music management (EEMM) და სერ­ბუ­ლი EXIT ფეს­ტი­ვა­ლიც არის ჩარ­თუ­ლი. პრო­ექ­ტი Check in Georgia-ს ფარ­გლე­ბა­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

4 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ფეს­ტი­ვა­ლის ვი­ზი­ტო­რებს მუ­სი­კის გარ­და სხვა­დას­ხვა გა­სარ­თობ, შე­მეც­ნე­ბით და სპორ­ტულ აქ­ტი­ვო­ბებ­შიც შე­ეძ­ლე­ბათ ჩარ­თვა: ვორ­ქშო­ფე­ბი, ზიპ-ლა­ი­ნი, ფეხ­ბურ­თი, კა­ლათ­ბურ­თი, ფრენ­ბურ­თი, იოგა, სა­მა­გი­დო თა­მა­შე­ბი, ფე­რე­ბის ფეს­ტი­ვა­ლი, და ა.შ. და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი სტუმ­რე­ბი შეძ­ლე­ბენ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის­გან აით­ვი­სონ მაკ­რა­მეს და სხე­ულ­ზე მო­ხატ­ვის ხე­ლოვ­ნე­ბა, ის­წავ­ლონ ხელ­ნა­კე­თი ნივ­თე­ბის შექ­მნა. ას­ტრო­ლო­გი­ით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლებს იშ­ვი­ა­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ, სრუ­ლი­ად უფა­სოდ მი­ი­ღონ რჩე­ვე­ბი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ას­ტრო­ლო­გის­გან. მი­რან­და ნა­მი­ჩე­იშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც არა­ერთ ევ­რო­პულ ფეს­ტი­ვალ­ზეა ნამ­ყო­ფი სა­კუ­თა­რი ვორ­ქშო­ფე­ბით, ამ­ჯე­რად კონ­სულ­ტა­ცი­ას Echowaves-ის სტუმ­რებს გა­უ­წევს.

გა­გაც­ნობთ დე­ტა­ლურ გან­რიგს, თუ რა დროს რა აქ­ტი­ვო­ბებ­ში შე­გეძ­ლე­ბათ ჩარ­თვა ფეს­ტი­ვა­ლის მსვლე­ლო­ბი­სას.

ზიპ­ლა­ი­ნი: 24, 25, 26 აგ­ვის­ტო- 12:00-20:00

მოგ­ზა­უ­რო­ბას 30 მეტ­რის სი­მაღ­ლის პლატ­ფორ­მი­დან - EYE კონ­სტრუქ­ცი­ი­დან იწყებ და აკ­ვა­პარ­კის­კენ მი­ე­მარ­თე­ბი. ზიპ­ლა­ი­ნის სიგ­რძე 150 მეტ­რია. ამ გზის გავ­ლი­სას ფეს­ტი­ვა­ლის ტე­რო­ტო­რი­ას თავ­ზე გა­და­უფ­რენ და ყვე­ლაფ­რის და­ნახ­ვას შეძ­ლებ.

სლექ­ლა­ი­ნი: 24,25,26 აგ­ვის­ტო - 10:00-20:00

ის­წავ­ლე სი­ა­რუ­ლი და ბა­ლან­სის დაც­ვა და გა­ერ­თე ამ სა­ხა­ლი­სო აქ­ტი­ვო­ბოთ მე­გორ­ბებ­თან ერ­თად. თოკი ხე­ებს შო­რი­საა გაბ­მუ­ლი, მი­წი­დან 1 მეტ­რის და­შო­რე­ბით. არ შე­გე­შინ­დეს, თუ ჩა­მო­ვარ­დე­ბი, და­ზი­ა­ნე­ბებს არ მი­ი­ღებ.

ფრის­ბი - 24,25,26 – 10:00-20:00

ჩვენ უფა­სო მფრი­ნა­ვი დის­კე­ბით (ფრის­ბე­ბით) მო­გა­მა­რა­გებთ, რომ თა­ვი­სუ­ფალ დროს მე­გობ­რებ­თან ერ­თად გა­ერ­თოთ.

კა­ლათ­ბურ­თი: 24, 25 აგ­ვის­ტო - 10:00-20:00 26 აგ­ვის­ტო - 18:00-22:00 ფეს­ტი­ვალ­ზე ქუ­ჩის კა­ლათ­ბურ­თი­თაც შე­გიძ­ლი­ათ თავი შე­იქ­ცი­ოთ. შეკ­რი­ბეთ გუნ­დე­ბი და ეთა­მა­შეთ ერ­თმა­ნეთს რამ­დენ­ჯე­რაც გინ­დათ.

ფეხ­ბურ­თი - 24 აგ­ვის­ტო - 12:00-19:00, 25 აგ­ვის­ტო- 10:00-18:00, 26 აგ­ვის­ტო - 10:00-20:00

რად­გა­ნაც ეს მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის წე­ლია, ჩვენც არ ავუვ­ლით გვერდს ამ სპორ­ტს. მო­ირ­გეთ სა­ჭი­რო ფეხ­საც­მე­ლი, შე­კა­რით გუნ­დი და გა­ი­ტა­ნეთ პირ­ვე­ლი გოლი.

ამე­რი­კუ­ლი ფეხ­ბურ­თი - 24 აგ­ვის­ტო - 19:00-21:00 , 25 აგ­ვის­ტო-18:00-20:00, 26 აგ­ვის­ტო -20:00-22:00

ფეს­ტი­ვალ­ზე ამე­რი­კულ ფეხ­ბურ­თის თა­მაშ­საც შეძ­ლებთ. მას­ტერკლა­სებს ქარ­თვე­ლი და ამე­რი­კე­ლი ინ­სტრუქ­ტო­რე­ბი ჩა­გი­ტა­რე­ბენ. აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით ფეს­ტი­ვა­ლი მო­გა­მა­რა­გებთ.

ფრენ­ბურ­თი- 24, 25, 26 აგ­ვის­ტო - 10:00-20:00

ფრენ­ბურ­თი პლა­ჟის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი თა­მა­შია და რა თქმა უნდა, ის Echowaves-ზე იქ­ნე­ბა. არ მო­ა­დუ­ნოთ კუნ­თე­ბი - ბურ­თი თქვენს გან­კარ­გუ­ლე­ბა­შია.

იოგა- 24, 25, 26 აგ­ვის­ტო – 10:00-11:00 – 19:00-20:00

დღე­ში ორ­ჯერ, მზის ამოს­ვლას და მზის ჩას­ვლას შე­გიძ­ლი­ათ იო­გას გუ­რუ­ებ­თან ერ­თად შეხ­ვდეთ და ამ ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლო აქ­ტო­ვობ­ვით და­კავ­დეთ.

სა­ჰა­ე­რო ბუშ­ტე­ბი- 26 აგ­ვის­ტო- 18:00-18:30

ფეს­ტი­ვა­ლის მსვლე­ლო­ბი­სას 1000-ზე მეტ ფე­რა­დი ბუშტს გა­ვუშ­ვებთ. ისი­ა­მოვ­ნე ამ და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი მო­მენ­ტით.

მონ­სტრი საპ­ნის ბუშ­ტე­ბი- 23,24,25 აგ­ვის­ტო – 22:00-22:30

არ გა­მო­ტო­ვო სა­ღა­მო­ო­ბით ეს ლა­მა­ზი სა­ნა­ხა­ო­ბა: სხვა­დას­ხვა ფორ­მა­ში გარ­და­სა­ხუ­ლი ჰა­ე­რო­ვა­ნი ბუშ­ტე­ბი მი­წის ზე­და­პი­რის ფე­რებს აი­რეკ­ლა­ვენ და მუ­სი­კის ფონ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სა­ინ­ტე­რე­სო ატ­მოს­ფე­როს შექ­მნი­ან.

ფე­რე­ბის ფეს­ტი­ვა­ლი- 24 აგ­ვის­ტო - 18:00-18:45

„ჰოლი“, რო­მელ­საც სხვა­ნა­ი­რად „ფე­რე­ბის ფეს­ტი­ვალს“ ან „სიყ­ვა­რუ­ლის ფეს­ტი­ვალს“ უწო­დე­ბენ, ინ­დო­ე­თი­დან და ნე­პა­ლი­დან მო­დის და ის სი­კე­თის ბო­რო­ტე­ბა­ზე გა­მარ­ჯვე­ბის ერ­თგვა­რი სიმ­ბო­ლოა. ჩა­ი­ნიშ­ნე ეს დღე კა­ლენ­დარ­ში.

მაკ­რა­მე- 24, 25, 26 აგ­ვის­ტო - 13:00-14:00

ფეს­ტი­ვალ­ზე უნი­კა­ლუ­რი შან­სი გექ­ნე­ბათ, ტექ­სტი­ლის წარ­მო­ე­ბის და დაწ­ვნის ტექ­ნი­კა აით­ვი­სოთ.

ხელ­ნა­კე­თი ნივ­თე­ბი - 24, 25, 26 აგ­ვის­ტო - 14:00-15:00

გაქვს იდე­ე­ბი და რე­სურ­სე­ბი რა­ი­მეს შე­საქ­მნე­ლად? და­ნარ­ჩენს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი გას­წავ­ლი­ან და სა­ჭი­რო რჩე­ვებ­საც მოგ­ცე­მენ.

მფრი­ნა­ვი კა­ი­ტე­ბი- 25 აგ­ვის­ტო- 18:00-19:30

კა­ი­ტებს დიდი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ის­ტო­რია აქვთ და ისი­ნი ფეს­ტი­ვა­ლე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. ამ სა­ნა­ხა­ო­ბით ამ­ჯე­რად Echo Waves ფეს­ტი­ვალ­ზეც შე­გიძ­ლი­ათ დატ­კბეთ.

ას­ტრო­ლო­გი­ის მა­გია- 24, 25, 26 აგ­ვის­ტო- 18:00 22:00

ას­ტრო­ლო­გი მი­რან­და ნა­მი­ჩე­იშ­ვი­ლი პი­რა­დი რუ­კის შედ­გე­ნა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ რჩე­ვებს მოგ­ცემთ.

მეჰნ­დი - 24, 25, 26 – 17:00-18:00

ფეს­ტი­ვა­ლის დღე­ებ­ში შე­გეძ­ლე­ბათ სხე­ულ­ზე ხატ­ვის ხე­ლოვ­ნე­ბაც აით­ვი­სოთ ან პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს მო­ა­ხა­ტი­ნოთ თქვე­ნი სხე­უ­ლი.

პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარ­კე­ბის მა­ყუ­რე­ბე­ლი: 24, 25, 26 აგ­ვის­ტო- 15:00-17:00

ერ­თად ვიზ­რუ­ნოთ გა­რე­მო­ზე - გა­და­ვა­მუ­შა­ვოთ პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარ­კე­ბი და და­ვამ­ზა­დოთ სხვა­დას­ხვა ნივ­თე­ბი: ხელ­ჩან­თე­ბი, საწ­ვიმ­რე­ბი და ა.შ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

Echowaves ფესტივალის დღიური აქტივობები

Echowaves ფესტივალის დღიური აქტივობები

Echowaves-ის დაწყებამდე 2 დღე რჩება. 23-26 აგვისტოს ანაკლიაში ფესტივალი პირველად ჩატარდება და მის ორგანიზებაში ქართულ მხარესთან ერთად სლოვენიური ორგანიზაცია - Eastern European Music management (EEMM) და სერბული EXIT ფესტივალიც არის ჩართული. პროექტი Check in Georgia-ს ფარგლებაში ხორციელდება.

4 დღის განმავლობაში ფესტივალის ვიზიტორებს მუსიკის გარდა სხვადასხვა გასართობ, შემეცნებით და სპორტულ აქტივობებშიც შეეძლებათ ჩართვა: ვორქშოფები, ზიპ-ლაინი, ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი, იოგა, სამაგიდო თამაშები, ფერების ფესტივალი, და ა.შ. დაინტერესებული სტუმრები შეძლებენ პროფესიონალებისგან აითვისონ მაკრამეს და სხეულზე მოხატვის ხელოვნება, ისწავლონ ხელნაკეთი ნივთების შექმნა. ასტროლოგიით დაინტერესებულებს იშვიათი შესაძლებლობა ექნებათ, სრულიად უფასოდ მიიღონ რჩევები პროფესიონალი ასტროლოგისგან. მირანდა ნამიჩეიშვილი, რომელიც არაერთ ევროპულ ფესტივალზეა ნამყოფი საკუთარი ვორქშოფებით, ამჯერად კონსულტაციას Echowaves-ის სტუმრებს გაუწევს.

გაგაცნობთ დეტალურ განრიგს, თუ რა დროს რა აქტივობებში შეგეძლებათ ჩართვა ფესტივალის მსვლელობისას.

ზიპლაინი: 24, 25, 26 აგვისტო- 12:00-20:00

მოგზაურობას 30 მეტრის სიმაღლის პლატფორმიდან - EYE კონსტრუქციიდან იწყებ და აკვაპარკისკენ მიემართები. ზიპლაინის სიგრძე 150 მეტრია. ამ გზის გავლისას ფესტივალის ტეროტორიას თავზე გადაუფრენ და ყველაფრის დანახვას შეძლებ.

სლექლაინი: 24,25,26 აგვისტო - 10:00-20:00

ისწავლე სიარული და ბალანსის დაცვა და გაერთე ამ სახალისო აქტივობოთ მეგორბებთან ერთად. თოკი ხეებს შორისაა გაბმული, მიწიდან 1 მეტრის დაშორებით. არ შეგეშინდეს, თუ ჩამოვარდები, დაზიანებებს არ მიიღებ.

ფრისბი - 24,25,26 – 10:00-20:00

ჩვენ უფასო მფრინავი დისკებით (ფრისბებით) მოგამარაგებთ, რომ თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად გაერთოთ.

კალათბურთი: 24, 25 აგვისტო - 10:00-20:00 26 აგვისტო - 18:00-22:00 ფესტივალზე ქუჩის კალათბურთითაც შეგიძლიათ თავი შეიქციოთ. შეკრიბეთ გუნდები და ეთამაშეთ ერთმანეთს რამდენჯერაც გინდათ.

ფეხბურთი - 24 აგვისტო - 12:00-19:00, 25 აგვისტო- 10:00-18:00, 26 აგვისტო - 10:00-20:00

რადგანაც ეს მსოფლიო ჩემპიონატის წელია, ჩვენც არ ავუვლით გვერდს ამ სპორტს. მოირგეთ საჭირო ფეხსაცმელი, შეკარით გუნდი და გაიტანეთ პირველი გოლი.

ამერიკული ფეხბურთი - 24 აგვისტო - 19:00-21:00 , 25 აგვისტო-18:00-20:00, 26 აგვისტო -20:00-22:00

ფესტივალზე ამერიკულ ფეხბურთის თამაშსაც შეძლებთ. მასტერკლასებს ქართველი და ამერიკელი ინსტრუქტორები ჩაგიტარებენ. აღჭურვილობით ფესტივალი მოგამარაგებთ.

ფრენბურთი- 24, 25, 26 აგვისტო - 10:00-20:00

ფრენბურთი პლაჟის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თამაშია და რა თქმა უნდა, ის Echowaves-ზე იქნება. არ მოადუნოთ კუნთები - ბურთი თქვენს განკარგულებაშია.

იოგა- 24, 25, 26 აგვისტო – 10:00-11:00 – 19:00-20:00

დღეში ორჯერ, მზის ამოსვლას და მზის ჩასვლას შეგიძლიათ იოგას გურუებთან ერთად შეხვდეთ და ამ ძალიან სასარგებლო აქტოვობვით დაკავდეთ.

საჰაერო ბუშტები- 26 აგვისტო- 18:00-18:30

ფესტივალის მსვლელობისას 1000-ზე მეტ ფერადი ბუშტს გავუშვებთ. ისიამოვნე ამ დასამახსოვრებელი მომენტით.

მონსტრი საპნის ბუშტები- 23,24,25 აგვისტო – 22:00-22:30

არ გამოტოვო საღამოობით ეს ლამაზი სანახაობა: სხვადასხვა ფორმაში გარდასახული ჰაეროვანი ბუშტები მიწის ზედაპირის ფერებს აირეკლავენ და მუსიკის ფონზე განსაკუთრებულად საინტერესო ატმოსფეროს შექმნიან.

ფერების ფესტივალი- 24 აგვისტო - 18:00-18:45

„ჰოლი“, რომელსაც სხვანაირად „ფერების ფესტივალს“ ან „სიყვარულის ფესტივალს“ უწოდებენ, ინდოეთიდან და ნეპალიდან მოდის და ის სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების ერთგვარი სიმბოლოა. ჩაინიშნე ეს დღე კალენდარში.

მაკრამე- 24, 25, 26 აგვისტო - 13:00-14:00

ფესტივალზე უნიკალური შანსი გექნებათ, ტექსტილის წარმოების და დაწვნის ტექნიკა აითვისოთ.

ხელნაკეთი ნივთები - 24, 25, 26 აგვისტო - 14:00-15:00

გაქვს იდეები და რესურსები რაიმეს შესაქმნელად? დანარჩენს პროფესიონალები გასწავლიან და საჭირო რჩევებსაც მოგცემენ.

მფრინავი კაიტები- 25 აგვისტო- 18:00-19:30

კაიტებს დიდი და მრავალფეროვანი ისტორია აქვთ და ისინი ფესტივალების განუყოფელი ნაწილია. ამ სანახაობით ამჯერად Echo Waves ფესტივალზეც შეგიძლიათ დატკბეთ.

ასტროლოგიის მაგია- 24, 25, 26 აგვისტო- 18:00 22:00

ასტროლოგი მირანდა ნამიჩეიშვილი პირადი რუკის შედგენაში დაგეხმარებათ და პროფესიონალურ რჩევებს მოგცემთ.

მეჰნდი - 24, 25, 26 – 17:00-18:00

ფესტივალის დღეებში შეგეძლებათ სხეულზე ხატვის ხელოვნებაც აითვისოთ ან პროფესიონალებს მოახატინოთ თქვენი სხეული.

პოლიეთილენის პარკების მაყურებელი: 24, 25, 26 აგვისტო- 15:00-17:00

ერთად ვიზრუნოთ გარემოზე - გადავამუშავოთ პოლიეთილენის პარკები და დავამზადოთ სხვადასხვა ნივთები: ხელჩანთები, საწვიმრები და ა.შ.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება