თბილისის მერმა კახი კალაძემ ცხელი დღეები მეუღლესთან და შვილებთან ერთად იტალიაში, სარდინიაზე გაატარა. ფოტოები მისი "ინსტაგრამის" გვერდზე გავრცელდა.
დიზაინერი ანუკი არეშიძე და თბილისის მერი კახი კალაძე მეოთხე შვილის მოლოდინში არიან. გავრცელებული ინფორმაციით, წყვილს ნანატრი გოგონა შეეძინება, თუმცა, თავად წყვილი პატარას სქესს საიდუმლოდ ტოვებს.
ანუკი სოციალურ ქსელში წერს, რომ ფეხმძიმობის შედეგად 22 კილო მოიმატა, თუმცა საცურაო კოსტიუმში გადაღებულ ფოტოზე ჩანს, რომ დიზაინერი კვლავ შესანიშნავ ფორმაშია. თბილისის მერის მეუღლემ ერთ-ერთ გადაცემაში განაცხადა, რომ წინა სამი შვილი საკეისრო კვეთით ჰყავს გაჩენილი და მეოთხე პატარასაც ამ გზით გააჩენს.