მომღერალი ქრისტინე იმედაძე დედაქალაქში ავტომობილის პარკინგის პრობლემასთან დაკავაშირებით სოციალურ ქსელში წერს:
"სითი პარკი თუ რაც გადაგერქვა არ ვიცი... დღის განმავლობაში ორას ადგილას რომ ვაპარკინგებ... "სტაიანშიკის" ხურდების გროვებაში ამომხდა სული... (თან ზოგს ოკიუპირებული რომ აქვს რაღაც რეკვიზიტით ერთი-ორი ადგილი და წინასწარ გითანხმებს ორი ლარიო) ძალიან დამღლელი და ნერვების მომშლელია ყოველდღიურ ქაოსთან ერთად კიდე ლიფტის ხურდა, პარკინგზე ხურდა... იმაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, დღის ბოლოს (სულ მინდა დავთვალო და მავიწყდება) და მერე თვის ბოლოს რა თანხა ჯდება მანქანის გაჩერება (პრინციპში სახლში ასვლაც)
ხომ არ შეიძლება "სტაიანშიკის" ხელფასიც დაემატოს იმ ოფიციალურ გადასახადს და ერთიანად ვიშორებდეთ ამ თავსატკივარს...? მადლობა...
ხო ხო ვიცი, რომ სხვა ბევრად მნიშვნელოვანი პრობლემაა მოსაგვარებელი... ისიც მაწუხებს, არ ჩამდოთ მიწაში... ჰაერს მალე გაასუფთავებენო ამბობენ".
იხილეთ ასევე: "ის ჯარიმა, თურმე, ავიდა 300 ლარზე, ისე, რომ მე არაფერი არ ვიცოდი" - რას აპროტესტებს ნინი ბადურაშვილი