Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დროა, ბავშვებს ავუხსნათ, რომ სექსი ადამიანის ერთ-ერთი ძირეული მოთხოვნილებაა, როგორც კვება და ძილი"- ტორესა მოსი
"დროა, ბავშვებს ავუხსნათ, რომ სექსი ადამიანის ერთ-ერთი ძირეული მოთხოვნილებაა, როგორც კვება და ძილი"- ტორესა მოსი

მწე­რა­ლი ტო­რე­სა მოსი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე სო­ფელ ნა­ტა­ნებ­ში შან­ტა­ჟის გამო 16 წლის გო­გო­ნას თვით­მკვლე­ლო­ბის ფაქტს ეხ­მა­უ­რე­ბა:

"დროა, ბავ­შვებს ავუხ­სნათ, რომ სექ­სი ადა­მი­ა­ნის ერთ-ერთი ძი­რე­უ­ლი მო­თხოვ­ნი­ლე­ბაა, რო­გორც კვე­ბა და ძილი, რომ სექსში არა­ფე­რია სა­სირ­ცხვი­ლო და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი, რომ სექ­სუ­ა­ლუ­რი მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბი და მათი დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა ბუ­ნებ­რი­ვი და აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ამი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი არაა, ნო­ტა­რი­უ­ლად და­მოწ­მე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი და სა­მუ­და­მო ერ­თგუ­ლე­ბის ფიცი, რომ სექ­სი ურ­თი­ერ­თო­ბის ბუ­ნებ­რი­ვი შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია და ზუს­ტად ისე­ვე ბუ­ნებ­რი­ვია, ვერ შე­ე­წყო ადა­მი­ანს სექ­სუ­ა­ლუ­რად, რო­გორც ხა­სი­ა­თით, ამი­ტომ სა­ნამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებ, ვის­თან გსურს გა­ა­ტა­რო დარ­ჩე­ნი­ლი ცხოვ­რე­ბა და ვინ­მეს სა­მუ­და­მო ერ­თგუ­ლე­ბის ფიცი და­უ­დო, აუ­ცი­ლე­ბე­ლია გა­ი­გო, რო­გორც თქვე­ნი მსოფ­ლმხედ­ვე­ლობ­რი­ვი თან­ხვედ­რა, ისე სექ­სუ­ა­ლუ­რი თან­ხვედ­რა, რად­გან ამის გა­რე­შე თა­ნა­ცხოვ­რე­ბა იქ­ცე­ვა ჯო­ჯო­ხე­თად და ძა­ლა­დო­ბად.

დროა ბავ­შვებს ავუხ­სნათ, რომ სექ­სი არაა და­საძ­რა­ხი, და­საძ­რა­ხი დე­და­მო**აა, შან­ტა­ჟი, ძა­ლა­დო­ბა და სხვი­სი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ჯა­როდ გა­მო­ფე­ნა. დროა ბავ­შვებს ავუხ­სნათ, რომ ჩვენ მათ არ გან­ვსჯით მათი სექ­სუ­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის გამო და ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ იმათ და­სას­ჯე­ლად, ვინც გა­ბე­დავს და მათ და­შან­ტა­ჟე­ბას და მათ­ზე ძა­ლა­დო­ბას ცდის. ყვე­ლას დე**ან, ვინც ჩემ შვილს მისი სექ­სუ­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის გამო დაძ­რა­ხავს. საკ­მა­რი­სია ის ჯო­ჯო­ხე­თი, რო­მე­ლიც ჩვენ მოგ­ვი­წყეს, საკ­მა­რი­სია, რაც ჩვენ ვი­ტან­ჯეთ სექ­სი­სად­მი ამ მა­ხინ­ჯი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გამო.

მე არ მჯე­რა, რომ ღმერ­თი ოდეს­მე იმის გამო გაგ­ვა­სა­მარ­თლებს, რომ ვი­ღა­ცას­თან ვი­წე­ქით. არ მჯე­რა, რომ ღმერ­თი იმ ინ­სტინ­ქტე­ბის გამო დაგ­ვსჯის, რაც თა­ვად მოგ­ვცა. არ მჯე­რა მე ასე­თი ღმერ­თის, რო­მე­ლიც ჩა­საფ­რე­ბუ­ლი მით­ვალ­თვა­ლებს ვის­თან, სად, რო­დის და რო­გორ მექ­ნე­ბა სექ­სი და მერე ხაზს გა­და­უს­ვამს ყვე­ლა­ფერს, რაც ცხოვ­რე­ბა­ში მი­კე­თე­ბია და ჯო­ჯო­ხე­თის­თვის გამ­წი­რავს. არ შე­იძ­ლე­ბა გჯე­რო­დეს, რომ არ­სე­ბობს სრულ­ყო­ფი­ლი გონი და ამავდრო­უ­ლად ფიქ­რობ­დე, რომ ეს სრულ­ყო­ფი­ლი გონი ასე­თი მეწვრილ­მა­ნე და შე­ზღუ­დუ­ლია. ნუთუ ასე რთუ­ლი და­სა­ნა­ხია, რომ სექ­სი­სად­მი ეს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი და ბრიყ­ვუ­ლი ტაბუ, და­კომ­პლექ­სე­ბუ­ლი და გა­ბო­რო­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნუ­რი გო­ნე­ბის ნა­ყო­ფია და არა რა­ი­მე სრულ­ყო­ფი­ლი გო­ნის. დროა ეს სი­გი­ჟე დას­რულ­დეს და და­ვი­წყოთ ნორ­მა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნუ­რი ცხოვ­რე­ბა და სა­კუ­თარ შვი­ლებს ცხოვ­რე­ბა ჯო­ჯო­ხე­თად არ ვუქ­ცი­ოთ. და თუ ვინ­მე მარ­თლა მოხ­ვდე­ბა ჯო­ჯო­ხეთ­ში, ღრმად მწამს, რომ პირ­ვე­ლე­ბი ისი­ნი იქ­ნე­ბი­ან, ვინც ღმერ­თის სა­ხე­ლით სხვა ადა­მი­ა­ნებს ამ ქვეყ­ნად ცხოვ­რე­ბას უქ­ცევს ჯო­ჯო­ხე­თად. ასე­თია ჩემი რწმე­ნა".

ავტორი:

"დროა, ბავშვებს ავუხსნათ, რომ სექსი ადამიანის ერთ-ერთი ძირეული მოთხოვნილებაა, როგორც კვება და ძილი"- ტორესა მოსი

"დროა, ბავშვებს ავუხსნათ, რომ სექსი ადამიანის ერთ-ერთი ძირეული მოთხოვნილებაა, როგორც კვება და ძილი"- ტორესა მოსი

მწერალი ტორესა მოსი "ფეისბუქის" პირად გვერდზე სოფელ ნატანებში შანტაჟის გამო 16 წლის გოგონას თვითმკვლელობის ფაქტს ეხმაურება:

"დროა, ბავშვებს ავუხსნათ, რომ სექსი ადამიანის ერთ-ერთი ძირეული მოთხოვნილებაა, როგორც კვება და ძილი, რომ სექსში არაფერია სასირცხვილო და არაადამიანური, რომ სექსუალური მოთხოვნილებები და მათი დაკმაყოფილება ბუნებრივი და აუცილებელია, რომ ამისათვის აუცილებელი არაა, ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტები და სამუდამო ერთგულების ფიცი, რომ სექსი ურთიერთობის ბუნებრივი შემადგენელი ნაწილია და ზუსტად ისევე ბუნებრივია, ვერ შეეწყო ადამიანს სექსუალურად, როგორც ხასიათით, ამიტომ სანამ გადაწყვეტილებას მიიღებ, ვისთან გსურს გაატარო დარჩენილი ცხოვრება და ვინმეს სამუდამო ერთგულების ფიცი დაუდო, აუცილებელია გაიგო, როგორც თქვენი მსოფლმხედველობრივი თანხვედრა, ისე სექსუალური თანხვედრა, რადგან ამის გარეშე თანაცხოვრება იქცევა ჯოჯოხეთად და ძალადობად.

დროა ბავშვებს ავუხსნათ, რომ სექსი არაა დასაძრახი, დასაძრახი დედამო**აა, შანტაჟი, ძალადობა და სხვისი პირადი ცხოვრების საჯაროდ გამოფენა. დროა ბავშვებს ავუხსნათ, რომ ჩვენ მათ არ განვსჯით მათი სექსუალური ცხოვრების გამო და ყველაფერს გავაკეთებთ იმათ დასასჯელად, ვინც გაბედავს და მათ დაშანტაჟებას და მათზე ძალადობას ცდის. ყველას დე**ან, ვინც ჩემ შვილს მისი სექსუალური ცხოვრების გამო დაძრახავს. საკმარისია ის ჯოჯოხეთი, რომელიც ჩვენ მოგვიწყეს, საკმარისია, რაც ჩვენ ვიტანჯეთ სექსისადმი ამ მახინჯი დამოკიდებულების გამო.

მე არ მჯერა, რომ ღმერთი ოდესმე იმის გამო გაგვასამართლებს, რომ ვიღაცასთან ვიწექით. არ მჯერა, რომ ღმერთი იმ ინსტინქტების გამო დაგვსჯის, რაც თავად მოგვცა. არ მჯერა მე ასეთი ღმერთის, რომელიც ჩასაფრებული მითვალთვალებს ვისთან, სად, როდის და როგორ მექნება სექსი და მერე ხაზს გადაუსვამს ყველაფერს, რაც ცხოვრებაში მიკეთებია და ჯოჯოხეთისთვის გამწირავს. არ შეიძლება გჯეროდეს, რომ არსებობს სრულყოფილი გონი და ამავდროულად ფიქრობდე, რომ ეს სრულყოფილი გონი ასეთი მეწვრილმანე და შეზღუდულია. ნუთუ ასე რთული დასანახია, რომ სექსისადმი ეს წარმოუდგენელი და ბრიყვული ტაბუ, დაკომპლექსებული და გაბოროტებული ადამიანური გონების ნაყოფია და არა რაიმე სრულყოფილი გონის. დროა ეს სიგიჟე დასრულდეს და დავიწყოთ ნორმალური ადამიანური ცხოვრება და საკუთარ შვილებს ცხოვრება ჯოჯოხეთად არ ვუქციოთ. და თუ ვინმე მართლა მოხვდება ჯოჯოხეთში, ღრმად მწამს, რომ პირველები ისინი იქნებიან, ვინც ღმერთის სახელით სხვა ადამიანებს ამ ქვეყნად ცხოვრებას უქცევს ჯოჯოხეთად. ასეთია ჩემი რწმენა".

"ჩემი ქმარი არ აკეთებს არაფერს? კახას არც ერთი თვის ხელფასი არ აუღია" - როგორ უპასუხა ანუკი არეშიძემ "ინსტაგრამზე" მწვავე კრიტიკას

"დამირეკა თბილისის მერმა, გამამხნევა... რთულია შეეგუო დიაგნოზს - კოვიდინფიცირებული" - რას წერს მუნიციპალური ინსპექციის ინფიცირებული თანამშრომელი

"კართან დამხვდა ნასვამი, აგრესიული იყო, ამოიღო იარაღი და 2-ჯერ მესროლა" - რამაზ ხარაზიშვილი თავდასხმის დეტალებსა და რაგბის სამყაროში არსებულ დაპირისპირებაზე