კონფლიქტები
პოლიტიკა
სპორტი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
სამხედრო
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წითელას შემთხვევებით საქართველო მე-3 ადგილზეა - გახდება თუ არა ვაქცინაცია სავალდებულო
წითელას შემთხვევებით საქართველო მე-3 ადგილზეა - გახდება თუ არა ვაქცინაცია სავალდებულო

წი­თე­ლას შემ­თხვე­ვე­ბით, სერ­ბე­თი­სა და უკ­რა­ი­ნის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პა­ში წელს მე­სა­მე ად­გილ­ზეა. რო­გორც BBC ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­ნა­ცე­მებ­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, ევ­რო­პა­ში წი­თე­ლას შემ­თხვე­ვებ­მა რე­კორ­დულ მაჩ­ვე­ნე­ბელს მი­აღ­წია. 2018 წლის პირ­ვე­ლი 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, ევ­რო­პის მას­შტა­ბით, წი­თე­ლა­თი 41 000 ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და, რის შე­დე­გა­დაც 37 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა.

და­ა­ვა­დე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით, პირ­ველ ათე­ულ­ში შე­დი­ან, ასე­ვე, სა­ბერ­ძნე­თი, რუ­მი­ნე­თი, იტა­ლია, საფ­რან­გე­თი, სლო­ვა­კე­თი, რუ­სე­თი, დიდი ბრი­ტა­ნე­თი.

რო­გორც და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე აცხა­დებს, სა­ქარ­თვე­ლო­ში საკ­მა­ოდ დი­დია იმ ადა­მი­ან­თა რი­ცხვი, რო­მელ­თაც ამ დრომ­დე ვაქ­ცი­ნა­ცია არ აქვთ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი.

"წი­თე­ლა სა­ხუ­მა­რო და­ა­ვა­დე­ბა არ არის. წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში ორი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და. სამ­წუ­ხა­როდ, შარ­შან შე­მოდ­გო­მა­ზე აჭა­რის რე­გი­ო­ნი­დან და­ი­წყო წი­თე­ლას პიკი და 2018-ში უკვე ინ­ფექ­ცი­ის 1300-მდე შემ­თხვე­ვაა. ქვე­ყა­ნა­ში ამ დრომ­დე 20-დან 40 წლამ­დე ასა­კის ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნია აუც­რე­ლი. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ წი­თე­ლა ისევ "მობ­რუნ­და" ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში. საფ­რან­გეთ­ში და იტა­ლი­ა­ში შარ­შან ინ­ფექ­ცი­ის ძა­ლი­ან ბევ­რი შემ­თხე­ვა იყო, რის გა­მოც ამ ქვეყ­ნებ­ში წი­თე­ლას სა­ვალ­დე­ბუ­ლო ვაქ­ცი­ნა­ცია შე­მო­ი­ღეს", - აცხა­დებს და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი.

ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, წი­თე­ლას ვაქ­ცი­ნა­ცია, შე­საძ­ლოა, სა­ქარ­თვე­ლო­შიც სა­ვალ­დე­ბუ­ლო გახ­დეს. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ინი­ცი­ა­ტი­ვა პარ­ლა­მენ­ტის ჯან­დაც­ვის კო­მი­ტეტს ეკუთ­ვნის და კა­ნონპ­რო­ექტს მიმ­დი­ნა­რე წლის სა­შე­მოდ­გო­მო სე­სი­ა­ზე გა­ნი­ხი­ლა­ვენ.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში წი­თე­ლას ვაქ­ცი­ნა­ცია ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თია. ამან მიგ­ვიყ­ვა­ნა ამ სი­ტუ­ა­ცი­ამ­დე, რაც დღეს გვაქვს. მთელ რიგ ქვეყ­ნებ­ში წი­თე­ლა აღ­მო­ფხვრი­ლია. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ ვე­რე­ვით. სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ყო­ველ­დღი­უ­რად 5-დან 10-მდე მერ­ყე­ობს წი­თე­ლას შემ­თხვე­ვე­ბის რი­ცხვი. გან­სა­კუთ­რე­ბით არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო ვი­თა­რე­ბა გვაქვს დიდ ქა­ლა­ქებ­ში", - აცხა­დებს ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე.

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ყვე­ლას, ვი­საც არ აქვს აც­რი­ლი, ან არ ახ­სოვს აქვს თუ არა გა­და­ტა­ნი­ლი წი­თე­ლა, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის­კენ მო­უ­წო­დებს. მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში ვაქ­ცი­ნა­ცი­ის საკ­მაო მა­რა­გია.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში წი­თე­ლას სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცია უფა­სოა და გეგ­მი­უ­რად 1 წლი­სა და 5 წლის ასაკ­ში კეთ­დე­ბა. თუ ორი­ვე აცრა ჩა­ტა­რე­ბუ­ლია 98%-ით და­ზღვე­უ­ლია ადა­მი­ა­ნი, რომ არ და­ინ­ფი­ცირ­დე­ბა. იწყე­ბა სას­წავ­ლო წელი, ყვე­ლა დე­დას მო­ვუ­წო­დებ, გა­და­ა­მოწ­მონ ბავ­შვე­ბის აც­რის კა­ლენ­და­რი. გან­სა­კუთ­რე­ბით ის გო­გო­ნე­ბი, უნდა იყ­ვნენ ყუ­რა­დღე­ბით, რომ­ლე­ბიც შვი­ლოს­ნო­ბის ასაკ­ში არი­ან. მათ წი­ნას­წარ უნდა გა­მო­იკ­ვლი­ან აქვთ თუ არა წი­თე­ლას იმუ­ნი­ტე­ტი და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, აიც­რან. რად­გან წი­თე­ლა რო­გორც ნა­ყო­ფის­თვის, ისე დე­დის­თვის სა­ხი­ფა­თო ინ­ფექ­ცი­აა", - აღ­ნიშ­ნავს ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე.

ქრის­ტი­ნე გამ­თე­ნა­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

წითელას შემთხვევებით საქართველო მე-3 ადგილზეა - გახდება თუ არა ვაქცინაცია სავალდებულო

წითელას შემთხვევებით საქართველო მე-3 ადგილზეა - გახდება თუ არა ვაქცინაცია სავალდებულო

წითელას შემთხვევებით, სერბეთისა და უკრაინის შემდეგ საქართველო ევროპაში წელს მესამე ადგილზეა. როგორც BBC ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, ევროპაში წითელას შემთხვევებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. 2018 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში, ევროპის მასშტაბით, წითელათი 41 000 ადამიანი დაინფიცირდა, რის შედეგადაც 37 ადამიანი გარდაიცვალა.

დაავადებულთა რაოდენობის მიხედვით, პირველ ათეულში შედიან, ასევე, საბერძნეთი, რუმინეთი, იტალია, საფრანგეთი, სლოვაკეთი, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, საქართველოში საკმაოდ დიდია იმ ადამიანთა რიცხვი, რომელთაც ამ დრომდე ვაქცინაცია არ აქვთ ჩატარებული.

"წითელა სახუმარო დაავადება არ არის. წელს საქართველოში ორი გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა. სამწუხაროდ, შარშან შემოდგომაზე აჭარის რეგიონიდან დაიწყო წითელას პიკი და 2018-ში უკვე ინფექციის 1300-მდე შემთხვევაა. ქვეყანაში ამ დრომდე 20-დან 40 წლამდე ასაკის ნახევარი მილიონი ადამიანია აუცრელი. შეიძლება ითქვას, რომ წითელა ისევ "მობრუნდა" ევროპის ქვეყნებში. საფრანგეთში და იტალიაში შარშან ინფექციის ძალიან ბევრი შემთხევა იყო, რის გამოც ამ ქვეყნებში წითელას სავალდებულო ვაქცინაცია შემოიღეს", - აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, წითელას ვაქცინაცია, შესაძლოა, საქართველოშიც სავალდებულო გახდეს. მისივე განმარტებით, ინიციატივა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს ეკუთვნის და კანონპროექტს მიმდინარე წლის საშემოდგომო სესიაზე განიხილავენ.

"საქართველოში წითელას ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. ამან მიგვიყვანა ამ სიტუაციამდე, რაც დღეს გვაქვს. მთელ რიგ ქვეყნებში წითელა აღმოფხვრილია. სამწუხაროდ, საქართველოში ჯერჯერობით ვერ ვერევით. საქართველოს მასშტაბით ყოველდღიურად 5-დან 10-მდე მერყეობს წითელას შემთხვევების რიცხვი. განსაკუთრებით არასასიამოვნო ვითარება გვაქვს დიდ ქალაქებში", - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ყველას, ვისაც არ აქვს აცრილი, ან არ ახსოვს აქვს თუ არა გადატანილი წითელა, ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. მისივე განცხადებით, ქვეყანაში ვაქცინაციის საკმაო მარაგია.

"საქართველოში წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასოა და გეგმიურად 1 წლისა და 5 წლის ასაკში კეთდება. თუ ორივე აცრა ჩატარებულია 98%-ით დაზღვეულია ადამიანი, რომ არ დაინფიცირდება. იწყება სასწავლო წელი, ყველა დედას მოვუწოდებ, გადაამოწმონ ბავშვების აცრის კალენდარი. განსაკუთრებით ის გოგონები, უნდა იყვნენ ყურადღებით, რომლებიც შვილოსნობის ასაკში არიან. მათ წინასწარ უნდა გამოიკვლიან აქვთ თუ არა წითელას იმუნიტეტი და საჭიროების შემთხვევაში, აიცრან. რადგან წითელა როგორც ნაყოფისთვის, ისე დედისთვის სახიფათო ინფექციაა", - აღნიშნავს ამირან გამყრელიძე.

ქრისტინე გამთენაძე

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ