მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რაიან სმიტის მშობლები და ძმა საქართველოში არიან - ისინი დღეს პროკურატურაში იმყოფებოდნენ
რაიან სმიტის მშობლები და ძმა საქართველოში არიან - ისინი დღეს პროკურატურაში იმყოფებოდნენ

შიდა ქარ­თლი­სა და მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის სა­ოლ­ქო პრო­კუ­რო­რი ავ­თან­დილ კოჭ­ლა­მა­ზაშ­ვი­ლი ხა­დას ხე­ო­ბა­ში მოკ­ლუ­ლი რა­ი­ან მა­იკლ სმი­ტის ნა­თე­სა­ვებს შეხ­ვდა. შეხ­ვედ­რას საქ­მის პრო­კუ­რო­რი და­ვით ყა­ზა­რაშ­ვი­ლი, სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ის სა­ელ­ჩოს მრჩე­ვე­ლი იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხებ­ში მა­იკლ გრან­ტი, კონ­სუ­ლი ჯე­ნეტ რო­ბერ­ტი და უწყე­ბის სხვა თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შეხ­ვედ­რა­ზე მა­იკლ რა­ი­ან სმი­ტის მშობ­ლებ­მა და ძმამ მი­ი­ღეს დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, ასე­ვე პა­სუ­ხე­ბი მათ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო შე­კი­თხვებ­ზე, რაც ძი­რი­თა­დად შე­ე­ხე­ბო­და გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცესს, მათ შო­რის ბრალ­დე­ბუ­ლის გარ­და, საქ­მე­ზე იკ­ვე­თე­ბა თუ არა კი­დევ სხვა დამ­ნა­შა­ვე პირი, რამ­დე­ნად მალე დას­რულ­დე­ბა სა­ექ­სპერ­ტო კვლე­ვე­ბი.

უწყე­ბის ცნო­ბით, მა­იკლ რა­ი­ან სმი­ტის ოჯა­ხის წევ­რე­ბი და­ინ­ტე­რეს­დნენ, რა ფორ­მით შე­ეძ­ლოთ სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ის და მო­საზ­რე­ბის და­ფიქ­სი­რე­ბა სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე. გან­მარ­ტე­ბე­ბის მი­ღე­ბი­სა და შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, გარ­დაც­ვლი­ლი რა­ი­ან მა­იკლ სმი­ტის უფ­ლე­ბა­მო­ნაც­ვლედ ცნო­ბი­ლი იქნა მისი ძმა ჩედ ოს­ტინ სმი­ტი, ხოლო ქე­ლებ ის­მატ სმი­ტის უფ­ლე­ბა­მო­ნაც­ვლედ მისი ბა­ბუა ბა­ი­რონ ლი სმი­ტი.

ბრალ­დე­ბულს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლის „გ“, მე-2 ნა­წი­ლის „ბ“, მე-3 ნა­წი­ლის „ა“ და „ბ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით, სხვა და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით, დამ­ნა­შა­ვის­თვის წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნის და ორი პი­რის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა) აქვს წარ­დგე­ნი­ლი. მცხე­თის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის, პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის თა­ო­ბა­ზე და­აკ­მა­ყო­ფი­ლა.

„სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გრძელ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა. ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბა სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად თექ­ვსმე­ტი­დან ოც წლამ­დე, ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს“, - აცხა­დე­ბენ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება
ავტორი:

რაიან სმიტის მშობლები და ძმა საქართველოში არიან - ისინი დღეს პროკურატურაში იმყოფებოდნენ

რაიან სმიტის მშობლები და ძმა საქართველოში არიან - ისინი დღეს პროკურატურაში იმყოფებოდნენ

შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორი ავთანდილ კოჭლამაზაშვილი ხადას ხეობაში მოკლული რაიან მაიკლ სმიტის ნათესავებს შეხვდა. შეხვედრას საქმის პროკურორი დავით ყაზარაშვილი, საქართველოში აშშ-ის საელჩოს მრჩეველი იურიდიულ საკითხებში მაიკლ გრანტი, კონსული ჯენეტ რობერტი და უწყების სხვა თანამშრომლები ესწრებოდნენ.

პროკურატურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მაიკლ რაიან სმიტის მშობლებმა და ძმამ მიიღეს დეტალური ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, ასევე პასუხები მათთვის საინტერესო შეკითხვებზე, რაც ძირითადად შეეხებოდა გამოძიების პროცესს, მათ შორის ბრალდებულის გარდა, საქმეზე იკვეთება თუ არა კიდევ სხვა დამნაშავე პირი, რამდენად მალე დასრულდება საექსპერტო კვლევები.

უწყების ცნობით, მაიკლ რაიან სმიტის ოჯახის წევრები დაინტერესდნენ, რა ფორმით შეეძლოთ საკუთარი პოზიციის და მოსაზრების დაფიქსირება სასამართლოს წინაშე. განმარტებების მიღებისა და შეხვედრის დასრულების შემდეგ, გარდაცვლილი რაიან მაიკლ სმიტის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა მისი ძმა ჩედ ოსტინ სმიტი, ხოლო ქელებ ისმატ სმიტის უფლებამონაცვლედ მისი ბაბუა ბაირონ ლი სმიტი.

ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი პირის განზრახ მკვლელობა) აქვს წარდგენილი. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეფარდების თაობაზე დააკმაყოფილა.

„სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება. ბრალდებულისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად თექვსმეტიდან ოც წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აცხადებენ პროკურატურაში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ