პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როგორ უნდა შეეძლოს ადამიანს მოზარდი გოგონას ან ბიჭის დაშანტაჟება სქესით? 21-ე საუკუნეში ეს ხომ სრული სიგიჟეა" - დეკანოზი თამაზ ლომიძე
"როგორ უნდა შეეძლოს ადამიანს მოზარდი გოგონას ან ბიჭის დაშანტაჟება სქესით? 21-ე საუკუნეში ეს ხომ სრული სიგიჟეა" - დეკანოზი თამაზ ლომიძე

დე­კა­ნო­ზი თა­მაზ ლო­მი­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე მო­ზარ­დე­ბის სექ­სუ­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ წერს და შვი­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, პი­რად გა­მოც­დი­ლე­ბას გვი­ზი­ა­რებს:

"მშობ­ლე­ბო, გახ­სოვ­დეთ: შან­ტა­ჟი ბავ­შვო­ბი­დან იწყე­ბა!

შან­ტა­ჟი ბავ­შვო­ბი­დან იწყე­ბა. 9-10 წლის რომ იყო ჩემი ბიჭი, ჰქონ­და ფაზა, როცა ხში­რად უჩ­ნდე­ბო­და სურ­ვი­ლი სახ­ლში ეთ­ქვა სქეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სი­ტყვე­ბი, ხმა­მაღ­ლა წა­მო­ი­ძა­ხებ­და რამე სქეს­თან და­კავ­ში­რე­ბულ ფრა­ზას ან ჟარ­გონს ან ხუმ­რო­ბით იტყო­და რა­მეს, თან ისე, რომ ახ­ლო­ბელ დი­დებ­საც გაგ­ვე­გო. მე არა­სო­დეს გავ­წყრო­მი­ვარ ამის გამო, რად­გან ვხვდე­ბო­დი, რომ ეს მის­თვის ადა­მი­ან­ში რა­ღაც ახ­ლის აღ­მო­ჩე­ნის ფაზა იყო და ამი­ტომ არც შე­მირ­ცხვე­ნია და არც და­მის­ჯია ამის გამო. პი­რი­ქით, ხში­რად ავ­ყო­ლი­ვარ ასეთ ხუმ­რო­ბებ­ში, რათა მარ­ტო არ ყო­ფი­ლი­ყო თა­ვის აღ­მო­ჩე­ნებ­ში. მალე სრუ­ლი­ად გა­უ­ა­რა ამ ფა­ზამ და სურ­ვი­ლიც გა­უქ­რა რა­ი­მეს თქმის. 12 წლის რომ იყო, ბი­ო­ლო­გი­ის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო მო­ი­ტა­ნა სკო­ლი­დან (გერ­მა­ნი­ა­ში სწავ­ლობს), სა­დაც ქა­ლის და კა­ცის სქე­სობ­რი­ვი აგე­ბუ­ლე­ბა და რეპ­რო­დუქ­ცი­ის ორ­გა­ნო­ე­ბი იყო აღ­წე­რი­ლი, ასე­ვე ბავ­შვის­თვის გა­სა­გებ, სა­მეც­ნი­ე­რო ენა­ზე აღ­წე­რი­ლი იყო სქე­სობ­რი­ვი აქტი და ბავ­შვის ჩა­სახ­ვის პრო­ცე­სი. მო­ი­ტა­ნა ეს წიგ­ნი, თან მიყ­ვე­ბო­და ამ უც­ნა­უ­რი გაკ­ვე­თი­ლის შე­სა­ხებ, თან ეცი­ნე­ბო­და უხერ­ხუ­ლო­ბის­გან და თა­ნაც ძა­ლი­ან უნ­დო­და აუ­ცი­ლებ­ლად ჩემ­თვი­საც ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა ეს გაკ­ვე­თი­ლი. მე არ გავ­წით­ლე­ბულ­ვარ ჩვე­ნი მშობ­ლე­ბის მსგავ­სად, უკან არ და­მი­ხე­ვია, პი­რი­ქით იქით ვთხო­ვე წა­ე­კი­თხა ჩემ­თვი­საც, რა ის­წავ­ლეს. მო­ვი­და, ძმა­კა­ცი­ვით და­მიჯ­და გვერ­დით, წა­მი­კი­თხა და ჩემი რე­აქ­ცი­ით დარ­წმუნ­და, რომ ამ ყვე­ლა­ფერ­ში არ იყო არა­ფე­რი სა­მარ­ცხვი­ნო, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ან ბინ­ძუ­რი სა­ი­დუმ­ლო. ჩემი რე­აქ­ცი­ით მე არ შე­მი­ში­ნე­ბია და და­მი­შან­ტა­ჟე­ბია ბავ­შვი. მას შემ­დე­გაც თუ რამ დე­ლი­კა­ტუ­რი კი­თხვა უჩ­ნდე­ბა სქეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, იცის, რომ შე­უძ­ლია სრუ­ლი­ად ბუ­ნებ­რი­ვად მკი­თხოს და ამის­თვის არა­ვინ შე­აჩ­ვე­ნებს. ჩემს ბავ­შვს ვე­ღა­რა­ვინ და­ა­შან­ტა­ჟებს სქე­სით, რომც სცა­დონ ალ­ბათ ჩათ­ვლის, რომ ისი­ნი არა­ნორ­მა­ლუ­რე­ბი არი­ან.

რო­გორ უნდა შე­ეძ­ლოს ადა­მი­ანს მო­ზარ­დი გო­გო­ნას, ბი­ჭის ან თუნ­დაც ქა­ლის ან კა­ცის და­შან­ტა­ჟე­ბა სქე­სით? დღეს, 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ეს ხომ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, სრუ­ლი სი­გი­ჟეა და სა­სა­ცი­ლოც კია, შე­დე­გად თვით­მკვლე­ლო­ბის ასე­თი მძი­მე შემ­თხვე­ვით რომ არ მთავ­რდე­ბო­დეს ხან­და­ხან. თუ გვინ­და, რომ ჩვე­ნი შვი­ლე­ბი არ იყ­ვნენ ასე­თი ბო­რო­ტე­ბის მსხვერ­პლნი, ყვე­ლა უნდა გავ­თა­ვი­სუფ­ლდეთ სქე­სის კომ­პლექ­სის­გან, შე­ვიგ­ნოთ, რომ სქე­სი არა­თუ სა­მარ­ცხვი­ნოა, არა­მედ პი­რი­ქით, სწო­რედ ღმერ­თის­გან აქვს ადა­მი­ანს სქე­სი, ადა­მი­ა­ნის სწო­რედ სქე­სობ­რი­ვი გზით გამ­რავ­ლე­ბა აკურ­თხა უფალ­მა და სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რიც ქა­ლის და კა­ცის სიყ­ვა­რუ­ლის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. ასე ბრძა­ნებს ბიბ­ლია: "იპო­ვის კაცი თა­ვის ქალს და შე­უ­ერ­თდე­ბა მას". რო­გორ უნდა შეძ­ლოს ვინ­მემ და შე­მარ­ცხვი­ნოს იმის მეშ­ვე­ო­ბით, რაც ღვთი­სა­გა­ნაა ჩემ­ში?!

თუ გვინ­და ჯან­სა­ღი მო­მა­ვა­ლი, უპირ­ვე­ლე­სად სკო­ლამ და ასე­ვე მშობ­ლებ­მაც ბავ­შვის ასა­კის შე­სა­ბა­მი­სად უნდა ცნო­ბი­ე­რი გავ­ხა­დოთ მათ­თვის სა­კუ­თა­რი სქე­სი. ვას­წავ­ლოთ, რო­გო­რაა სქე­სობ­რი­ვად აგე­ბუ­ლი ქალი და კაცი, რა არის მათი სქე­სობ­რი­ვი გან­სხვა­ვე­ბა, რა­ტომ იზი­დავთ და სი­ა­მოვ­ნებთ ერ­თად ყოფ­ნა, რო­დის და რო­გორ ჩნდე­ბა მათ­ში სიყ­ვა­რუ­ლი, რო­გორ ჩა­ი­სა­ხე­ბა და ჩნდე­ბა ბავ­შვი, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ბუ­ნებ­რი­ვი და კარ­გია და ა.შ. მა­შინ, თუნ­დაც ბო­რო­ტად რომ გა­მო­ი­ყე­ნოს ვინ­მემ მათი სქე­სობ­რი­ვი მხა­რე, თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მა­ინც ვერ და­ა­შან­ტა­ჟებს მო­ზარდს.

ჩვე­ნი შვი­ლე­ბის მტე­რია ის, ვინც სკო­ლა­ში ამ სა­კი­თხე­ბის ღიად და აკა­დე­მი­უ­რად სწავ­ლე­ბას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა.

მშობ­ლე­ბო გახ­სოვ­დეთ: შან­ტა­ჟი ბავ­შვო­ბი­დან იწყე­ბა!".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"როგორ უნდა შეეძლოს ადამიანს მოზარდი გოგონას ან ბიჭის დაშანტაჟება სქესით? 21-ე საუკუნეში ეს ხომ სრული სიგიჟეა" - დეკანოზი თამაზ ლომიძე

"როგორ უნდა შეეძლოს ადამიანს მოზარდი გოგონას ან ბიჭის დაშანტაჟება სქესით? 21-ე საუკუნეში ეს ხომ სრული სიგიჟეა" - დეკანოზი თამაზ ლომიძე

დეკანოზი თამაზ ლომიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე მოზარდების სექსუალური განათლების შესახებ წერს და შვილებთან დაკავშირებით, პირად გამოცდილებას გვიზიარებს:

"მშობლებო, გახსოვდეთ: შანტაჟი ბავშვობიდან იწყება!

შანტაჟი ბავშვობიდან იწყება. 9-10 წლის რომ იყო ჩემი ბიჭი, ჰქონდა ფაზა, როცა ხშირად უჩნდებოდა სურვილი სახლში ეთქვა სქესთან დაკავშირებული სიტყვები, ხმამაღლა წამოიძახებდა რამე სქესთან დაკავშირებულ ფრაზას ან ჟარგონს ან ხუმრობით იტყოდა რამეს, თან ისე, რომ ახლობელ დიდებსაც გაგვეგო. მე არასოდეს გავწყრომივარ ამის გამო, რადგან ვხვდებოდი, რომ ეს მისთვის ადამიანში რაღაც ახლის აღმოჩენის ფაზა იყო და ამიტომ არც შემირცხვენია და არც დამისჯია ამის გამო. პირიქით, ხშირად ავყოლივარ ასეთ ხუმრობებში, რათა მარტო არ ყოფილიყო თავის აღმოჩენებში. მალე სრულიად გაუარა ამ ფაზამ და სურვილიც გაუქრა რაიმეს თქმის. 12 წლის რომ იყო, ბიოლოგიის სახელმძღვანელო მოიტანა სკოლიდან (გერმანიაში სწავლობს), სადაც ქალის და კაცის სქესობრივი აგებულება და რეპროდუქციის ორგანოები იყო აღწერილი, ასევე ბავშვისთვის გასაგებ, სამეცნიერო ენაზე აღწერილი იყო სქესობრივი აქტი და ბავშვის ჩასახვის პროცესი. მოიტანა ეს წიგნი, თან მიყვებოდა ამ უცნაური გაკვეთილის შესახებ, თან ეცინებოდა უხერხულობისგან და თანაც ძალიან უნდოდა აუცილებლად ჩემთვისაც ეჩვენებინა ეს გაკვეთილი. მე არ გავწითლებულვარ ჩვენი მშობლების მსგავსად, უკან არ დამიხევია, პირიქით იქით ვთხოვე წაეკითხა ჩემთვისაც, რა ისწავლეს. მოვიდა, ძმაკაცივით დამიჯდა გვერდით, წამიკითხა და ჩემი რეაქციით დარწმუნდა, რომ ამ ყველაფერში არ იყო არაფერი სამარცხვინო, წარმოუდგენელი ან ბინძური საიდუმლო. ჩემი რეაქციით მე არ შემიშინებია და დამიშანტაჟებია ბავშვი. მას შემდეგაც თუ რამ დელიკატური კითხვა უჩნდება სქესთან დაკავშირებით, იცის, რომ შეუძლია სრულიად ბუნებრივად მკითხოს და ამისთვის არავინ შეაჩვენებს. ჩემს ბავშვს ვეღარავინ დააშანტაჟებს სქესით, რომც სცადონ ალბათ ჩათვლის, რომ ისინი არანორმალურები არიან.

როგორ უნდა შეეძლოს ადამიანს მოზარდი გოგონას, ბიჭის ან თუნდაც ქალის ან კაცის დაშანტაჟება სქესით? დღეს, 21-ე საუკუნეში ეს ხომ წარმოუდგენელია, სრული სიგიჟეა და სასაცილოც კია, შედეგად თვითმკვლელობის ასეთი მძიმე შემთხვევით რომ არ მთავრდებოდეს ხანდახან. თუ გვინდა, რომ ჩვენი შვილები არ იყვნენ ასეთი ბოროტების მსხვერპლნი, ყველა უნდა გავთავისუფლდეთ სქესის კომპლექსისგან, შევიგნოთ, რომ სქესი არათუ სამარცხვინოა, არამედ პირიქით, სწორედ ღმერთისგან აქვს ადამიანს სქესი, ადამიანის სწორედ სქესობრივი გზით გამრავლება აკურთხა უფალმა და სქესობრივი კავშირიც ქალის და კაცის სიყვარულის განუყოფელი ნაწილია. ასე ბრძანებს ბიბლია: "იპოვის კაცი თავის ქალს და შეუერთდება მას". როგორ უნდა შეძლოს ვინმემ და შემარცხვინოს იმის მეშვეობით, რაც ღვთისაგანაა ჩემში?!

თუ გვინდა ჯანსაღი მომავალი, უპირველესად სკოლამ და ასევე მშობლებმაც ბავშვის ასაკის შესაბამისად უნდა ცნობიერი გავხადოთ მათთვის საკუთარი სქესი. ვასწავლოთ, როგორაა სქესობრივად აგებული ქალი და კაცი, რა არის მათი სქესობრივი განსხვავება, რატომ იზიდავთ და სიამოვნებთ ერთად ყოფნა, როდის და როგორ ჩნდება მათში სიყვარული, როგორ ჩაისახება და ჩნდება ბავშვი, რომ ეს ყველაფერი ბუნებრივი და კარგია და ა.შ. მაშინ, თუნდაც ბოროტად რომ გამოიყენოს ვინმემ მათი სქესობრივი მხარე, თვითმკვლელობამდე მაინც ვერ დააშანტაჟებს მოზარდს.

ჩვენი შვილების მტერია ის, ვინც სკოლაში ამ საკითხების ღიად და აკადემიურად სწავლებას ეწინააღმდეგება.

მშობლებო გახსოვდეთ: შანტაჟი ბავშვობიდან იწყება!".

"მადლობა, რომ მგლების ლუკმა არ გახდა ჩემი შვილი" - ტყეში დაკარგული მცირეწლოვანი გოგონა პოლიციამ იპოვა და მშობლებს დაუბრუნა

"გაიგეთ, ერთხელ და სამუდამოდ, წესის აგება დაკრძალვის წინ არაა რაღაც მაგიური რიტუალი..." - რას წერს დეკანოზი

"შეიძლება თამუნა რამე სენსიტიურ ინფორმაციას შეეჩეხა? სავარაუდოა, მაგრამ შანსია, ვცდებოდე" - რას წერს 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის კურსელი?