პოლიტიკა

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სახელმწიფოს ვალი აქვს, რის გადახდასაც თავს არიდებს" - რა ბედი ეწევათ სტუდენტებსა და აბიტურიენტებს
"შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სახელმწიფოს ვალი აქვს, რის გადახდასაც თავს არიდებს" - რა ბედი ეწევათ სტუდენტებსა და აბიტურიენტებს

გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი თა­მარ სა­ნი­კი­ძე აცხა­დებს, რომ შავი ზღვის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტს აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის მი­ღე­ბა 1 წლით სრუ­ლი­ად კა­ნო­ნი­ე­რად შე­ე­ზღუ­და.

სა­ნი­კი­ძის გან­მარ­ტე­ბით, უნი­ვერ­სი­ტეტს და­ვა­ლი­ა­ნე­ბა აქვს სა­ხელ­მწი­ფოს მი­მართ, რაც სტუ­დენ­ტე­ბის მი­ღე­ბის შე­ჩე­რე­ბის მი­ზე­ზი გახ­და.

"ვფიქ­რობ, საბ­ჭომ მაქ­სი­მუ­მი გა­ა­კე­თა იმის­თვის, რომ მი­ე­ღო კა­ნო­ნი­ე­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. უნი­ვერ­სი­ტეტ­მა ავ­ტო­რი­ზა­ცია მი­ი­ღო მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ და­დას­ტურ­და ძა­ლი­ან მძი­მე სუ­რა­თი, რო­მე­ლიც დღეს აქვს უნი­ვერ­სი­ტეტს. მათ უკვე დავა აქვთ სა­ხელ­მწი­ფოს­თან იმ თან­ხას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ­ლის გა­დახ­დაც ეკუთ­ვნით სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტ­ში. თა­ვის დრო­ზე და­ფიქ­სირ­და, რომ ისი­ნი გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­დახ­დას არი­დებ­დნენ თავს. დღე­ის­თვის ეს თან­ხაა 715 ათა­სი ლარი. ეს არის მი­ზე­ზი, რომ სრუ­ლი­ად არის და­ყა­და­ღე­ბუ­ლი მათი ქო­ნე­ბა და შპს-ს მფლო­ბე­ლე­ბის წი­ლე­ბი", - გა­ნა­ცხა­და სა­ნი­კი­ძემ.

თა­მარ სა­ნი­კი­ძის გან­ცხა­დე­ბით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უნი­ვერ­სი­ტეტს სტუ­დენ­ტე­ბის მი­ღე­ბა 1 წლით შე­უ­ჩერ­და, არ­სე­ბულ სტუ­დენ­ტებს არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ შე­ექ­მნე­ბათ.

რაც შე­ე­ხე­ბა, იმ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს, რომ­ლე­ბიც წელს აბა­რებ­დნენ შავი ზღვის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­ნი­კი­ძის თქმით, ისი­ნი მო­ბი­ლო­ბის პრინ­ცი­პით სხვა ავ­ტო­რი­ზე­ბულ სას­წავ­ლებ­ლებ­ში და­ი­წყე­ბენ სწავ­ლას.

"არ­სე­ბულ სტუ­დენ­ტებს არა­ვი­თა­რი პრობ­ლე­მა არ აქვთ, ისი­ნი ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში გა­აგ­რძე­ლე­ბენ სწავ­ლას. შე­ზღუდ­ვა ეხე­ბა მხო­ლოდ იმ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს, რომ­ლებ­მაც წელს აირ­ჩი­ეს შავი ზღვის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი. მათ­თვის ჩვენ გა­მო­ვა­ცხა­დებთ რიგ­გა­რე­შე მო­ბი­ლო­ბას, ჯერ უბ­რა­ლოდ რამ­დე­ნი­მე დღე და­ვე­ლო­დე­ბით რან­ჟი­რე­ბის დო­კუ­მენტს, რომ ზუს­ტად ვნა­ხოთ ვინ მო­ი­პო­ვა ამ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­რი­ცხვის უფ­ლე­ბა და წელს მათ შევ­თა­ვა­ზებთ სხვა ავ­ტო­რი­ზე­ბულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს, რომ შე­უ­ფერ­ხებ­ლად და­ი­წყონ სას­წავ­ლო წელი",-გა­ნა­ცხა­და სა­ნი­კი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭომ შავი ზღვის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტს სტუ­დენ­ტე­ბის ახა­ლი ნა­კა­დის მი­ღე­ბა ერთი წლით შე­უ­ზღუ­და. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში აღ­ნიშ­ნულს უსა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას უწო­დე­ბენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

"შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სახელმწიფოს ვალი აქვს, რის გადახდასაც თავს არიდებს" - რა ბედი ეწევათ სტუდენტებსა და აბიტურიენტებს

"შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სახელმწიფოს ვალი აქვს, რის გადახდასაც თავს არიდებს" - რა ბედი ეწევათ სტუდენტებსა და აბიტურიენტებს

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი თამარ სანიკიძე აცხადებს, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს აბიტურიენტების მიღება 1 წლით სრულიად კანონიერად შეეზღუდა.

სანიკიძის განმარტებით, უნივერსიტეტს დავალიანება აქვს სახელმწიფოს მიმართ, რაც სტუდენტების მიღების შეჩერების მიზეზი გახდა.

"ვფიქრობ, საბჭომ მაქსიმუმი გააკეთა იმისთვის, რომ მიეღო კანონიერი გადაწყვეტილება. უნივერსიტეტმა ავტორიზაცია მიიღო მიუხედავად იმისა, რომ დადასტურდა ძალიან მძიმე სურათი, რომელიც დღეს აქვს უნივერსიტეტს. მათ უკვე დავა აქვთ სახელმწიფოსთან იმ თანხასთან დაკავშირებით, რომლის გადახდაც ეკუთვნით სახელმწიფო ბიუჯეტში. თავის დროზე დაფიქსირდა, რომ ისინი გადასახადების გადახდას არიდებდნენ თავს. დღეისთვის ეს თანხაა 715 ათასი ლარი. ეს არის მიზეზი, რომ სრულიად არის დაყადაღებული მათი ქონება და შპს-ს მფლობელების წილები", - განაცხადა სანიკიძემ.

თამარ სანიკიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტს სტუდენტების მიღება 1 წლით შეუჩერდა, არსებულ სტუდენტებს არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ.

რაც შეეხება, იმ აბიტურიენტებს, რომლებიც წელს აბარებდნენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სანიკიძის თქმით, ისინი მობილობის პრინციპით სხვა ავტორიზებულ სასწავლებლებში დაიწყებენ სწავლას.

"არსებულ სტუდენტებს არავითარი პრობლემა არ აქვთ, ისინი ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ სწავლას. შეზღუდვა ეხება მხოლოდ იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც წელს აირჩიეს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი. მათთვის ჩვენ გამოვაცხადებთ რიგგარეშე მობილობას, ჯერ უბრალოდ რამდენიმე დღე დაველოდებით რანჟირების დოკუმენტს, რომ ზუსტად ვნახოთ ვინ მოიპოვა ამ უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლება და წელს მათ შევთავაზებთ სხვა ავტორიზებულ დაწესებულებებს, რომ შეუფერხებლად დაიწყონ სასწავლო წელი",-განაცხადა სანიკიძემ.

ცნობისთვის, ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების ახალი ნაკადის მიღება ერთი წლით შეუზღუდა. უნივერსიტეტში აღნიშნულს უსამართლო გადაწყვეტილებას უწოდებენ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ