პოლიტიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერთ დღეში შეწყვეტილი სამი სიცოცხლე - თბილისის ზღვის ტრაგედია, რომელმაც 30 წლის წინ მთელი საქართველო შეძრა
ერთ დღეში შეწყვეტილი სამი სიცოცხლე - თბილისის ზღვის ტრაგედია, რომელმაც 30 წლის წინ მთელი საქართველო შეძრა

ტრა­გე­დია, რო­მე­ლიც ჩვე­ნი დე­და­ქა­ლა­ქის დამ­ღად იქცა, 30 წლის წინ მოხ­და, მისი პერ­სო­ნა­ჟე­ბი კი კვლავ 20 წლი­სა­ნი არი­ან - გარ­დაც­ვლი­ლი ბი­ჭე­ბი­სა და მათი მე­გობ­რე­ბის­თვის ბავ­შვო­ბა იმ დღეს დამ­თავ­რდა... ხუთი მე­გო­ბა­რი: გოგ­ლი­კო ჩო­გო­ვა­ძე, გიგი ხა­ბე­იშ­ვი­ლი, ვახო დუ­ჩი­ძე და ძმე­ბი - გო­გი­ტა და კახა ჩხა­ი­ძე­ე­ბი 1984 წლის 27 მა­ისს ბე­დის­წე­რამ თბი­ლი­სის ზღვა­ზე მი­იყ­ვა­ნა. ბი­ჭებ­მა იალ­ქნი­ა­ნი იახ­ტით გა­და­წყვი­ტეს გა­სე­ირ­ნე­ბა, რო­მე­ლიც უეც­რად წყალ­ზე დაშ­ვე­ბულ ელექტრო­სა­დენს გა­მო­ე­დო. იმის გა­სარ­კვე­ვად, რა აფერ­ხებ­და იახ­ტას, ვახო დუ­ჩი­ძის გარ­და, ყვე­ლა­ნი წყალ­ში გა­დახ­ტნენ. გოგ­ლი­კო ჩო­გო­ვა­ძე და ძმე­ბი გო­გი­ტა და კახა ჩხა­ი­ძე­ე­ბი დენ­მა მა­შინ­ვე იმ­სხვერ­პლა. ვა­ხოს გარ­და, სიკ­ვდილს სას­წა­უ­ლით გა­და­ურ­ჩა გიგი ხა­ბე­იშ­ვი­ლი, რო­მელ­საც დე­ნის დარ­ტყმის შე­დე­გად ე.წ. რეტ­როგ­რა­დუ­ლი ამ­ნე­ზია გა­ნუ­ვი­თარ­და - მომ­ხდარ ფაქ­ტამ­დე ორი დღით ადრე და შემ­დე­გი ათი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში რა მოხ­და, დღემ­დე არ ახ­სოვს.

ტრა­გე­დი­ამ შეძ­რა მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო... ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზი­რი ხალ­ხსა და ყვა­ვი­ლებს ვერ იტევ­და - გოგ­ლი­კო ჩო­გო­ვა­ძე და ძმე­ბი ჩხა­ი­ძე­ე­ბი მე­ზობ­ლე­ბიც იყ­ვნენ და სა­მი­ვეს ერ­თად ეთხო­ვე­ბო­და მთე­ლი ქა­ლა­ქი.

"მშობ­ლის­თვის დრო მკურ­ნა­ლად ვერ გა­მოდ­გე­ბა", - ამ­ბობს ჩხა­ი­ძე­ე­ბის დედა, ქალ­ბა­ტო­ნი ია ჩი­ჩუა, რო­მელ­მაც ერთ დღეს ორი შვი­ლი და­კარ­გა.

- კვი­რა დღე იყო ის ავადსახ­სე­ნე­ბე­ლი 27 მა­ი­სი. იმ­ხა­ნად ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე ვცხოვ­რობ­დით, აი­ვან­ზე ვი­დე­ქი და შვი­ლებს ვე­ლო­დი. ჩემი მე­უღ­ლე, გუ­რა­მი, შე­მო­ვარ­და ღრი­ა­ლით - და­ი­ღუპ­ნენ, და­ი­ღუპ­ნე­ნო. ჩემი რე­აქ­ცია რომ და­ი­ნა­ხა, ნათ­ქვა­მი გა­და­ა­კე­თა - არა­ფე­რი ვიცი, ბი­ჭე­ბი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში არი­ა­ნო. ყვე­ლა­ნი მი­მა­ლავ­დნენ, რომ ორი­ვე შვი­ლი დავ­კარ­გე... მიკ­ვირს, რო­გორც დე­დას, წი­ნათ­გრძნო­ბა რომ არ მქო­ნია. მერე გა­მახ­სენ­და, რომ ტრა­გე­დი­ამ­დე ორი თვით ადრე და­მე­სიზ­მრა - ყვე­ლა კბი­ლი დამ­ცვივ­და.

გო­გი­ტა სა­მე­დი­ცი­ნო­ზე სწავ­ლობ­და, კახა კი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ის­ტო­რი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტი იყო. გო­გი­ტა, გოგ­ლი­კო და გიგი კვი­რა­ო­ბით და­დი­ოდ­ნენ თბი­ლი­სის ზღვა­ზე, იახ­ტით სე­ირ­ნობ­დნენ. კახა და ვახო იმ დღეს პირ­ვე­ლად ავიდ­ნენ მათ­თან ერ­თად. ბი­ჭებ­მა თვი­თონ შე­ა­კე­თეს ის ძვე­ლი იახ­ტა. რო­გორც ჩანს, ელექტრო­სა­დე­ნი შეც­დო­მით იყო წყალ­ზე გა­დაყ­ვა­ნი­ლი, წე­სით, იქ არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო... ვა­ხოს გარ­და, ყვე­ლა­ნი წყალ­ში ჩახ­ტნენ, რომ ენა­ხათ, რამ შე­ა­ფერ­ხა იახ­ტა. გიგი სხვა მხა­რეს გა­დამხტა­რა, ნა­პირ­თან ახ­ლოს და ალ­ბათ, ამან გა­და­არ­ჩი­ნა. გGოგი­ტა, კახა და გოგ­ლი­კო ნა­პი­რი­დან შორს იყ­ვნენ და ვე­რა­ვინ შე­ვი­დო­და საშ­ვე­ლად, რად­გან წყალ­ში დენი გა­დი­ო­და. სა­მი­ვეს იქვე გა­უს­კდა გული... გი­გის დე­ნის დარ­ტყმის შე­დე­გად ამ­ნე­ზია და­ე­მარ­თა, არ ახ­სოვს, იქ რა მოხ­და. მას კარ­გა ხანს მკურ­ნა­ლობ­დნენ. ამ უბე­დურ შემ­თხვე­ვა­ზე სა­უ­ბა­რი მხო­ლოდ ვახო დუ­ჩი­ძეს შე­უძ­ლია, მაგ­რამ ამ­დე­ნი წლის შემ­დე­გაც ვე­რა­ფერს ჰყვე­ბა. ამ ბი­ჭე­ბი­სა და მთე­ლი სა­მე­გობ­როს­თვის ბავ­შვო­ბა იმ დღეს დამ­თავ­რდა...

მა­შინ მეც და გუ­რამ­საც თა­ვის მოკ­ვლა გვინ­დო­და, მაგ­რამ პატ­რი­არ­ქი დაგ­ვეხ­მა­რა სი­ცო­ცხლის აზ­რდა­კარ­გუ­ლებს. მთე­ლი ქვე­ყა­ნა გარს გვეხ­ვია და გვა­ნუ­გე­შებ­და. მა­ნა­ნამ, ლადო ასა­თი­ა­ნის ქა­ლიშ­ვილ­მა, მი­თხრა: ახლა გა­ჩერ­დი, შვი­ლებს პატ­რო­ნო­ბა უნ­დათ, დაკ­რძა­ლე და მერე მე თვი­თონ მო­გი­ტან სა­წამ­ლავს, ოღონდ არა­ვის­თან თქვაო. ეს ისე და­მა­ჯე­რებ­ლად მი­თხრა, ეჭვი არ შემ­პარ­ვია, მერე კი ამა­ზე აღარ მი­ფიქ­რია... მა­მა­ჩემ­მა დარდს ვერ გა­უძ­ლო და მა­ლე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა. გუ­რა­მიც გუ­ლით და­ა­ვად­მყოფ­და და, ფაქ­ტობ­რი­ვად, ამ ამ­ბავს გა­დაჰ­ყვა. ყვე­ლა­ზე გამ­ძლე მე გა­მოვ­დე­ქი...

...ძა­ლი­ან კარ­გი შვი­ლე­ბი მყავ­და, თუმ­ცა ეს მათ­თვის არა­სო­დეს მით­ქვამს. კახა სულ მსაყ­ვე­დუ­რობ­და, ჩვე­ნი არა­ფე­რი მოგ­წონ­სო. რა ვქნა, დედა ვარ და უფრო მეტს მო­ვი­თხოვ­დი მათ­გან. ახლა ვფიქ­რობ, რომ გო­გი­ტა და კახა უც­ნა­უ­რად კარ­გე­ბი იყ­ვნენ. გა­რეგ­ნო­ბა, ნი­ჭი­ე­რე­ბა, სა­ო­ცა­რი იუ­მო­რი, ზრდი­ლო­ბა, წე­სი­ე­რე­ბა... არა­ფე­რი აკ­ლდათ. სპორ­ტსმე­ნე­ბი იყ­ვნენ, ძლი­ე­რე­ბი. გო­გი­ტა კა­ლათ­ბურ­თე­ლი იყო, კახა - ნიჩ­ბო­სა­ნი, და ორი­ვე - მო­თხი­ლა­მუ­რე­თა ნაკ­რე­ბის წევ­რი. გარ­და ამი­სა, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად ცუ­რავ­დნენ. კა­ხამ ტრა­გე­დი­ამ­დე ორი დღით ადრე შე­ჯიბ­რე­ბა­შიც მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, პირ­ვე­ლი ად­გი­ლი აუ­ღია. როცა აღარ იყო, მერე მო­მი­ტა­ნეს ეს ამ­ბა­ვი. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ ძმებს, თა­ნაც ძა­ლი­ან ჰგავ­დნენ ერ­თმა­ნეთს - სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი, მაგ­რამ თან სა­ოც­რად ერ­თნა­ი­რე­ბი იყ­ვნენ, ხალ­ხს ერ­თმა­ნეთ­შიც კი ერე­ო­და. რას წარ­მო­ვიდ­გენ­დი, ორი­ვეს ერთ დღეს თუ დავ­კარ­გავ­დი... ყვე­ლა­ფერ­ში მეხ­მა­რე­ბოდ­ნენ, ყვე­ლა­ფე­რი ეხერ­ხე­ბო­დათ. ერთ დღეს გო­გი­ტას ფარ­დის და­კი­დე­ბა ვთხო­ვე. უცებ მი­მი­ტო­ვა საქ­მე, ჩა­მოხ­ტა და გა­რეთ გა­ვარ­და. თურ­მე ფან­ჯრი­დან და­უ­ნა­ხავს, რომ მე­ზო­ბე­ლი ასა­კო­ვა­ნი კაცი ავ­ტო­ბუ­სი­დან ტვირ­თით ჩა­მო­ვი­და, გა­იქ­ცა, გა­მო­არ­თვა და სახ­ლამ­დე მი­ა­ტა­ნი­ნა.

...გოგ­ლი­კო და გო­გი­ტა უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ. ჩვენ და გოჩა ჩო­გო­ვა­ძე (იმ­ხა­ნად ელჩი იყო საფ­რან­გეთ­ში) მე­ზობ­ლე­ბი ვი­ყა­ვით და ერთი ოჯა­ხი­ვით ვცხოვ­რობ­დით. გოგ­ლი­კო და გო­გი­ტა ერთ კლას­ში სწავ­ლობ­დნენ, სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუ­ტშიც ერ­თად ჩა­ა­ბა­რეს. ბევ­რი სა­ერ­თო მე­გო­ბა­რი ჰყავ­დათ, ყვე­ლა­ნი 55-ე სკო­ლე­ლე­ბი იყ­ვნენ.

22 აპ­რილს გო­გი­ტაა და­ბა­დე­ბუ­ლი, 28-ში - კახა. ამ­დე­ნი წლის შემ­დე­გაც ყო­ველ­თვის მო­დი­ან ჩვენ­თან მათი მე­გობ­რე­ბი რო­გორც და­ბა­დე­ბის, ასე­ვე გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღეს. ის კი არა, სა­მე­გობ­რო­დან ვინც კი ცოლი მო­იყ­ვა­ნა, ხე­ლის მო­წე­რის შემ­დეგ ყვე­ლამ პირ­და­პირ მათ საფ­ლავ­ზე აიყ­ვა­ნა პა­ტარ­ძა­ლი. სას­წა­უ­ლია, ამ­დე­ნი დრო გა­ვი­და და ჩემს შვი­ლებს არა­ვინ ივი­წყებს. გოგ­ლი­კოს მამა გოჩა გა­მოგ­ვივ­ლის ხოლ­მე მან­ქა­ნით და ახალ წელს, რო­გორც წესი, სა­საფ­ლა­ო­ზე ვხვდე­ბით. თბი­ლი­სის ომის დროს მე, გუ­რა­მი და გოგ­ლი­კოს მშობ­ლე­ბი ვი­ყა­ვით საფ­ლავ­ზე ასუ­ლე­ბი, ტყვი­ე­ბი ჩვენ წინ ცვი­ო­და და ახ­ლაც მიკ­ვირს, არც ერთი რომ არ მოგ­ვხვდა. მე­გობ­რე­ბიც 8 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბი­ჭე­ბის საფ­ლავ­ზე ჩვენ­თან ერ­თად ხვდე­ბოდ­ნენ ახალ წელს. ომი რომ და­ი­წყო, და­ვუ­რე­კე მათ და ვთხო­ვე, ჩემი და ბი­ჭე­ბის ხათ­რი თუ გაქვთ, აღარ მოხ­ვი­დეთ, თქვენს საქ­მეს და ოჯა­ხებს მი­ხე­დეთ-მეთ­ქი. მე­ში­ნო­და, რამე არ შემ­თხვე­ო­დათ. და­მი­ჯე­რეს, სა­მა­გი­ე­როდ, და­დი­ან აღ­დგო­მას. რო­დე­საც ჩემს შვი­ლებ­თან ავ­დი­ვარ, იქ მუ­დამ მხვდე­ბა ყვა­ვი­ლე­ბი და ჩამ­წვა­რი სან­თლე­ბი...

...ამ უბე­დუ­რე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე თვე­ში ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში გა­მოჩ­ნდა პა­ტა­რა ეკო (ელე­ნე) - გვი­თხრეს, თით­ქოს შვი­ლი კა­ხას პო­ლო­ნე­ლი ქა­ლის­გან ეყო­ლა. ეკომ იცის ყვე­ლა­ფე­რი და ჩვენც ეჭ­ვად გვაქვს, რომ შე­იძ­ლე­ბა არც არის კა­ხას შვი­ლი. ჩვენ ამის გარ­კვე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა და სურ­ვი­ლი არ გვქო­ნია და არც შე­იძ­ლე­ბო­და გვქო­ნო­და - ბავ­შვს გე­ნე­ტი­კურ ანა­ლიზს ხომ არ გა­ვუ­კე­თებ­დით? და­ვუშ­ვათ და არ ყო­ფი­ლი­ყო კა­ხას შვი­ლი, უარი უნდა გვეთ­ქვა ღვთის სა­ჩუ­ქარ­ზე? ის ქალი ეკოს გა­ჩე­ნის­თა­ნა­ვე გა­ი­პა­რა სამ­შო­ბი­ა­რო­დან. არა­ვის სჯე­რო­და, რომ კა­ხას შვი­ლი იყო, მაგ­რამ ბავ­შვი ყვე­ლამ ისე­ვე მი­ი­ღო, რო­გორც ჩვენ - ახ­ლაც თან ჰყვე­ბი­ან. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, იმ­ხა­ნად რა დღე­ში ვი­ყა­ვი, მაგ­რამ იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი, ჩვილ­ზე მეზ­რუ­ნა - რომ ტი­რო­და, ავ­მდგა­რი­ყა­ვი და მი­მე­ხე­და. გაგ­ვი­მარ­თლა ელე­ნემ, ძა­ლი­ან კარ­გი შვი­ლია. ჩემს შვი­ლებ­ზე ყო­ველ­თვის მე­ტი­რე­ბო­და და ახ­ლაც მე­ტი­რე­ბა, მაგ­რამ თავს ვი­კა­ვებ­დი, არ მინ­დო­და, ეკოს ჩემი ცრემ­ლი და­ე­ნა­ხა, ისე­დაც ლა­მის სა­საფ­ლა­ო­ზე გავ­ზარ­დეთ. იას მე­ძა­ხის, მის­თვის დედა არ მის­წავ­ლე­ბია, რა­ტომ­ღაც ასე მი­ვაჩ­ვიე... ეკო ჟურ­ნა­ლის­ტია და ორი სა­ო­ცა­რი ბავ­შვის - ლუ­კას და ნი­ტას დე­დაა. თან­და­თან გა­მო­მი­მუ­შავ­და ხა­სი­ა­თი, ჩემი სევ­და სხვე­ბის­თვის თავს არ მო­მეხ­ვია. ჩემი სტუ­დენ­ტე­ბი, რომ­ლებ­მაც იცოდ­ნენ ჩემი უბე­დუ­რე­ბის ამ­ბა­ვი, მიფრ­თხილ­დე­ბოდ­ნენ, მე კი ყო­ველ­თვის მახ­სოვ­და, რომ ჩემი მო­ვა­ლე­ო­ბა ემო­ცი­ე­ბის გა­რე­შე უნდა შე­მეს­რუ­ლე­ბი­ნა.

...ხან­და­ხან ფიქ­რი მო­მე­ძა­ლე­ბა, ჩემი შვი­ლე­ბის მო­ნატ­რე­ბა ღა­მე­ებს მა­თე­ნე­ბი­ნებს. შემ­ძულ­და ზღვა, თხი­ლა­მუ­რებს ტე­ლე­ვი­ზორ­შიც კი ვერ ვუ­ყუ­რებ­დი. მას შემ­დეგ არ ვიცი თბი­ლი­სის ზღვის გზა... რო­გორ ეცა­და პატ­რი­არ­ქი, ძა­ძებ­ზე უარი ეთ­ქმე­ვი­ნე­ბი­ნა ჩემ­თვის... ეკოც ცდი­ლობს, მაგ­რამ ვე­რა­ფერს მი­აღ­წია - შავი ვერ გა­ვი­ხა­დე. ყვე­ლა­ზე ძა­ლი­ან მა­ინც ახა­ლი წლის გა­და­ტა­ნა მი­ჭირს - ყვე­ლა მხი­ა­რუ­ლობს, რა­ღა­ცას ელის, მე კი არა­ფე­რი მინ­და და არა­ფე­რი მა­ხა­რებს. ვერ ვი­ვი­წყებ, რო­გორ უყ­ვარ­დათ, მო­უთ­მენ­ლად ელოდ­ნენ და ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ ახა­ლი წლის­თვის ჩემი ლა­მა­ზი ბი­ჭე­ბი. რომ ამ­ბო­ბენ, დრო ყვე­ლაფ­რის მკურ­ნა­ლი­აო, ტყუ­ი­ლია, ჩემს უბე­დუ­რე­ბას­თან დრო ვე­რა­ფერს გახ­და.

კო­მენ­ტარ­ზე დაგ­ვთან­ხმდა სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­დარ­ჩე­ნი­ლი გიგი ხა­ბე­იშ­ვი­ლი:

- ეს იყო უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა. არ მახ­სოვს ტრა­გე­დი­ის წინა 2 და შემ­დგო­მი 10 დღე. ეს პე­რი­ო­დი სა­ერ­თოდ წაშ­ლი­ლია ჩემი მეხ­სი­ე­რე­ბი­დან...

მე­გობ­რე­ბი ხში­რად დავ­დი­ო­დით თბი­ლი­სის ზღვა­ზე და სპორ­ტულ იახ­ტას ვმარ­თავ­დით. ვახო იმ დღეს პირ­ვე­ლად წა­მო­ვი­და ჩვენ­თან ერ­თად. მა­ი­სის ბოლო იყო, არ­და­დე­გე­ბი გვქონ­და... მერე რაც მოხ­და, სხვე­ბის­გან ვიცი. იახ­ტის ანძა დე­ნის მავ­თულს გა­მო­ე­დო. იახ­ტა­ზე ყვე­ლა­ფე­რი რკი­ნი­საა, ჩვენ წყალ­ში არ გა­დავმხტარ­ვართ, რო­გორც მი­თხრეს, გა­დავცვივ­დით... ალ­ბათ, იმან გა­და­მარ­ჩი­ნა, რომ ახ­ლოს ვი­ყა­ვი ნა­პირ­თან და დრო­ზე ამო­მათ­რი­ეს წყლი­დან. დე­ნის დარ­ტყმის შე­დე­გად გა­ვი­თი­შე და მეხ­სი­ე­რე­ბა დავ­კარ­გე, კარ­გა ხანს რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში ვი­წე­ქი. ჩემი მე­გობ­რე­ბის და­ღუპ­ვის ამ­ბა­ვი ერთი თვის შემ­დეგ შე­ვი­ტყვე, სა­ნამ გონს არ მო­ვე­დი, მი­მა­ლავ­დნენ... ისე­თი შოკი იყო, დღე­საც მიმ­ძიმს სა­უ­ბა­რი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იმ ტრა­გე­დი­ი­დან თით­ქმის 30 წე­ლია გა­სუ­ლი. ჩვენ კარ­გი მე­გობ­რე­ბი ვი­ყა­ვით, არ მინ­და, არ შე­მიძ­ლია მათ­ზე ლა­პა­რა­კი, მა­პა­ტი­ეთ...

ნანა ფი­ცხე­ლა­უ­რი

"კვი­რის პა­ლიტ­რა"

ავტორი:

ერთ დღეში შეწყვეტილი სამი სიცოცხლე - თბილისის ზღვის ტრაგედია, რომელმაც 30 წლის წინ მთელი საქართველო შეძრა

ერთ დღეში შეწყვეტილი სამი სიცოცხლე - თბილისის ზღვის ტრაგედია, რომელმაც 30 წლის წინ მთელი საქართველო შეძრა

ტრაგედია, რომელიც ჩვენი დედაქალაქის დამღად იქცა, 30 წლის წინ მოხდა, მისი პერსონაჟები კი კვლავ 20 წლისანი არიან - გარდაცვლილი ბიჭებისა და მათი მეგობრებისთვის ბავშვობა იმ დღეს დამთავრდა... ხუთი მეგობარი: გოგლიკო ჩოგოვაძე, გიგი ხაბეიშვილი, ვახო დუჩიძე და ძმები - გოგიტა და კახა ჩხაიძეები 1984 წლის 27 მაისს ბედისწერამ თბილისის ზღვაზე მიიყვანა. ბიჭებმა იალქნიანი იახტით გადაწყვიტეს გასეირნება, რომელიც უეცრად წყალზე დაშვებულ ელექტროსადენს გამოედო. იმის გასარკვევად, რა აფერხებდა იახტას, ვახო დუჩიძის გარდა, ყველანი წყალში გადახტნენ. გოგლიკო ჩოგოვაძე და ძმები გოგიტა და კახა ჩხაიძეები დენმა მაშინვე იმსხვერპლა. ვახოს გარდა, სიკვდილს სასწაულით გადაურჩა გიგი ხაბეიშვილი, რომელსაც დენის დარტყმის შედეგად ე.წ. რეტროგრადული ამნეზია განუვითარდა - მომხდარ ფაქტამდე ორი დღით ადრე და შემდეგი ათი დღის განმავლობაში რა მოხდა, დღემდე არ ახსოვს.

ტრაგედიამ შეძრა მთელი საქართველო... ჭავჭავაძის გამზირი ხალხსა და ყვავილებს ვერ იტევდა - გოგლიკო ჩოგოვაძე და ძმები ჩხაიძეები მეზობლებიც იყვნენ და სამივეს ერთად ეთხოვებოდა მთელი ქალაქი.

"მშობლისთვის დრო მკურნალად ვერ გამოდგება", - ამბობს ჩხაიძეების დედა, ქალბატონი ია ჩიჩუა, რომელმაც ერთ დღეს ორი შვილი დაკარგა.

- კვირა დღე იყო ის ავადსახსენებელი 27 მაისი. იმხანად ჭავჭავაძის გამზირზე ვცხოვრობდით, აივანზე ვიდექი და შვილებს ველოდი. ჩემი მეუღლე, გურამი, შემოვარდა ღრიალით - დაიღუპნენ, დაიღუპნენო. ჩემი რეაქცია რომ დაინახა, ნათქვამი გადააკეთა - არაფერი ვიცი, ბიჭები საავადმყოფოში არიანო. ყველანი მიმალავდნენ, რომ ორივე შვილი დავკარგე... მიკვირს, როგორც დედას, წინათგრძნობა რომ არ მქონია. მერე გამახსენდა, რომ ტრაგედიამდე ორი თვით ადრე დამესიზმრა - ყველა კბილი დამცვივდა.

გოგიტა სამედიცინოზე სწავლობდა, კახა კი უნივერსიტეტის ისტორიული ფაკულტეტის სტუდენტი იყო. გოგიტა, გოგლიკო და გიგი კვირაობით დადიოდნენ თბილისის ზღვაზე, იახტით სეირნობდნენ. კახა და ვახო იმ დღეს პირველად ავიდნენ მათთან ერთად. ბიჭებმა თვითონ შეაკეთეს ის ძველი იახტა. როგორც ჩანს, ელექტროსადენი შეცდომით იყო წყალზე გადაყვანილი, წესით, იქ არ უნდა ყოფილიყო... ვახოს გარდა, ყველანი წყალში ჩახტნენ, რომ ენახათ, რამ შეაფერხა იახტა. გიგი სხვა მხარეს გადამხტარა, ნაპირთან ახლოს და ალბათ, ამან გადაარჩინა. გGოგიტა, კახა და გოგლიკო ნაპირიდან შორს იყვნენ და ვერავინ შევიდოდა საშველად, რადგან წყალში დენი გადიოდა. სამივეს იქვე გაუსკდა გული... გიგის დენის დარტყმის შედეგად ამნეზია დაემართა, არ ახსოვს, იქ რა მოხდა. მას კარგა ხანს მკურნალობდნენ. ამ უბედურ შემთხვევაზე საუბარი მხოლოდ ვახო დუჩიძეს შეუძლია, მაგრამ ამდენი წლის შემდეგაც ვერაფერს ჰყვება. ამ ბიჭებისა და მთელი სამეგობროსთვის ბავშვობა იმ დღეს დამთავრდა...

მაშინ მეც და გურამსაც თავის მოკვლა გვინდოდა, მაგრამ პატრიარქი დაგვეხმარა სიცოცხლის აზრდაკარგულებს. მთელი ქვეყანა გარს გვეხვია და გვანუგეშებდა. მანანამ, ლადო ასათიანის ქალიშვილმა, მითხრა: ახლა გაჩერდი, შვილებს პატრონობა უნდათ, დაკრძალე და მერე მე თვითონ მოგიტან საწამლავს, ოღონდ არავისთან თქვაო. ეს ისე დამაჯერებლად მითხრა, ეჭვი არ შემპარვია, მერე კი ამაზე აღარ მიფიქრია... მამაჩემმა დარდს ვერ გაუძლო და მალევე გარდაიცვალა. გურამიც გულით დაავადმყოფდა და, ფაქტობრივად, ამ ამბავს გადაჰყვა. ყველაზე გამძლე მე გამოვდექი...

...ძალიან კარგი შვილები მყავდა, თუმცა ეს მათთვის არასოდეს მითქვამს. კახა სულ მსაყვედურობდა, ჩვენი არაფერი მოგწონსო. რა ვქნა, დედა ვარ და უფრო მეტს მოვითხოვდი მათგან. ახლა ვფიქრობ, რომ გოგიტა და კახა უცნაურად კარგები იყვნენ. გარეგნობა, ნიჭიერება, საოცარი იუმორი, ზრდილობა, წესიერება... არაფერი აკლდათ. სპორტსმენები იყვნენ, ძლიერები. გოგიტა კალათბურთელი იყო, კახა - ნიჩბოსანი, და ორივე - მოთხილამურეთა ნაკრების წევრი. გარდა ამისა, არაჩვეულებრივად ცურავდნენ. კახამ ტრაგედიამდე ორი დღით ადრე შეჯიბრებაშიც მიიღო მონაწილეობა, პირველი ადგილი აუღია. როცა აღარ იყო, მერე მომიტანეს ეს ამბავი. არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ ძმებს, თანაც ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს - სხვადასხვანაირი, მაგრამ თან საოცრად ერთნაირები იყვნენ, ხალხს ერთმანეთშიც კი ერეოდა. რას წარმოვიდგენდი, ორივეს ერთ დღეს თუ დავკარგავდი... ყველაფერში მეხმარებოდნენ, ყველაფერი ეხერხებოდათ. ერთ დღეს გოგიტას ფარდის დაკიდება ვთხოვე. უცებ მიმიტოვა საქმე, ჩამოხტა და გარეთ გავარდა. თურმე ფანჯრიდან დაუნახავს, რომ მეზობელი ასაკოვანი კაცი ავტობუსიდან ტვირთით ჩამოვიდა, გაიქცა, გამოართვა და სახლამდე მიატანინა.

...გოგლიკო და გოგიტა უახლოესი მეგობრები იყვნენ. ჩვენ და გოჩა ჩოგოვაძე (იმხანად ელჩი იყო საფრანგეთში) მეზობლები ვიყავით და ერთი ოჯახივით ვცხოვრობდით. გოგლიკო და გოგიტა ერთ კლასში სწავლობდნენ, სამედიცინო ინსტიტუტშიც ერთად ჩააბარეს. ბევრი საერთო მეგობარი ჰყავდათ, ყველანი 55-ე სკოლელები იყვნენ.

22 აპრილს გოგიტაა დაბადებული, 28-ში - კახა. ამდენი წლის შემდეგაც ყოველთვის მოდიან ჩვენთან მათი მეგობრები როგორც დაბადების, ასევე გარდაცვალების დღეს. ის კი არა, სამეგობროდან ვინც კი ცოლი მოიყვანა, ხელის მოწერის შემდეგ ყველამ პირდაპირ მათ საფლავზე აიყვანა პატარძალი. სასწაულია, ამდენი დრო გავიდა და ჩემს შვილებს არავინ ივიწყებს. გოგლიკოს მამა გოჩა გამოგვივლის ხოლმე მანქანით და ახალ წელს, როგორც წესი, სასაფლაოზე ვხვდებით. თბილისის ომის დროს მე, გურამი და გოგლიკოს მშობლები ვიყავით საფლავზე ასულები, ტყვიები ჩვენ წინ ცვიოდა და ახლაც მიკვირს, არც ერთი რომ არ მოგვხვდა. მეგობრებიც 8 წლის განმავლობაში ბიჭების საფლავზე ჩვენთან ერთად ხვდებოდნენ ახალ წელს. ომი რომ დაიწყო, დავურეკე მათ და ვთხოვე, ჩემი და ბიჭების ხათრი თუ გაქვთ, აღარ მოხვიდეთ, თქვენს საქმეს და ოჯახებს მიხედეთ-მეთქი. მეშინოდა, რამე არ შემთხვეოდათ. დამიჯერეს, სამაგიეროდ, დადიან აღდგომას. როდესაც ჩემს შვილებთან ავდივარ, იქ მუდამ მხვდება ყვავილები და ჩამწვარი სანთლები...

...ამ უბედურებიდან რამდენიმე თვეში ჩვენს ცხოვრებაში გამოჩნდა პატარა ეკო (ელენე) - გვითხრეს, თითქოს შვილი კახას პოლონელი ქალისგან ეყოლა. ეკომ იცის ყველაფერი და ჩვენც ეჭვად გვაქვს, რომ შეიძლება არც არის კახას შვილი. ჩვენ ამის გარკვევის საშუალება და სურვილი არ გვქონია და არც შეიძლებოდა გვქონოდა - ბავშვს გენეტიკურ ანალიზს ხომ არ გავუკეთებდით? დავუშვათ და არ ყოფილიყო კახას შვილი, უარი უნდა გვეთქვა ღვთის საჩუქარზე? ის ქალი ეკოს გაჩენისთანავე გაიპარა სამშობიაროდან. არავის სჯეროდა, რომ კახას შვილი იყო, მაგრამ ბავშვი ყველამ ისევე მიიღო, როგორც ჩვენ - ახლაც თან ჰყვებიან. წარმოიდგინეთ, იმხანად რა დღეში ვიყავი, მაგრამ იძულებული გავხდი, ჩვილზე მეზრუნა - რომ ტიროდა, ავმდგარიყავი და მიმეხედა. გაგვიმართლა ელენემ, ძალიან კარგი შვილია. ჩემს შვილებზე ყოველთვის მეტირებოდა და ახლაც მეტირება, მაგრამ თავს ვიკავებდი, არ მინდოდა, ეკოს ჩემი ცრემლი დაენახა, ისედაც ლამის სასაფლაოზე გავზარდეთ. იას მეძახის, მისთვის დედა არ მისწავლებია, რატომღაც ასე მივაჩვიე... ეკო ჟურნალისტია და ორი საოცარი ბავშვის - ლუკას და ნიტას დედაა. თანდათან გამომიმუშავდა ხასიათი, ჩემი სევდა სხვებისთვის თავს არ მომეხვია. ჩემი სტუდენტები, რომლებმაც იცოდნენ ჩემი უბედურების ამბავი, მიფრთხილდებოდნენ, მე კი ყოველთვის მახსოვდა, რომ ჩემი მოვალეობა ემოციების გარეშე უნდა შემესრულებინა.

...ხანდახან ფიქრი მომეძალება, ჩემი შვილების მონატრება ღამეებს მათენებინებს. შემძულდა ზღვა, თხილამურებს ტელევიზორშიც კი ვერ ვუყურებდი. მას შემდეგ არ ვიცი თბილისის ზღვის გზა... როგორ ეცადა პატრიარქი, ძაძებზე უარი ეთქმევინებინა ჩემთვის... ეკოც ცდილობს, მაგრამ ვერაფერს მიაღწია - შავი ვერ გავიხადე. ყველაზე ძალიან მაინც ახალი წლის გადატანა მიჭირს - ყველა მხიარულობს, რაღაცას ელის, მე კი არაფერი მინდა და არაფერი მახარებს. ვერ ვივიწყებ, როგორ უყვარდათ, მოუთმენლად ელოდნენ და ემზადებოდნენ ახალი წლისთვის ჩემი ლამაზი ბიჭები. რომ ამბობენ, დრო ყველაფრის მკურნალიაო, ტყუილია, ჩემს უბედურებასთან დრო ვერაფერს გახდა.

კომენტარზე დაგვთანხმდა სასწაულებრივად გადარჩენილი გიგი ხაბეიშვილი:

- ეს იყო უბედური შემთხვევა. არ მახსოვს ტრაგედიის წინა 2 და შემდგომი 10 დღე. ეს პერიოდი საერთოდ წაშლილია ჩემი მეხსიერებიდან...

მეგობრები ხშირად დავდიოდით თბილისის ზღვაზე და სპორტულ იახტას ვმართავდით. ვახო იმ დღეს პირველად წამოვიდა ჩვენთან ერთად. მაისის ბოლო იყო, არდადეგები გვქონდა... მერე რაც მოხდა, სხვებისგან ვიცი. იახტის ანძა დენის მავთულს გამოედო. იახტაზე ყველაფერი რკინისაა, ჩვენ წყალში არ გადავმხტარვართ, როგორც მითხრეს, გადავცვივდით... ალბათ, იმან გადამარჩინა, რომ ახლოს ვიყავი ნაპირთან და დროზე ამომათრიეს წყლიდან. დენის დარტყმის შედეგად გავითიშე და მეხსიერება დავკარგე, კარგა ხანს რეანიმაციაში ვიწექი. ჩემი მეგობრების დაღუპვის ამბავი ერთი თვის შემდეგ შევიტყვე, სანამ გონს არ მოვედი, მიმალავდნენ... ისეთი შოკი იყო, დღესაც მიმძიმს საუბარი, მიუხედავად იმისა, რომ იმ ტრაგედიიდან თითქმის 30 წელია გასული. ჩვენ კარგი მეგობრები ვიყავით, არ მინდა, არ შემიძლია მათზე ლაპარაკი, მაპატიეთ...

ნანა ფიცხელაური

"კვირის პალიტრა"

8 შვილის დედა საოცრად რეალისტურ და ძვირადღირებულ თოჯინებს ქმნის - "დიდ თოჯინას ერთ თვეს ვანდომებ, ფასი 1000 დოლარამდე ადის"

"დღისით შენდებოდა ყველაფერი, ღამე ერთმანეთს ესროდნენ" - კონფლიქტი და ადამიანები ტკივილიანი ისტორიებით (kvirispalitra.ge-ის სპეცპროექტი)

ენერგეტიკის თემატიკით დაინტერესებული პირებისთვის სემეკი „მედია კლუბის“ ფარგლებში ახალ პროექტს იწყებს