ავტორი:

137 წლის დედა და 95 წლის შვილი სეირნობისას... - უნიკალური ფოტო 80-იანი წლების აფხაზეთიდან

137 წლის დედა და 95 წლის შვილი სეირნობისას... - უნიკალური ფოტო 80-იანი წლების აფხაზეთიდან

ქართველი ფოტოხელოვანი სერგო ედიშერაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე საკუთარი ფოტოაქრივიდან უნიკალურ ფოტოს აქვეყნებს და წერს:

"ახლა შემთხვევით წავაწყდი ინტერნეტში ჩემს ფოტოს - გადაღებული 80-იან წლებში აფხაზეთში. ჩემი ფოტონარკვევის გმირი იყო 137 წლის ხფაფ ლაზურია და მისი 95 წლის შვილი ძუკური ლაზურია. მაშინ ბევრი ოჯახის წევრები 100 წელს გადაცილებულები იყვნენ (ახლა არ ვიცი). უნდა გენახათ, როგორ ეწეოდა სიგარეტს ქალბატონი ხფაფი თან, 16 წლიდან ვეწევიო. ვოტ ტაკ. აი ეგრე სეირნობდნენ დადა-შვილი. ისე იაპონელებმა ერთი ექსპერიმენტიც ჩაატარეს. 95 წლის ძუკური ლაზურიაზე (მაშინ იაპონელები იყვნენ დაინტერესებულნი აფხაზი "დოლგოჟიტელებით") შეყვარებული ქალბატონი მიუჩინეს, რომელიც ერთი თვის მანძილზე სუპერ სუპერს გაიძახოდა. ეს უკვე ხდებოდა სასტუმრო "სოხუმში".