პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლირის კრიზისი ქართველ ემიგრანტებზე მძიმედ აისახა - რა პრობლემებზე საუბრობენ თურქეთში დასაქმებულები
ლირის კრიზისი ქართველ ემიგრანტებზე მძიმედ აისახა - რა პრობლემებზე საუბრობენ თურქეთში დასაქმებულები

ამე­რი­კა თურ­ქე­თის წი­ნა­აღ­მდეგ ახა­ლი სან­ქცი­ე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბა. ამე­რი­კის ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის სტი­ვენ მნუ­ჩი­ნის გან­ცხა­დე­ბით, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი მზა­დაა თურ­ქეთს მეტი სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სოს, თუკი ამე­რი­კე­ლი პას­ტო­რი - ენ­დრიუ ბრან­სო­ნი არ გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა. ეს პრაქ­ტი­კუ­ლად ბოლო შან­სია იმის­თვის, რომ ერ­დო­ღა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და­ფიქ­რდეს, უღირს თუ არა გა­ჯი­უ­ტე­ბა და ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქის პა­ტიმ­რო­ბა­ში და­ტო­ვე­ბა, სან­ქცი­ე­ბის კი­დევ ერთი ეტა­პის ფა­სად.

თა­ვის მხრივ, თურ­ქე­თის ვაჭ­რო­ბის მი­ნის­ტრი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ ამე­რი­კის მუ­ქა­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თა­ნა­ვე, ან­კა­რა სა­პა­სუ­ხო ღო­ნის­ძი­ე­ბებს მი­მარ­თავს. თურ­ქი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი გა­მო­ცე­მა Anadolu-სთან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნავს, რომ თურ­ქეთს არ ეში­ნია ამე­რი­კის მუ­ქა­რის და შე­სა­ბა­მი­სი პა­სუ­ხის­თვი­საც მზად არი­ან.

ჯერ კი­დევ თვის და­სა­წყის­ში, ამე­რი­კის მიერ და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბის შე­დე­გად, თურ­ქუ­ლი ლირა 40%-ზე მე­ტად გა­უ­ფა­სურ­და. რამ­დე­ნი­მე დღის წინ კი, ორ ქვე­ყა­ნას შო­რის, გამ­წვა­ვე­ბუ­ლი “ეკო­ნო­მი­კუ­რი ომის” ფონ­ზე, თურ­ქეთ­ში რამ­დე­ნი­მე სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტი შე­ჩერ­და, ინ­ვეს­ტო­რე­ბი გა­ურ­კვე­ველ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან, ამ ყვე­ლა­ფერ­მა კი ლი­რის კურ­სი კი­დევ 20%-ით შე­არ­ყია.

თურ­ქეთ­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბის და­წყე­ბა შე­უმ­ჩნე­ვე­ლი არ დარ­ჩე­ნი­ლა იქ მო­მუ­შა­ვე ქარ­თვე­ლე­ბის­თვის. მათი თქმით, რამ­დე­ნი­მე ქარ­თველ­მა, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში თურ­ქულ ოჯახ­ში დამ­ხმა­რედ, ძი­ძად ან მომ­ვლე­ლად მუ­შა­ობ­და, სამ­სა­ხუ­რი და­კარ­გა. საქ­მე ის არის, რომ ად­გი­ლობ­რივ ბიზ­ნეს­მე­ნებს, კომ­პა­ნი­ე­ბი­სა და სა­წარ­მო­ე­ბის მფლო­ბე­ლებს უცხო­ე­ლი და­საქ­მე­ბუ­ლის­თვის ხელ­ფა­სის გა­დახ­და დო­ლარ­ში უწევთ, თა­ვად კი სა­ხელ­მწი­ფოს ეროვ­ნულ ვა­ლუ­ტას უხ­დი­ან.

მე­დი­კო ვა­წა­ძე, იზ­მირ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი:

- შე­საძ­ლოა, ეს დიდ ქა­ლა­ქებ­ში ჯერ­ჯე­რო­ბით არ იგ­რძნო­ბო­დეს, მაგ­რამ ცვლი­ლე­ბა, აშ­კა­რად შე­სამ­ჩნე­ვია - ჩემს გარ­შე­მო რამ­დე­ნი­მე ქარ­თველს პირ­და­პირ გა­მო­უ­ცხა­დეს, არ გვი­ღირს თქვენ­თვის ფუ­ლის გა­დახ­და, სამ­სა­ხურ­ში ხელ­ფა­სე­ბი შე­ამ­ცი­რეს, ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი შე­ფერ­ხდა და არ ვი­ცით რა იქ­ნე­ბაო.

ლადო, თურ­ქეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი:

- პირ­ველ ეტაპ­ზე უცხო­ელ პერ­სო­ნალს ანა­ზღა­უ­რე­ბა 100-200 დო­ლა­რით შე­უმ­ცი­რეს, სამ­სა­ხურ­საც გა­აჩ­ნია. თურ­ქი დამ­საქ­მებ­ლე­ბი, სა­წარ­მო­ე­ბი და კომ­პა­ნი­ე­ბი, რო­მელ­თაც ლა­მის მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა ქვეყ­ნი­დან მარ­თლაც ძა­ლი­ან ბევ­რი უცხო­ე­ლი ჰყავთ და­საქ­მე­ბუ­ლი (არა მხო­ლოდ ქარ­თვე­ლე­ბი), მუ­შა­ხელს ხელ­ფასს დო­ლარ­ში უხ­დი­ან, სა­ხელ­მწი­ფოს კი - ად­გი­ლობ­რივ ეროვ­ნულ ვა­ლუ­ტას, რომ­ლის კურ­სი ახლა უპ­რე­ცე­დენ­ტოდ და­ბა­ლია. შე­სა­ბა­მი­სად, მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვართ ქარ­თვე­ლე­ბი. ბიზ­ნეს­მენ­მა, ოჯა­ხის მე­პატ­რო­ნემ თუ ჩაის ქარ­ხნის პატ­რონ­მა უცხო­ელ და­საქ­მე­ბულს თუნ­დაც 500 დო­ლა­რი რომ გა­და­უ­ხა­დოს, ეს უკვე 6 ათა­სი ლი­რაა, რაც თურ­ქე­თის­თვის ახლა, ამ პი­რო­ბებ­ში, ძა­ლი­ან დიდი ფუ­ლია. რუ­სეთ-თურ­ქე­თის და­პი­რის­პი­რე­ბის დროს, რო­დე­საც რუსი მფრი­ნა­ვი ჩა­მო­აგ­დეს და პუ­ტინ­მა რუ­სებს აქ ჩა­მოს­ვლა აუკ­რძა­ლა, მათი შეც­მი­რე­ბა ძა­ლი­ან და­ე­ტყო თურ­ქე­თის ტუ­რიზ­მის სფე­როს, მაგ­რამ ასე­თი ვი­თა­რე­ბა არ ყო­ფი­ლა.

ახლა ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი შოკ­ში არი­ან - ასო­ბით მუ­შა­ხე­ლი გა­უშ­ვეს. თუ ასე გაგ­რძელ­და, მაქ­სი­მუმ 3-4 თვში კომ­პა­ნი­ის და­ხურ­ვა მოგ­ვი­წევ­სო. არც ჩვენ, აქ და­საქ­მე­ბუ­ლებს გვი­ღირს დარ­ჩე­ნა, ადრე სახ­ლში გა­საგ­ზავ­ნად, 200 დო­ლა­რის შე­სა­ძე­ნად, 600 ლირა მყოფ­ნი­და, ახლა იგი­ვე თან­ხა 1250 ლი­რად ვი­ყი­დე. ხელ­ფასს დო­ლარ­ში მიხ­დი­ან, მაგ­რამ ჩემი უფ­რო­სი შემ­ცი­რე­ბა­ზე ალა­პა­რაკ­და. ანუ უკვე ვფიქ­რობ, მი­ღირს თუ არა დარ­ჩე­ნა...

რამ­დე­ნი­მე უცხო­ელ­მა უკვე გა­ყი­და კომ­პა­ნია, რო­მელ­საც ამუ­შა­ვებ­და და სახ­ლიც, სა­დაც ცხოვ­რობ­და, მაგ­რამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ია­ფად გა­ყიდ­ვის უფ­ლე­ბა არ მის­ცა - მო­სახ­ლე­ო­ბა­ში პა­ნი­კა რომ არ და­ი­წყო­სო, ან ისევ თურქ ბიზ­ნეს­მენს აყი­დი­ნეს. კრი­ზი­სი უკვე და­წყე­ბუ­ლია და ეს ყვე­ლას შე­ე­ხო, რო­გორც ად­გი­ლობ­რივს, ისე უცხო­ელს, დამ­საქ­მე­ბელს და და­საქ­მე­ბულს.

ლაშა, თურ­ქეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი:

- ათ წელ­ზე მე­ტია ან­ტა­ლი­ა­ში ვარ. ცეკ­ვის სტუ­დი­ა­ში უცხო­ე­თი­დან მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბის ჩა­მოყ­ვა­ნა­ზე ვმუ­შა­ობთ. შემ­დეგ პრო­დი­უ­სე­რებ­თან ერ­თად ვამ­ზა­დებთ შოუს, სა­ინ­ტე­რე­სო ნომ­რებს და სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში - სას­ტუმ­რო­ებ­ში, სა­ნა­პი­რო­ებ­სა და ამ­ფი­თე­ატ­რებ­ში წარ­მო­ვად­გენთ. მათ მე­პატ­რო­ნე­ებ­თან კონ­ტრაქ­ტი დო­ლარ­ში გვაქვს, ისე­ვე, რო­გორც მო­ცეკ­ვე­ებ­თან. 400-მდე ადა­მი­ა­ნი გვყავს. ასე­თი სა­ხის პრო­ექ­ტე­ბი ად­გი­ლობ­რი­ვი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის და­ფი­ნან­სე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ამ თვე­ში 53 მო­ცეკ­ვა­ვე და შო­უ­მე­ნი და­ვი­თხო­ვეთ, რად­გან ხარ­ჯი დიდი იყო - თუ ადრე 1000 დო­ლარს 3 ათას ლი­რად ვყი­დუ­ლობ­დით, ახლა 7 ათა­სამ­დე ავი­და.

ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვი­თომ არა­ფერს იმ­ჩნევს, მაგ­რამ რო­დემ­დე და­მა­ლავს არ ვიცი. კრი­ზი­სი პირ­ველ რიგ­ში და­ბალ და სა­შუ­ა­ლო ფე­ნა­ზე აი­სა­ხა. დარ­ბაზ­ში მა­ყუ­რებ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მკვეთ­რად შემ­ცირ­და. ანუ უცხო­ე­ლებს მძი­მე დრო და­უდ­გათ და კონ­ცერ­ტე­ბის­თვის არ სცხე­ლათ. სურ­სა­თის ფა­სიც გა­ი­ზარ­და, ოღონდ ჯერ­ჯე­რო­ბით მცი­რე­დით.

ხალ­ხი ამ­ბობს - ჩვე­ნი საშ­ვე­ლი არ ყო­ფი­ლა, შრო­მა და მშვი­დი ცხოვ­რე­ბა გვინ­და, მაგ­რამ ხან ერთი სა­ხელ­მწი­ფო გა­და­ვი­კი­დეთ ხან მე­ო­რეო. ხმა­მა­ღალ პრო­ტესტს ვერ ბე­და­ვენ, რად­გან აქ ხმა ვინც ამო­ი­ღო, ცუ­დად და­ამ­თავ­რა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ლირის კრიზისი ქართველ ემიგრანტებზე მძიმედ აისახა - რა პრობლემებზე საუბრობენ თურქეთში დასაქმებულები

ლირის კრიზისი ქართველ ემიგრანტებზე მძიმედ აისახა - რა პრობლემებზე საუბრობენ თურქეთში დასაქმებულები

ამერიკა თურქეთის წინააღმდეგ ახალი სანქციებისთვის ემზადება. ამერიკის ფინანსთა მინისტრის სტივენ მნუჩინის განცხადებით, შეერთებული შტატები მზადაა თურქეთს მეტი სანქციები დაუწესოს, თუკი ამერიკელი პასტორი - ენდრიუ ბრანსონი არ გათავისუფლდება. ეს პრაქტიკულად ბოლო შანსია იმისთვის, რომ ერდოღანის ხელისუფლება დაფიქრდეს, უღირს თუ არა გაჯიუტება და ამერიკის მოქალაქის პატიმრობაში დატოვება, სანქციების კიდევ ერთი ეტაპის ფასად.

თავის მხრივ, თურქეთის ვაჭრობის მინისტრი ირწმუნება, რომ ამერიკის მუქარის განხორციელებისთანავე, ანკარა საპასუხო ღონისძიებებს მიმართავს. თურქი მაღალჩინოსანი გამოცემა Anadolu-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ თურქეთს არ ეშინია ამერიკის მუქარის და შესაბამისი პასუხისთვისაც მზად არიან.

ჯერ კიდევ თვის დასაწყისში, ამერიკის მიერ დაწესებული სანქციების შედეგად, თურქული ლირა 40%-ზე მეტად გაუფასურდა. რამდენიმე დღის წინ კი, ორ ქვეყანას შორის, გამწვავებული “ეკონომიკური ომის” ფონზე, თურქეთში რამდენიმე საერთაშორისო პროექტი შეჩერდა, ინვესტორები გაურკვეველ მდგომარეობაში არიან, ამ ყველაფერმა კი ლირის კურსი კიდევ 20%-ით შეარყია.

თურქეთში ეკონომიკური პრობლემების დაწყება შეუმჩნეველი არ დარჩენილა იქ მომუშავე ქართველებისთვის. მათი თქმით, რამდენიმე ქართველმა, რომელიც წლების განმავლობაში თურქულ ოჯახში დამხმარედ, ძიძად ან მომვლელად მუშაობდა, სამსახური დაკარგა. საქმე ის არის, რომ ადგილობრივ ბიზნესმენებს, კომპანიებისა და საწარმოების მფლობელებს უცხოელი დასაქმებულისთვის ხელფასის გადახდა დოლარში უწევთ, თავად კი სახელმწიფოს ეროვნულ ვალუტას უხდიან.

მედიკო ვაწაძე, იზმირში მცხოვრები ქართველი:

- შესაძლოა, ეს დიდ ქალაქებში ჯერჯერობით არ იგრძნობოდეს, მაგრამ ცვლილება, აშკარად შესამჩნევია - ჩემს გარშემო რამდენიმე ქართველს პირდაპირ გამოუცხადეს, არ გვიღირს თქვენთვის ფულის გადახდა, სამსახურში ხელფასები შეამცირეს, ინვესტიციები შეფერხდა და არ ვიცით რა იქნებაო.

ლადო, თურქეთში მცხოვრები ქართველი:

- პირველ ეტაპზე უცხოელ პერსონალს ანაზღაურება 100-200 დოლარით შეუმცირეს, სამსახურსაც გააჩნია. თურქი დამსაქმებლები, საწარმოები და კომპანიები, რომელთაც ლამის მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან მართლაც ძალიან ბევრი უცხოელი ჰყავთ დასაქმებული (არა მხოლოდ ქართველები), მუშახელს ხელფასს დოლარში უხდიან, სახელმწიფოს კი - ადგილობრივ ეროვნულ ვალუტას, რომლის კურსი ახლა უპრეცედენტოდ დაბალია. შესაბამისად, მძიმე მდგომარეობაში ვართ ქართველები. ბიზნესმენმა, ოჯახის მეპატრონემ თუ ჩაის ქარხნის პატრონმა უცხოელ დასაქმებულს თუნდაც 500 დოლარი რომ გადაუხადოს, ეს უკვე 6 ათასი ლირაა, რაც თურქეთისთვის ახლა, ამ პირობებში, ძალიან დიდი ფულია. რუსეთ-თურქეთის დაპირისპირების დროს, როდესაც რუსი მფრინავი ჩამოაგდეს და პუტინმა რუსებს აქ ჩამოსვლა აუკრძალა, მათი შეცმირება ძალიან დაეტყო თურქეთის ტურიზმის სფეროს, მაგრამ ასეთი ვითარება არ ყოფილა.

ახლა ბიზნესმენები შოკში არიან - ასობით მუშახელი გაუშვეს. თუ ასე გაგრძელდა, მაქსიმუმ 3-4 თვში კომპანიის დახურვა მოგვიწევსო. არც ჩვენ, აქ დასაქმებულებს გვიღირს დარჩენა, ადრე სახლში გასაგზავნად, 200 დოლარის შესაძენად, 600 ლირა მყოფნიდა, ახლა იგივე თანხა 1250 ლირად ვიყიდე. ხელფასს დოლარში მიხდიან, მაგრამ ჩემი უფროსი შემცირებაზე ალაპარაკდა. ანუ უკვე ვფიქრობ, მიღირს თუ არა დარჩენა...

რამდენიმე უცხოელმა უკვე გაყიდა კომპანია, რომელსაც ამუშავებდა და სახლიც, სადაც ცხოვრობდა, მაგრამ ხელისუფლებამ იაფად გაყიდვის უფლება არ მისცა - მოსახლეობაში პანიკა რომ არ დაიწყოსო, ან ისევ თურქ ბიზნესმენს აყიდინეს. კრიზისი უკვე დაწყებულია და ეს ყველას შეეხო, როგორც ადგილობრივს, ისე უცხოელს, დამსაქმებელს და დასაქმებულს.

ლაშა, თურქეთში მცხოვრები ქართველი:

- ათ წელზე მეტია ანტალიაში ვარ. ცეკვის სტუდიაში უცხოეთიდან მოცეკვავეების ჩამოყვანაზე ვმუშაობთ. შემდეგ პროდიუსერებთან ერთად ვამზადებთ შოუს, საინტერესო ნომრებს და სხვადასხვა ქალაქში - სასტუმროებში, სანაპიროებსა და ამფითეატრებში წარმოვადგენთ. მათ მეპატრონეებთან კონტრაქტი დოლარში გვაქვს, ისევე, როგორც მოცეკვეებთან. 400-მდე ადამიანი გვყავს. ასეთი სახის პროექტები ადგილობრივი ბიზნესმენების დაფინანსებით ხორციელდება. ამ თვეში 53 მოცეკვავე და შოუმენი დავითხოვეთ, რადგან ხარჯი დიდი იყო - თუ ადრე 1000 დოლარს 3 ათას ლირად ვყიდულობდით, ახლა 7 ათასამდე ავიდა.

ადგილობრივი ხელისუფლება ვითომ არაფერს იმჩნევს, მაგრამ როდემდე დამალავს არ ვიცი. კრიზისი პირველ რიგში დაბალ და საშუალო ფენაზე აისახა. დარბაზში მაყურებლების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. ანუ უცხოელებს მძიმე დრო დაუდგათ და კონცერტებისთვის არ სცხელათ. სურსათის ფასიც გაიზარდა, ოღონდ ჯერჯერობით მცირედით.

ხალხი ამბობს - ჩვენი საშველი არ ყოფილა, შრომა და მშვიდი ცხოვრება გვინდა, მაგრამ ხან ერთი სახელმწიფო გადავიკიდეთ ხან მეორეო. ხმამაღალ პროტესტს ვერ ბედავენ, რადგან აქ ხმა ვინც ამოიღო, ცუდად დაამთავრა.

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"