პოლიტიკა
საზოგადოება

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოწმდება ფიზიკურ მომზადება, იარაღის სროლა, ოქმების შევსება" - პატრულის თანამშრომლები, რომლებმაც გამოცდები ვერ ჩააბარეს, სამსახურიდან დაითხოვეს
"მოწმდება ფიზიკურ მომზადება, იარაღის სროლა, ოქმების შევსება" - პატრულის თანამშრომლები, რომლებმაც გამოცდები ვერ ჩააბარეს, სამსახურიდან დაითხოვეს

სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის 500 თა­ნამ­შრომ­ლი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 50-მა შსს-ს აკა­დე­მი­ა­ში გა­დამ­ზა­დე­ბის კურ­სი ვერ გა­ი­ა­რა, რის გა­მოც სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ შსს-ს აკა­დე­მი­ის რექ­ტორ­მა ივა­ნე პა­პი­აშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბა სექ­ტემ­ბრი­დან ისევ გაგ­რძელ­დე­ბა და ის და­ახ­ლო­ე­ბით 1000 პატ­რულ-ინ­სპექ­ტორს შე­ე­ხე­ბა.

„ჩვენ 2017 წელს და­ვი­წყეთ პატ­რუ­ლის გა­დამ­ზა­დე­ბა და პირ­ველ ეტაპ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 500 პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რი იყო გა­დამ­ზა­დე­ბის კურ­სებ­ზე. ნა­წილ­მა გა­ი­ა­რა, ნა­წილ­მა ვერ გა­ი­ა­რა და ასე­თი ამ ეტაპ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 50 პო­ლი­ცი­ე­ლი იყო. თა­ვის­თა­ვად, ისი­ნი, რო­მელ­მაც კურ­სი ვერ გა­ი­ა­რეს, გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან, თუმ­ცა ეს არ ნიშ­ნავს, რომ ისი­ნი ვე­რას­დროს იმუ­შა­ვე­ბენ პო­ლი­ცი­ა­ში. მათ სა­ბა­ზი­სო სას­წავ­ლო კურ­სის გავ­ლის შემ­თხვე­ვა­ში ნე­ბის­მი­ერ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე დაბ­რუ­ნე­ბა შე­ეძ­ლე­ბათ, ეს იქ­ნე­ბა სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის სა­ბა­ზი­სო კურ­სი თუ სხვა“, - გა­ნა­ცხა­და ივა­ნე პა­პი­აშ­ვილ­მა.

შსს-ს აკა­დე­მი­ის რექ­ტო­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კურ­სი, რო­მელ­საც სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი გა­დი­ან, ძი­რი­თა­დად სამი კომ­პო­ნენ­ტის­გან შედ­გე­ბა. კერ­ძოდ, პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რებს გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა უწევთ რო­გორც ფი­ზი­კურ მომ­ზა­დე­ბა­ში, ისე ია­რა­ღის სრო­ლა­ში. ასე­ვე მოწ­მდე­ბა მათ მიერ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ოქ­მე­ბის შევ­სე­ბის ხა­რის­ხი.

„კურ­სის პირ­ვე­ლი კომ­პო­ნენ­ტი არის ფი­ზი­კუ­რი მომ­ზა­დე­ბა, რათა პატ­რულ -ინ­სპექ­ტო­რი იყოს იმ ფი­ზი­კურ ფორ­მა­ში, რა­საც სთხოვს დღეს სა­მი­ნის­ტრო. მე­ო­რეა სა­ცე­ცხლე მომ­ზა­დე­ბა და ჩვენ თი­თო­ე­ულ მათ­განს მი­ვე­ცით შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გა­ი­მე­ო­რეს ის, რაც ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბი­სას უნდა სცოდ­ნო­დათ და ამის შემ­დეგ ჩა­ვუ­ტა­რეთ გა­მოც­და. რაც შე­ე­ხე­ბა მე­სა­მე კომ­პო­ნენტს, ეს არის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ოქ­მის შევ­სე­ბა. ჩვენ ვას­წავ­ლით, რო­გორ შე­ავ­სონ სწო­რად ოქ­მე­ბი“, - აღ­ნიშ­ნა შსს-ს აკა­დე­მი­ის რექ­ტორ­მა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სა­პატ­რუ­ლი პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბის პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბის კად­რე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბა და­ი­წყე­ბა, მათ შო­რის და­გეგ­მი­ლია გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი­სა და მე­სა­ზღვრე­ე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"მოწმდება ფიზიკურ მომზადება, იარაღის სროლა, ოქმების შევსება" - პატრულის თანამშრომლები, რომლებმაც გამოცდები ვერ ჩააბარეს, სამსახურიდან დაითხოვეს

"მოწმდება ფიზიკურ მომზადება, იარაღის სროლა, ოქმების შევსება" - პატრულის თანამშრომლები, რომლებმაც გამოცდები ვერ ჩააბარეს, სამსახურიდან დაითხოვეს

საპატრულო პოლიციის 500 თანამშრომლიდან დაახლოებით 50-მა შსს-ს აკადემიაში გადამზადების კურსი ვერ გაიარა, რის გამოც სამსახურიდან გათავისუფლდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს აკადემიის რექტორმა ივანე პაპიაშვილმა განუცხადა, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების გადამზადება სექტემბრიდან ისევ გაგრძელდება და ის დაახლოებით 1000 პატრულ-ინსპექტორს შეეხება.

„ჩვენ 2017 წელს დავიწყეთ პატრულის გადამზადება და პირველ ეტაპზე დაახლოებით 500 პატრულ-ინსპექტორი იყო გადამზადების კურსებზე. ნაწილმა გაიარა, ნაწილმა ვერ გაიარა და ასეთი ამ ეტაპზე დაახლოებით 50 პოლიციელი იყო. თავისთავად, ისინი, რომელმაც კურსი ვერ გაიარეს, გათავისუფლდნენ თანამდებობიდან, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ვერასდროს იმუშავებენ პოლიციაში. მათ საბაზისო სასწავლო კურსის გავლის შემთხვევაში ნებისმიერ მიმართულებაზე დაბრუნება შეეძლებათ, ეს იქნება საპატრულო პოლიციის საბაზისო კურსი თუ სხვა“, - განაცხადა ივანე პაპიაშვილმა.

შსს-ს აკადემიის რექტორის ინფორმაციით, კურსი, რომელსაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლები გადიან, ძირითადად სამი კომპონენტისგან შედგება. კერძოდ, პატრულ-ინსპექტორებს გამოცდის ჩაბარება უწევთ როგორც ფიზიკურ მომზადებაში, ისე იარაღის სროლაში. ასევე მოწმდება მათ მიერ ადმინისტრაციული ოქმების შევსების ხარისხი.

„კურსის პირველი კომპონენტი არის ფიზიკური მომზადება, რათა პატრულ -ინსპექტორი იყოს იმ ფიზიკურ ფორმაში, რასაც სთხოვს დღეს სამინისტრო. მეორეა საცეცხლე მომზადება და ჩვენ თითოეულ მათგანს მივეცით შესაძლებლობა, გაიმეორეს ის, რაც იარაღის გამოყენებისას უნდა სცოდნოდათ და ამის შემდეგ ჩავუტარეთ გამოცდა. რაც შეეხება მესამე კომპონენტს, ეს არის ადმინისტრაციული ოქმის შევსება. ჩვენ ვასწავლით, როგორ შეავსონ სწორად ოქმები“, - აღნიშნა შსს-ს აკადემიის რექტორმა.

მისივე განმარტებით, საპატრული პოლიციის თანამშრომლების გადამზადების პროცესის დასრულების შემდეგ სხვა მიმართულების კადრების გადამზადება დაიწყება, მათ შორის დაგეგმილია გამომძიებლებისა და მესაზღვრეების გადამზადება.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს