პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუბიკ-კუბიკის წყალქვეშ პირველი აწყობა გონების დაკარგვით დასრულდა" - ქართველი ბიჭის გინესის რეკორდი, რომელმაც მისი პროფესია და მომავალი შეცვალა
"რუბიკ-კუბიკის წყალქვეშ პირველი აწყობა გონების დაკარგვით დასრულდა" - ქართველი ბიჭის გინესის რეკორდი, რომელმაც მისი პროფესია და მომავალი შეცვალა

სულ რა­ღაც 1 წუთ­სა და 44 წამ­ში 18 წლის ვაკო მარ­ჩი­ლაშ­ვილ­მა ექ­ვსი რუ­ბი­კის კუბი წყალ­ქვეშ ერთი ჩა­სუნ­თქვით აა­წყო, ხოლო რო­დე­საც ზე­და­პირ­ზე ამოყ­ვინ­თა და ჟანგბა­დი ჩა­ი­სუნ­თქა, უკვე გი­ნე­სის რე­კორ­დი ჰქონ­და დამ­ყა­რე­ბუ­ლი. 18 წლის ახალ­გაზ­რდამ ამე­რი­კე­ლი ენ­ტო­ნი ბრუკ­სის შე­დე­გი გა­ა­უმ­ჯო­ბე­სა, რო­მელ­მაც მსოფ­ლი­ოს გი­ნე­სის რე­კორ­დი წყალ­ქვეშ ხუთი რუ­ბი­კის კუ­ბის აწყო­ბა­ში და­ამ­ყა­რა. რო­გორც ვა­კომ AMBEBI.GE-ს უამ­ბო, იმის­თვის, რომ 17 აგ­ვის­ტოს გი­ნე­სის მსოფ­ლიო რე­კორ­დი და­ემ­ყა­რე­ბი­ნა, 6 თვე ვარ­ჯი­შობ­და.

ვი­ნა­ი­დან მისი ამო­ცა­ნა რო­გორც სუნ­თქვის, ისე წო­ნის კონ­ტროლ­სა და პა­რა­ლე­ლუ­რად ექ­ვსი კუ­ბის აწყო­ბას მო­ი­ცავ­და, მათ შე­სას­რუ­ლებ­ლად ინ­ტენ­სი­უ­რი მუ­შა­ო­ბა იყო სა­ჭი­რო. სა­ბო­ლო­ოდ, თი­თო­ე­უ­ლი კუბი წყალ­ქვეშ 10-15 წამ­ში აა­წყო, თუმ­ცა ხმე­ლეთ­ზე იგი­ვე შე­დე­გის მი­საღ­წე­ვად სულ რა­ღაც 7-9 წამი სჭირ­დე­ბა. ვაკო თვით­ნას­წავ­ლი კუ­ბე­რია. წყალ­ქვეშ რუ­ბი­კის კუ­ბი­კის აწყო­ბი­სა და გი­ნე­სის რე­კორ­დის დამ­ყა­რე­ბის იდეა კი მას შემ­დეგ და­ე­ბა­და, რაც ინ­ტერ­ნეტ­ში ამე­რი­კე­ლი კე­ვინ ჰე­ი­სის ვი­დეო ნახა, რო­მელ­მაც მსოფ­ლიო რე­კორ­დი და­ამ­ყა­რა და წყალ­ქვეშ რვა რუ­ბი­კის კუბი აა­წყო. ვა­კოს თქმით, თავ­და­პირ­ვე­ლად, მას ამ შე­დე­გის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა სურ­და, თუმ­ცა მას შემ­დეგ, რაც გი­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბას მი­მარ­თა, შე­ი­ტყო, რომ რე­კორ­დის და­სამ­ყა­რებ­ლად სულ ექ­ვსი კუბი უნდა აე­წყო. ამის შემ­დეგ ვარ­ჯი­ში და­ი­წყო. რუ­ბი­კის კუ­ბის აწყო­ბა ინ­ტერ­ნეტ­ში მო­ძი­ე­ბუ­ლი ფორ­მუ­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით თვი­თონ ის­წავ­ლა, წყალ­ქვეშ სუნ­თქვის და­რე­გუ­ლი­რე­ბა­ზეც თა­ვად მუ­შა­ობ­და. შრო­მი­სა და ვარ­ჯი­შის შე­დე­გად კი რე­კორ­დის დამ­ყა­რე­ბაც შეძ­ლო.

„წყალ­ში ჯერ ნა­ხევ­რად ვი­ყა­ვი ჩა­სუ­ლი, სუნ­თქვა და­ახ­ლო­ე­ბით 15 წამ­ში და­ვა­რე­გუ­ლი­რე, რომ ჰა­ე­რი ნორ­მა­ლუ­რად ამე­ღო, იმი­ტომ რომ მცი­რე შეც­დო­მის გა­მოც, ოდ­ნავ მეტი ან ნაკ­ლე­ბი ჰა­ე­რი რომ ჩა­მე­სუნ­თქა, ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან ცუ­დად დამ­თავ­რდე­ბო­და. პლუს ტან­ზე წონა არ მქონ­და და­კი­დე­ბუ­ლი და ლო­გი­კუ­რად, ამის გამო წყა­ლი ზე­მოთ მაგ­დებ­და. ვცდი­ლობ­დი, ზე­ვით არ ამოვ­სუ­ლი­ყა­ვი. ფე­ხე­ბი­თაც, ზურ­გი­თაც ვცდი­ლობ­დი, რომ ფსკერ­ზე ვმჯდა­რი­ყა­ვი, რაც ძა­ლი­ან დიდ ენერ­გი­ას მო­ი­თხოვს და სა­ერ­თოდ გფი­ტავს და ნე­ბის­მი­ერ დროს შე­იძ­ლე­ბა გა­ი­თი­შო. მე მო­მი­წია კუ­ბის ჰა­ე­რის გა­რე­შე აწყო­ბა, რად­გან წყლის ზე­და­პირ­ზე არ უნდა ამოვ­სუ­ლი­ყა­ვი და ფაქ­ტობ­რი­ვად, საფრ­თხე­ში ჩავ­ვარ­დი, თუმ­ცა სა­ბედ­ნი­ე­როდ, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად გა­მო­მი­ვი­და“, - იხ­სე­ნებს ვაკო.

თავ­და­პირ­ვე­ლად, ვაკო მარ­ჩი­ლაშ­ვილს რუ­ბი­კის კუ­ბის ასა­წყო­ბად და­ახ­ლო­ე­ბით სამ­წუთ­ნა­ხე­ვა­რი დას­ჭირ­და, თუმ­ცა რო­გორც თა­ვად იხ­სე­ნებს, პირ­ვე­ლი მცდე­ლო­ბა არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო იყო, რად­გან გო­ნე­ბის და­კარ­გვით დას­რულ­და. ვარ­ჯიშ­თან ერ­თად შე­დე­გე­ბიც უმ­ჯო­ბეს­დე­ბო­და. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ სკო­ლა და­ამ­თავ­რა და პა­რა­ლე­ლუ­რად ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის­თვის მე­ცა­დი­ნე­ობ­და, რე­კორ­დის და­სამ­ყა­რებ­ლად დღე­ში მა­ინც 3-4 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ვარ­ჯი­შობ­და. ვიდ­რე, გი­ნე­სის რე­კორ­დის დამ­ყა­რე­ბას გა­და­წყვეტ­და, ვა­კოს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში სწავ­ლა და სა­კუ­თა­რი ბენ­დის შექ­მნა სურ­და, რად­გან საყ­ვირ­ზე უკ­რავს და ეს მისი ერთ-ერთი საყ­ვა­რე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბაა. რუ­ბი­კის კუბ­თან და ყვინ­თვას­თან და­კავ­ში­რე­ბულ­მა გა­ტა­ცე­ბამ კი მისი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბიც სრუ­ლი­ად შეც­ვა­ლა.

„სა­ნამ რუ­ბიკ-კუ­ბი­კის აწყო­ბას და­ვი­წყებ­დი, მა­ნამ­დე საყ­ვირ­ზე ვუკ­რავ­დი, რა­საც, რა თქმა უნდა, ჯან­სა­ღი ფილ­ტვე­ბი და კარ­გი სუნ­თქვა სჭირ­დე­ბა, რომ ჰა­ე­რის მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­კა­ვე­ბა შეძ­ლო. შემ­დეგ რუ­ბი­კის კუ­ბის აწყო­ბა და­ვი­წყე, წყალ­თან შე­ხე­ბა კი ალ­ბათ ბოლო ნა­ხე­ვა­რი წე­ლია, სა­ერ­თოდ არ მქო­ნია და ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ საყ­ვირ­სა და რუ­ბი­კის კუბს ერ­თმა­ნეთს რა­ღაც­ნა­ი­რად და­ვუ­კავ­ში­რებ­დი, სა­ბო­ლო­ოდ კი ამან გი­ნე­სის რე­კორ­დის მოხ­სნის სა­შუ­ა­ლე­ბა მომ­ცა. საყ­ვი­რი სუნ­თქვას მი­ვარ­ჯი­შებ­და, შემ­დეგ რუ­ბიკ-კუ­ბიკ­ზე გა­და­ვერ­თე, ახლა კი საყ­ვი­რი ჰო­ბად მაქვს და რუ­ბი­კის კუბი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლად, მა­ნამ­დე კი ეს ყვე­ლა­ფე­რი პი­რი­ქით იყო“, - აღ­ნიშ­ნა ვაკო მარ­ჩი­ლაშ­ვილ­მა.

გა­სულ ერთ წე­ლი­წად­ში რუ­ბი­კის კუბ­თან და­კავ­ში­რე­ბულ­მა სა­კი­თხებ­მა ვა­კო­ზე იმ­დე­ნად დიდი ზე­გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა, რომ პროგ­რა­მი­რე­ბა­სა და ფი­ზი­კა­ზე გა­და­ერ­თო, სა­მო­მავ­ლო პრო­ფე­სი­ად კი სა­ინ­ჟინ­რო ფი­ზი­კის არ­ჩე­ვა გა­და­წყვი­ტა. ამ­ჟა­მად, აღ­ნიშ­ნულ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლას აპი­რებს. ამას­თან, მისი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი ახა­ლი რე­კორ­დე­ბის დამ­ყა­რე­ბა­საც უკავ­შირ­დე­ბა, რო­მელ­თა დე­ტა­ლებ­ზეც ვაკო ჯერ­ჯე­რო­ბით არ სა­უბ­რობს, თუმ­ცა სურს, რომ რუ­ბი­კის კუბ­თან და ყვინ­თვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყვე­ლა რე­კორ­დი მოხ­სნას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"რუბიკ-კუბიკის წყალქვეშ პირველი აწყობა გონების დაკარგვით დასრულდა" - ქართველი ბიჭის გინესის რეკორდი, რომელმაც მისი პროფესია და მომავალი შეცვალა

"რუბიკ-კუბიკის წყალქვეშ პირველი აწყობა გონების დაკარგვით დასრულდა" - ქართველი ბიჭის გინესის რეკორდი, რომელმაც მისი პროფესია და მომავალი შეცვალა

სულ რაღაც 1 წუთსა და 44 წამში 18 წლის ვაკო მარჩილაშვილმა ექვსი რუბიკის კუბი წყალქვეშ ერთი ჩასუნთქვით ააწყო, ხოლო როდესაც ზედაპირზე ამოყვინთა და ჟანგბადი ჩაისუნთქა, უკვე გინესის რეკორდი ჰქონდა დამყარებული. 18 წლის ახალგაზრდამ ამერიკელი ენტონი ბრუკსის შედეგი გააუმჯობესა, რომელმაც მსოფლიოს გინესის რეკორდი წყალქვეშ ხუთი რუბიკის კუბის აწყობაში დაამყარა. როგორც ვაკომ AMBEBI.GE-ს უამბო, იმისთვის, რომ 17 აგვისტოს გინესის მსოფლიო რეკორდი დაემყარებინა, 6 თვე ვარჯიშობდა.

ვინაიდან მისი ამოცანა როგორც სუნთქვის, ისე წონის კონტროლსა და პარალელურად ექვსი კუბის აწყობას მოიცავდა, მათ შესასრულებლად ინტენსიური მუშაობა იყო საჭირო. საბოლოოდ, თითოეული კუბი წყალქვეშ 10-15 წამში ააწყო, თუმცა ხმელეთზე იგივე შედეგის მისაღწევად სულ რაღაც 7-9 წამი სჭირდება. ვაკო თვითნასწავლი კუბერია. წყალქვეშ რუბიკის კუბიკის აწყობისა და გინესის რეკორდის დამყარების იდეა კი მას შემდეგ დაებადა, რაც ინტერნეტში ამერიკელი კევინ ჰეისის ვიდეო ნახა, რომელმაც მსოფლიო რეკორდი დაამყარა და წყალქვეშ რვა რუბიკის კუბი ააწყო. ვაკოს თქმით, თავდაპირველად, მას ამ შედეგის გაუმჯობესება სურდა, თუმცა მას შემდეგ, რაც გინესის წარმომადგენლობას მიმართა, შეიტყო, რომ რეკორდის დასამყარებლად სულ ექვსი კუბი უნდა აეწყო. ამის შემდეგ ვარჯიში დაიწყო. რუბიკის კუბის აწყობა ინტერნეტში მოძიებული ფორმულების მეშვეობით თვითონ ისწავლა, წყალქვეშ სუნთქვის დარეგულირებაზეც თავად მუშაობდა. შრომისა და ვარჯიშის შედეგად კი რეკორდის დამყარებაც შეძლო.

„წყალში ჯერ ნახევრად ვიყავი ჩასული, სუნთქვა დაახლოებით 15 წამში დავარეგულირე, რომ ჰაერი ნორმალურად ამეღო, იმიტომ რომ მცირე შეცდომის გამოც, ოდნავ მეტი ან ნაკლები ჰაერი რომ ჩამესუნთქა, ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდებოდა. პლუს ტანზე წონა არ მქონდა დაკიდებული და ლოგიკურად, ამის გამო წყალი ზემოთ მაგდებდა. ვცდილობდი, ზევით არ ამოვსულიყავი. ფეხებითაც, ზურგითაც ვცდილობდი, რომ ფსკერზე ვმჯდარიყავი, რაც ძალიან დიდ ენერგიას მოითხოვს და საერთოდ გფიტავს და ნებისმიერ დროს შეიძლება გაითიშო. მე მომიწია კუბის ჰაერის გარეშე აწყობა, რადგან წყლის ზედაპირზე არ უნდა ამოვსულიყავი და ფაქტობრივად, საფრთხეში ჩავვარდი, თუმცა საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად გამომივიდა“, - იხსენებს ვაკო.

თავდაპირველად, ვაკო მარჩილაშვილს რუბიკის კუბის ასაწყობად დაახლოებით სამწუთნახევარი დასჭირდა, თუმცა როგორც თავად იხსენებს, პირველი მცდელობა არასასიამოვნო იყო, რადგან გონების დაკარგვით დასრულდა. ვარჯიშთან ერთად შედეგებიც უმჯობესდებოდა. იმის გათვალისწინებით, რომ სკოლა დაამთავრა და პარალელურად ეროვნული გამოცდებისთვის მეცადინეობდა, რეკორდის დასამყარებლად დღეში მაინც 3-4 საათის განმავლობაში ვარჯიშობდა. ვიდრე, გინესის რეკორდის დამყარებას გადაწყვეტდა, ვაკოს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში სწავლა და საკუთარი ბენდის შექმნა სურდა, რადგან საყვირზე უკრავს და ეს მისი ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობაა. რუბიკის კუბთან და ყვინთვასთან დაკავშირებულმა გატაცებამ კი მისი სამომავლო გეგმებიც სრულიად შეცვალა.

„სანამ რუბიკ-კუბიკის აწყობას დავიწყებდი, მანამდე საყვირზე ვუკრავდი, რასაც, რა თქმა უნდა, ჯანსაღი ფილტვები და კარგი სუნთქვა სჭირდება, რომ ჰაერის მაქსიმალურად შეკავება შეძლო. შემდეგ რუბიკის კუბის აწყობა დავიწყე, წყალთან შეხება კი ალბათ ბოლო ნახევარი წელია, საერთოდ არ მქონია და ვერ წარმოვიდგენდი, რომ საყვირსა და რუბიკის კუბს ერთმანეთს რაღაცნაირად დავუკავშირებდი, საბოლოოდ კი ამან გინესის რეკორდის მოხსნის საშუალება მომცა. საყვირი სუნთქვას მივარჯიშებდა, შემდეგ რუბიკ-კუბიკზე გადავერთე, ახლა კი საყვირი ჰობად მაქვს და რუბიკის კუბი ცხოვრების ნაწილად, მანამდე კი ეს ყველაფერი პირიქით იყო“, - აღნიშნა ვაკო მარჩილაშვილმა.

გასულ ერთ წელიწადში რუბიკის კუბთან დაკავშირებულმა საკითხებმა ვაკოზე იმდენად დიდი ზეგავლენა მოახდინა, რომ პროგრამირებასა და ფიზიკაზე გადაერთო, სამომავლო პროფესიად კი საინჟინრო ფიზიკის არჩევა გადაწყვიტა. ამჟამად, აღნიშნულ მიმართულებაზე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლას აპირებს. ამასთან, მისი სამომავლო გეგმები ახალი რეკორდების დამყარებასაც უკავშირდება, რომელთა დეტალებზეც ვაკო ჯერჯერობით არ საუბრობს, თუმცა სურს, რომ რუბიკის კუბთან და ყვინთვასთან დაკავშირებული ყველა რეკორდი მოხსნას.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ