შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მომუშავე ყველა გამომძიებელი პოლიციის აკადემიაში ხელახლა გადამზადდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს აკადემიის რექტორმა ივანე პაპიაშვილმა განუცხადა, გამომძიებელი, რომელიც გადამზადების კურსს ვერ გაივლის, გამოძიებას ჩამოშორდება.
„გამომძიებლების გადამზადება რეფორმის ერთ-ერთი ნაწილია. კრიმინალური პოლიციის 1104 გამომძიებელი პოლიციის აკადემიაში შესაბამის ტესტირებაზე უკვე იმყოფებოდა. ეს არის პროფესიული ტესტი. ჩვენ ვნახეთ, რა პრობლემები აქვთ მათ თეორიულ ცოდნასთან დაკავშირებით. ახლა გვაქვს ტრენერებთან მოლაპარაკები - გვინდა საუკეთესო გამომძიებლები ავირჩიოთ, რომლებიც აკადემიის და პროკურატურის ტრენერებთან ერთად შეძლებენ გამომძიებლების გადამზადებას. 1104 გამომძიებელი გაივლის გადამზადებას ორთვიანი კურსის მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე გამომძიებელი ვერ გაივლის კურსს, ის ჩამოშორდება გამოძიებას“, - განაცხადა პოლიციის აკადემიის რექტორმა.
მისივე განმარტებით, გამომძიებლებს წლების განმავლობაში არანაირი გადამზადება არ გაუვლიათ.
„ასეთი მასშტაბური გამოძიება მათ არასდროს გაუვლიათ. შეიძლება გავლილი აქვთ ერთ-ან ორდიანი ტრეინინგი, მაგრამ გადამზადების პროგრამა, რომელიც გადის უშუალოდ მათ უნარებსა და პროფესიონალიზმზე - არასდროს“, - აღნიშნა ივანე პაპიაშვილმა.