ავტორი:

სეტყვისგან დაზარალებულმა მოსახლეობამ სოფელ ახაშენისა და ქისტაურის ცენტრალურო გზა გადაკეტა - "გავნადგურდით, აღარაფერი დაგვრჩა"

სეტყვისგან დაზარალებულმა მოსახლეობამ სოფელ ახაშენისა და ქისტაურის ცენტრალურო გზა გადაკეტა - "გავნადგურდით, აღარაფერი დაგვრჩა"

ახმეტის მუნიციპალიტეტში სეტყვის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა აქციას მართავს. სოფელ ახაშენის და ქისტაურის მოსახლეობამ რამდენიმე წუთით ცენტრალურო გზა გადაკეტა. ისინი ზარალის ანაზღაურებას და ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ.

"გავნადგურდით, აღარაფერი დაგვრჩა. ამ მოსავლის იმედი გვქონდა. ბანკის ვალები გვაქვს. სეტყვის საწინააღმდეგოში მილიონები რომ გადაყარეს, რა არის ამის შედეგი. არც გაუსვრიათ, არ გამოუყენებიათ. ასეთი სტიქია არ გვახსოვს. მოვითხოვთ ხელისუფლების წარმომადგენლები მოვიდნენ, შეგვხვდნენ და დაგვეხმარონ. წინააღმდეგ შემთხვევაში არა აქციებს დავიწყებთ", - განაცხადა აქციის მონაწილე რობერტ ხომიზურმა.ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

"დარწმუნებული ვარ, გაქცევისთვის ემზადებოდა...  ფულს აგროვებდა" - რას ამბობს მამა 13 წლის მოზარდზე, რომელსაც მეშვიდე დღეა უშედეგოდ ეძებენ

ქალი, რომელსაც გარდაბანში დაუდასტურდა კორონავირუსი, რუსთავის აგრარულ ბაზარში ვაჭრობდა

მძიმეა კორონავირუსით ინფიცირებული 3 ადამიანის მდგომარეობა, რომლებიც ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფებიან