სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს რობოტიკის გუნდმა რობოტიკის საერთაშორისო კონკურსზე First Global მესამე ადგილი დაიკავა
საქართველოს რობოტიკის გუნდმა რობოტიკის საერთაშორისო კონკურსზე First Global მესამე ადგილი დაიკავა

სა­ქარ­თვე­ლოს რო­ბო­ტი­კის გუნ­დმა მექ­სი­კა­ში გა­მარ­თულ რო­ბო­ტი­კის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სზე First Global მე­სა­მე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა. ფი­ნა­ლურ ტურ­ში 48 ქვეყ­ნის გუნ­დი ღე­ბუ­ლობ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ისი­ნი 3-3 ქვეყ­ნის გუნ­დის­გან შემ­დგა­რი ალი­ან­სე­ბით ეჯიბ­რე­ბოდ­ნენ ერ­თმა­ნეთს. ალი­ან­სმა, რო­მელ­შიც სა­ქარ­თვე­ლო, დიდი ბრი­ტა­ნე­თი და ყა­ტა­რი შე­დი­ო­და მე­სა­მე ად­გილ­ზე გა­ვი­და. პირ­ველ ად­გილ­ზე რუ­მი­ნე­თის, სინ­გა­პუ­რი­სა და გერ­მა­ნი­ის ალი­ან­სია.

"ამა­ყი ვართ, რომ ასე წარ­მო­ვა­ჩი­ნეთ სა­ქარ­თვე­ლო. 193 ქვე­ყა­ნა­ში მე­სა­მე ად­გი­ლი ძა­ლი­ან დიდი მიღ­წე­ვაა. შე­ჯიბ­რამ­დე ძა­ლი­ან ბევ­რი დაბ­რკო­ლე­ბა შეგ­ვხვდა. იცით, რომ რო­ბო­ტი და­ი­კარ­გა გზა­ში და რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში მოგ­ვი­წია თა­ვი­დან აწყო­ბა. ამი­ტომ საპ­რი­ზო ად­გილს არ ვე­ლო­დე­ბო­დით. ჩვე­ნი მი­ზა­ნი ათე­ულ­ში მოხ­ვედ­რა იყო, მაგ­რამ საბ­რძო­ლო გან­წყო­ბა­ზე ვი­ყა­ვით, დიდი შრო­მა ჩავ­დეთ, და ვფიქ­რობთ, რომ ღირ­სე­უ­ლად მო­ვი­პო­ვეთ გა­მარ­ჯვე­ბა. ვფიქ­რობთ, რომ ასეთ კონ­კურ­სებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის და მთლი­ა­ნად სა­ქარ­თვე­ლოს­თვის. რაც მეტ ასეთ პრო­ექ­ტში ჩა­ვერ­თვე­ბით, მით უფრო მეტი ახალ­გაზ­რდა და­ინ­ტე­რეს­დე­ბა ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით და ქვე­ყა­ნა გან­ვი­თარ­დე­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით" - აცხა­დე­ბენ კონ­კურ­სის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი.

რო­ბო­ტე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სი First Global ყო­ველ­წლი­უ­რად იმარ­თე­ბა. წელს კონ­კურ­სში 193 ქვეყ­ნის გუნ­დი მო­ნა­წი­ლე­ობს. კონ­კურ­სის თე­მაა: გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გია, კერ­ძოდ, მზის პა­ნე­ლე­ბი და ქა­რის ტურ­ბი­ნე­ბი, რო­მელ­თა მეშ­ვე­ო­ბით რო­ბო­ტებ­მა ელექტრო­ე­ნერ­გია უნდა გა­მო­ი­მუ­შა­ონ. თი­თო­ე­ულ კონ­კურ­სში ერ­თმა­ნეთს სამი გუნ­დის­გან შემ­დგა­რი ალი­ან­სე­ბი ეჯიბ­რე­ბი­ან.

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი კონ­კურ­სში მე­ო­რედ იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. გუნ­დის წევ­რე­ბი გივი ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ამე­რი­კუ­ლი აკა­დე­მი­ის მოს­წავ­ლე­ე­ბი სოფო კევ­ლიშ­ვი­ლი, ლიკა მი­ხე­ლაშ­ვი­ლი და ნიკა გე­გეჭ­კო­რი არი­ან. მათი მენ­ტო­რი აკა­დე­მი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი ილია მესტვი­რიშ­ვი­ლია. გუნ­დის სპონ­სო­რე­ბი არი­ან: მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია „კრის­ტა­ლი“ და სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­ა­და First Global-ი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

საქართველოს რობოტიკის გუნდმა რობოტიკის საერთაშორისო კონკურსზე First Global მესამე ადგილი დაიკავა

საქართველოს რობოტიკის გუნდმა რობოტიკის საერთაშორისო კონკურსზე First Global მესამე ადგილი დაიკავა

საქართველოს რობოტიკის გუნდმა მექსიკაში გამართულ რობოტიკის საერთაშორისო კონკურსზე First Global მესამე ადგილი დაიკავა. ფინალურ ტურში 48 ქვეყნის გუნდი ღებულობდა მონაწილეობას. ისინი 3-3 ქვეყნის გუნდისგან შემდგარი ალიანსებით ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. ალიანსმა, რომელშიც საქართველო, დიდი ბრიტანეთი და ყატარი შედიოდა მესამე ადგილზე გავიდა. პირველ ადგილზე რუმინეთის, სინგაპურისა და გერმანიის ალიანსია.

"ამაყი ვართ, რომ ასე წარმოვაჩინეთ საქართველო. 193 ქვეყანაში მესამე ადგილი ძალიან დიდი მიღწევაა. შეჯიბრამდე ძალიან ბევრი დაბრკოლება შეგვხვდა. იცით, რომ რობოტი დაიკარგა გზაში და რამდენიმე საათში მოგვიწია თავიდან აწყობა. ამიტომ საპრიზო ადგილს არ ველოდებოდით. ჩვენი მიზანი ათეულში მოხვედრა იყო, მაგრამ საბრძოლო განწყობაზე ვიყავით, დიდი შრომა ჩავდეთ, და ვფიქრობთ, რომ ღირსეულად მოვიპოვეთ გამარჯვება. ვფიქრობთ, რომ ასეთ კონკურსებში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის და მთლიანად საქართველოსთვის. რაც მეტ ასეთ პროექტში ჩავერთვებით, მით უფრო მეტი ახალგაზრდა დაინტერესდება ტექნოლოგიებით და ქვეყანა განვითარდება ამ მიმართულებით" - აცხადებენ კონკურსის მონაწილეები.

რობოტების საერთაშორისო კონკურსი First Global ყოველწლიურად იმართება. წელს კონკურსში 193 ქვეყნის გუნდი მონაწილეობს. კონკურსის თემაა: განახლებადი ენერგია, კერძოდ, მზის პანელები და ქარის ტურბინები, რომელთა მეშვეობით რობოტებმა ელექტროენერგია უნდა გამოიმუშაონ. თითოეულ კონკურსში ერთმანეთს სამი გუნდისგან შემდგარი ალიანსები ეჯიბრებიან.

საქართველოს ნაკრები კონკურსში მეორედ იღებს მონაწილეობას. გუნდის წევრები გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის მოსწავლეები სოფო კევლიშვილი, ლიკა მიხელაშვილი და ნიკა გეგეჭკორი არიან. მათი მენტორი აკადემიის მასწავლებელი ილია მესტვირიშვილია. გუნდის სპონსორები არიან: მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი“ და საერთაშორისო ოლიმპიადა First Global-ი.

"დარწმუნებული ვარ, გაქცევისთვის ემზადებოდა...  ფულს აგროვებდა" - რას ამბობს მამა 13 წლის მოზარდზე, რომელსაც მეშვიდე დღეა უშედეგოდ ეძებენ

ქალი, რომელსაც გარდაბანში დაუდასტურდა კორონავირუსი, რუსთავის აგრარულ ბაზარში ვაჭრობდა

მძიმეა კორონავირუსით ინფიცირებული 3 ადამიანის მდგომარეობა, რომლებიც ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფებიან