პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ აკურთხებენ ფერისცვალების დღესასწაულზე ტაძრებში ხილს - რა უნდა ვიცოდეთ ამ დღის შესახებ
რატომ აკურთხებენ ფერისცვალების დღესასწაულზე ტაძრებში ხილს - რა უნდა ვიცოდეთ ამ დღის შესახებ

მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია დღეს ფე­რის­ცვა­ლე­ბის დღე­სას­წა­ულს აღ­ნიშ­ნავს. ფე­რის­ცვა­ლე­ბის დღე­სას­წა­უ­ლი უფ­ლის უდი­დეს 12 დღე­სას­წა­ულ­თა შო­რის არის. ამ დღეს უფალ­მა თა­ბო­რის მთა­ზე 3 მო­ცი­ქუ­ლის - პეტ­რეს, ია­კო­ბი­სა და იო­ა­ნეს წი­ნა­შე ფერი იც­ვა­ლა, გაბრ­წყინ­და.

მას წმინ­და მოსე და ილია წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლი გა­მო­ე­ცხა­და, რომ­ლე­ბიც უფალს იე­რუ­სა­ლიმ­ში მის მო­მა­ვალ ჯვარ­ცმა­ზე ესა­უბ­რე­ბოდ­ნენ, ზე­ცი­დან კი მო­ცი­ქუ­ლებს ხმა მო­ეს­მათ: "ეს არის ძე ჩემი საყ­ვა­რე­ლი, მა­გის ის­მი­ნეთ!".

ფე­რიც­ვა­ლე­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე ტაძ­რებ­ში ყუ­რძე­ნი და ხილი იკურ­თხე­ბა. მა­რი­ა­მო­ბის მარ­ხვის გამო, ეს დღე თევ­ზით ხსნი­ლია.

ფე­რის­ცვა­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე karibche.ambebi.ge-ს ვა­ზი­სუბ­ნის ცხრა ყრმა­თა კო­ლა­ელ­თა სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სი­ის მღვდელმსა­ხუ­რი დე­კა­ნო­ზი გუ­რამ გუ­რა­მიშ­ვი­ლი ესა­უბ­რა:

- ფე­რის­ცვა­ლე­ბის დღე­სას­წა­უ­ლი მარ­თლაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია - იგი ეხე­ბა არა ძე კა­ცი­სას ზე­ცი­დან გარ­და­მოს­ვლი­სა და გან­კა­ცე­ბის სა­ი­დუმ­ლოს, არა მა­ცხოვ­რის ქვეყ­ნი­ურ მოღ­ვა­წე­ო­ბას, არა­მედ სა­უ­კუ­ნო ცხოვ­რე­ბას. იე­სომ ფე­რის­ცვა­ლე­ბა იმის­თვის ინე­ბა, რომ ცხა­დად ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა მო­ცი­ქულ­თათ­ვის და ყვე­ლა მორ­წმუ­ნი­სათ­ვის სა­ი­დუმ­ლო მო­მა­ვა­ლი ცხოვ­რე­ბი­სა, მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მარ­თლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი­სა - ჩვე­ნი ცხო­ნე­ბა სუ­ლი­ერ ფე­რის­ცვა­ლე­ბა­სა და გაბრ­წყი­ნე­ბა­ში მდგო­მა­რე­ობს.

- მა­მაო, ამ დღეს ხილს რა­ტომ აკურ­თხე­ბენ?

- ეს ის პე­რი­ო­დია, როცა თით­ქმის ყვე­ლა­ნა­ი­რი ხი­ლია შე­მო­სუ­ლი და ეკ­ლე­სი­ა­ში დამ­კვიდ­რდა ტრა­დი­ცია ფე­რის­ცვა­ლე­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე, წირ­ვის შემ­დგომ მათი კურ­თხე­ვი­სა, რაც სიმ­ბო­ლუ­რად იმას ნიშ­ნავს, რომ კურ­თხე­ვით გა­ნიწ­მინ­დე­ბა ადა­მის ცოდ­ვით შე­ბილ­წუ­ლი ხილი და იმ სიწ­მინ­დეს იბ­რუ­ნებს, რომ­ლი­თაც ედე­მის ბაღ­ში იყო მო­სი­ლი.

- თუ შე­საძ­ლე­ბე­ლია, ადა­მი­ან­მა ში­ნა­გა­ნი ფე­რის­ცვა­ლე­ბა ეკ­ლე­სი­უ­რი ცხოვ­რე­ბის გა­რე­შეც გა­ნი­ცა­დოს?

- ყო­ვე­ლი ჩვენ­გა­ნი ხორ­ცი­სა და სუ­ლი­სა­გან შედ­გე­ბა. ხორ­ცი ადრე თუ გვი­ან მი­წად იქ­ცე­ვა, ნათ­ქვა­მია: "მიწა ხარ და მი­წად­ვე მი­იქ­ცე­ვიო..." შე­სა­ბა­მი­სად, ხორ­ცი­ე­ლი ყო­ფაც დრო­ე­ბი­თია, წარ­მა­ვა­ლი, სუ­ლი­ე­რი ცხოვ­რე­ბაა სა­უ­კუ­ნო.

ამი­ტო­მაც არა მარ­ტო ხორ­ცი­ელ სი­ამ­ტკბი­ლო­ბა­ზე უნდა ვი­ფიქ­როთ, სუ­ლი­ერ გან­წმენ­და­სა და ფე­რის­ცვა­ლე­ბა­ზეც უნდა ვიზ­რუ­ნოთ, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ეკ­ლე­სი­უ­რი ცხოვ­რე­ბით: ლოც­ვით, მარ­ხვით, გულ­წრფე­ლი აღ­სა­რე­ბით, ხში­რი ზი­ა­რე­ბით... მი­იღ­წე­ვა. წმინ­და მა­მე­ბი გვას­წავ­ლი­ან, მარ­ხვა სუ­ლი­ერ ჭრი­ლო­ბებს კურ­ნავს და ცოდ­ვით გახ­რწნილ სულს აახ­ლებ­სო...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქართველი
2

საიდან გაჩნდით ამდენი უღმერთოები და ურწმონოები..

ბობოქარი
9

"ადამიანის ცოდვით შებილწული ხილიი"-????ეს რაღაც ვერ გავიგეე

sponsored by ContentRoom
ავტორი:

რატომ აკურთხებენ ფერისცვალების დღესასწაულზე ტაძრებში ხილს - რა უნდა ვიცოდეთ ამ დღის შესახებ

რატომ აკურთხებენ ფერისცვალების დღესასწაულზე ტაძრებში ხილს - რა უნდა ვიცოდეთ ამ დღის შესახებ

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს. ფერისცვალების დღესასწაული უფლის უდიდეს 12 დღესასწაულთა შორის არის. ამ დღეს უფალმა თაბორის მთაზე 3 მოციქულის - პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე ფერი იცვალა, გაბრწყინდა.

მას წმინდა მოსე და ილია წინასწარმეტყველი გამოეცხადა, რომლებიც უფალს იერუსალიმში მის მომავალ ჯვარცმაზე ესაუბრებოდნენ, ზეციდან კი მოციქულებს ხმა მოესმათ: "ეს არის ძე ჩემი საყვარელი, მაგის ისმინეთ!".

ფერიცვალების დღესასწაულზე ტაძრებში ყურძენი და ხილი იკურთხება. მარიამობის მარხვის გამო, ეს დღე თევზით ხსნილია.

ფერისცვალების მნიშვნელობაზე karibche.ambebi.ge-ს ვაზისუბნის ცხრა ყრმათა კოლაელთა სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური დეკანოზი გურამ გურამიშვილი ესაუბრა:

- ფერისცვალების დღესასწაული მართლაც განსაკუთრებულია - იგი ეხება არა ძე კაცისას ზეციდან გარდამოსვლისა და განკაცების საიდუმლოს, არა მაცხოვრის ქვეყნიურ მოღვაწეობას, არამედ საუკუნო ცხოვრებას. იესომ ფერისცვალება იმისთვის ინება, რომ ცხადად ეჩვენებინა მოციქულთათვის და ყველა მორწმუნისათვის საიდუმლო მომავალი ცხოვრებისა, მდგომარეობა გამართლებული ადამიანისა - ჩვენი ცხონება სულიერ ფერისცვალებასა და გაბრწყინებაში მდგომარეობს.

- მამაო, ამ დღეს ხილს რატომ აკურთხებენ?

- ეს ის პერიოდია, როცა თითქმის ყველანაირი ხილია შემოსული და ეკლესიაში დამკვიდრდა ტრადიცია ფერისცვალების დღესასწაულზე, წირვის შემდგომ მათი კურთხევისა, რაც სიმბოლურად იმას ნიშნავს, რომ კურთხევით განიწმინდება ადამის ცოდვით შებილწული ხილი და იმ სიწმინდეს იბრუნებს, რომლითაც ედემის ბაღში იყო მოსილი.

- თუ შესაძლებელია, ადამიანმა შინაგანი ფერისცვალება ეკლესიური ცხოვრების გარეშეც განიცადოს?

- ყოველი ჩვენგანი ხორცისა და სულისაგან შედგება. ხორცი ადრე თუ გვიან მიწად იქცევა, ნათქვამია: "მიწა ხარ და მიწადვე მიიქცევიო..." შესაბამისად, ხორციელი ყოფაც დროებითია, წარმავალი, სულიერი ცხოვრებაა საუკუნო.

ამიტომაც არა მარტო ხორციელ სიამტკბილობაზე უნდა ვიფიქროთ, სულიერ განწმენდასა და ფერისცვალებაზეც უნდა ვიზრუნოთ, რომელიც მხოლოდ ეკლესიური ცხოვრებით: ლოცვით, მარხვით, გულწრფელი აღსარებით, ხშირი ზიარებით... მიიღწევა. წმინდა მამები გვასწავლიან, მარხვა სულიერ ჭრილობებს კურნავს და ცოდვით გახრწნილ სულს აახლებსო...განაგრძეთ კითხვა

გადაუღებელი წვიმა, გარესამყაროს მოწყვეტილი ადამიანები, დაზიანებული გზები და ხიდები - ლენტეხი სტიქიას ებრძვის (ფოტო და ვიდეომასალა სტიქიის  ზონიდან)

საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 20-ით გაიზარდა

"ეს იყო ადამიანი-დღესასწაული,  ყველას იმედი და საყრდენი!" - ვინ იყო ქართველი ბიზნესმენი, რომელიც უკრაინაში კორონავირუსით გარდაიცვალა