კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, ძლიერმა სეტყვამ განსაკუთრებით თელავი და მისი მიმდებარე სოფლები, ასევე ახმეტის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი დააზარალა. როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, უკვე დაწყებულია გაწმენდითი სამუშაოები.
„ძალიან ძლიერი სტეყვა იყო. განსაკუთრებით დაზიანდა თელავი და მისი მიმდებარე სოფლები. სეტყვა იყო ასევე ახმეტის მუნიციპალიტეტში, სადაც ორი სოფელია ძლიერად დასეტყვილი. ესენია მატანი და ქისტაური. ახლა სამაშველო ჯგუფები, მერიისა და მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები არიან გასულები და მუშაობენ“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.