პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოგონას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე დაკავებულ მამაკაცს ბრალი დაუმძიმდა
გოგონას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე დაკავებულ მამაკაცს ბრალი დაუმძიმდა

გუ­რი­ა­ში მომ­ხდარ თვით­მკვლე­ლო­ბის გახ­მა­უ­რე­ბულ ფაქ­ტზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ და­კა­ვე­ბულ პირს ბრა­ლი და­უმ­ძიმ­და.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გუ­რი­ის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1996 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.თ., თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის და წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლო­ვა­ნის მი­მართ გარ­ყვნი­ლი ქმე­დე­ბის ბრალ­დე­ბით, ოზურ­გეთ­ში და­ა­კა­ვეს.

ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის უმაღ­ლე­სი სას­ჯე­ლი 7 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ნა­ხეთ ვი­დეო : შსს-ს მიერ და­კა­ვე­ბულ მა­მა­კაცს, რო­მელ­მაც "ფე­ის­ბუ­ქით" გაც­ნო­ბი­ლი გო­გო­ნა ინ­ტი­მუ­რი ვი­დე­ო­ბი­სა და ფო­ტო­ე­ბის გაგ­ზავ­ნა­ზე შან­ტა­ჟით და­ი­თან­ხმა ბრა­ლი და­უმ­ძიმ­და

„გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ნა­ტა­ნებ­ში მცხოვ­რე­ბი, 2002 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნ.ბ. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის - „ფე­ის­ბუ­ქის“ სა­შუ­ა­ლე­ბით გა­იც­ნო. მ.თ.-ს გო­გო­ნას­თან გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, ამა­ვე ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით მი­მო­წე­რა ჰქონ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლი ნ.ბ.-ს აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მო­წე­რის მი­სი­ვე მშობ­ლე­ბის­თვის გაგ­ზავ­ნით და­ე­მუქ­რა, რის შე­დე­გა­დაც არას­რულ­წლო­ვა­ნი გო­გო­ნა ინ­ტი­მუ­რი ხა­სი­ა­თის ფო­ტო­სუ­რა­თე­ბი­სა და ვი­დე­ო­კად­რე­ბის გა­და­ღე­ბა­სა და გაგ­ზავ­ნა­ზე და­ი­თან­ხმა. მას შემ­დეგ, რაც ნ.ბ.-მ გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი და ვი­დე­ო­მა­სა­ლა გა­და­უგ­ზავ­ნა, ბრალ­დე­ბულ­მა გო­გო­ნას და­შან­ტა­ჟე­ბა და­ი­წყო, რის გა­მოც ამ უკა­ნას­კნელ­მა სა­კუ­თა­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ეზო­ში თავი ჩა­მო­იხ­რჩო.

და­კა­ვე­ბუ­ლი ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს აღი­ა­რებს.

გა­მო­ძი­ე­ბა თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის, ასე­ვე წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლო­ვა­ნის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი გარ­ყვნი­ლი ქმე­დე­ბის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 115-ე მუხ­ლით და 141-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - ნათ­ქვა­მია სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

გოგონას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე დაკავებულ მამაკაცს ბრალი დაუმძიმდა

გოგონას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე დაკავებულ მამაკაცს ბრალი დაუმძიმდა

გურიაში მომხდარ თვითმკვლელობის გახმაურებულ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაკავებულ პირს ბრალი დაუმძიმდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული მ.თ., თვითმკვლელობამდე მიყვანის და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით, ოზურგეთში დააკავეს.

ჩადენილი დანაშაულის უმაღლესი სასჯელი 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნახეთ ვიდეო : შსს-ს მიერ დაკავებულ მამაკაცს, რომელმაც "ფეისბუქით" გაცნობილი გოგონა ინტიმური ვიდეობისა და ფოტოების გაგზავნაზე შანტაჟით დაითანხმა ბრალი დაუმძიმდა

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მცხოვრები, 2002 წელს დაბადებული ნ.ბ. სოციალური ქსელის - „ფეისბუქის“ საშუალებით გაიცნო. მ.თ.-ს გოგონასთან გარკვეული დროის განმავლობაში, ამავე ქსელის მეშვეობით მიმოწერა ჰქონდა. მოგვიანებით, ბრალდებული ნ.ბ.-ს აღნიშნული მიმოწერის მისივე მშობლებისთვის გაგზავნით დაემუქრა, რის შედეგადაც არასრულწლოვანი გოგონა ინტიმური ხასიათის ფოტოსურათებისა და ვიდეოკადრების გადაღებასა და გაგზავნაზე დაითანხმა. მას შემდეგ, რაც ნ.ბ.-მ გადაღებული ფოტოები და ვიდეომასალა გადაუგზავნა, ბრალდებულმა გოგონას დაშანტაჟება დაიწყო, რის გამოც ამ უკანასკნელმა საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში თავი ჩამოიხრჩო.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის, ასევე წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით და 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ