პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აეროპორტში დაგვტოვეს 18 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი" - რას ედავება ავიაკომპანია "ვიზეარს" ქართველი მგზავრი
"აეროპორტში დაგვტოვეს 18 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი" - რას ედავება ავიაკომპანია "ვიზეარს" ქართველი მგზავრი

ავი­ა­კომ­პა­ნია "ვი­ზე­არ­თან" და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას კი­დევ ერთხელ გა­მოთ­ქვა­მენ. AMBEBI.GE-ს ერთ-ერთი მგზავ­რი ბა­ქარ მა­ცა­ბე­რი­ძე და­უ­კავ­შირ­და და გვი­ამ­ბო, რომ თვითმფრი­ნავ­მა, რო­მე­ლიც 10 აგ­ვის­ტოს მი­ლა­ნი­დან ქუ­თა­ი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­მოფ­რინ­და, სა­ქარ­თვე­ლოს და­ახ­ლო­ე­ბით, 18 მო­ქა­ლა­ქე აე­რო­პორ­ტში და­ტო­ვა.

მა­ცა­ბე­რი­ძე ირ­წმუ­ნე­ბა, რომ მგზავ­რე­ბის მხრი­დან დაგ­ვი­ა­ნე­ბას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია, ბარ­გის ჩა­ბა­რე­ბის პრო­ცე­სი ხე­ლოვ­ნუ­რად გა­ი­წე­ლა და ამის გამო თვითმფრი­ნავ­ში ას­ვლა ვე­ღარ მო­ას­წრეს.

"10 აგ­ვის­ტოს მი­ლა­ნი­დან ქუ­თა­ი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით ვბრუნ­დე­ბო­დით. ფრე­ნა ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 19:05 სა­ათ­ზე იყო. ჩვე­უ­ლე­ბი­სა­მებრ 2 სა­ა­თით ადრე იწყე­ბა რე­გის­ტრა­ცია. აე­რო­პორ­ტში მი­ვე­დით და და­ახ­ლო­ე­ბით 17:10 სა­ათ­ზე უკვე ბარ­გის ჩა­სა­ბა­რებ­ლად რიგ­ში ვი­დე­ქით. ძა­ლი­ან ნელა მუ­შა­ობ­დნენ, გვემ­სა­ხუ­რე­ბო­და მხო­ლოდ ორი თა­ნამ­შრო­მე­ლი.

მაქვს სა­ფუძ­ვე­ლი ვი­ვა­რა­უ­დო, რომ ეს პრო­ცე­სი თა­ნამ­შრომ­ლებ­მა სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­წე­ლეს. რო­დე­საც უკვე გაფ­რე­ნის დრო მო­ახ­ლოვ­და, და­ახ­ლო­ე­ბით 18:30 სა­ათ­ზე, იმის ნაც­ვლად, რომ თა­ნამ­შრო­მე­ლი და­ე­მა­ტე­ბი­ნათ, პი­რი­ქით ერ­თმა და­ტო­ვა და მხო­ლოდ ერ­თმა გა­აგ­რძე­ლა ბარ­გის ჩა­ბა­რე­ბა" - აცხა­დებს ბა­ქარ მა­ცა­ბე­რი­ძე.

AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას მგზავ­რი იხ­სე­ნებს, რომ ბარ­გის ჩა­ბა­რე­ბა მან მხო­ლოდ 18:44 სა­ათ­ზე მო­ა­ხერ­ხა, მა­შინ როცა ფრე­ნა 19:05 იყო ჩა­ნიშ­ნუ­ლი. მა­ცა­ბე­რი­ძის თქმით, უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და პას­პორტ-კონ­ტრო­ლის გავ­ლის შემ­დეგ, გე­ით­თან მი­სულ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს ის უკვე და­კე­ტი­ლი დახ­ვდათ.

„რო­დე­საც ჩემი რიგი მო­ვი­და უკვე 18:44 სა­ა­თი იყო. ბარ­გის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ, რა თქმა უნდა, გე­ი­თის­კენ გა­ვი­ქე­ცით. აქვე უნდა გი­თხრათ, რომ ეს აე­რო­პორ­ტი არის ძა­ლი­ან დიდი და ერთი გა­სას­ვლე­ლი­დან მე­ო­რემ­დე მი­სას­ვლე­ლად მან­ძი­ლი კი­ლო­მეტრზე მე­ტია. სწო­რედ ამი­ტომ, "ვი­ზე­არს" სა­იტ­ზე მი­თი­თე­ბუ­ლი აქვს, რომ ბარ­გის ჩა­ბა­რე­ბი­დან თვითმფრი­ნა­ვის გაფ­რე­ნის დრომ­დე მგზავრს უნდა ჰქონ­დეს 50 წუთი.

მოკ­ლედ, გა­ვი­ა­რეთ უსაფრ­თხო­ე­ბის კონ­ტრო­ლი, პას­პორტ კონ­ტრო­ლი და გე­ით­თან მი­სუ­ლებს გე­ი­თი და­კე­ტი­ლი დაგ­ვხვდა. იქ იყ­ვნენ სა­ქარ­თვე­ლოს სხვა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბიც, რომ­ლებ­საც აე­რო­პორ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა უთხრეს, რომ თვითმფრი­ნა­ვი უკვე გაფ­რინ­და. ეს იყო ტყუ­ი­ლი, რად­გან თვითმფრი­ნა­ვი რე­ა­ლუ­რად გა­მოფ­რინ­და 20:20 სა­ათ­ზე. ამ 1 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში იმით იყ­ვნენ და­კა­ვე­ბუ­ლი, რომ თვითმფრი­ნავ­ში ატა­ნილ ჩვენს ბარ­გს ეძებ­დნენ გვა­რე­ბის მი­ხედ­ვით და ყრიდ­ნენ უკან. რო­გორც მე დავ­თვა­ლე, ვინც იქ დარ­ჩა და ვერ გა­მოვფრინ­დით, ვი­ყა­ვით 18 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის 3 მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი.

შემ­დეგ როცა ფო­რუ­მებ­ზე წა­ვი­კი­თხე ინ­ფორ­მა­ცია, არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი წერს, რომ სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ის მიერ თურ­მე ბი­ლე­თე­ბის ორ­ჯერ გა­ყიდ­ვა ხდე­ბა და შე­საძ­ლოა ეს იყო მი­ზე­ზი. პირ­ველ რიგ­ში ვე­და­ვე­ბით იმ კომ­პა­ნი­ას, რო­მელ­საც ჩვე­ნი გა­დაყ­ვა­ნის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­და. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მას­ზეა და კომ­პენ­სა­ცი­ის სა­კი­თხი რომ დად­გეს, მე აე­რო­პორ­ტს ვერ მივ­წერ. მე უნდა მივ­წე­რო კომ­პა­ნი­ას, მის­გან მო­ვი­თხო­ვო კომ­პენ­სა­ცია და მერე მან თუ უნდა აე­რო­პორ­ტის­გან ამო­ი­ღოს, თუ უნდა პრე­ზი­დენ­ტის­გან" - აღ­ნიშ­ნავს ბა­ქარ მა­ცა­ბე­რი­ძე.

მი­სი­ვე თქმით, მი­ლა­ნის აე­რო­პორ­ტში დარ­ჩე­ნილ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა დახ­მა­რე­ბის­თვის სა­კონ­სუ­ლო­საც მი­მარ­თეს, თუმ­ცა უშე­დე­გოდ. რო­გორც ბა­ქარ მა­ცა­ბე­რი­ძე აღ­ნიშ­ნავს, სა­კონ­სუ­ლოს არ აინ­ტე­რე­სებს რო­გორ ირ­ღვე­ვა სხვა ქვე­ყა­ნა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უფ­ლე­ბე­ბი. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, მათ ვერც "ვი­ზე­ა­რის" წარ­მო­მად­გენ­ლო­ბას­თან შეძ­ლეს და­კავ­ში­რე­ბა და ვერც სა­კონ­სუ­ლოს­გან მი­ი­ღეს დახ­მა­რე­ბა.

"თვითმფრი­ნა­ვის გაფ­რე­ნის შემ­დეგ უკვე შე­ვე­ცა­დეთ ად­გილ­ზე გვე­პო­ვა "ვი­ზე­ა­რის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. გა­ვარ­კვი­ეთ, რომ ად­გილ­ზე არა­ვინ მსგავ­სი არ იყო. და­ვუ­რე­კეთ კომ­პა­ნი­ას ცხელ ხაზ­ზე ბუ­და­პეშ­ტში, არა­ვინ გვი­პა­სუ­ხა. ასე­ვე ვცდი­ლობ­დით მათ­თან კი­ევ­ში და­კავ­ში­რე­ბას და ვერ მო­ვა­ხერ­ხეთ. ამის შემ­დეგ უკვე დავ­რე­კეთ ჩვენს სა­კონ­სუ­ლო­ში, მო­ვუ­ყე­ვით სი­ტუ­ა­ცია და ვთხო­ვეთ დახ­მა­რე­ბა. კონ­სუ­ლის პა­სუ­ხი იყო - ეს არის კერ­ძო კომ­პა­ნია, არა­ფერს აზრი არ აქვს და ვე­რაფ­რით და­გეხ­მა­რე­ბი­თო.

ერთი სი­ტყვით, სა­კონ­სუ­ლოს სულ არ აინ­ტე­რე­სებს, რო­გორ ირ­ღვე­ვა სხვა ქვე­ყა­ნა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უფ­ლე­ბე­ბი. იტა­ლი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სულ­მა მი­თხრა, რომ ბოლო ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მსგავ­სი რამ იტა­ლი­ა­ში ორ­ჯერ მოხ­და. გა­ვი­გეთ ასე­ვე, რომ ჩვენს გაფ­რე­ნამ­დე წინა დღეს ათენ­ში და­ტო­ვეს 14 მო­ქა­ლა­ქე. ბო­ლოს უკვე სა­ქარ­თვე­ლო­ში მყოფ ჩვენს ახ­ლობ­ლებს ვთხო­ვეთ დახ­მა­რე­ბა, რომ ახა­ლი რე­ი­სის ბი­ლე­თე­ბი შეგ­ვე­ძი­ნა და მე­ო­თხე დღეს მო­ვა­ხერ­ხეთ მი­ლა­ნი­დან გა­მოფ­რე­ნა", - გა­ნა­ცხა­და მგზავ­რმა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ავი­ა­კომ­პა­ნია „ვი­ზე­არს“ ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ჰყავს. სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ჯგუ­ფის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნავს, რომ მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ არა­ფე­რი სმე­ნია:

„ვი­ზე­არს ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა არ ჰყავს. ჩვენ ვართ სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ჯგუ­ფი. აღ­ნიშ­ნუ­ლი შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ გვაქვს. მხო­ლოდ ის შეგ­ვიძ­ლია, რომ თქვე­ნი ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­მარ­თვის შემ­თხვე­ვა­ში კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბას მივ­წე­როთ მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით" - გან­გვი­ცხა­და სა­უბ­რი­სას "ვი­ზე­ა­რის" სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ჯგუ­ფის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში.

მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ბა­ქარ მა­ცა­ბე­რი­ძე კომ­პა­ნია „ვი­ზე­ა­რის“ წი­ნა­აღ­მდეგ სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლის შე­ტა­ნა­საც გეგ­მავს.

"აქე­დან რომ მივ­დი­ო­დით 5 სა­ა­თით და­იგ­ვი­ა­ნა რე­ის­მა და კომ­პა­ნი­ას კომ­პენ­სა­ცი­ის მო­თხოვ­ნით მივ­წე­რეთ, მომ­ხდა­რიც გან­ვუ­მარ­ტეთ. ასე­ვე, სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­შიც ვა­პი­რებთ ამ ამ­ბის სე­რი­ო­ზუ­ლად მო­კი­თხვას. გარ­და ამი­სა, ვფიქ­რობთ, რომ "ვი­ზე­ა­რის" წი­ნა­აღ­მდეგ სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლიც შე­ვი­ტა­ნოთ,“ - აღ­ნიშ­ნა მან.

ფოტო: ბა­ქარ მა­ცა­ბე­რი­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"აეროპორტში დაგვტოვეს 18 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი" - რას ედავება ავიაკომპანია "ვიზეარს" ქართველი მგზავრი

"აეროპორტში დაგვტოვეს 18 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი" - რას ედავება ავიაკომპანია "ვიზეარს" ქართველი მგზავრი

ავიაკომპანია "ვიზეართან" დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეები უკმაყოფილებას კიდევ ერთხელ გამოთქვამენ. AMBEBI.GE-ს ერთ-ერთი მგზავრი ბაქარ მაცაბერიძე დაუკავშირდა და გვიამბო, რომ თვითმფრინავმა, რომელიც 10 აგვისტოს მილანიდან ქუთაისის მიმართულებით გამოფრინდა, საქართველოს დაახლოებით, 18 მოქალაქე აეროპორტში დატოვა.

მაცაბერიძე ირწმუნება, რომ მგზავრების მხრიდან დაგვიანებას ადგილი არ ჰქონია, ბარგის ჩაბარების პროცესი ხელოვნურად გაიწელა და ამის გამო თვითმფრინავში ასვლა ვეღარ მოასწრეს.

"10 აგვისტოს მილანიდან ქუთაისის მიმართულებით ვბრუნდებოდით. ფრენა ადგილობრივი დროით 19:05 საათზე იყო. ჩვეულებისამებრ 2 საათით ადრე იწყება რეგისტრაცია. აეროპორტში მივედით და დაახლოებით 17:10 საათზე უკვე ბარგის ჩასაბარებლად რიგში ვიდექით. ძალიან ნელა მუშაობდნენ, გვემსახურებოდა მხოლოდ ორი თანამშრომელი.

მაქვს საფუძველი ვივარაუდო, რომ ეს პროცესი თანამშრომლებმა სპეციალურად გაწელეს. როდესაც უკვე გაფრენის დრო მოახლოვდა, დაახლოებით 18:30 საათზე, იმის ნაცვლად, რომ თანამშრომელი დაემატებინათ, პირიქით ერთმა დატოვა და მხოლოდ ერთმა გააგრძელა ბარგის ჩაბარება" - აცხადებს ბაქარ მაცაბერიძე.

AMBEBI.GE-სთან საუბრისას მგზავრი იხსენებს, რომ ბარგის ჩაბარება მან მხოლოდ 18:44 საათზე მოახერხა, მაშინ როცა ფრენა 19:05 იყო ჩანიშნული. მაცაბერიძის თქმით, უსაფრთხოებისა და პასპორტ-კონტროლის გავლის შემდეგ, გეითთან მისულ საქართველოს მოქალაქეებს ის უკვე დაკეტილი დახვდათ.

„როდესაც ჩემი რიგი მოვიდა უკვე 18:44 საათი იყო. ბარგის დატოვების შემდეგ, რა თქმა უნდა, გეითისკენ გავიქეცით. აქვე უნდა გითხრათ, რომ ეს აეროპორტი არის ძალიან დიდი და ერთი გასასვლელიდან მეორემდე მისასვლელად მანძილი კილომეტრზე მეტია. სწორედ ამიტომ, "ვიზეარს" საიტზე მითითებული აქვს, რომ ბარგის ჩაბარებიდან თვითმფრინავის გაფრენის დრომდე მგზავრს უნდა ჰქონდეს 50 წუთი.

მოკლედ, გავიარეთ უსაფრთხოების კონტროლი, პასპორტ კონტროლი და გეითთან მისულებს გეითი დაკეტილი დაგვხვდა. იქ იყვნენ საქართველოს სხვა მოქალაქეებიც, რომლებსაც აეროპორტის თანამშრომლებმა უთხრეს, რომ თვითმფრინავი უკვე გაფრინდა. ეს იყო ტყუილი, რადგან თვითმფრინავი რეალურად გამოფრინდა 20:20 საათზე. ამ 1 საათის განმავლობაში იმით იყვნენ დაკავებული, რომ თვითმფრინავში ატანილ ჩვენს ბარგს ეძებდნენ გვარების მიხედვით და ყრიდნენ უკან. როგორც მე დავთვალე, ვინც იქ დარჩა და ვერ გამოვფრინდით, ვიყავით 18 ადამიანი, მათ შორის 3 მცირეწლოვანი ბავშვი.

შემდეგ როცა ფორუმებზე წავიკითხე ინფორმაცია, არაერთი ადამიანი წერს, რომ სხვადასხვა კომპანიის მიერ თურმე ბილეთების ორჯერ გაყიდვა ხდება და შესაძლოა ეს იყო მიზეზი. პირველ რიგში ვედავებით იმ კომპანიას, რომელსაც ჩვენი გადაყვანის ვალდებულება ჰქონდა. პასუხისმგებლობა მასზეა და კომპენსაციის საკითხი რომ დადგეს, მე აეროპორტს ვერ მივწერ. მე უნდა მივწერო კომპანიას, მისგან მოვითხოვო კომპენსაცია და მერე მან თუ უნდა აეროპორტისგან ამოიღოს, თუ უნდა პრეზიდენტისგან" - აღნიშნავს ბაქარ მაცაბერიძე.

მისივე თქმით, მილანის აეროპორტში დარჩენილმა საქართველოს მოქალაქეებმა დახმარებისთვის საკონსულოსაც მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. როგორც ბაქარ მაცაბერიძე აღნიშნავს, საკონსულოს არ აინტერესებს როგორ ირღვევა სხვა ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების უფლებები. მისივე განმარტებით, მათ ვერც "ვიზეარის" წარმომადგენლობასთან შეძლეს დაკავშირება და ვერც საკონსულოსგან მიიღეს დახმარება.

"თვითმფრინავის გაფრენის შემდეგ უკვე შევეცადეთ ადგილზე გვეპოვა "ვიზეარის" წარმომადგენელი. გავარკვიეთ, რომ ადგილზე არავინ მსგავსი არ იყო. დავურეკეთ კომპანიას ცხელ ხაზზე ბუდაპეშტში, არავინ გვიპასუხა. ასევე ვცდილობდით მათთან კიევში დაკავშირებას და ვერ მოვახერხეთ. ამის შემდეგ უკვე დავრეკეთ ჩვენს საკონსულოში, მოვუყევით სიტუაცია და ვთხოვეთ დახმარება. კონსულის პასუხი იყო - ეს არის კერძო კომპანია, არაფერს აზრი არ აქვს და ვერაფრით დაგეხმარებითო.

ერთი სიტყვით, საკონსულოს სულ არ აინტერესებს, როგორ ირღვევა სხვა ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების უფლებები. იტალიაში საქართველოს კონსულმა მითხრა, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში მსგავსი რამ იტალიაში ორჯერ მოხდა. გავიგეთ ასევე, რომ ჩვენს გაფრენამდე წინა დღეს ათენში დატოვეს 14 მოქალაქე. ბოლოს უკვე საქართველოში მყოფ ჩვენს ახლობლებს ვთხოვეთ დახმარება, რომ ახალი რეისის ბილეთები შეგვეძინა და მეოთხე დღეს მოვახერხეთ მილანიდან გამოფრენა", - განაცხადა მგზავრმა.

როგორც ცნობილია, ავიაკომპანია „ვიზეარს“ ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში არ ჰყავს. საკომუნიკაციო ჯგუფის წარმომადგენელი AMBEBI.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მომხდარის შესახებ არაფერი სმენია:

„ვიზეარს ოფიციალური წარმომადგენლობა არ ჰყავს. ჩვენ ვართ საკომუნიკაციო ჯგუფი. აღნიშნული შემთხვევის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ თქვენი ოფიციალური მომართვის შემთხვევაში კომპანიის წარმომადგენლობას მივწეროთ მომხდართან დაკავშირებით" - განგვიცხადა საუბრისას "ვიზეარის" საკომუნიკაციო ჯგუფის წარმომადგენელმა საქართველოში.

მომხდართან დაკავშირებით, ბაქარ მაცაბერიძე კომპანია „ვიზეარის“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანასაც გეგმავს.

"აქედან რომ მივდიოდით 5 საათით დაიგვიანა რეისმა და კომპანიას კომპენსაციის მოთხოვნით მივწერეთ, მომხდარიც განვუმარტეთ. ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტროშიც ვაპირებთ ამ ამბის სერიოზულად მოკითხვას. გარდა ამისა, ვფიქრობთ, რომ "ვიზეარის" წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელიც შევიტანოთ,“ - აღნიშნა მან.

ფოტო: ბაქარ მაცაბერიძე

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"