პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი მოსწავლეების წარმატება მექსიკაში - საქართველოს რობოტიკის გუნდი First Global-ის კონკურსზე ამ ეტაპზე ლიდერთა ხუთეულშია
ქართველი მოსწავლეების წარმატება მექსიკაში - საქართველოს რობოტიკის გუნდი First Global-ის კონკურსზე ამ ეტაპზე ლიდერთა ხუთეულშია

სა­ქარ­თვე­ლოს რო­ბო­ტი­კის გუნ­დმა მექ­სი­კა­ში გა­მარ­თულ რო­ბო­ტი­კის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სზე First Global რვა თა­მა­ში­დან შვი­დი მო­ი­გო. ამ დრო­ის­თვის სა­ერ­თო რე­ი­ტინ­გში 193 მო­ნა­წი­ლე ქვე­ყა­ნას შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს გუნ­დი მე-5 ად­გილ­ზეა. პირ­ველ სამ ად­გილს ამ ეტა­პის­თვის ამე­რი­კის, მექ­სი­კის და რუ­მი­ნე­თის გუნ­დე­ბი იკა­ვე­ბენ. კონ­კურ­სის ფი­ნა­ლი 19 აგ­ვის­ტოს გა­ი­მარ­თე­ბა.

"ამ დრო­ის­თვის სულ რვა თა­მა­ში ვი­თა­მა­შეთ. მხო­ლოდ ერთი წა­ვა­გეთ, რად­გან შე­იქ­მნა ტექ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მა - ვერ მო­ხერ­ხდა სის­ტე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბა. ამას­თან გა­მოძ­ვრა კა­ბე­ლი და რო­ბო­ტი უფუნ­ქციო გახ­და. ორი თა­მა­ში გან­სა­კუთ­რე­ბით კარ­გად ვი­თა­მა­შეთ. ერ­თში ამე­რი­კის და კონ­გოს გუნდთან ვი­ყა­ვით ალი­ან­სში, მე­ო­რე­ში კი მალ­დი­ვებ­თან და ნა­მი­ბი­ას­თან.

კარ­გი სტრა­ტე­გია შე­ვი­მუ­შა­ვეთ და მა­ღა­ლი ქუ­ლე­ბი ავი­ღეთ. ბოლო თა­მა­ში იყო გან­სა­კუთ­რე­ბით რთუ­ლი, რად­გან იმ ორ გუნდს, რო­მელ­თან ერ­თად ვი­ყა­ვით ალი­ან­სში, არა­ფე­რი გა­მოს­დი­ო­და, მაგ­რამ ჩვენ შე­ვას­რუ­ლეთ სა­მი­ვე რო­ბო­ტის და­ვა­ლე­ბე­ბი და გა­ვი­მარ­ჯვეთ. სა­ერ­თო ჯამ­ში საკ­მა­ოდ კარ­გი ქუ­ლე­ბი და­ვაგ­რო­ვეთ", - აცხა­დე­ბენ კონ­კურ­სის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი.

რო­ბო­ტე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სი First Global ყო­ველ­წლი­უ­რად იმარ­თე­ბა. წელს კონ­კურ­სში 193 ქვეყ­ნის გუნ­დი მო­ნა­წი­ლე­ობს. კონ­კურ­სის თემა გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­აა, კერ­ძოდ, მზის პა­ნე­ლე­ბი და ქა­რის ტურ­ბი­ნე­ბი, რო­მელ­თა მეშ­ვე­ო­ბით რო­ბო­ტებ­მა ელექტრო­ე­ნერ­გია უნდა გა­მო­ი­მუ­შა­ონ. თი­თო­ე­ულ კონ­კურ­სში ერ­თმა­ნეთს სამი გუნ­დის­გან შემ­დგა­რი ალი­ან­სე­ბი ეჯიბ­რე­ბი­ან.

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი კონ­კურ­სში მე­ო­რედ იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. გუნ­დის წევ­რე­ბი გივი ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ამე­რი­კუ­ლი აკა­დე­მი­ის მოს­წავ­ლე­ე­ბი სოფო კევ­ლიშ­ვი­ლი, ლიკა მი­ხე­ლაშ­ვი­ლი და ნიკა გე­გეჭ­კო­რი არი­ან. მათი მენ­ტო­რი აკა­დე­მი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი ილია მესტვი­რიშ­ვი­ლია. გუნ­დის სპონ­სო­რე­ბი არი­ან: მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია "კრის­ტა­ლი" და სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­ა­და First Global-ი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

ქართველი მოსწავლეების წარმატება მექსიკაში - საქართველოს რობოტიკის გუნდი First Global-ის კონკურსზე ამ ეტაპზე ლიდერთა ხუთეულშია

ქართველი მოსწავლეების წარმატება მექსიკაში - საქართველოს რობოტიკის გუნდი First Global-ის კონკურსზე ამ ეტაპზე ლიდერთა ხუთეულშია

საქართველოს რობოტიკის გუნდმა მექსიკაში გამართულ რობოტიკის საერთაშორისო კონკურსზე First Global რვა თამაშიდან შვიდი მოიგო. ამ დროისთვის საერთო რეიტინგში 193 მონაწილე ქვეყანას შორის საქართველოს გუნდი მე-5 ადგილზეა. პირველ სამ ადგილს ამ ეტაპისთვის ამერიკის, მექსიკის და რუმინეთის გუნდები იკავებენ. კონკურსის ფინალი 19 აგვისტოს გაიმართება.

"ამ დროისთვის სულ რვა თამაში ვითამაშეთ. მხოლოდ ერთი წავაგეთ, რადგან შეიქმნა ტექნიკური პრობლემა - ვერ მოხერხდა სისტემასთან დაკავშირება. ამასთან გამოძვრა კაბელი და რობოტი უფუნქციო გახდა. ორი თამაში განსაკუთრებით კარგად ვითამაშეთ. ერთში ამერიკის და კონგოს გუნდთან ვიყავით ალიანსში, მეორეში კი მალდივებთან და ნამიბიასთან.

კარგი სტრატეგია შევიმუშავეთ და მაღალი ქულები ავიღეთ. ბოლო თამაში იყო განსაკუთრებით რთული, რადგან იმ ორ გუნდს, რომელთან ერთად ვიყავით ალიანსში, არაფერი გამოსდიოდა, მაგრამ ჩვენ შევასრულეთ სამივე რობოტის დავალებები და გავიმარჯვეთ. საერთო ჯამში საკმაოდ კარგი ქულები დავაგროვეთ", - აცხადებენ კონკურსის მონაწილეები.

რობოტების საერთაშორისო კონკურსი First Global ყოველწლიურად იმართება. წელს კონკურსში 193 ქვეყნის გუნდი მონაწილეობს. კონკურსის თემა განახლებადი ენერგიაა, კერძოდ, მზის პანელები და ქარის ტურბინები, რომელთა მეშვეობით რობოტებმა ელექტროენერგია უნდა გამოიმუშაონ. თითოეულ კონკურსში ერთმანეთს სამი გუნდისგან შემდგარი ალიანსები ეჯიბრებიან.

საქართველოს ნაკრები კონკურსში მეორედ იღებს მონაწილეობას. გუნდის წევრები გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის მოსწავლეები სოფო კევლიშვილი, ლიკა მიხელაშვილი და ნიკა გეგეჭკორი არიან. მათი მენტორი აკადემიის მასწავლებელი ილია მესტვირიშვილია. გუნდის სპონსორები არიან: მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი" და საერთაშორისო ოლიმპიადა First Global-ი.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ