მსოფლიო
სამართალი

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხშირად მეკითხებიან: სამშობლო როგორ უყვარდაო? ძალიან! ისე, რომ თავიც შესწირა" - გიორგი ანწუხელიძე დღეს 34 წლის გახდებოდა...
"ხშირად მეკითხებიან: სამშობლო როგორ უყვარდაო? ძალიან! ისე, რომ თავიც შესწირა" - გიორგი ანწუხელიძე დღეს 34 წლის გახდებოდა...

18 აგ­ვის­ტოს, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გმი­რი, ვა­ზი­ა­ნის 41-ე ბა­ტა­ლი­ო­ნის კაპ­რა­ლი გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძე 34 წლის გახ­დე­ბო­და...

ან­წუ­ხე­ლი­ძე სულ 24 წლის იყო, როცა აგ­ვის­ტოს ომის დროს, 2008 წლის 9 აგ­ვის­ტოს და­ი­კარ­გა, მა­შინ, რო­დე­საც ვა­ზი­ა­ნის 21-ე ბრი­გა­და, ცხინ­ვა­ლის ე.წ შან­ხა­ის რა­ი­ონს უტევ­და... შემ­დეგ გავ­რცელ­და ცნო­ბი­ლი კად­რე­ბი, რო­მელ­ზეც ჩანს, რო­გორ აწა­მე­ბენ და­ტყვე­ვე­ბულ ქარ­თველ სამ­ხედ­როს ოსი ბო­ე­ვი­კე­ბი და რუსი ოკუ­პან­ტე­ბი და აი­ძუ­ლე­ბენ მი­წას აკო­ცოს, თუმ­ცა, გმი­რი ბო­ლომ­დე უწევს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას.

ქარ­თვე­ლი კაპ­რა­ლი 2008 წლის ნო­ემ­ბრამ­დე და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბო­და, ნო­ემ­ბერ­ში კი ცხინ­ვა­ლი­დან ათი ქარ­თვე­ლის ცხე­და­რი გად­მო­ას­ვე­ნეს. გე­ნე­ტი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზით დად­გინ­და, რომ მათ­გან ერთ-ერთი ან­წუ­ხე­ლი­ძე იყო. ოჯა­ხის წევ­რე­ბის თქმით, ცხე­და­რი სა­შინ­ლად იყო და­სა­ხიჩ­რე­ბუ­ლი.

ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო სი­ცო­ცხლე­ში 195 სმ-მდე იყო, თუმ­ცა, ცხე­და­რი 180 სმ-მდე იქ­ნე­ბო­და, რა­მაც თავ­და­პირ­ვე­ლად ოჯა­ხის წევ­რე­ბი და­აბ­ნია, თუმ­ცა, შემ­დეგ გა­ირ­კვა, რომ ასე­თი სხვა­ო­ბის მი­ზე­ზი ცხედ­რის ძლი­ე­რი და­ზი­ა­ნე­ბა იყო...

რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომი­დან 10 წლის შემ­დეგ, გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძის მე­უღ­ლე მაკა ჩიკ­ვი­ლა­ძე გვი­ამ­ბობს, რო­გო­რია ცხოვ­რე­ბა გმი­რი მე­უღ­ლის გა­რე­შე, რო­მელ­მაც თავი სამ­შობ­ლოს შეს­წი­რა და გა­უ­ტე­ხე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სიმ­ბო­ლო გახ­და:

- იმ­დე­ნად რთუ­ლი ათი წელი იყო, ზოგ­ჯერ ვფიქ­რობ, რო­გორ გა­დავ­ლა­ხე... ალ­ბათ იმან გა­მაძ­ლე­ბი­ნა, რომ ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში გი­ორ­გი ჩვენ­თა­ან იყო, მას­ზე სა­უ­ბარ­ში, მას­ზე ფიქ­რში, ერთი წუ­თით არ მი­ფიქ­რია, რომ მის გა­რე­შე ვართ, ამას ყო­ველ­თვის ვგრძნობ, უბ­რა­ლოდ, ვერ ვხე­დავ...

ბო­ლოს აგ­ვის­ტოს და­სა­წყის­ში ვნა­ხეთ ერ­თმა­ნე­თი, სო­ფელ­ში, თვი­თო­ნაც მა­ლე­ვე უნდა ჩა­მო­სუ­ლი­ყო. იმ ათი წლის წი­ნან­დელ 6 აგ­ვის­ტოს გა­ჩერ­და დრო ჩემ­თვის... იმა­ვე ღა­მეს და­მი­რე­კეს, გი­ორ­გის ვერ ვუ­კავ­შირ­დე­ბით, გან­გა­შია გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი და სას­წრა­ფოდ ნა­წილ­ში გა­მო­ცხად­დე­სო... სას­წრა­ფოდ და­ვუ­რე­კე გი­ორ­გის, მგო­ნი ომი და­ი­წყო და გეხ­ვე­წე­ბი, თავს გა­უფრ­თხილ­დი-მეთ­ქი. ეს იყო ჩვე­ნი ბოლო სა­უ­ბა­რი.... მას მერე არც გვი­ლა­პა­რა­კია. ჩვენ სო­ფელ ძე­ვე­რა­ში ვი­ყა­ვით, რო­მე­ლიც ისე ახ­ლოს არის ცხინ­ვალ­თან, რომ ძლი­ე­რი სრო­ლე­ბი­სას, სახ­ლის მი­ნე­ბიც ჩა­იმ­სხვრა. სარ­დაფ­ში ვი­მა­ლე­ბო­დით...

ხში­რად ვფიქ­რობ: რა მას­წავ­ლა მას­თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბამ, მის­მა სიყ­ვა­რულ­მა-მეთ­ქი? - ყვე­ლა­ფე­რი, ცხოვ­რე­ბა მას­წავ­ლა, ასი წლის ქა­ლი­ვით და­მაბ­რძე­ნა. სულ ორი წელი მოგ­ვი­წია ერ­თად ცხოვ­რე­ბა. პირ­ვე­ლი შვი­ლი, ვაჟი შეგ­ვე­ძი­ნა, ლე­ვა­ნი. ანა­ზე ფეხ­მძი­მედ ვი­ყა­ვი, რო­დე­საც ომი და­ი­წყო. გი­ორ­გის რა­ტომ­ღაც ეგო­ნა, რომ მე­ო­რეც ბიჭი გვე­ყო­ლე­ბო­და, არა­და, გოგო უნ­დო­და, ოც­ნე­ბობ­და, ფრი­ა­ლა კა­ბას ჩა­ვაც­მევ და სულ მე ვა­ტა­რე­ბო.

სამი თვის ფეხ­მძი­მე ვი­ყა­ვი, ომი რომ და­ი­წყო. მა­ნამ­დე, სქე­სის გა­გე­ბა გვინ­დო­და, მაგ­რამ პა­ტა­რა იყო და ცოტა ხან­ში დაგ­ვი­ბა­რეს. გი­ორ­გიმ არ იცო­და, რომ გო­გო­ნა უნდა ჰყო­ლო­და... არა­ნორ­მა­ლუ­რად მზრუნ­ვე­ლი მამა იყო, ყვე­ლა­ფერ­ში მეხ­მა­რე­ბო­და. თუ სახ­ლში იყო, ბავ­შვი სულ მას ჰყავ­და, უც­ვლი­და, აბა­ნა­ვებ­და. ის ორი წელი, ისე­დაც სულ მო­ნატ­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი და მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მის გა­რე­შე დავ­რჩი...

- 34 წლის გახ­დე­ბო­და... აღ­ნიშ­ნავ­და და უყ­ვარ­და თა­ვი­სი და­ბა­დე­ბის დღე?

- კი, ძა­ლი­ან უყ­ვარ­და, სულ ორ­ჯერ შევ­ხვდით ერ­თად მის და­ბა­დე­ბის დღეს, მე­სა­მეს­თვის ემ­ზა­დე­ბო­და, მაგ­რამ მე გლო­ვა­ში შევ­ხვდი მის მომ­დევ­ნო და­ბა­დე­ბის დღეს... მას­თან ცხოვ­რე­ბამ სიყ­ვა­რუ­ლი მას­წავ­ლა, სი­ცო­ცხლე მისი არ­სე­ბო­ბით მიყ­ვარ­და, მის გა­რე­შე კი ვხვდე­ბი, რომ მისი ხსოვ­ნით ვარ ძლი­ე­რი, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მას­წავ­ლა. ვიცი, რომ დე­დაც მე ვარ და მა­მაც. ში­ნა­გა­ნად უფრო ძლი­ე­რი და მებ­რძო­ლი გავ­ხდი, სულ მახ­სოვს, რომ მე მისი შვი­ლე­ბის დედა ვარ და უმი­სო­ბა არ უნდა ვაგ­რძნო­ბი­ნო...

- ვიცი, რომ დიდ­ხანს არ იცო­დით, იმ სა­ში­ნე­ლი კად­რე­ბის შე­სა­ხებ...

- დიახ, მისი და­ღუპ­ვის შე­სა­ხე­ბაც არ ვი­ცო­დი... ცე­ცხლი რომ შე­წყდა და სამ­ხედ­რო­ე­ბი თა­ვი­ანთ ნა­წი­ლებ­ში დაბ­რუნ­დნენ, გი­ორ­გის გზა-კვალს ვერ მი­აგ­ნეს. ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ­დით. ბოლო წუ­თამ­დე გვქონ­და იმე­დი, მაგ­რამ და­კარ­გუ­ლად გა­მო­ცხად­და. შემ­დეგ, რო­დე­საც კონ­ფლიქ­ტის ზო­ნი­დან და­ღუ­პუ­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი გად­მო­ას­ვე­ნეს, დნმ-ის ანა­ლი­ზით დად­გინ­და, რომ ერთ-ერთი გი­ორ­გი იყო.

ვი­ცო­დი, რომ რა­ღაც წა­მე­ბის ვი­დეო არ­სე­ბობ­და, ჩე­მამ­დე მო­აღ­წია ინ­ფორ­მა­ცი­ამ, რომ გი­ორ­გი ტყვედ ჩა­ვარ­და და აწა­მეს, მაგ­რამ რად­გან ფეხ­მძი­მედ ვი­ყა­ვი, არ მაჩ­ვე­ნებ­დნენ. შემ­დეგ, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­დან და­მი­კავ­შირ­დნენ, მთხო­ვეს, ამო­საც­ნო­ბად კად­რე­ბი უნდა გაჩ­ვე­ნოთ, ნამ­დვი­ლად გი­ორ­გი არის თუ არაო. რამ­დე­ნი­მე წამი ვუ­ყუ­რე, მაგ­რამ კარ­გად ჩან­და მისი სახე. რომ ურტყა­მენ, თავს ზე­მოთ წევს და მა­შინ­ვე ვი­ცა­ნი... გი­ორ­გია-მეთ­ქი, ვთქვი... მე­ტის ნახ­ვას ვერ შევ­ძლებ­დი.

ხში­რად მე­კი­თხე­ბი­ან, სამ­შობ­ლო რო­გორ უყ­ვარ­დაო? - ძა­ლი­ან უყ­ვარ­და, ისე ძა­ლი­ან, რომ თა­ვიც შეს­წი­რა...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ხშირად მეკითხებიან: სამშობლო როგორ უყვარდაო? ძალიან! ისე, რომ თავიც შესწირა" - გიორგი ანწუხელიძე დღეს 34 წლის გახდებოდა...

"ხშირად მეკითხებიან: სამშობლო როგორ უყვარდაო? ძალიან! ისე, რომ თავიც შესწირა" - გიორგი ანწუხელიძე დღეს 34 წლის გახდებოდა...

18 აგვისტოს, საქართველოს ეროვნული გმირი, ვაზიანის 41-ე ბატალიონის კაპრალი გიორგი ანწუხელიძე 34 წლის გახდებოდა...

ანწუხელიძე სულ 24 წლის იყო, როცა აგვისტოს ომის დროს, 2008 წლის 9 აგვისტოს დაიკარგა, მაშინ, როდესაც ვაზიანის 21-ე ბრიგადა, ცხინვალის ე.წ შანხაის რაიონს უტევდა... შემდეგ გავრცელდა ცნობილი კადრები, რომელზეც ჩანს, როგორ აწამებენ დატყვევებულ ქართველ სამხედროს ოსი ბოევიკები და რუსი ოკუპანტები და აიძულებენ მიწას აკოცოს, თუმცა, გმირი ბოლომდე უწევს წინააღმდეგობას.

ქართველი კაპრალი 2008 წლის ნოემბრამდე დაკარგულად ითვლებოდა, ნოემბერში კი ცხინვალიდან ათი ქართველის ცხედარი გადმოასვენეს. გენეტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ მათგან ერთ-ერთი ანწუხელიძე იყო. ოჯახის წევრების თქმით, ცხედარი საშინლად იყო დასახიჩრებული.

ქართველი სამხედრო სიცოცხლეში 195 სმ-მდე იყო, თუმცა, ცხედარი 180 სმ-მდე იქნებოდა, რამაც თავდაპირველად ოჯახის წევრები დააბნია, თუმცა, შემდეგ გაირკვა, რომ ასეთი სხვაობის მიზეზი ცხედრის ძლიერი დაზიანება იყო...

რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ, გიორგი ანწუხელიძის მეუღლე მაკა ჩიკვილაძე გვიამბობს, როგორია ცხოვრება გმირი მეუღლის გარეშე, რომელმაც თავი სამშობლოს შესწირა და გაუტეხელი საქართველოს სიმბოლო გახდა:

- იმდენად რთული ათი წელი იყო, ზოგჯერ ვფიქრობ, როგორ გადავლახე... ალბათ იმან გამაძლებინა, რომ ამ ხნის განმავლობაში გიორგი ჩვენთაან იყო, მასზე საუბარში, მასზე ფიქრში, ერთი წუთით არ მიფიქრია, რომ მის გარეშე ვართ, ამას ყოველთვის ვგრძნობ, უბრალოდ, ვერ ვხედავ...

ბოლოს აგვისტოს დასაწყისში ვნახეთ ერთმანეთი, სოფელში, თვითონაც მალევე უნდა ჩამოსულიყო. იმ ათი წლის წინანდელ 6 აგვისტოს გაჩერდა დრო ჩემთვის... იმავე ღამეს დამირეკეს, გიორგის ვერ ვუკავშირდებით, განგაშია გამოცხადებული და სასწრაფოდ ნაწილში გამოცხადდესო... სასწრაფოდ დავურეკე გიორგის, მგონი ომი დაიწყო და გეხვეწები, თავს გაუფრთხილდი-მეთქი. ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი.... მას მერე არც გვილაპარაკია. ჩვენ სოფელ ძევერაში ვიყავით, რომელიც ისე ახლოს არის ცხინვალთან, რომ ძლიერი სროლებისას, სახლის მინებიც ჩაიმსხვრა. სარდაფში ვიმალებოდით...

ხშირად ვფიქრობ: რა მასწავლა მასთან თანაცხოვრებამ, მისმა სიყვარულმა-მეთქი? - ყველაფერი, ცხოვრება მასწავლა, ასი წლის ქალივით დამაბრძენა. სულ ორი წელი მოგვიწია ერთად ცხოვრება. პირველი შვილი, ვაჟი შეგვეძინა, ლევანი. ანაზე ფეხმძიმედ ვიყავი, როდესაც ომი დაიწყო. გიორგის რატომღაც ეგონა, რომ მეორეც ბიჭი გვეყოლებოდა, არადა, გოგო უნდოდა, ოცნებობდა, ფრიალა კაბას ჩავაცმევ და სულ მე ვატარებო.

სამი თვის ფეხმძიმე ვიყავი, ომი რომ დაიწყო. მანამდე, სქესის გაგება გვინდოდა, მაგრამ პატარა იყო და ცოტა ხანში დაგვიბარეს. გიორგიმ არ იცოდა, რომ გოგონა უნდა ჰყოლოდა... არანორმალურად მზრუნველი მამა იყო, ყველაფერში მეხმარებოდა. თუ სახლში იყო, ბავშვი სულ მას ჰყავდა, უცვლიდა, აბანავებდა. ის ორი წელი, ისედაც სულ მონატრებული ვიყავი და მთელი ცხოვრება მის გარეშე დავრჩი...

- 34 წლის გახდებოდა... აღნიშნავდა და უყვარდა თავისი დაბადების დღე?

- კი, ძალიან უყვარდა, სულ ორჯერ შევხვდით ერთად მის დაბადების დღეს, მესამესთვის ემზადებოდა, მაგრამ მე გლოვაში შევხვდი მის მომდევნო დაბადების დღეს... მასთან ცხოვრებამ სიყვარული მასწავლა, სიცოცხლე მისი არსებობით მიყვარდა, მის გარეშე კი ვხვდები, რომ მისი ხსოვნით ვარ ძლიერი, პასუხისმგებლობა მასწავლა. ვიცი, რომ დედაც მე ვარ და მამაც. შინაგანად უფრო ძლიერი და მებრძოლი გავხდი, სულ მახსოვს, რომ მე მისი შვილების დედა ვარ და უმისობა არ უნდა ვაგრძნობინო...

- ვიცი, რომ დიდხანს არ იცოდით, იმ საშინელი კადრების შესახებ...

- დიახ, მისი დაღუპვის შესახებაც არ ვიცოდი... ცეცხლი რომ შეწყდა და სამხედროები თავიანთ ნაწილებში დაბრუნდნენ, გიორგის გზა-კვალს ვერ მიაგნეს. ძალიან ვნერვიულობდით. ბოლო წუთამდე გვქონდა იმედი, მაგრამ დაკარგულად გამოცხადდა. შემდეგ, როდესაც კონფლიქტის ზონიდან დაღუპული სამხედროები გადმოასვენეს, დნმ-ის ანალიზით დადგინდა, რომ ერთ-ერთი გიორგი იყო.

ვიცოდი, რომ რაღაც წამების ვიდეო არსებობდა, ჩემამდე მოაღწია ინფორმაციამ, რომ გიორგი ტყვედ ჩავარდა და აწამეს, მაგრამ რადგან ფეხმძიმედ ვიყავი, არ მაჩვენებდნენ. შემდეგ, თავდაცვის სამინისტროდან დამიკავშირდნენ, მთხოვეს, ამოსაცნობად კადრები უნდა გაჩვენოთ, ნამდვილად გიორგი არის თუ არაო. რამდენიმე წამი ვუყურე, მაგრამ კარგად ჩანდა მისი სახე. რომ ურტყამენ, თავს ზემოთ წევს და მაშინვე ვიცანი... გიორგია-მეთქი, ვთქვი... მეტის ნახვას ვერ შევძლებდი.

ხშირად მეკითხებიან, სამშობლო როგორ უყვარდაო? - ძალიან უყვარდა, ისე ძალიან, რომ თავიც შესწირა...

"სოფელში გარეგანათების სისტემა კეთდება და აქ ვარ... არ ვიცი, რა სუფრა გაშალეს" - გორის მერიის წარმომადგენელი ოპოზიციის ინფორმაციაზე

დაპირისპირება გლდანის საარჩევნო უბანთან - დაზიანებები მიიღეს მედიის წარმომადგენლებმა

"მინდა მივმართო მომავალ ხელისუფლებას და ოპოზიციას, მოუსმინონ ერთმანეთს" - ილია მეორემ ხმა გადასატანი ყუთის მეშვეობით მისცა