საზოგადოება
Faceამბები
კონფლიქტები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
პოლიტიკა
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მამაკაცი გოგონას ინტიმური ფოტოებით აშანტაჟებდა, არასრულწლოვანმა თავი მოიკლა," - შსს-მ საქმეზე ერთი პირი დააკავა
"მამაკაცი გოგონას ინტიმური ფოტოებით აშანტაჟებდა, არასრულწლოვანმა თავი მოიკლა," - შსს-მ საქმეზე ერთი პირი დააკავა

შსს-მ გუ­რი­ა­ში მომ­ხდარ თვით­მკვლე­ლო­ბის გახ­მა­უ­რე­ბულ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით ერთი პირი და­ა­კა­ვა. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ უწყე­ბი­დან აც­ნო­ბეს, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გუ­რი­ის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ოზურ­გე­თის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1996 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.თ., თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის ბრალ­დე­ბით, ოზურ­გეთ­ში და­ა­კა­ვეს. და­ნა­შა­უ­ლი 2-დან 4 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

„გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ნა­ტა­ნებ­ში მცხოვ­რე­ბი, 2002 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნ.ბ. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის - „ფე­ის­ბუ­ქის“ სა­შუ­ა­ლე­ბით გა­იც­ნო. მ.თ.-ს გო­გო­ნას­თან გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, ამა­ვე ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით მი­მო­წე­რა ჰქონ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლი ნ.ბ.-ს აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მო­წე­რის მი­სი­ვე მშობ­ლე­ბის­თვის გაგ­ზავ­ნით და­ე­მუქ­რა, რის შე­დე­გა­დაც არას­რულ­წლო­ვა­ნი გო­გო­ნა ინ­ტი­მუ­რი ხა­სი­ა­თის ფო­ტო­სუ­რა­თე­ბი­სა და ვი­დე­ო­კად­რე­ბის გა­და­ღე­ბა­სა და გაგ­ზავ­ნა­ზე და­ი­თან­ხმა. მას შემ­დეგ, რაც ნ.ბ.-მ გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი და ვი­დე­ო­მა­სა­ლა გა­და­უგ­ზავ­ნა, ბრალ­დე­ბულ­მა გო­გო­ნას და­შან­ტა­ჟე­ბა და­ი­წყო, რის გა­მოც ამ უკა­ნას­კნელ­მა სა­კუ­თა­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ეზო­ში თავი ჩა­მო­იხ­რჩო.

და­კა­ვე­ბუ­ლი ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს აღი­ა­რებს. გა­მო­ძი­ე­ბა თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 115-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

იხი­ლეთ ვი­დეო: და­კარ­გუ­ლია პა­ნა­მის დრო­შის ქვეშ მცუ­რა­ვი გემი, რო­მელ­ზეც 17 ქარ­თვე­ლი მე­ზღვა­უ­რი იმ­ყო­ფე­ბა - "ვა­რა­უ­დო­ბენ, მე­კობ­რე­ე­ბი ცდი­ლო­ბენ ტვირ­თი წა­არ­თვან"

sponsored by ContentRoom
ავტორი:

"მამაკაცი გოგონას ინტიმური ფოტოებით აშანტაჟებდა, არასრულწლოვანმა თავი მოიკლა," - შსს-მ საქმეზე ერთი პირი დააკავა

"მამაკაცი გოგონას ინტიმური ფოტოებით აშანტაჟებდა, არასრულწლოვანმა თავი მოიკლა," - შსს-მ საქმეზე ერთი პირი დააკავა

შსს-მ გურიაში მომხდარ თვითმკვლელობის გახმაურებულ ფაქტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული მ.თ., თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, ოზურგეთში დააკავეს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მცხოვრები, 2002 წელს დაბადებული ნ.ბ. სოციალური ქსელის - „ფეისბუქის“ საშუალებით გაიცნო. მ.თ.-ს გოგონასთან გარკვეული დროის განმავლობაში, ამავე ქსელის მეშვეობით მიმოწერა ჰქონდა. მოგვიანებით, ბრალდებული ნ.ბ.-ს აღნიშნული მიმოწერის მისივე მშობლებისთვის გაგზავნით დაემუქრა, რის შედეგადაც არასრულწლოვანი გოგონა ინტიმური ხასიათის ფოტოსურათებისა და ვიდეოკადრების გადაღებასა და გაგზავნაზე დაითანხმა. მას შემდეგ, რაც ნ.ბ.-მ გადაღებული ფოტოები და ვიდეომასალა გადაუგზავნა, ბრალდებულმა გოგონას დაშანტაჟება დაიწყო, რის გამოც ამ უკანასკნელმა საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში თავი ჩამოიხრჩო.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო: დაკარგულია პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება - "ვარაუდობენ, მეკობრეები ცდილობენ ტვირთი წაართვან"

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს