პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პენსიის ოდენობა ინფლაციასა და სხვა ეკონომიკურ მაჩვენებლებზე იქნება დამოკიდებული
პენსიის ოდენობა ინფლაციასა და სხვა ეკონომიკურ მაჩვენებლებზე იქნება დამოკიდებული

სა­ხელ­მწი­ფო პენ­სი­ის ინ­დექ­სა­ცი­ა­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლია. ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრომ უახ­ლო­ეს ცხრა თვე­ში მთავ­რო­ბას სა­ხელ­მწი­ფო პენ­სი­ის ინ­დექ­სა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბის პა­კე­ტი უნდა წა­რუდ­გი­ნოს, რომ­ლი­თაც უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა ჩა­ნაც­ვლე­ბის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა. პენ­სი­ის ინ­დექ­სა­ცი­ა­ზე სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა უკვე ასა­ხუ­ლია პარ­ლა­მენ­ტის მიერ დამ­ტკი­ცე­ბულ “დაგ­რო­ვე­ბი­თი პენ­სი­ის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში.

პენ­სი­ე­ბის ინ­დექ­სა­ცია ნიშ­ნავს, რომ პენ­სი­ის ზრდა ინფლა­ცი­ის პა­რა­ლე­ლუ­რად მოხ­დე­ბა. პენ­სი­ის ოდე­ნო­ბა ასე­ვე მიბ­მუ­ლი იქ­ნე­ბა ქვე­ყა­ნა­ში სა­შუ­ა­ლო ხელ­ფას­ზე, ეკო­ნო­მი­კურ ზრდა­სა და სხვა მაკ­რო­ე­კო­ნო­მი­კურ პა­რა­მეტ­რებ­ზე.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" პარ­ლა­მენ­ტის ჯან­დაც­ვის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე აკა­კი ზო­ი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, სწო­რედ ამ პრინ­ცი­პით უნდა გა­ი­ზარ­დოს პენ­სია და პენ­სი­ის ზრდა არ იყოს მთავ­რო­ბი­სა თუ პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის დის­კრე­ცი­ის სა­გა­ნი.

"მთავ­რო­ბამ ცხრა თვე­ში უკვე არ­სე­ბუ­ლი პენ­სი­ო­ნე­რე­ბის­თვის უნდა შე­მო­ი­ტა­ნოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა პენ­სი­ის ინ­დექ­სა­ცი­ის მე­ქა­ნიზ­მის შე­სა­ხებ. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ პენ­სია მაკ­რო­ე­კო­ნომ­კურ მაჩ­ვე­ნებ­ლებს უნდა მი­ე­ბას და არა პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მიერ გა­ცე­მულ და­პი­რე­ბებს. “დაგ­რო­ვე­ბი­თი პენ­სი­ის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში შე­სა­ბა­მი­სი ნორ­მის და­მა­ტე­ბა ჩვე­ნი მო­თხოვ­ნა იყო, რად­გან თუკი სა­პენ­სიო რე­ფორ­მას ვა­კე­თებთ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია რე­ფორ­მა დღე­ვან­დელ პენ­სი­ო­ნე­რებ­საც შე­ე­ხოთ. დღეს არა­ნა­ი­რი მე­ქა­ნიზ­მი იმი­სა, რომ პენ­სი­ის ზრდის და­გეგ­მვა მოხ­დეს, არ არ­სე­ბობს. ეს ყვე­ლა­ფე­რი ძი­რი­თა­დად პო­ლი­ტი­კო­სე­ბის და­პი­რე­ბებ­ზე კი­დია - პენ­სი­ო­ნე­რებ­მა პო­ლი­ტი­კო­სებს უნდა უყუ­რონ ხე­ლებ­ში.

ამ მე­ქა­ნიზ­მის ამოქ­მე­დე­ბით ერთხელ და სა­მუ­და­მოდ პროგ­ნო­ზი­რე­ბა­დი გახ­დე­ბა, თუ რამ­დე­ნი იქ­ნე­ბა ჩვე­ნი პენ­სია მომ­დევ­ნო წელს. ამ კა­ნო­ნის არსი სწო­რედ ეს იქ­ნე­ბა - რამ­დე­ნიც არის ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა, რამ­დე­ნიც არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი ფა­სე­ბის ზრდა, სწო­რედ იმ პრო­ცენტს მი­ებ­მე­ბა პენ­სი­ის ზრდა. გარ­და ამი­სა, პენ­სი­ის ინ­დექ­სა­ცია მო­მა­ვა­ლი პენ­სი­ო­ნე­რე­ბის­თვი­საც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან მო­მა­ვალ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი დაგ­რო­ვე­ბით პენ­სი­ას­თან ერ­თად, ასე­ვე სა­ბა­ზი­სო პენ­სი­ას მი­ი­ღე­ბენ და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რო­გო­რი იქ­ნე­ბა სა­ბა­ზი­სო პენ­სია ხუთი თუ ათის წლის შემ­დეგ", - გა­ნუ­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" აკა­კი ზო­ი­ძემ.

პარ­ლა­მენ­ტის ჯან­დაც­ვის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე სა­ხელ­მწი­ფო პენ­სი­ის ინ­დექ­სა­ცი­ის შე­სა­ხებ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბის პარ­ლა­მენ­ტში წარ­დგე­ნას მო­მა­ვა­ლი წლის და­სა­წყის­ში ელის.

"დაგ­რო­ვე­ბი­თი პენ­სი­ის შე­სა­ხებ" კა­ნო­ნი, რო­მელ­შიც აღ­ნიშ­ნუ­ლი ჩა­ნა­წე­რია ასა­ხუ­ლი, პარ­ლა­მენ­ტმა 21 ივ­ლისს მე­სა­მე მოს­მე­ნით და­ამ­ტკი­ცა, "სა­კა­ნონ­მდებ­ლო მაც­ნე­ში" კი 6 აგ­ვის­ტოს გა­მოქ­ვეყ­ნდა. შე­სა­ბა­მი­სად, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრომ პენ­სი­ის ინ­დექ­სა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბის პა­კე­ტი გა­ზა­ფხუ­ლამ­დე უნდა მო­ამ­ზა­დოს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

პენსიის ოდენობა ინფლაციასა და სხვა ეკონომიკურ მაჩვენებლებზე იქნება დამოკიდებული

პენსიის ოდენობა ინფლაციასა და სხვა ეკონომიკურ მაჩვენებლებზე იქნება დამოკიდებული

სახელმწიფო პენსიის ინდექსაციაზე გადაწყვეტილება მიღებულია. ფინანსთა სამინისტრომ უახლოეს ცხრა თვეში მთავრობას სახელმწიფო პენსიის ინდექსაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი უნდა წარუდგინოს, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ჩანაცვლების კოეფიციენტის შენარჩუნება. პენსიის ინდექსაციაზე საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების ვალდებულება უკვე ასახულია პარლამენტის მიერ დამტკიცებულ “დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში.

პენსიების ინდექსაცია ნიშნავს, რომ პენსიის ზრდა ინფლაციის პარალელურად მოხდება. პენსიის ოდენობა ასევე მიბმული იქნება ქვეყანაში საშუალო ხელფასზე, ეკონომიკურ ზრდასა და სხვა მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განუცხადა, სწორედ ამ პრინციპით უნდა გაიზარდოს პენსია და პენსიის ზრდა არ იყოს მთავრობისა თუ პოლიტიკური პარტიების დისკრეციის საგანი.

"მთავრობამ ცხრა თვეში უკვე არსებული პენსიონერებისთვის უნდა შემოიტანოს კანონმდებლობა პენსიის ინდექსაციის მექანიზმის შესახებ. ეს იმას ნიშნავს, რომ პენსია მაკროეკონომკურ მაჩვენებლებს უნდა მიებას და არა პოლიტიკოსების მიერ გაცემულ დაპირებებს. “დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში შესაბამისი ნორმის დამატება ჩვენი მოთხოვნა იყო, რადგან თუკი საპენსიო რეფორმას ვაკეთებთ, აუცილებელია რეფორმა დღევანდელ პენსიონერებსაც შეეხოთ. დღეს არანაირი მექანიზმი იმისა, რომ პენსიის ზრდის დაგეგმვა მოხდეს, არ არსებობს. ეს ყველაფერი ძირითადად პოლიტიკოსების დაპირებებზე კიდია - პენსიონერებმა პოლიტიკოსებს უნდა უყურონ ხელებში.

ამ მექანიზმის ამოქმედებით ერთხელ და სამუდამოდ პროგნოზირებადი გახდება, თუ რამდენი იქნება ჩვენი პენსია მომდევნო წელს. ამ კანონის არსი სწორედ ეს იქნება - რამდენიც არის ეკონომიკური ზრდა, რამდენიც არის მოსალოდნელი ფასების ზრდა, სწორედ იმ პროცენტს მიებმება პენსიის ზრდა. გარდა ამისა, პენსიის ინდექსაცია მომავალი პენსიონერებისთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან მომავალში ადამიანები დაგროვებით პენსიასთან ერთად, ასევე საბაზისო პენსიას მიიღებენ და მნიშვნელოვანია, როგორი იქნება საბაზისო პენსია ხუთი თუ ათის წლის შემდეგ", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" აკაკი ზოიძემ.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სახელმწიფო პენსიის ინდექსაციის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების პარლამენტში წარდგენას მომავალი წლის დასაწყისში ელის.

"დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონი, რომელშიც აღნიშნული ჩანაწერია ასახული, პარლამენტმა 21 ივლისს მესამე მოსმენით დაამტკიცა, "საკანონმდებლო მაცნეში" კი 6 აგვისტოს გამოქვეყნდა. შესაბამისად, ფინანსთა სამინისტრომ პენსიის ინდექსაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი გაზაფხულამდე უნდა მოამზადოს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ