პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მატერიალურად უჭირდა, სახლი არ ჰქონდა და დედამისზე დარდობდა..." - როგორ იხსენებენ ზუზუ ბეჟაშვილს მეგობრები
"მატერიალურად უჭირდა, სახლი არ ჰქონდა და დედამისზე დარდობდა..." - როგორ იხსენებენ ზუზუ ბეჟაშვილს მეგობრები

მსა­ხი­ობ ზაზა (ზუზუ) ბეჟაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ ყვე­ლა გა­ა­ოგ­ნა და და­ამ­წუხ­რა - გული დას­წყდათ, რომ ხა­ლი­სი­ა­ნი, ნი­ჭი­ე­რი და კე­თი­ლი ზუზუ ასე მო­უ­ლოდ­ნე­ლად წა­ვი­და... მსა­ხი­ო­ბი 40 წლის იყო.

AMBEBI.GE ესა­უბ­რა ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც მას­თან საქ­მი­ა­ნი და მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აკავ­ში­რებ­დათ. კო­ლე­გე­ბი და მე­გობ­რე­ბი ასე იხ­სე­ნე­ბენ ზუზუ ბეჟაშ­ვილს:

ეკა ნი­ჟა­რა­ძე, მსა­ხი­ო­ბი:

- ჩვენ დიდი ხნის მე­გობ­რე­ბი ვი­ყა­ვით. ნი­ჭი­ე­რი, მხი­ა­რუ­ლი, კე­თი­ლი, სი­ცო­ცხლით სავ­სე ადა­მი­ა­ნი იყო. ბავ­შვებ­თან ერ­თად და­სას­ვე­ნებ­ლად ვარ, და­მი­რე­კეს და მი­თხრეს ეს სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი, ვერც ვა­ფა­სებ და ვერც ვი­ჯე­რებ, გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვარ. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რამ მოხ­და, ტრა­გე­დი­აა... ერ­თმა­ნეთს ჯგუფ "ვერ­ნი­სა­ჟი­დან" ვიც­ნობ­დით. თე­ატ­რა­ლურ­ში კი­ნო­სამ­სა­ხი­ო­ბი­ო­ზე ჩვენს მერე, ბევ­რად გვი­ან ჩა­ა­ბა­რა. ძა­ლი­ან გაგ­ვე­ხარ­და მე­გობ­რებს, რომ ასე გა­და­წყვი­ტა და ნამ­დვი­ლად არ შემ­ცდა­რა. ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი იყო ეკ­რან­ზეც და ცხოვ­რებ­შიც, ბევ­რის მიღ­წე­ვა შე­ეძ­ლო კი­დევ...

- ზუ­ზუს ცეკ­ვა "ვერ­ნი­საჟ­ში" მეც მახ­სოვს... გა­ვიხ­სე­ნოთ პე­რი­ო­დი, როცა ის მო­ცეკ­ვა­ვე იყო.

- იმ­დე­ნად მო­ცეკ­ვა­ვე არ იყო, რამ­დე­ნა­დაც, არ­ტის­ტუ­ლი ნომ­რე­ბი ჰქონ­და... ვმე­გობ­რობ­დით, ბევ­რი სა­ღა­მო წაგ­ვიყ­ვა­ნია, კარ­გად შე­ვე­წყეთ ერ­თმა­ნეთს. თუ ვინ­მე რა­მეს მთა­ვა­ზობ­და წყვილ­ში, ზუზუ მიმ­ყავ­და, ზუ­ზუს თუ სთა­ვა­ზობ­დნენ რა­მეს და ქალი წამ­ყვა­ნი იყო სა­ჭი­რო, მე მი­კავ­შირ­დე­ბო­და. შეხ­მატ­კბი­ლე­ბუ­ლი დუ­ე­ტი გვქონ­და. რა­ტომ­ღაც ელი­სოს მე­ძახ­და თა­ვი­სი გა­ნუ­მე­ო­რე­ბელ ხმით, - ასე მოს­წონ­და. მისი მო­ნა­ცე­მე­ბი, რო­გორც ბევ­რი ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნის, გა­მო­უ­ყე­ნე­ბე­ლი დარ­ჩა.

- ბო­ლოს რო­დის ნახე?

- არ­ცთუ დიდი ხნის წინ, ერთ ადა­მი­ანს ცუდი დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს და ამ ამ­ბავ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­მი­რე­კა - საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერტს აკე­თებ­დნენ... რე­ა­ლუ­რად კი ძა­ლი­ან წვა­ლობ­და, მა­ტე­რი­ა­ლუ­რად უჭირ­და, სახ­ლი არ ჰქონ­და... დე­და­მის­ზე დარ­დობ­და, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი დედა ჰყავს და გა­ნიც­დი­და, რომ დედა ასაკ­ში, ასე ნა­ქი­რა­ვებ­ში ცხოვ­რობ­და. გა­ფიქ­რე­ბაც არ მინ­და, ახლა რა დღე­შია ეს ადა­მი­ა­ნი... ბევ­რი პრობ­ლე­მა ჰქონ­და, მაგ­რამ მა­ინც ხა­ლი­სი­ა­ნი და იუ­მო­რით სავ­სე იყო, ისე­ვე რო­გორც დე­და­მი­სი.

გია ჯა­ჯა­ნი­ძე, შო­უ­მე­ნი:

"სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი აფეთ­ქდა ზუ­ზუს სუ­რა­თე­ბით, ყვე­ლას და­ე­ნა­ნა და გა­ნი­ცა­დეს. ამ­ხე­ლა სით­ბო და ყუ­რა­დღე­ბა სი­ცო­ცხლე­ში რომ მი­ე­ღო, ახლა ცო­ცხა­ლი იქ­ნე­ბო­და. ნი­ჭი­ე­რი იყო, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, ხში­რად იყო ჩემი გა­და­ცე­მის სტუ­მა­რი. ძა­ლი­ან თბილს, მო­სიყ­ვა­რუ­ლეს, მხი­ა­რულს, ეტყო­ბო­და, რომ დიდ სევ­დას და­ა­ტა­რებ­და. არ ვიცი, ეს სევ­და რე­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბი­დან ჰქონ­და, თუ ქვეც­ნო­ბი­ე­რად გრძნობ­და, რომ ადრე წა­ვი­დო­და...

გარ­დაც­ვა­ლე­ბა არ არის სიკ­ვდი­ლი, გარ­დაც­ვა­ლე­ბა სხვა გან­ზო­მი­ლე­ბა­ში გა­დას­ვლაა. ზუზუ მო­ვი­და, და­ტო­ვა თა­ვი­სი ნა­თა­მა­შე­ბი რო­ლე­ბი, სით­ბო, სიყ­ვა­რუ­ლი და წა­ვი­და. და­სა­ნა­ნია ჩვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სი­ცო­ცხლი­სად­მი..."

კრის­ტი ყიფ­ში­ძე, მო­დე­ლი:

- ძა­ლი­ან დამ­წყვი­ტა გული... ახლა რომ ვიხ­სე­ნებ, რა­ღაც მგო­ნია, რომ მა­ინც უფრო სევ­დი­ა­ნი იყო, სულ ხუმ­რობ­და, ხა­ლი­სობ­და, კარგ გან­წყო­ბა­ზე და­გა­ყე­ნებ­და, მაგ­რამ მახ­სოვს მისი ნაღ­ვლი­ა­ნი თვა­ლე­ბი... არ ვიცი, რა გახ­და მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი... პირ­ვე­ლად რომ გა­ვი­ცა­ნი და ვნა­ხე, ალ­ბათ 1997-1998 წელი იქ­ნე­ბო­და. რა­ღაც ჩვე­ნე­ბა-კონ­ცერ­ტი იყო, მა­შინ რო­გორც ხდე­ბო­და ხოლ­მე. იმის მერე სულ სა­დღაც შეხ­ვედ­რებ­ზე, პრო­ექ­ტებ­ში ვხვდე­ბო­დით. მერე ერთ ფილმში ვი­თა­მა­შეთ - "გო­გო­ნა სლა­ი­დი­დან", რო­მე­ლიც გიგა აგ­ლა­ძემ გა­და­ი­ღო. ლე­ნუ­კა ყიფ­ში­ძე მის დას თა­მა­შობ­და. ზუზუ ძა­ლი­ან კე­თი­ლი, უბო­რო­ტო ადა­მი­ა­ნი იყო. ამას იმი­ტომ არ ვამ­ბობ, რომ გარ­და­იც­ვა­ლა და გარ­დაც­ვლილ­ზე კარ­გს ამ­ბო­ბენ. რა თქმა უნდა, კარ­გად უნდა გა­იხ­სე­ნო, მაგ­რამ მე მარ­თლაც სულ კარ­გად მახ­სოვს.

გულ­წრფე­ლად მტკი­ვა გული და ოჯახს ვუ­სამ­ძიმ­რებ... ბო­ლოს დიდი ხნის წინ ვნა­ხე. ეს სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი რომ ვთქვი სახ­ლში, ბავ­შვმა, ნა­ტაშ­კამ მი­თხრა - არ არ­სე­ბობს, გუ­შინ და­ვი­ნა­ხე ქუ­ჩა­ში, რუს­თა­ვე­ლის მეტ­როს­თა­ნო...

ლე­ნუ­კა ყი­ფ­ძი­ძე, მო­დე­ლი:

"ძა­ლი­ან დიდი ხა­ნია ვიც­ნობ. ზუ­ზუს­თან მე და ჩემი ძმა ვმე­გობ­რობ­დით. მახ­სოვს, ყო­ველ­თვის პო­ზი­ტი­უ­რი, სულ მო­ღი­მა­რი, თან, ემო­ცი­უ­რი და ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი. დიდი ხა­ნია, ასე გული არ დამ­წყვე­ტია... ჩვენ ერ­თად ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დით ფილმში "გო­გო­ნა სლა­ი­დი­დან". მის დას ვთა­მა­შობ­დი. იმის მერე მე­ტად და­ვახ­ლოვ­დით და დაოს მე­ძახ­და, მე ძმა­ო­თი მივ­მარ­თავ­დი და სულ ასე ვი­ყა­ვით. ერ­თმა­ნეთს ხში­რად ვხე­დავ­დით, ვმე­გობ­რობ­დით. მისი გა­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბა­ვი რომ გა­ვი­გე, სე­რი­ო­ზუ­ლი შოკი მქონ­და.

მა­ცა­ცო კევ­ლიშ­ვი­ლი, პი­არ­მე­ნე­ჯე­რი:

"არც მახ­სოვს რამ­დე­ნი წე­ლია ვიც­ნობ, რად­გა­ნაც მგო­ნია, რომ სულ ვიც­ნობ. "მი სტა­ბოი ად­ნოი კრო­ვი, ძეტ­კა" - "მა­უ­გლი­დან" კას სი­ტყვებს მი­მე­ო­რებ­და სულ. დავ­მე­გობ­რდით 2011 წელს. ნინი დე­და­ლა­მა­ზიშ­ვი­ლი, კოტე თო­ლორ­და­ვა, განო მე­ლი­თა­უ­რი ვის­ხე­დით ხოლ­მე ერ­თად "კინო ამი­რა­ნის" კა­ფე­ში და ვსა­უბ­რობ­დით. მერე დე­და­მი­სიც გა­ვი­ცა­ნი, უსაყ­ვარ­ლე­სი ქალ­ბა­ტო­ნი. ისე მე­ცო­დე­ბა, თან, სულ ახ­ლა­ხან ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თა...

ზუზუ ვა­კე­ში ხში­რად იყო ხოლ­მე, კლუბ­ში კა­რა­ო­კეს სის­ტე­მა გვქონ­და და მღე­რო­და და ხუმ­რობ­და, ათას ის­ტო­რი­ას იხ­სე­ნებ­და. ყვე­ლას გამ­ხნე­ვე­ბას და დახ­მა­რე­ბას ცდი­ლობ­და, არა­და, თა­ვად ძა­ლი­ან უჭირ­და. "ნი­უ­ტო­ნის" სო­ლის­ტის თა­მარ ბა­ბი­ლუ­ას, იგი­ვე ბა­ბის საქ­ველ­მოქ­მე­დო აქ­ცი­ა­ზე ნან­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვილ­თან ერ­თად, უან­გა­როდ დაგ­ვიდ­გა გვერ­დით. ნი­ჭი­ე­რი კაცი იყო... უხა­რო­და კომ­პლი­მენ­ტე­ბი, ამით ალ­კოჰოლ­ზე მე­ტად თვრე­ბო­და. ნინი დე­და­ლა­მა­ზიშ­ვი­ლი და ვე­რი­კო ტუ­რაშ­ვი­ლი უყ­ვარ­და ძა­ლი­ან და მათ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევ­და... ნინი ხმას ვერ იღებს სა­ერ­თოდ... რო­გო­რი ადა­მი­ა­ნი იყო, იცით? ყვე­ლა პრობ­ლე­მას გიხ­სნი­და ერთ წამ­ში."

00:00 / 00:00
ეკატერინე
0

იცით რას გეტყვით ? ეხლა ნუ დაჯექით და ნუ დაიწყეთ კარგი გოგო ბიჭების და გულანთებულ გულდაწყვეტილი მეგობრების როლი თამაში ..არ შეიძლებოდა ყოველ თვე 20- 20 ლარი შეგეკრიფათ და ბინის ქირა მაინც გადაგეხადათ მაინც? ერთი ზაზა მეჭიაური იყო ვისაც მილიონები ქონდა ხო თქვენგან განსხვავებით? შანელის კაბა რომელიც ნამდვილად არ გიხდება მაგ მოკლე ტანზე ცოტა იაფათ გეყიდა და 20 ლარი მეგობრისთვის მიგეცათ....სხვათაშორის არც დაკრეჭილი კბილები არ გიხდებატ წიღთელქუდას მგელს მაგონებთ( ვიცი ამ კომენტარს არ დადებთ მარა მე ხომ ჩემი ვთქვიი)?

sponsored by ContentRoom
ავტორი:

"მატერიალურად უჭირდა, სახლი არ ჰქონდა და დედამისზე დარდობდა..." - როგორ იხსენებენ ზუზუ ბეჟაშვილს მეგობრები

"მატერიალურად უჭირდა, სახლი არ ჰქონდა და დედამისზე დარდობდა..." - როგორ იხსენებენ ზუზუ ბეჟაშვილს მეგობრები

მსახიობ ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილის გარდაცვალებამ ყველა გააოგნა და დაამწუხრა - გული დასწყდათ, რომ ხალისიანი, ნიჭიერი და კეთილი ზუზუ ასე მოულოდნელად წავიდა... მსახიობი 40 წლის იყო.

AMBEBI.GE ესაუბრა ადამიანებს, რომლებსაც მასთან საქმიანი და მეგობრული ურთიერთობა წლების განმავლობაში აკავშირებდათ. კოლეგები და მეგობრები ასე იხსენებენ ზუზუ ბეჟაშვილს:

ეკა ნიჟარაძე, მსახიობი:

- ჩვენ დიდი ხნის მეგობრები ვიყავით. ნიჭიერი, მხიარული, კეთილი, სიცოცხლით სავსე ადამიანი იყო. ბავშვებთან ერთად დასასვენებლად ვარ, დამირეკეს და მითხრეს ეს საშინელი ამბავი, ვერც ვაფასებ და ვერც ვიჯერებ, გაოგნებული ვარ. წარმოუდგენელი რამ მოხდა, ტრაგედიაა... ერთმანეთს ჯგუფ "ვერნისაჟიდან" ვიცნობდით. თეატრალურში კინოსამსახიობიოზე ჩვენს მერე, ბევრად გვიან ჩააბარა. ძალიან გაგვეხარდა მეგობრებს, რომ ასე გადაწყვიტა და ნამდვილად არ შემცდარა. ძალიან ნიჭიერი იყო ეკრანზეც და ცხოვრებშიც, ბევრის მიღწევა შეეძლო კიდევ...

- ზუზუს ცეკვა "ვერნისაჟში" მეც მახსოვს... გავიხსენოთ პერიოდი, როცა ის მოცეკვავე იყო.

- იმდენად მოცეკვავე არ იყო, რამდენადაც, არტისტული ნომრები ჰქონდა... ვმეგობრობდით, ბევრი საღამო წაგვიყვანია, კარგად შევეწყეთ ერთმანეთს. თუ ვინმე რამეს მთავაზობდა წყვილში, ზუზუ მიმყავდა, ზუზუს თუ სთავაზობდნენ რამეს და ქალი წამყვანი იყო საჭირო, მე მიკავშირდებოდა. შეხმატკბილებული დუეტი გვქონდა. რატომღაც ელისოს მეძახდა თავისი განუმეორებელ ხმით, - ასე მოსწონდა. მისი მონაცემები, როგორც ბევრი ნიჭიერი ადამიანის, გამოუყენებელი დარჩა.

- ბოლოს როდის ნახე?

- არცთუ დიდი ხნის წინ, ერთ ადამიანს ცუდი დიაგნოზი დაუსვეს და ამ ამბავთან დაკავშირებით დამირეკა - საქველმოქმედო კონცერტს აკეთებდნენ... რეალურად კი ძალიან წვალობდა, მატერიალურად უჭირდა, სახლი არ ჰქონდა... დედამისზე დარდობდა, არაჩვეულებრივი დედა ჰყავს და განიცდიდა, რომ დედა ასაკში, ასე ნაქირავებში ცხოვრობდა. გაფიქრებაც არ მინდა, ახლა რა დღეშია ეს ადამიანი... ბევრი პრობლემა ჰქონდა, მაგრამ მაინც ხალისიანი და იუმორით სავსე იყო, ისევე როგორც დედამისი.

გია ჯაჯანიძე, შოუმენი:

"სოციალური ქსელი აფეთქდა ზუზუს სურათებით, ყველას დაენანა და განიცადეს. ამხელა სითბო და ყურადღება სიცოცხლეში რომ მიეღო, ახლა ცოცხალი იქნებოდა. ნიჭიერი იყო, პროფესიონალი, ხშირად იყო ჩემი გადაცემის სტუმარი. ძალიან თბილს, მოსიყვარულეს, მხიარულს, ეტყობოდა, რომ დიდ სევდას დაატარებდა. არ ვიცი, ეს სევდა რეალური ცხოვრებიდან ჰქონდა, თუ ქვეცნობიერად გრძნობდა, რომ ადრე წავიდოდა...

გარდაცვალება არ არის სიკვდილი, გარდაცვალება სხვა განზომილებაში გადასვლაა. ზუზუ მოვიდა, დატოვა თავისი ნათამაშები როლები, სითბო, სიყვარული და წავიდა. დასანანია ჩვენი დამოკიდებულება სიცოცხლისადმი..."

კრისტი ყიფშიძე, მოდელი:

- ძალიან დამწყვიტა გული... ახლა რომ ვიხსენებ, რაღაც მგონია, რომ მაინც უფრო სევდიანი იყო, სულ ხუმრობდა, ხალისობდა, კარგ განწყობაზე დაგაყენებდა, მაგრამ მახსოვს მისი ნაღვლიანი თვალები... არ ვიცი, რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი... პირველად რომ გავიცანი და ვნახე, ალბათ 1997-1998 წელი იქნებოდა. რაღაც ჩვენება-კონცერტი იყო, მაშინ როგორც ხდებოდა ხოლმე. იმის მერე სულ სადღაც შეხვედრებზე, პროექტებში ვხვდებოდით. მერე ერთ ფილმში ვითამაშეთ - "გოგონა სლაიდიდან", რომელიც გიგა აგლაძემ გადაიღო. ლენუკა ყიფშიძე მის დას თამაშობდა. ზუზუ ძალიან კეთილი, უბოროტო ადამიანი იყო. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ გარდაიცვალა და გარდაცვლილზე კარგს ამბობენ. რა თქმა უნდა, კარგად უნდა გაიხსენო, მაგრამ მე მართლაც სულ კარგად მახსოვს.

გულწრფელად მტკივა გული და ოჯახს ვუსამძიმრებ... ბოლოს დიდი ხნის წინ ვნახე. ეს საშინელი ამბავი რომ ვთქვი სახლში, ბავშვმა, ნატაშკამ მითხრა - არ არსებობს, გუშინ დავინახე ქუჩაში, რუსთაველის მეტროსთანო...

ლენუკა ყიფძიძე, მოდელი:

"ძალიან დიდი ხანია ვიცნობ. ზუზუსთან მე და ჩემი ძმა ვმეგობრობდით. მახსოვს, ყოველთვის პოზიტიური, სულ მოღიმარი, თან, ემოციური და ძალიან კარგი ადამიანი. დიდი ხანია, ასე გული არ დამწყვეტია... ჩვენ ერთად ვმონაწილეობდით ფილმში "გოგონა სლაიდიდან". მის დას ვთამაშობდი. იმის მერე მეტად დავახლოვდით და დაოს მეძახდა, მე ძმაოთი მივმართავდი და სულ ასე ვიყავით. ერთმანეთს ხშირად ვხედავდით, ვმეგობრობდით. მისი გადაცვალების ამბავი რომ გავიგე, სერიოზული შოკი მქონდა.

მაცაცო კევლიშვილი, პიარმენეჯერი:

"არც მახსოვს რამდენი წელია ვიცნობ, რადგანაც მგონია, რომ სულ ვიცნობ. "მი სტაბოი ადნოი კროვი, ძეტკა" - "მაუგლიდან" კას სიტყვებს მიმეორებდა სულ. დავმეგობრდით 2011 წელს. ნინი დედალამაზიშვილი, კოტე თოლორდავა, განო მელითაური ვისხედით ხოლმე ერთად "კინო ამირანის" კაფეში და ვსაუბრობდით. მერე დედამისიც გავიცანი, უსაყვარლესი ქალბატონი. ისე მეცოდება, თან, სულ ახლახან ოპერაცია გაიკეთა...

ზუზუ ვაკეში ხშირად იყო ხოლმე, კლუბში კარაოკეს სისტემა გვქონდა და მღეროდა და ხუმრობდა, ათას ისტორიას იხსენებდა. ყველას გამხნევებას და დახმარებას ცდილობდა, არადა, თავად ძალიან უჭირდა. "ნიუტონის" სოლისტის თამარ ბაბილუას, იგივე ბაბის საქველმოქმედო აქციაზე ნანკა კალატოზიშვილთან ერთად, უანგაროდ დაგვიდგა გვერდით. ნიჭიერი კაცი იყო... უხაროდა კომპლიმენტები, ამით ალკოჰოლზე მეტად თვრებოდა. ნინი დედალამაზიშვილი და ვერიკო ტურაშვილი უყვარდა ძალიან და მათ ყურადღებას აქცევდა... ნინი ხმას ვერ იღებს საერთოდ... როგორი ადამიანი იყო, იცით? ყველა პრობლემას გიხსნიდა ერთ წამში."