პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს რობოტიკის გუნდმა First Global-ის რობოტების საერთაშორისო კონკურსის პირველ ტურში გაიმარჯვა
საქართველოს რობოტიკის გუნდმა First Global-ის რობოტების საერთაშორისო კონკურსის პირველ ტურში გაიმარჯვა

სა­ქარ­თვე­ლოს რო­ბო­ტი­კის გუნ­დმა მექ­სი­კა­ში გა­მარ­თულ რო­ბო­ტე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სის First Global პირ­ველ ტურ­ში გა­ი­მარ­ჯვა. მათ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე სამი გუნ­დი და­ა­მარ­ცხეს.

"და­ვას­რუ­ლეთ პირ­ვე­ლი ტური. ერ­თმა­ნეთს 3-3 გუნ­დი ეჯიბ­რე­ბო­და. ჩვენ ვი­ყა­ვით ალი­ან­სში ევ­რო­პის და ტო­გოს გუნდთან. სამ­წუ­ხა­როდ, მათი რო­ბო­ტე­ბი გა­ი­თიშ­ნენ მატ­ჩის დროს და ამი­ტომ მოგ­ვი­წია მარ­ტო გვე­თა­მა­შა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, შევ­ძე­ლით, რომ მარ­ტო მოგ­ვე­გო ეს მატ­ჩი.

მო­წი­ნა­აღ­მდე­გე ალი­ან­სში იყ­ვნენ კა­ნა­დის, ყირ­გი­ზე­თის და კაბო-ვერ­დეს გუნ­დე­ბი. ფაქ­ტობ­რი­ვად, მათ სამ რო­ბოტს მო­ვუ­გეთ ჩვე­ნი ერთი რო­ბო­ტით, რომ­ლის აწყო­ბა ერთ დღე­ში მოგ­ვი­წია, რად­გან ჩვე­ნი სა­კონ­კურ­სო რო­ბო­ტი ვანო თბი­ლი­სი­დან მექ­სი­კამ­დე გზა­ში და­ი­კარ­გა" - აცხა­დე­ბენ კონ­კურ­სის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი.

რო­ბო­ტე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სი First Global ყო­ველ­წლი­უ­რად იმარ­თე­ბა. წელს კონ­კურ­სში 193 ქვეყ­ნის გუნ­დი მო­ნა­წი­ლე­ობს.

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი კონ­კურ­სში მე­ო­რედ იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. გუნ­დის წევ­რე­ბი გივი ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ამე­რი­კუ­ლი აკა­დე­მი­ის მოს­წავ­ლე­ე­ბი სოფო კევ­ლიშ­ვი­ლი, ლიკა მი­ხე­ლაშ­ვი­ლი და ნიკა გე­გეჭ­კო­რი არი­ან. მათი მენ­ტო­რი აკა­დე­მი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი ილია მესტვი­რიშ­ვი­ლია.

გუნ­დის სპონ­სო­რე­ბი არი­ან: მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია "კრის­ტა­ლი" და სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­ა­და First Global-ი.

ავტორი:

საქართველოს რობოტიკის გუნდმა First Global-ის რობოტების საერთაშორისო კონკურსის პირველ ტურში გაიმარჯვა

საქართველოს რობოტიკის გუნდმა First Global-ის რობოტების საერთაშორისო კონკურსის პირველ ტურში გაიმარჯვა

საქართველოს რობოტიკის გუნდმა მექსიკაში გამართულ რობოტების საერთაშორისო კონკურსის First Global პირველ ტურში გაიმარჯვა. მათ მოწინააღმდეგე სამი გუნდი დაამარცხეს.

"დავასრულეთ პირველი ტური. ერთმანეთს 3-3 გუნდი ეჯიბრებოდა. ჩვენ ვიყავით ალიანსში ევროპის და ტოგოს გუნდთან. სამწუხაროდ, მათი რობოტები გაითიშნენ მატჩის დროს და ამიტომ მოგვიწია მარტო გვეთამაშა. საბედნიეროდ, შევძელით, რომ მარტო მოგვეგო ეს მატჩი.

მოწინააღმდეგე ალიანსში იყვნენ კანადის, ყირგიზეთის და კაბო-ვერდეს გუნდები. ფაქტობრივად, მათ სამ რობოტს მოვუგეთ ჩვენი ერთი რობოტით, რომლის აწყობა ერთ დღეში მოგვიწია, რადგან ჩვენი საკონკურსო რობოტი ვანო თბილისიდან მექსიკამდე გზაში დაიკარგა" - აცხადებენ კონკურსის მონაწილეები.

რობოტების საერთაშორისო კონკურსი First Global ყოველწლიურად იმართება. წელს კონკურსში 193 ქვეყნის გუნდი მონაწილეობს.

საქართველოს ნაკრები კონკურსში მეორედ იღებს მონაწილეობას. გუნდის წევრები გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის მოსწავლეები სოფო კევლიშვილი, ლიკა მიხელაშვილი და ნიკა გეგეჭკორი არიან. მათი მენტორი აკადემიის მასწავლებელი ილია მესტვირიშვილია.

გუნდის სპონსორები არიან: მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი" და საერთაშორისო ოლიმპიადა First Global-ი.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ