მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პირველი კადრები ადგილიდან, სადაც მსახიობი ზუზუ ბეჟაშვილი გარდაცვლილი იპოვეს - "ფეხები ჰქონდა ლიფტიდან გარეთ..."
პირველი კადრები ადგილიდან, სადაც მსახიობი ზუზუ ბეჟაშვილი გარდაცვლილი იპოვეს - "ფეხები ჰქონდა ლიფტიდან გარეთ..."

დო­ლი­ძის ქუ­ჩაზე, სა­დაც ზაზა (ზუზუ) ბეჟაშ­ვი­ლი გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს, მსა­ხი­ო­ბი სა­ვა­რა­უ­დოდ, სტუმ­რად იმ­ყო­ფე­ბო­და. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, ის ამ კორ­პუს­ში არ ცხოვ­რობ­და, სა­დაც გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მსა­ხი­ო­ბი ლიფ­ტში შეს­ვლი­სას შე­უძ­ლოდ გახ­და. ზუზუ ბეჟაშ­ვი­ლის ცხე­და­რი სწო­რედ ლიფ­ტში იპო­ვა ერთ-ერ­თმა მცხოვ­რებ­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო: პირ­ვე­ლი კად­რე­ბი ად­გი­ლი­დან, სა­დაც მსა­ხი­ო­ბი ზუზუ ბეჟაშ­ვი­ლი გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს

“პო­ლი­ცია რო­დე­საც მო­ვი­და და მკი­თხა, მერე გა­მო­ვი­ხე­დე. თქვეს, რომ გვა­მი იპო­ვეს. სხვა არა­ფე­რი ვიცი“, - გა­ნა­ცხა­და იმ კორ­პუ­სის ერთ-ერ­თმა მცხოვ­რებ­მა, სა­დაც მსა­ხი­ო­ბის ცხე­და­რი იპო­ვეს.

გარ­დაც­ვლი­ლის მე­გობ­რის, ჟურ­ნა­ლისტ მაკა რაზ­მა­ძის თქმით, მე­გობ­რებ­მა არ იცი­ან, ვის­თან იმ­ყო­ფე­ბო­და სტუმ­რად ბეჟაშ­ვი­ლი:

"დაგ­ვი­რე­კეს... არც ვი­ცით ვის­თან იყო. იპო­ვა ერთ-ერ­თმა მა­ცხოვ­რე­ბელ­მა ლიფ­ტში. წა­იქ­ცა, რო­გორც ჩანს, და ნა­ხევ­რად იყო ლიფ­ტი­დან... ანუ ფე­ხე­ბი ჰქონ­და გა­რეთ. შემ­დეგ ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვა ჩა­უ­ტა­რა ამ ადა­მი­ან­მა, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, უკვე დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი იყო..." - აღ­ნიშ­ნა რაზ­მა­ძემ.

წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლილს ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი არ აღე­ნიშ­ნე­ბა. გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს.

იხი­ლეთ ვი­დეო: რა იცი­ან დო­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე მცხოვ­რებ­ლებ­მა "ზუ­ზუს" გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ზე? - მსა­ხი­ო­ბი კორ­პუს­ში, სა­დაც ცხე­და­რი იპო­ვეს, სტუმ­რად იმ­ყო­ფე­ბო­და

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

პირველი კადრები ადგილიდან, სადაც მსახიობი ზუზუ ბეჟაშვილი გარდაცვლილი იპოვეს - "ფეხები ჰქონდა ლიფტიდან გარეთ..."

პირველი კადრები ადგილიდან, სადაც მსახიობი ზუზუ ბეჟაშვილი გარდაცვლილი იპოვეს - "ფეხები ჰქონდა ლიფტიდან გარეთ..."

დოლიძის ქუჩაზე, სადაც ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილი გარდაცვლილი იპოვეს, მსახიობი სავარაუდოდ, სტუმრად იმყოფებოდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ის ამ კორპუსში არ ცხოვრობდა, სადაც გარდაცვლილი იპოვეს.

მათივე ინფორმაციით, მსახიობი ლიფტში შესვლისას შეუძლოდ გახდა. ზუზუ ბეჟაშვილის ცხედარი სწორედ ლიფტში იპოვა ერთ-ერთმა მცხოვრებმა.

იხილეთ ვიდეო: პირველი კადრები ადგილიდან, სადაც მსახიობი ზუზუ ბეჟაშვილი გარდაცვლილი იპოვეს

“პოლიცია როდესაც მოვიდა და მკითხა, მერე გამოვიხედე. თქვეს, რომ გვამი იპოვეს. სხვა არაფერი ვიცი“, - განაცხადა იმ კორპუსის ერთ-ერთმა მცხოვრებმა, სადაც მსახიობის ცხედარი იპოვეს.

გარდაცვლილის მეგობრის, ჟურნალისტ მაკა რაზმაძის თქმით, მეგობრებმა არ იციან, ვისთან იმყოფებოდა სტუმრად ბეჟაშვილი:

"დაგვირეკეს... არც ვიცით ვისთან იყო. იპოვა ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა ლიფტში. წაიქცა, როგორც ჩანს, და ნახევრად იყო ლიფტიდან... ანუ ფეხები ჰქონდა გარეთ. შემდეგ ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარა ამ ადამიანმა, მაგრამ სამწუხაროდ, უკვე დაგვიანებული იყო..." - აღნიშნა რაზმაძემ.

წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო: რა იციან დოლიძის ქუჩაზე მცხოვრებლებმა "ზუზუს" გარდაცვალებაზე? - მსახიობი კორპუსში, სადაც ცხედარი იპოვეს, სტუმრად იმყოფებოდა

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო