ავტორი:

"ჩავიცვით მაისური, რომელზეც ჩვენი მეგობრის ფოტო იყო გამოსახული" - მოჭიდავეთა ნაკრების მწვრთნელი

"ჩავიცვით მაისური, რომელზეც ჩვენი მეგობრის ფოტო იყო გამოსახული" - მოჭიდავეთა ნაკრების მწვრთნელი

ჩვენ ჩავიცვით მაისური, რომელზეც ჩვენი მეგობრის ფოტო იყო გამოსახული, ეს არის მეგობრული ჟესტი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი იანტბელიძემ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა მისი და ნაკრების სხვა წევრების მიერ რუსეთის დროშის ფერებში შეკერილი, ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის წევრ ძამბოლატ თედეევის გამოსახულებიანი მაისურების ჩაცმას.

„რუსეთის დროშის ფერებში არ ჩაგვიცვამს, ჩავიცვით მაისური, რომელზეც ჩვენი მეგობრის ფოტო იყო გამოსახული. ის არის ჩვენი ქვეყნის შვილი, საქართველოში დაბადებული და გაზრდილი, წარმატებული სპორტსმენი და მწვრთნელი. ეს არის მეგობრული ჟესტი. გააჩნია რა მხრიდან დავანახებთ ამ ყველაფერს ხალხს. რომ დაგვენახებინა იმ კუთხით თუ როგორ უყვართ ქართველებს და ოსებს ერთმანეთი, ხალხი ასე დაიჯერებდა. ჩვენ ვაღიარებთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ ერთიანობას და გვტკივა დაკარგული ტერიტორიები“, - განაცხადა გიორგი იანტბელიძემ.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა და მთავარმა მწვრთნელმა რუსეთის დროშის ფერებში შეკერილი, ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის წევრ ძამბოლატ თედეევის გამოსახულებიანი მაისურები მოირგეს.

ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით რადიო „თავისუფლებამ“ გაავრცელა. ფოტოზე, რომელიც „რადიო თავისუფლებას“ მიაწოდეს, ქართველი და რუსი მოჭიდავეები ერთად დგანან. მსოფლიო ჩემპიონებს - გენო პეტრიაშვილსა და ზურაბ იაკობიშვილს და ნაკრების თავკაც გიორგი იანტბელიძეს, ერთნაირი მაისურები აცვიათ, რომელზეც რუსეთის დროშის ფონზე გამოსახულია ძამბოლატ თედეევის ფოტო.

იხილეთ ვიდეო: ქართველი მოჭიდავეები რუსეთის დროშის ფერებიანი მაისურებით - რას ამბობს ნაკრების მთავარი მწვრთნელი?

ტემპერატურა დასავლეთში 15 გრადუსამდე მოიმატებს - როგორი ამინდი იქნება საქართველოში 18 იანვრამდე

"თავი შეიკავეთ ირანის და ერაყის საჰაერო სივრცის გამოყენებისგან" - საქართველოში რეგისტრირებულ ავიაკომპანიებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აფრთხილებს

ბერა ივანიშვილის ვაჟი გაქრისტიანდა - ფოტოები ნათლობიდან