საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ორმა დიქტატორმა ერთმანეთი იპოვა" - ლუკაშენკომ კადიროვი "სახალხო მეგობრობის" ორდენით დააჯილდოვა
"ორმა დიქტატორმა ერთმანეთი იპოვა" - ლუკაშენკომ კადიროვი "სახალხო მეგობრობის" ორდენით დააჯილდოვა

ბე­ლა­რუ­სის პრე­ზი­დენ­ტმა ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კომ ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რი რამ­ზან კა­დი­რო­ვი “სა­ხალ­ხო მე­გობ­რო­ბის” ორ­დე­ნით და­ა­ჯილ­დო­ვა. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, ლუ­კა­შენ­კოს ჯილ­დო კა­დი­როვს, ბე­ლა­რუს­სა და ჩეჩ­ნეთს შო­რის მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბი­სა და მრა­ვალ­მხრი­ვი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის ერგო.

ბე­ლა­რუ­სის ორ­დე­ნი უცხო­ე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის უმაღ­ლე­სი სა­ხელ­მწი­ფო ჯილ­დოა, რო­მე­ლიც ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის თქმით, ვერ­ცხლის­გან არის დამ­ზა­დე­ბუ­ლი. მა­თი­ვე ცნო­ბით, რამ­ზან კა­დი­როვს ძა­ლი­ან ახლო და კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს ალექ­სან­დრ ლუ­კა­შენ­კოს შვილ­თან ვიქ­ტორ­თან, რო­მე­ლიც ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში მა­მის თა­ნა­შემ­წეა. ივ­ნი­სის ბო­ლოს ის ჩეჩ­ნეთ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­დაც რამ­ზან კა­დი­როვს შეხ­ვდა. მა­შინ ჩეჩ­ნე­თის ლი­დერ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ჩეჩ­ნეთ­სა და ბე­ლა­რუსს შო­რის, ეკო­ნო­მი­კუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით, მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნეს­ში ორ­მხრი­ვი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა იგეგ­მე­ბო­და.

"ორმა დიქ­ტა­ტორ­მა ერ­თმა­ნე­თი იპო­ვა" - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა რუ­სუ­ლი მე­დია ლუ­კა­შენ­კო-კა­დი­რო­ვის ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ფორ­მე­ბულ მე­გობ­რო­ბას. kavkaz-uzel.eu-ს ცნო­ბით, რო­გორც სხვა დიქ­ტა­ტო­რე­ბი, ლუ­კა­შენ­კო და კა­დი­რო­ვიც სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო თა­ნამ­დე­ბო­ბებს მხო­ლოდ ნა­თე­სა­ვებ­სა და ახ­ლობ­ლებს ან­დო­ბენ.

კა­დი­რო­ვის ახლო მე­გო­ბა­რია გროზ­ნოს მერი იბ­რა­გიმ ზაკ­რი­ე­ვი, რო­მე­ლიც ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე 25 ივ­ნისს და­ნიშ­ნა, მა­ნამ­დე მას ჩეჩ­ნე­თის ვიცე-პრე­მი­ე­რის პოს­ტი ეკა­ვა. მე­რის ად­გილ­ზე, ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რი თა­ვი­სი ნა­თე­სა­ვის ხამ­ზათ კა­დი­რო­ვის და­ნიშ­ვნას აპი­რებ­და, თუმ­ცა, შემ­დეგ ის კურ­ჩა­ლო­ე­ვის რა­ი­ო­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­რო­სად და­ნიშ­ნა, რად­გან რა­ი­ონ­ში “მკაც­რი ხელი და სა­ი­მე­დო მმარ­თვე­ლი“ იყო სა­ჭი­რო. ხამ­ზატ კა­დი­რო­ვი მისი უფ­რო­სი ძმის, 2004 წელს და­ღუ­პუ­ლი ზე­ლიმ­ხა­ნის შვი­ლია.

რაც შე­ე­ხე­ბა, იბ­რა­გიმ ზა­კი­ევს - ის რამ­ზა­ნის დის, ზუ­ლაი კა­დი­რო­ვას შვი­ლია. მა­მა­მი­სი, სალ­მა­ნი პარ­ლა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლეა.

კა­დი­რო­ვის კი­დევ ერთი ახლო მე­გო­ბა­რი აბუ­ბა­ქარ ედე­ლე­რი­ე­ვი, რო­მე­ლიც ადრე ჩეჩ­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის მრჩევ­ლად და­ნიშ­ნეს, მის ად­გილ­ზე კი კა­დი­როვ­მა მუს­ლიმ ხუ­ჩი­ე­ვი და­ნიშ­ნა.

ზო­გა­დად, მთლი­ა­ნი სა­ხელ­მწი­ფო სის­ტე­მა აწყო­ბი­ლი და და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლია რამ­ზან კა­დი­რო­ვის ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბით. BBC-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, წყა­რომ ჩეჩ­ნე­თის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი­დან 158 ადა­მი­ა­ნი და­ით­ვა­ლა, რო­მე­ლიც კა­დი­რო­ვის გა­რე­მოც­ვი­დან არის და მათ სრუ­ლად ენ­დო­ბა. ისი­ნი გარ­შე­მო და­ნარ­ჩე­ნებს აკონ­ტრო­ლებ­დნენ და ინ­ფორ­მა­ცი­ას აგ­რო­ვებ­დნენ.

სა­კა­ნონ­მდებ­ლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში 18 საკ­ვან­ძო ფი­გუ­რა კა­დი­რო­ვის ახლო მე­გო­ბა­რია, რო­მე­ლიც ძა­ლო­ვან სტრუქ­ტუ­რებს, რე­გი­ონ­ში არ­სე­ბულ ბიზ­ნეს­სა და ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებს აკონ­ტრო­ლე­ბენ. მათ კი­დევ სამი ლი­დე­რი ჰყავთ, რომ­ლე­ბიც კა­დი­როვს ყვე­ლა­ნა­ირ სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ას აწ­ვდი­ან, ორი მათ­გა­ნი მისი ნა­თე­სა­ვია, ერთი - თა­ნა­სოფ­ლე­ლი.

ამ სამი გავ­ლე­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნის შემ­დეგ, კა­დი­რო­ვი ჩეჩ­ნე­თის დუ­მის დე­პუ­ტატს, ადამ დე­ლიმ­ხა­ნოვს, პარ­ლა­მენ­ტის სპი­კერს მა­გო­მედ და­უ­დოვ­სა და სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის ბა­ტა­ლი­ო­ნის მე­თა­ურს აბუ­ზა­იდ ვის­მუ­რა­დოვს ენ­დო­ბა. ისი­ნი კა­დი­რო­ვის უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რე­ბი არი­ან.

ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რა - ეს არის კა­დი­რო­ვის სის­ტე­მის ხერ­ხე­მა­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, მას იქაც ჰყავს "საყ­რდე­ნე­ბი". მა­გა­ლი­თად, ხელ­მძღვა­ნელ თა­ნამ­დე­ბობ­ზე 9 მისი თა­ნა­სოფ­ლე­ლია, ორი ნა­თე­სა­ვი და მა­მა­მი­სის აჰ­მად კა­დი­რო­ვის თა­ნა­მებ­რძო­ლი. ჩეჩ­ნე­თის პარ­ლა­მენ­ტის 73 წევ­რი­დან 19 მისი ნა­თე­სა­ვია, 14 კი – თა­ნა­სოფ­ლე­ლი.

ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბას უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა არ აქვს. მე­ტიც - ბევ­რმა წერა-კი­თხვა თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ვნის შემ­დეგ სპე­ცი­ა­ლუ­რად მათ­თვის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ის­წავ­ლა, სა­დაც სამ­სა­ხუ­რის შემ­დეგ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პე­და­გო­გი ჰყავ­დათ. რაც შე­ე­ხე­ბა ფი­ნან­სებს, აჰ­მად კა­დი­რო­ვის ფონდში, რო­მე­ლიც ჩეჩ­ნეთ­ში მთა­ვა­რი ფი­ნან­სუ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბაა, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას რეს­პუბ­ლი­კის ლი­დე­რის დედა, აი­მა­ნი კა­დი­რო­ვა გა­ნა­გებს. ხოლო მისი ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი რამ­ზა­ნის ცოლი, მედ­ნი კა­დი­რო­ვაა.

"ინ­გლი­სუ­რად ამ სქე­მას trust network ანუ ნდო­ბა­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი კავ­ში­რი ეწო­დე­ბა... ისი­ნი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი­თა და გა­ნათ­ლე­ბით კი არა, ნა­თე­სა­უ­რი კავ­ში­რე­ბი­თა და ახ­ლობ­ლო­ბით არი­ან ერ­თმა­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. სტა­ტუს-კვო, რო­მე­ლიც ახლა ჩეჩ­ნეთ­ში არ­სე­ბობს, არის სამ­ხედ­რო მმარ­თვე­ლო­ბა, მას სამ­ხედ­რო­ე­ბი მარ­თა­ვენ. ამ კუ­თხით სა­ინ­ტე­რე­სოა კრემლთან პა­რა­ლე­ლე­ბი, რად­გან იქაც მთა­ვა­რი საყ­რდე­ნი სამ­ხედ­რო პი­რე­ბი არი­ან", – ამ­ბობს ექ­სპერ­ტი ეკა­ტე­რი­ნა სოკ­რი­ანსკი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

"ორმა დიქტატორმა ერთმანეთი იპოვა" - ლუკაშენკომ კადიროვი "სახალხო მეგობრობის" ორდენით დააჯილდოვა

"ორმა დიქტატორმა ერთმანეთი იპოვა" - ლუკაშენკომ კადიროვი "სახალხო მეგობრობის" ორდენით დააჯილდოვა

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი “სახალხო მეგობრობის” ორდენით დააჯილდოვა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ლუკაშენკოს ჯილდო კადიროვს, ბელარუსსა და ჩეჩნეთს შორის მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბებისა და მრავალმხრივი თანამშრომლობისთვის ერგო.

ბელარუსის ორდენი უცხოეთის მოქალაქეებისთვის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოა, რომელიც ადგილობრივი მედიის თქმით, ვერცხლისგან არის დამზადებული. მათივე ცნობით, რამზან კადიროვს ძალიან ახლო და კარგი ურთიერთობა აქვს ალექსანდრ ლუკაშენკოს შვილთან ვიქტორთან, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მამის თანაშემწეა. ივნისის ბოლოს ის ჩეჩნეთში იმყოფებოდა, სადაც რამზან კადიროვს შეხვდა. მაშინ ჩეჩნეთის ლიდერმა განაცხადა, რომ ჩეჩნეთსა და ბელარუსს შორის, ეკონომიკური მიმართულებით, მცირე და საშუალო ბიზნესში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარება იგეგმებოდა.

"ორმა დიქტატორმა ერთმანეთი იპოვა" - ასე ეხმაურება რუსული მედია ლუკაშენკო-კადიროვის ოფიციალურად გაფორმებულ მეგობრობას. kavkaz-uzel.eu-ს ცნობით, როგორც სხვა დიქტატორები, ლუკაშენკო და კადიროვიც საპასუხისმგებლო თანამდებობებს მხოლოდ ნათესავებსა და ახლობლებს ანდობენ.

კადიროვის ახლო მეგობარია გროზნოს მერი იბრაგიმ ზაკრიევი, რომელიც ამ თანამდებობაზე 25 ივნისს დანიშნა, მანამდე მას ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერის პოსტი ეკავა. მერის ადგილზე, ჩეჩნეთის ლიდერი თავისი ნათესავის ხამზათ კადიროვის დანიშვნას აპირებდა, თუმცა, შემდეგ ის კურჩალოევის რაიონის ადმინისტრაციის უფროსად დანიშნა, რადგან რაიონში “მკაცრი ხელი და საიმედო მმართველი“ იყო საჭირო. ხამზატ კადიროვი მისი უფროსი ძმის, 2004 წელს დაღუპული ზელიმხანის შვილია.

რაც შეეხება, იბრაგიმ ზაკიევს - ის რამზანის დის, ზულაი კადიროვას შვილია. მამამისი, სალმანი პარლამენტის ხელმძღვანელის პირველი მოადგილეა.

კადიროვის კიდევ ერთი ახლო მეგობარი აბუბაქარ ედელერიევი, რომელიც ადრე ჩეჩნეთის ხელისუფლების წარმომადგენელი იყო, რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლად დანიშნეს, მის ადგილზე კი კადიროვმა მუსლიმ ხუჩიევი დანიშნა.

ზოგადად, მთლიანი სახელმწიფო სისტემა აწყობილი და დაკომპლექტებულია რამზან კადიროვის ახლობელი ადამიანებით. BBC-ს ინფორმაციით, წყარომ ჩეჩნეთის მაღალჩინოსნებიდან 158 ადამიანი დაითვალა, რომელიც კადიროვის გარემოცვიდან არის და მათ სრულად ენდობა. ისინი გარშემო დანარჩენებს აკონტროლებდნენ და ინფორმაციას აგროვებდნენ.

საკანონმდებლო ხელისუფლებაში 18 საკვანძო ფიგურა კადიროვის ახლო მეგობარია, რომელიც ძალოვან სტრუქტურებს, რეგიონში არსებულ ბიზნესსა და ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს აკონტროლებენ. მათ კიდევ სამი ლიდერი ჰყავთ, რომლებიც კადიროვს ყველანაირ საჭირო ინფორმაციას აწვდიან, ორი მათგანი მისი ნათესავია, ერთი - თანასოფლელი.

ამ სამი გავლენიანი ადამიანის შემდეგ, კადიროვი ჩეჩნეთის დუმის დეპუტატს, ადამ დელიმხანოვს, პარლამენტის სპიკერს მაგომედ დაუდოვსა და სწრაფი რეაგირების ბატალიონის მეთაურს აბუზაიდ ვისმურადოვს ენდობა. ისინი კადიროვის უახლოესი მეგობრები არიან.

ძალოვანი სტრუქტურა - ეს არის კადიროვის სისტემის ხერხემალი, შესაბამისად, მას იქაც ჰყავს "საყრდენები". მაგალითად, ხელმძღვანელ თანამდებობზე 9 მისი თანასოფლელია, ორი ნათესავი და მამამისის აჰმად კადიროვის თანამებრძოლი. ჩეჩნეთის პარლამენტის 73 წევრიდან 19 მისი ნათესავია, 14 კი – თანასოფლელი.

ზემოთ ჩამოთვლილი ადამიანების უმეტესობას უმაღლესი განათლება არ აქვს. მეტიც - ბევრმა წერა-კითხვა თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ სპეციალურად მათთვის ჩამოყალიბებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ისწავლა, სადაც სამსახურის შემდეგ ინდივიდუალური პედაგოგი ჰყავდათ. რაც შეეხება ფინანსებს, აჰმად კადიროვის ფონდში, რომელიც ჩეჩნეთში მთავარი ფინანსური დაწესებულებაა, გადაწყვეტილებას რესპუბლიკის ლიდერის დედა, აიმანი კადიროვა განაგებს. ხოლო მისი ვიცე-პრეზიდენტი რამზანის ცოლი, მედნი კადიროვაა.

"ინგლისურად ამ სქემას trust network ანუ ნდობაზე დამყარებული კავშირი ეწოდება... ისინი პროფესიონალიზმითა და განათლებით კი არა, ნათესაური კავშირებითა და ახლობლობით არიან ერთმანეთთან დაკავშირებული. სტატუს-კვო, რომელიც ახლა ჩეჩნეთში არსებობს, არის სამხედრო მმართველობა, მას სამხედროები მართავენ. ამ კუთხით საინტერესოა კრემლთან პარალელები, რადგან იქაც მთავარი საყრდენი სამხედრო პირები არიან", – ამბობს ექსპერტი ეკატერინა სოკრიანსკი.

"ფიფქის ნაცვლად კანფეტები ცვიოდა" - შვეიცარიაში "შოკოლადის თოვლი“ მოვიდა

"არავინ იქნება უსაფრთხოდ, სანამ ყველა უსაფრთხოდ არ იქნება", - ჯანმოს ხელმძღვანელი

სიჩუმის ქალაქიდან ხმაურიანი წვეულებების ქალაქამდე - ფოტოები უხანიდან, რომელიც საზოგადოების კრიტიკის მიზეზი გახდა