ავტორი:

ყოფილი "ლეოგრანდი" დღეს, 18:00 საათზე დაიხურება

ყოფილი "ლეოგრანდი" დღეს, 18:00 საათზე დაიხურება

სასტუმრო „ველმონდი"(ყოფილი „ლეოგრანდი“) დღეს, 18:00 საათზე დაიხურება - ამის შესახებ სასტუმროს იურისტმა კახაბერ წერეთელმა „ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა.

იურისტის თქმით, სასტუმროში მყოფ ტურისტებს ბათუმის სხვადასხვა სასტუმროში დააბინავებენ.

"დღეს ჩვეულებრივ სრულდება გადაწყვეტილება და 18:00 საათზე სასტუმრო დაიხურება. რაც შეეხება ტურისტებს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის დახმარებით მათ სხვადასხვა სასტუმროში დავაბინავებთ. სასტუმრო ფუნქციონირებას დაიწყებს მაშინ, როგორც კი სახანძრო უსაფრთხოების ნორმებს დააკმაყოფილებს" - განაცხადა კახაბერ წერეთელმა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ