საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას წერენ ზუზუ ბეჟაშვილის მეგობრები და კოლეგები მსახიობის შესახებ - "მოგვენატრები, მაგრამ მჯერა მანდ უკეთ იქნები!"
რას წერენ ზუზუ ბეჟაშვილის მეგობრები და კოლეგები მსახიობის შესახებ - "მოგვენატრები, მაგრამ მჯერა მანდ უკეთ იქნები!"

მსა­ხი­ო­ბი ზაზა (ზუზუ) ბეჟაშ­ვი­ლი დო­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სა­დარ­ბა­ზოს ლიფ­ტში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. მსა­ხი­ო­ბი 40 წლის იყო. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს.

მსა­ხი­ო­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოთ­ქვა­მენ სამ­ძი­მარს მისი მე­გობ­რე­ბი და ნაც­ნო­ბე­ბი:

მომ­ღე­რა­ლი ქრის­ტი­ნე მარ­ტი­აშ­ვი­ლი: "რამ­დე­ნი რა­მის თქმა მინ­და... რო­გორ გატ­კი­ნეთ! სი­ტყვე­ბი მო­დის და იყი­ნე­ბა, წე­რის უფ­ლე­ბას არ მაძ­ლევს, თავს დამ­ნა­შა­ვედ ვგრძნობ, ემის სიმ­ღე­რას რომ ვმღე­რი, სულ შენ მახ­სენ­დე­ბი... დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მანდ შეხ­ვდე­ბი და მაგ­რად "გა­აფ­რენთ"... მოგ­ვე­ნატ­რე­ბი, მაგ­რამ მჯე­რა, მანდ უკეთ იქ­ნე­ბი!"

მსა­ხი­ო­ბი ან­დრია გვე­ლე­სი­ა­ნი: "არ ვიცი რა ვთქვა... ძა­ლი­ან ძა­ლი­ან მე­წყი­ნა, შენ­ნა­ი­რი კე­თი­ლი, თა­ვი­სუ­ფა­ლი და პო­ზი­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნის უდ­რო­ოდ წას­ვლა... გვიყ­ვარ­ხარ და მოგ­ვე­ნატ­რე­ბი.. უფალ­მა გა­ა­ნათ­ლოს შენი სული"

იხი­ლეთ ვი­დეო: ზუ­ზუს გა­დას­ვე­ნე­ბის კად­რე­ბი დო­ლი­ძის ქუ­ჩი­დან, სა­დაც მსა­ხი­ო­ბი გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი: "ჩემი მე­გო­ბა­რი მიყ­ვე­ბო­და, რო­გორ რთუ­ლად იყო ზუზუ. თურ­მე, სა­ჯა­როდ ითხოვ­და დახ­მა­რე­ბას, რო­მე­ლიც ალ­ბათ მეც, თქვენ­თან ერ­თად ვნა­ხე და გა­ვა­ტა­რე. რო­გორ აგ­რო­ვებ­და ქი­რის ფულს, რო­გორ უნ­დო­და ჰქო­ნო­და რო­ლე­ბი, დეპ­რე­სი­ის და ალ­კოჰო­ლის გა­რე­შე. ვე­რა­ფე­რი გა­ვა­კე­თეთ. ჩვე­ნი “პრობ­ლე­მე­ბის” ფონ­ზე, სხვი­სი სირ­თუ­ლე­ე­ბის­თვის ვერ მო­ვი­ცა­ლეთ. ჰოდა, თუ დახ­მა­რე­ბას გთხოვთ, ჩემი პოს­ტე­ბი არ გა­ა­ტა­როთ და არ მომ­ცეთ სიკ­ვდი­ლის უფ­ლე­ბა. აქ, ფოტო უნდა იდოს, გა­ტე­ხი­ლი გუ­ლით, ცრემ­ლით, მაგ­რამ მირ­ჩევ­ნია იდოს ჩემი ბო­დი­ში, იმი­ტომ რომ მეც შე­მეძ­ლო რა­ღა­ცის შეც­ვლა".

PR-მე­ნე­ჯე­რი სა­ლო­მე ლი­ლუ­აშ­ვი­ლი: "რა­ნა­ი­რე­ბი ვართ ადა­მი­ა­ნე­ბი - ვი­თომ სო­ცი­ა­ლუ­რე­ბი, კა­ი­ტი­პე­ბი. ვა­ზი­ა­რებთ ჩვენს სი­ხა­რულს - რო­გორ ვმოგ­ზა­უ­რობთ, რო­გორ მი­ვაღ­წი­ეთ წარ­მა­ტე­ბას კა­რი­ე­რა­ში თუ რო­გორ გაგ­ვი­მარ­თლა შვი­ლებ­სა და სიყ­ვა­რულ­ში და ამ დროს, შენს მე­გო­ბარს, რო­მელ­საც აღარ გა­უ­მარ­თლა, ვინ იცის, რა ტკი­ვა, რა აწუ­ხებს. ვხე­დავთ, რომ რა­ღაც ისე არ არის, მაგ­რამ ახლა სხვის­თვის არ გვცა­ლია, ხვალ, ზეგ, მერე მივ­ხე­დავთ. ხვალ აღარ იქ­ნე­ბა. ან, ვინ იცის, რა იქ­ნე­ბა. დიდი ხა­ნია, ასე არა­ვის სიკ­ვდი­ლი არ მტკე­ნია. უბე­დუ­რი ბიჭი იყო ზუზუ, გზა­აბ­ნე­უ­ლი, სულ რომ თვა­ლებ­ში გი­ყუ­რებ­და. ბო­ლოს რომ ვნა­ხე, არ მე­ცა­ლა, არა­ვის ეცა­ლა. იქ­ნებ, რა უნ­დო­და..."

დი­ზა­ი­ნე­რი ლიკა ყაზ­ბე­გი: "ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი ზუზუ... ერთი წლის წინ, სა­ერ­თო ნა­თე­სა­ვის სამ­ძი­მარ­ზე გა­ვი­გეთ, რომ ვე­ნა­თე­სა­ვე­ბო­დით ერ­თმა­ნეთს. გული მო­მიკ­ვდა, შენ ხომ ყვე­ლას უყ­ვარ­დი. ასე მარ­ტო, ასე სა­ცო­და­ვად რა­ტომ ზუზუ... ასე რა­ტომ გა­ი­მე­ტე შენი თა­ვიც და ჩვენც".

00:00 / 00:00
ავტორი:

რას წერენ ზუზუ ბეჟაშვილის მეგობრები და კოლეგები მსახიობის შესახებ - "მოგვენატრები, მაგრამ მჯერა მანდ უკეთ იქნები!"

რას წერენ ზუზუ ბეჟაშვილის მეგობრები და კოლეგები მსახიობის შესახებ - "მოგვენატრები, მაგრამ მჯერა მანდ უკეთ იქნები!"

მსახიობი ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილი დოლიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი სადარბაზოს ლიფტში გარდაცვლილი იპოვეს. მსახიობი 40 წლის იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მსახიობის გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში გამოთქვამენ სამძიმარს მისი მეგობრები და ნაცნობები:

მომღერალი ქრისტინე მარტიაშვილი: "რამდენი რამის თქმა მინდა... როგორ გატკინეთ! სიტყვები მოდის და იყინება, წერის უფლებას არ მაძლევს, თავს დამნაშავედ ვგრძნობ, ემის სიმღერას რომ ვმღერი, სულ შენ მახსენდები... დარწმუნებული ვარ, მანდ შეხვდები და მაგრად "გააფრენთ"... მოგვენატრები, მაგრამ მჯერა, მანდ უკეთ იქნები!"

მსახიობი ანდრია გველესიანი: "არ ვიცი რა ვთქვა... ძალიან ძალიან მეწყინა, შენნაირი კეთილი, თავისუფალი და პოზიტიური ადამიანის უდროოდ წასვლა... გვიყვარხარ და მოგვენატრები.. უფალმა გაანათლოს შენი სული"

იხილეთ ვიდეო: ზუზუს გადასვენების კადრები დოლიძის ქუჩიდან, სადაც მსახიობი გარდაცვლილი იპოვეს

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი: "ჩემი მეგობარი მიყვებოდა, როგორ რთულად იყო ზუზუ. თურმე, საჯაროდ ითხოვდა დახმარებას, რომელიც ალბათ მეც, თქვენთან ერთად ვნახე და გავატარე. როგორ აგროვებდა ქირის ფულს, როგორ უნდოდა ჰქონოდა როლები, დეპრესიის და ალკოჰოლის გარეშე. ვერაფერი გავაკეთეთ. ჩვენი “პრობლემების” ფონზე, სხვისი სირთულეებისთვის ვერ მოვიცალეთ. ჰოდა, თუ დახმარებას გთხოვთ, ჩემი პოსტები არ გაატაროთ და არ მომცეთ სიკვდილის უფლება. აქ, ფოტო უნდა იდოს, გატეხილი გულით, ცრემლით, მაგრამ მირჩევნია იდოს ჩემი ბოდიში, იმიტომ რომ მეც შემეძლო რაღაცის შეცვლა".

PR-მენეჯერი სალომე ლილუაშვილი: "რანაირები ვართ ადამიანები - ვითომ სოციალურები, კაიტიპები. ვაზიარებთ ჩვენს სიხარულს - როგორ ვმოგზაურობთ, როგორ მივაღწიეთ წარმატებას კარიერაში თუ როგორ გაგვიმართლა შვილებსა და სიყვარულში და ამ დროს, შენს მეგობარს, რომელსაც აღარ გაუმართლა, ვინ იცის, რა ტკივა, რა აწუხებს. ვხედავთ, რომ რაღაც ისე არ არის, მაგრამ ახლა სხვისთვის არ გვცალია, ხვალ, ზეგ, მერე მივხედავთ. ხვალ აღარ იქნება. ან, ვინ იცის, რა იქნება. დიდი ხანია, ასე არავის სიკვდილი არ მტკენია. უბედური ბიჭი იყო ზუზუ, გზააბნეული, სულ რომ თვალებში გიყურებდა. ბოლოს რომ ვნახე, არ მეცალა, არავის ეცალა. იქნებ, რა უნდოდა..."

დიზაინერი ლიკა ყაზბეგი: "ჩვენი საყვარელი ზუზუ... ერთი წლის წინ, საერთო ნათესავის სამძიმარზე გავიგეთ, რომ ვენათესავებოდით ერთმანეთს. გული მომიკვდა, შენ ხომ ყველას უყვარდი. ასე მარტო, ასე საცოდავად რატომ ზუზუ... ასე რატომ გაიმეტე შენი თავიც და ჩვენც".

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო