პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის ქართველი მსახიობი, რომელიც აშშ-ში ბევერლი-ჰილზის საიუველირო მაღაზიიის დაცვის უფროსია
ვინ არის ქართველი მსახიობი, რომელიც აშშ-ში ბევერლი-ჰილზის საიუველირო მაღაზიიის დაცვის უფროსია

"მე ხე­ლო­ვა­ნი ვარ და არ მე­გუ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ხე­ლოვ­ნე­ბის რო­მე­ლი­მე სფე­როს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, რო­მელ­საც თა­ვი­სი ქვე­ყა­ნა არ ეყ­ვა­რე­ბა. ყვე­ლა­ზე დიდი გან­ცდა და გუ­ლის­ტკი­ვი­ლი სწო­რედ ჩვე­ნი პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნებს გა­და­აქვთ სა­კუ­თარ მხრებ­ზე, მაგ­რამ ამას სხვე­ბის სა­წყე­ნად არ ვამ­ბობ. სულს არ ვი­შუ­რებთ, მა­ყუ­რებ­ლამ­დე მი­ვი­ტა­ნოთ ქვეყ­ნის ტკი­ვი­ლი და ამას დიდ ენერ­გი­ას ვახ­მართ. სა­ქარ­თვე­ლო მსოფ­ლი­ოს ვერ და­ი­პყრობს, მაგ­რამ ქარ­თველ კაცს შე­უძ­ლია მსოფ­ლი­ოს და­პყრო­ბა!" - ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი და სცე­ნა­რის­ტი გი­ორ­გი დარ­ჩი­აშ­ვი­ლი. იგი მი­იჩ­ნევს, რომ წლე­ბი მხო­ლოდ ციფ­რე­ბია, სხვა არა­ფე­რი. ის ემიგ­რან­ტია და რო­გორც ყვე­ლა ემიგ­რან­ტი, სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ზე ოც­ნე­ბობს. გი­ორ­გიც არ ეპუ­ე­ბა სირ­თუ­ლე­ებს და მო­მა­ვალს იმე­დი­ა­ნად შეჰ­ყუ­რებს. მისი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და სურ­ვი­ლი ამის სა­ფუძ­ველს იძ­ლე­ვა.

ამე­რი­კა­ში თა­ვი­დან ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­და იმის გამო, რომ სა­ბუ­თე­ბი არ ჰქონ­და. იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, სხვა­დას­ხვა ად­გილ­ზე ემუ­შა­ვა. პირ­ვე­ლი ორი წელი მის­თვის რთუ­ლი იყო იმის გა­მოც, რომ ენა არ იცო­და, შემ­დეგ მოხ­და ისე, რომ Green Card-ი მი­ი­ღო. შტა­ტებ­ში გი­ორ­გიმ წარ­მა­ტე­ბით გა­ი­ა­რა FBI-ს სა­ო­ფიც­რო კურ­სი და ბე­ვერ­ლი-ჰილ­ზის სა­ი­უ­ვე­ლი­რო მა­ღა­ზი­ი­ის დაც­ვის უფ­რო­სი გახ­და, ჩა­ა­ბა­რეს ოთხი ბლო­კი, ანუ ქუჩა და სამი მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის სა­ი­უ­ვე­ლი­რო ნა­წარ­მი. მას ბროდ­ვე­ის ქუ­ჩის უსაფრ­თხო­ე­ბაც ან­დვეს. მსა­ხი­ო­ბის ალღო ახალ პრო­ფე­სი­ა­შიც და­ეხ­მა­რა, კარ­გად ახერ­ხებს ადა­მი­ა­ნე­ბის ხა­სი­ა­თის ამოც­ნო­ბას.

გი­ორ­გი თბი­ლის­ში 1958 წლის 8 დე­კემ­ბერს და­ი­ბა­და. ოჯა­ხის ერ­თა­დერ­თი შვი­ლი იყო, ამი­ტომ, რო­გორც ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ხში­რად ხდე­ბა, მუ­დამ ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ექ­ცე­ო­და... 4-5 წლის იქ­ნე­ბო­და, მშობ­ლებ­მა კავ­თის­ხევ­ში რომ წა­იყ­ვა­ნეს ახ­ლობ­ლის დაკ­რძალ­ვა­ზე. დედ-მა­მამ გი­ორ­გი ნა­თე­სავს ჩა­ა­ბა­რა, მაგ­რამ გა­ი­პა­რა და ჩუ­მად გაჰ­ყვა ავ­ტო­ბუსს სა­საფ­ლა­ო­ზე. მან­ქა­ნი­დან ადევ­ნებ­და თვალს დაკ­რძალ­ვას და და­ი­ნა­ხა, რო­გორ გა­წყდა თოკი და მე­საფ­ლა­ვე­ებს მიც­ვა­ლე­ბუ­ლი საფ­ლავ­ში ჩა­უ­ვარ­დათ. იქ ატე­ხილ­მა ტი­რილ­მა და აურ­ზა­ურ­მა და­აფრ­თხო ბავ­შვი, სიკ­ვდი­ლის შიში ჩა­უ­ნერ­გა. შე­ში­ნე­ბულს დიდ­ხანს აწყნა­რებ­დნენ მშობ­ლე­ბი, მაგ­რამ ვე­რაფ­რით აუხ­სნეს, რა­ტომ მარ­ხავ­დნენ ახალ­გაზ­რდა კაცს...

ამის მერე გი­ორ­გის გო­ნე­ბა­ში სიკ­ვდი­ლის შიში ჩა­ი­ბეჭ­და და ის დეპ­რე­სი­ამ მო­იც­ვა.ერთხელ, მა­მამ თე­ატ­რში წა­იყ­ვა­ნა სპექ­ტაკლზე - ამ დღეს გი­ორ­გის ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა. მან და­ი­ნა­ხა, რომ სცე­ნა­ზე "მოკ­ლუ­ლი" ადა­მი­ა­ნი სპექ­ტაკ­ლის მერე "ცო­ცხა­ლი" იყო. იფიქ­რა, რომ მსა­ხი­ო­ბო­ბა ჯა­დოს­ნუ­რი პრო­ფე­სია გახ­ლავთ, რო­მე­ლიც ადა­მი­ანს "უკ­ვდავს" ხდის და სწო­რედ ამის შემ­დეგ და­ი­წყო ოც­ნე­ბა მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე. აქ­ტი­უ­რად ჩა­ე­ბა სპორ­ტის სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბა­ში. ის ხვდე­ბო­და, რომ კარ­გი მსა­ხი­ო­ბი მუ­დამ ფორ­მა­ში უნდა ყო­ფი­ლი­ყო....

გი­ორ­გიმ 87-ე სკო­ლა და­ამ­თავ­რა. აქ იგი აქ­ტი­უ­რად იყო ჩაბ­მუ­ლი დრამ­წრე­ში და სხვა­დას­ხვა სას­კო­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში. შემ­დგომ იყო გა­სა­ო­ცა­რი და ულა­მა­ზე­სი სტუ­დენ­ტო­ბის წლე­ბი. თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში მე­ტყვე­ლე­ბი­სა და მხატ­ვრუ­ლი კი­თხვის პე­და­გო­გი გუ­რამ სა­ღა­რა­ძე გახ­ლდათ. ას­წავ­ლი­და ლილი იო­სე­ლი­ა­ნიც. სტუ­დენ­ტურ სპექ­ტაკ­ლებ­ში მუ­შა­ობ­და დი­მიტ­რი ალექ­სი­ძეს­თან. მისი ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი იყ­ვნენ გია და ლეო ან­თა­ძე­ე­ბი, რომ­ლებ­საც სა­ო­ცა­რი სით­ბო­თი იხ­სე­ნებს. მე-4 კურსს ამ­თავ­რებ­და, როცა მთა­ვა­რი როლი ითა­მა­შა ალი­ნა აბაშ­მა­ძის გა­და­ღე­ბულ ფილმში "ქარ­თლო­სი­ან­თა სა­კურ­თხე­ვე­ლი" - 24 წლის გი­ორ­გი­სათ­ვის ეს პირ­ვე­ლი მთა­ვა­რი როლი იყო ქარ­თულ ფილმში. იგი ფარ­ნა­ვა­ზის ძმად­ნა­ფი­ცის, დი­დე­ბუ­ლი ვა­მე­ხის როლს თა­მა­შობ­და. მა­ნამ­დე იყო "ტა­ჯი­კ­ფილ­მის" გა­და­ღე­ბუ­ლი "სა­კონ­ტრო­ლო ზოლი"...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

ავტორი:

ვინ არის ქართველი მსახიობი, რომელიც აშშ-ში ბევერლი-ჰილზის საიუველირო მაღაზიიის დაცვის უფროსია

ვინ არის ქართველი მსახიობი, რომელიც აშშ-ში ბევერლი-ჰილზის საიუველირო მაღაზიიის დაცვის უფროსია

"მე ხელოვანი ვარ და არ მეგულება საქართველოში ხელოვნების რომელიმე სფეროს წარმომადგენელი, რომელსაც თავისი ქვეყანა არ ეყვარება. ყველაზე დიდი განცდა და გულისტკივილი სწორედ ჩვენი პროფესიის ადამიანებს გადააქვთ საკუთარ მხრებზე, მაგრამ ამას სხვების საწყენად არ ვამბობ. სულს არ ვიშურებთ, მაყურებლამდე მივიტანოთ ქვეყნის ტკივილი და ამას დიდ ენერგიას ვახმართ. საქართველო მსოფლიოს ვერ დაიპყრობს, მაგრამ ქართველ კაცს შეუძლია მსოფლიოს დაპყრობა!" - ამბობს მსახიობი და სცენარისტი გიორგი დარჩიაშვილი. იგი მიიჩნევს, რომ წლები მხოლოდ ციფრებია, სხვა არაფერი. ის ემიგრანტია და როგორც ყველა ემიგრანტი, სამშობლოში დაბრუნებაზე ოცნებობს. გიორგიც არ ეპუება სირთულეებს და მომავალს იმედიანად შეჰყურებს. მისი შესაძლებლობები და სურვილი ამის საფუძველს იძლევა.

ამერიკაში თავიდან ძალიან გაუჭირდა იმის გამო, რომ საბუთები არ ჰქონდა. იძულებული გახდა, სხვადასხვა ადგილზე ემუშავა. პირველი ორი წელი მისთვის რთული იყო იმის გამოც, რომ ენა არ იცოდა, შემდეგ მოხდა ისე, რომ Green Card-ი მიიღო. შტატებში გიორგიმ წარმატებით გაიარა FBI-ს საოფიცრო კურსი და ბევერლი-ჰილზის საიუველირო მაღაზიიის დაცვის უფროსი გახდა, ჩააბარეს ოთხი ბლოკი, ანუ ქუჩა და სამი მილიარდი დოლარის ღირებულების საიუველირო ნაწარმი. მას ბროდვეის ქუჩის უსაფრთხოებაც ანდვეს. მსახიობის ალღო ახალ პროფესიაშიც დაეხმარა, კარგად ახერხებს ადამიანების ხასიათის ამოცნობას.

გიორგი თბილისში 1958 წლის 8 დეკემბერს დაიბადა. ოჯახის ერთადერთი შვილი იყო, ამიტომ, როგორც ასეთ შემთხვევაში ხშირად ხდება, მუდამ ყურადღების ცენტრში ექცეოდა... 4-5 წლის იქნებოდა, მშობლებმა კავთისხევში რომ წაიყვანეს ახლობლის დაკრძალვაზე. დედ-მამამ გიორგი ნათესავს ჩააბარა, მაგრამ გაიპარა და ჩუმად გაჰყვა ავტობუსს სასაფლაოზე. მანქანიდან ადევნებდა თვალს დაკრძალვას და დაინახა, როგორ გაწყდა თოკი და მესაფლავეებს მიცვალებული საფლავში ჩაუვარდათ. იქ ატეხილმა ტირილმა და აურზაურმა დააფრთხო ბავშვი, სიკვდილის შიში ჩაუნერგა. შეშინებულს დიდხანს აწყნარებდნენ მშობლები, მაგრამ ვერაფრით აუხსნეს, რატომ მარხავდნენ ახალგაზრდა კაცს...

ამის მერე გიორგის გონებაში სიკვდილის შიში ჩაიბეჭდა და ის დეპრესიამ მოიცვა.ერთხელ, მამამ თეატრში წაიყვანა სპექტაკლზე - ამ დღეს გიორგის ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვალა. მან დაინახა, რომ სცენაზე "მოკლული" ადამიანი სპექტაკლის მერე "ცოცხალი" იყო. იფიქრა, რომ მსახიობობა ჯადოსნური პროფესია გახლავთ, რომელიც ადამიანს "უკვდავს" ხდის და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ოცნება მსახიობობაზე. აქტიურად ჩაება სპორტის სხვადასხვა სახეობაში. ის ხვდებოდა, რომ კარგი მსახიობი მუდამ ფორმაში უნდა ყოფილიყო....

გიორგიმ 87-ე სკოლა დაამთავრა. აქ იგი აქტიურად იყო ჩაბმული დრამწრეში და სხვადასხვა სასკოლო ღონისძიებაში. შემდგომ იყო გასაოცარი და ულამაზესი სტუდენტობის წლები. თეატრალურ ინსტიტუტში მეტყველებისა და მხატვრული კითხვის პედაგოგი გურამ საღარაძე გახლდათ. ასწავლიდა ლილი იოსელიანიც. სტუდენტურ სპექტაკლებში მუშაობდა დიმიტრი ალექსიძესთან. მისი ხელმძღვანელები იყვნენ გია და ლეო ანთაძეები, რომლებსაც საოცარი სითბოთი იხსენებს. მე-4 კურსს ამთავრებდა, როცა მთავარი როლი ითამაშა ალინა აბაშმაძის გადაღებულ ფილმში "ქართლოსიანთა საკურთხეველი" - 24 წლის გიორგისათვის ეს პირველი მთავარი როლი იყო ქართულ ფილმში. იგი ფარნავაზის ძმადნაფიცის, დიდებული ვამეხის როლს თამაშობდა. მანამდე იყო "ტაჯიკფილმის" გადაღებული "საკონტროლო ზოლი"...განაგრძეთ კითხვა

Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეხუთე საიუბილეო ცერემონია

რუსული გავლენები სამცხე-ჯავახეთში - ქართველი და სომეხი ჟურნალისტების ერთობლივი კვლევა

"ციხეში არიან ერთგვარი "მაყურებლები", არაფორმალური გავლენის მქონე პირები" - ომბუდსმენი პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ პრობლემებზე