საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჭორვილიდან ჩამოტანილი რა მცენარე ხარობს გია ჯაჯანიძის ბაღში - "უბედნიერესი ვიყავი რომ დავინახე, როგორ ჩამოეკიდა ორი ცალი..."
ჭორვილიდან ჩამოტანილი რა მცენარე ხარობს გია ჯაჯანიძის ბაღში - "უბედნიერესი ვიყავი რომ დავინახე, როგორ ჩამოეკიდა ორი ცალი..."

შო­უ­მენ გია ჯა­ჯა­ნი­ძეს თბი­ლის­ში კერ­ძო სახ­ლი აქვს და ეზო­ში, მი­წის ნაკ­ვეთ­ზე კარ­გად მოვ­ლი­ლი ბაღ-ბოს­ტა­ნი. ბაღ­ში ყვე­ლა­ნა­ი­რი ხე­ხი­ლი და ბოსტნე­უ­ლი ხა­რობს, რა­საც გია აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა­ში მოჰ­ყავს, ეს ამ­ბა­ვი დი­დად სი­ა­მოვ­ნებს და იქა­უ­რო­ბას "ბედ­ნი­ე­რე­ბის ბაღ-ბოს­ტანს" უწო­დებს.

ბაღ­ში ბევ­რი ეგ­ზო­ტი­კუ­რი მცე­ნა­რეც ხა­რობს, ხოლო თუ სა­ი­დან მო­დის მი­წის ასე­თი სიყ­ვა­რუ­ლი, შო­უ­მენს ასე­თი პა­სუ­ხი აქვს:

"ვფიქ­რობ, მა­ინც იმის ბრა­ლია, რომ სო­ფელ­ში გა­ვი­ზარ­დე და მი­წის სიყ­ვა­რუ­ლი იქი­დან მომ­ყვე­ბა, თან, უკვე ასაკ­ში ვარ და მი­წას­თან კონ­ტაქ­ტის სურ­ვი­ლი მე­ტად მიჩ­ნდე­ბა" - ამ­ბობს და იხ­სე­ნებს პე­რი­ოდს, რო­დე­საც წლე­ბის წინ, მუ­ხი­ან­ში ცხოვ­რე­ბი­სას, აი­ვან­ზე რკი­ნის დიდ "ტაშ­ტში" კარ­ტო­ფი­ლი და­თე­სა და მო­იყ­ვა­ნა, ხოლო პე­კინ­ზე კი, დიდ ლა­მაზ ქო­თან­ში - ყა­ბა­ყი.

"უბედ­ნი­ე­რე­სი ვი­ყა­ვი რომ და­ვი­ნა­ხე, რო­გორ ჩა­მო­ე­კი­და, ორი ცალი ყა­ბა­ყი... მოკ­ლედ, ეს ყვე­ლა­ფე­რი თან­და­ყო­ლი­ლია - ან გაქვს, ან - არა და სწო­რედ ეს არის მი­წის სიყ­ვა­რუ­ლი" - აღ­ნიშ­ნავს გია.

ჯა­ჯა­ნი­ძე ამ­ბობს, რომ ყო­ველ დი­ლას გა­დის და ელა­პა­რა­კე­ბა ხე­ხილს, მცე­ნა­რე­ებს, მო­სა­ვალს (სი­მინ­დი, ჭარ­ხა­ლი, წი­წა­კა, კიტ­რი, მწვა­ნი­ლი, მზე­სუმ­ზი­რა, ნეს­ვი, პრა­სი, ნი­ო­რი...):

"ჭამა დი­დად არ მიყ­ვარს, უბ­რა­ლოდ, მი­ხა­რია, რომ ბოს­ტან­ში ყვე­ლა­ფე­რი ხა­რობს, მო­დის და მაქვს. მერე და­უს­რუ­ლებ­ლად ექ­სპე­რი­მენ­ტებს ვა­ტა­რებ. შარ­შან კარ­გი მწა­რე წი­წა­კა მქონ­და დარ­გუ­ლი, ერთ ძირს შაქ­რი­ა­ნი წყლით ვრწყავ­დი, სწო­რედ იმ ძი­რის ნა­ყოფს წი­წა­კი­ა­ნი შო­კო­ლა­დის გემო ჰქონ­და, გა­მა­ო­ცა, მაგ­რამ სა­ნამ არ გა­სინ­ჯავ, ვერ წარ­მო­იდ­გენ, რომ ასე­თი შე­იძ­ლე­ბა იყოს. ტკბი­ლია და მხო­ლოდ ყლაპ­ვის პრო­ცეს­ში მწარ­დე­ბა.

- ორ­ში­მო - მწა­რე კვა­ხიც მო­გი­წე­ვია, რო­მელ­საც უმე­ტე­სად, ქვევ­რი­დან ღვი­ნის ამო­სა­ღე­ბად იყე­ნე­ბენ. რაში აპი­რებ მის გა­მო­ყე­ნე­ბას და ესეც ექ­სპე­რი­მენ­ტის შე­დე­გია?

- არა, ეს მი­ზან­მი­მარ­თუ­ლა­დაა და­თე­სი­ლი. რომ გახ­მე­ბა, მის მო­ხატ­ვას ვა­პი­რებ. მა­ნამ­დე კი როცა გახ­მე­ბა და მარ­ცვლე­ბი შიგ­ნით ყან­ყალს და­ი­წყებს, მას სპე­ცი­ა­ლუ­რი რი­ტუ­ა­ლის ჩა­სა­ტა­რებ­ლად მომ­ზა­დე­ბა უნდა. იმ რი­ტუ­ა­ლით კი ეშ­მა­კის, ბო­რო­ტის გან­დევ­ნა შე­იძ­ლე­ბა... მაქვს ასე­ვე ინ­დუ­რი ბრო­წე­უ­ლი (მო­მორ­დი­კა), ჩემ­მა ძმამ ჭორ­ვი­ლა­დან ჩა­მო­ი­ტა­ნა, დე­ი­და მყავს იქ და აჩუ­ქეს. ორი წელი ისე მქონ­და, სა­ხე­ლიც კი არ ვი­ცო­დი, მო­ვიყ­ვა­ნე და ორი ცალი ნა­ყო­ფი გა­მო­ი­ბა.

თან, შევ­ჩე­რე­ბო­დი, არ ვი­ცო­დი, რა იყო, მაგ­რამ შეგ­რძნე­ბა მქონ­და, რომ სამ­კურ­ნა­ლო მცე­ნა­რე უნდა ყო­ფი­ლი­ყო. ნა­ყოფს შიგ­ნით მარ­ცვლე­ბი აქვს. სა­ბო­ლო­ოდ კი გა­ვარ­კვიე, რომ ის მარ­თლაც სამ­კურ­ნა­ლო მცე­ნა­რეა და არა­ერთ და­ა­ვა­დე­ბას შვე­ლის. წელს უკვე შე­და­რე­ბით ბევ­რი მო­ის­ხა. მე­გობ­რებ­საც გა­ვა­სინ­ჯე, ისე­თი გემო აქვს, ბევ­რს ვერ შე­ჭამ, კო­წა­ხურს წა­ა­გავს. გა­რეგ­ნუ­ლად ლა­მა­ზია, ფა­ფუ­კი გა­რე­კა­ნი აქვს და ასე­თი­ვე ნა­ყო­ფი. მის კანს ვჭრი, ვახ­მობ და შემ­დეგ ჩა­ის­თვის ვი­ყე­ნებ" - დას­ძენს ჯა­ჯა­ნი­ძე.

ბაღ­ში დე­კო­რა­ტი­უ­ლი მზე­სუმ­ზი­რაც ხა­რობს, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც გია გვე­უბ­ნე­ბა, რომ მისი მარ­ცვა­ლი ჩიტ­მა მო­ი­ტა­ნა, ჩა­ვარ­და მი­წა­ში და ამო­ვი­და. მას მერე კი სულ ერ­თსა და იმა­ვე ად­გი­ლას ამო­დის.

"მზე­სუმ­ზი­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით კი­დევ ცალ­კე ის­ტო­რია მაქვს, პირ­ველ წელს, აქ რომ დავ­სახ­ლდი, სა­ნამ ბოს­ტანს გა­ვა­კე­თებ­დი, მთელ ეზო­ში მზე­სუმ­ზი­რა დავ­თე­სე, რად­გა­ნაც ეზო ჯერ მო­უვ­ლე­ლი იყო, ურე­მონ­ტო. ვერ წარ­მო­იდ­გენთ, აქ რა ხდე­ბო­და - მზე­სუმ­ზი­რის ტყე წა­მო­ი­მარ­თა. დი­ლის 6 სა­ა­თი­დან ჩი­ტე­ბი რომ შე­ე­სე­ოდ­ნენ, დღე­სას­წა­უ­ლი ჰქონ­დათ. თით­ქოს მე­ლა­პა­რა­კე­ბოდ­ნენ, ამ­ბებს ყვე­ბოდ­ნენ. იმის მერე უკვე მათ­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რად ვთე­სავ, რომ მი­ირ­თვან. ჩი­ტე­ბი ლა­მის უკვე ჩემი მე­გობ­რე­ბი არი­ან.

- ისე, ამ მცი­რე პე­რი­ოდ­ში რამ­დე­ნი რამ მო­გის­წრია...

- ჩემ­მა დარ­გულ­მა ლეღვმაც გა­ი­ხა­რა, წელს 3 ცალი ნა­ყო­ფი ჰქონ­და. სიყ­ვა­რუ­ლით შევ­ცქე­რო­დი, მერე მი­ვე­დი, მოვ­წყვი­ტე, ხე­ლის გულ­ზე და­ვი­დე, სული შე­ვუ­ბე­რე, არც გა­მი­რე­ცხავს, შვი­ლიშ­ვი­ლებს და­ვუ­ძა­ხე და ვა­ჭა­მე, სა­ო­ცა­რი სით­ბო ჰქონ­და ამ ყვე­ლა­ფერს – ისი­ნიც გა­ო­ცე­ბუ­ლე­ბი მი­ყუ­რებ­დნენ და ჭამ­დნენ... სხვა ხე­ხილ­თან ერ­თად მაქვს ფე­ი­ხოა, კივი, ჯუჯა კა­კა­ლი, ნუში...

მაგ­რამ ერ­თმა ხემ კი ნამ­დვი­ლად გა­მა­ო­ცა. რო­გორ მოხ­ვდა ჩემს ეზო­ში, ვერ ვხდე­ბი, მისი ნერ­გი მე არ მი­ყი­დია. მწა­რე ბალ­ზე ლე­გენ­დაც კი არ­სე­ბობს, ხალ­ხი ტყე­ში მი­დი­ო­და, რომ მისი ტო­ტე­ბის­გან გვირ­გვი­ნე­ბი გა­კე­თე­ბი­ნათ. ის კი არა, სო­ფელ­ში აკ­ვა­ნი რომ გვაქვს, რო­მელ­შიც მეც გა­ვი­ზარ­დე, მწა­რე ბლის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი ჯვა­რი აქვს მიბ­მუ­ლი... ამ ბა­ლის კურ­კა ისე­თი მწა­რეა, ვერ შე­ჭამ. ხე რთუ­ლად მრავ­ლდე­ბა, თუმ­ცა სწრა­ფად იზ­რდე­ბა. სა­ერ­თოდ კი, ამ ხის ასე თა­ვი­სით ამოს­ვლა, კარ­გის ნი­შა­ნიც არის და ესეც მი­ხა­რია...

ავტორი:

ჭორვილიდან ჩამოტანილი რა მცენარე ხარობს გია ჯაჯანიძის ბაღში - "უბედნიერესი ვიყავი რომ დავინახე, როგორ ჩამოეკიდა ორი ცალი..."

ჭორვილიდან ჩამოტანილი რა მცენარე ხარობს გია ჯაჯანიძის ბაღში - "უბედნიერესი ვიყავი რომ დავინახე, როგორ ჩამოეკიდა ორი ცალი..."

შოუმენ გია ჯაჯანიძეს თბილისში კერძო სახლი აქვს და ეზოში, მიწის ნაკვეთზე კარგად მოვლილი ბაღ-ბოსტანი. ბაღში ყველანაირი ხეხილი და ბოსტნეული ხარობს, რასაც გია აღფრთოვანებაში მოჰყავს, ეს ამბავი დიდად სიამოვნებს და იქაურობას "ბედნიერების ბაღ-ბოსტანს" უწოდებს.

ბაღში ბევრი ეგზოტიკური მცენარეც ხარობს, ხოლო თუ საიდან მოდის მიწის ასეთი სიყვარული, შოუმენს ასეთი პასუხი აქვს:

"ვფიქრობ, მაინც იმის ბრალია, რომ სოფელში გავიზარდე და მიწის სიყვარული იქიდან მომყვება, თან, უკვე ასაკში ვარ და მიწასთან კონტაქტის სურვილი მეტად მიჩნდება" - ამბობს და იხსენებს პერიოდს, როდესაც წლების წინ, მუხიანში ცხოვრებისას, აივანზე რკინის დიდ "ტაშტში" კარტოფილი დათესა და მოიყვანა, ხოლო პეკინზე კი, დიდ ლამაზ ქოთანში - ყაბაყი.

"უბედნიერესი ვიყავი რომ დავინახე, როგორ ჩამოეკიდა, ორი ცალი ყაბაყი... მოკლედ, ეს ყველაფერი თანდაყოლილია - ან გაქვს, ან - არა და სწორედ ეს არის მიწის სიყვარული" - აღნიშნავს გია.

ჯაჯანიძე ამბობს, რომ ყოველ დილას გადის და ელაპარაკება ხეხილს, მცენარეებს, მოსავალს (სიმინდი, ჭარხალი, წიწაკა, კიტრი, მწვანილი, მზესუმზირა, ნესვი, პრასი, ნიორი...):

"ჭამა დიდად არ მიყვარს, უბრალოდ, მიხარია, რომ ბოსტანში ყველაფერი ხარობს, მოდის და მაქვს. მერე დაუსრულებლად ექსპერიმენტებს ვატარებ. შარშან კარგი მწარე წიწაკა მქონდა დარგული, ერთ ძირს შაქრიანი წყლით ვრწყავდი, სწორედ იმ ძირის ნაყოფს წიწაკიანი შოკოლადის გემო ჰქონდა, გამაოცა, მაგრამ სანამ არ გასინჯავ, ვერ წარმოიდგენ, რომ ასეთი შეიძლება იყოს. ტკბილია და მხოლოდ ყლაპვის პროცესში მწარდება.

- ორშიმო - მწარე კვახიც მოგიწევია, რომელსაც უმეტესად, ქვევრიდან ღვინის ამოსაღებად იყენებენ. რაში აპირებ მის გამოყენებას და ესეც ექსპერიმენტის შედეგია?

- არა, ეს მიზანმიმართულადაა დათესილი. რომ გახმება, მის მოხატვას ვაპირებ. მანამდე კი როცა გახმება და მარცვლები შიგნით ყანყალს დაიწყებს, მას სპეციალური რიტუალის ჩასატარებლად მომზადება უნდა. იმ რიტუალით კი ეშმაკის, ბოროტის განდევნა შეიძლება... მაქვს ასევე ინდური ბროწეული (მომორდიკა), ჩემმა ძმამ ჭორვილადან ჩამოიტანა, დეიდა მყავს იქ და აჩუქეს. ორი წელი ისე მქონდა, სახელიც კი არ ვიცოდი, მოვიყვანე და ორი ცალი ნაყოფი გამოიბა.

თან, შევჩერებოდი, არ ვიცოდი, რა იყო, მაგრამ შეგრძნება მქონდა, რომ სამკურნალო მცენარე უნდა ყოფილიყო. ნაყოფს შიგნით მარცვლები აქვს. საბოლოოდ კი გავარკვიე, რომ ის მართლაც სამკურნალო მცენარეა და არაერთ დაავადებას შველის. წელს უკვე შედარებით ბევრი მოისხა. მეგობრებსაც გავასინჯე, ისეთი გემო აქვს, ბევრს ვერ შეჭამ, კოწახურს წააგავს. გარეგნულად ლამაზია, ფაფუკი გარეკანი აქვს და ასეთივე ნაყოფი. მის კანს ვჭრი, ვახმობ და შემდეგ ჩაისთვის ვიყენებ" - დასძენს ჯაჯანიძე.

ბაღში დეკორატიული მზესუმზირაც ხარობს, რომლის შესახებაც გია გვეუბნება, რომ მისი მარცვალი ჩიტმა მოიტანა, ჩავარდა მიწაში და ამოვიდა. მას მერე კი სულ ერთსა და იმავე ადგილას ამოდის.

"მზესუმზირასთან დაკავშირებით კიდევ ცალკე ისტორია მაქვს, პირველ წელს, აქ რომ დავსახლდი, სანამ ბოსტანს გავაკეთებდი, მთელ ეზოში მზესუმზირა დავთესე, რადგანაც ეზო ჯერ მოუვლელი იყო, ურემონტო. ვერ წარმოიდგენთ, აქ რა ხდებოდა - მზესუმზირის ტყე წამოიმართა. დილის 6 საათიდან ჩიტები რომ შეესეოდნენ, დღესასწაული ჰქონდათ. თითქოს მელაპარაკებოდნენ, ამბებს ყვებოდნენ. იმის მერე უკვე მათთვის სპეციალურად ვთესავ, რომ მიირთვან. ჩიტები ლამის უკვე ჩემი მეგობრები არიან.

- ისე, ამ მცირე პერიოდში რამდენი რამ მოგისწრია...

- ჩემმა დარგულმა ლეღვმაც გაიხარა, წელს 3 ცალი ნაყოფი ჰქონდა. სიყვარულით შევცქეროდი, მერე მივედი, მოვწყვიტე, ხელის გულზე დავიდე, სული შევუბერე, არც გამირეცხავს, შვილიშვილებს დავუძახე და ვაჭამე, საოცარი სითბო ჰქონდა ამ ყველაფერს – ისინიც გაოცებულები მიყურებდნენ და ჭამდნენ... სხვა ხეხილთან ერთად მაქვს ფეიხოა, კივი, ჯუჯა კაკალი, ნუში...

მაგრამ ერთმა ხემ კი ნამდვილად გამაოცა. როგორ მოხვდა ჩემს ეზოში, ვერ ვხდები, მისი ნერგი მე არ მიყიდია. მწარე ბალზე ლეგენდაც კი არსებობს, ხალხი ტყეში მიდიოდა, რომ მისი ტოტებისგან გვირგვინები გაკეთებინათ. ის კი არა, სოფელში აკვანი რომ გვაქვს, რომელშიც მეც გავიზარდე, მწარე ბლისგან დამზადებული ჯვარი აქვს მიბმული... ამ ბალის კურკა ისეთი მწარეა, ვერ შეჭამ. ხე რთულად მრავლდება, თუმცა სწრაფად იზრდება. საერთოდ კი, ამ ხის ასე თავისით ამოსვლა, კარგის ნიშანიც არის და ესეც მიხარია...

როგორია მე-6 სართულიდან გადმოვარდნილი 3 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა - "დღეს ოპერაცია ჩაუტარდება"

საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 ადამიანი

კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა და 4 გამოჯანმრთელებული - უახლესი მონაცემები stopcov.ge-დან