მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შენი ტურისტი რომ არ უნდა გაძარცვო, ეს ქართველმა უნდა გვასწავლოს?" - რას პასუხობენ რუსები და აფხაზები სერგეი შამბას განცხადებას
"შენი ტურისტი რომ არ უნდა გაძარცვო, ეს ქართველმა უნდა გვასწავლოს?" - რას პასუხობენ რუსები და აფხაზები სერგეი შამბას განცხადებას

აფხა­ზე­თის ე.წ. ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ყო­ფი­ლი სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე და ახლა უბ­რა­ლოდ, ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი სერ­გეი შამ­ბა, "მე­ზო­ბელ სა­ქარ­თვე­ლოს­თან" სა­უბ­რი­სა და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მოგ­ვა­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობს და ამ­ბობს, რომ ეს იყო ეთ­ნი­კუ­რი კონ­ფლიქ­ტი, რო­მე­ლიც ოდეს­ღაც ევ­რო­პის სხვა ქვეყ­ნებ­შიც ხდე­ბო­და.

"ქარ­თვე­ლე­ბი მტრად არ მი­მაჩ­ნია. სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­გობ­რე­ბი მყავს. კი, გვქონ­და ეთ­ნი­კუ­რი კონ­ფლიქ­ტიც, მაგ­რამ დიდ­წი­ლად ეს პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ფლიქ­ტი იყო. პირ­ველ­მა და­ვი­წყე სა­უ­ბა­რი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ დროა, რა­მე­ნა­ი­რად და­ვი­წყოთ დი­ა­ლო­გი და ერ­თობ­ლივ მო­მა­ვალ­ზე ვი­ფიქ­როთ იმ გა­გე­ბით, რომ მე­ზო­ბე­ლი ერე­ბი ვართ და ჩვე­ნი მე­ზობ­ლო­ბა ბე­დის­წე­რით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი..." - თქვა შამ­ბამ Эхо Москвы-სთვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

რუ­სულ გა­მო­ცე­მას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ის აცხა­დებს, რომ თა­ვის დრო­ზე, ფე­დე­რა­ცი­ულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე იყ­ვნენ მზად, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის პრო­ცეს­ში კონ­ფე­დე­რა­ცი­ის ვა­რი­ან­ტიც გა­ნი­ხი­ლე­ბო­და და "ერ­თობ­ლი­ვი სა­ხელ­მწი­ფოს" მო­დე­ლიც, თუმ­ცა, ქარ­თვე­ლე­ბი ყვე­ლა პრო­ექ­ტზე უარს ამ­ბობ­დნენ.

შამ­ბას ინ­ტერ­ვი­უს მა­შინ­ვე მოჰ­ყვა გა­მოხ­მა­უ­რე­ბა ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­სა და რუ­სეთ­ში. აფხა­ზე­ბის ერთი ნა­წი­ლის შე­ფა­სე­ბით - "ეს არის გა­მო­უ­ვალ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ვარ­დნი­ლი ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლის ირი­ბი თხოვ­ნა, ან რუ­სეთ­მა უფრო მე­ტად მოგ­ვხე­დოს ან ქარ­თვე­ლე­ბი წა­მო­ვიდ­ნენ დათ­მო­ბა­ზეო."

ირი­ნა წვიჟ­ბა, სო­ხუ­მი: "მარ­თა­ლია შამ­ბა. მე პო­ლი­ტი­კო­სი არ ვარ და არც ვიცი, სა­ქარ­თვე­ლო რამ­დე­ნად წა­მო­ვა მე­ზობ­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე, მაგ­რამ რა­ღაც გზე­ბი უნდა მო­ი­ნა­ხოს, კედ­ლის აღ­მარ­თვა არა­ფერს მოგ­ვი­ტანს... მე ჩემი ქვეყ­ნის პატ­რი­ო­ტი ვარ, მის სიყ­ვა­რულს ვე­რა­ვინ მას­წავ­ლის, მაგ­რამ ასე გაგ­რძე­ლე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. ომზე მეტი ახალ­გაზ­რდა ნარ­კო­ტი­კით და ავ­ტო­ა­ვა­რი­ით დაგ­ვე­ხო­ცა. რო­დემ­დე ვუ­ყუ­როთ სა­კუ­თარ სიკ­ვდილს?"

მე­რაბ სუ­ხუმსკი: "რა უნდა შამ­ბას, მეტი ყუ­რა­დღე­ბა გვჭირ­დე­ბაო, ეუბ­ნე­ბა რუ­სეთს? თქვენ არ ვარ­გი­ხარ­თო - გვე­უბ­ნე­ბი­ან ისი­ნი... კვი­რი­დან კვი­რამ­დე სა­ნა­პი­რო­დან ნა­გა­ვი არ გა­აქვთ, რუ­სე­თია ამა­ში დამ­ნა­შა­ვე? შე­ნი­ვე ტუ­რის­ტი რომ არ უნდა გა­ძარ­ცვო, ეს ქარ­თველ­მა უნდა გას­წავ­ლოს? ბა­თუმ­ზე ლა­პა­რა­კობს შამ­ბა - ბა­თუ­მი ევ­რო­პაა, შუ­ა­გუ­ლი ევ­რო­პა, იქ პო­ლი­ცი­აა, მაშ­ვე­ლე­ბი სა­ნა­პი­რო­ებს არ სცილ­დე­ბი­ან, ხალ­ხზე ზრუ­ნა­ვენ, რა­ტომ ვედ­რე­ბით?"

ლია ბარ­ცი­ცი: "ბა­ტო­ნო შამ­ბა, ჩვენც ვი­ცით ეს ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ თა­ვის დრო­ზე რა გა­ა­კე­თეთ? რა­ტომ არ და­ამ­ყა­რეთ თურ­ქეთ­თან უფრო ახლო ეკო­ნო­მი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა, რა­ტომ არ გახ­ვე­დით ევ­რო­პა­ში, თუნ­დაც რუ­სუ­ლი კა­რით? რა­ტომ ვერ მი­აღ­წი­ეთ იმას, კა­ნონს ძალა ჰქონ­დეს?.. მე არ მინ­და ამ ჭა­ობ­ში სიკ­ვდი­ლი, ამი­ტო­მაც ვყი­დი სახ­ლს და მივ­დი­ვარ..."

მა­დი­ნა ბგან­ბა: "წლე­ვან­დე­ლი სე­ზო­ნიც შარ­შან­დე­ლი­ვით მკვდა­რი იყო. ჯერ იყო და ივ­ნის­ში ლა­მის მო­თო­ვა, თან, რუ­სე­თის რამ­დე­ნი­მე ქა­ლაქ­ში ფეხ­ბურ­თის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი გა­ი­მარ­თა და ვინც კი ჩვენ­თან ჩა­მოს­ვლას აპი­რებ­და, ლა­მის ყვე­ლამ გა­ა­უქ­მა ვი­ზი­ტი. ამას და­ე­მა­ტა ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის ონ­ლა­ინ თაღ­ლი­თო­ბა, რუ­სე­ბი ჩა­მო­ვიდ­ნენ, მაგ­რამ მო­ტყუ­ე­ბუ­ლი დარ­ჩნენ და ზოგი აქ სას­ტუმ­რო­ში გა­და­ა­ნა­წი­ლეს, ზო­გიც უკან გა­უშ­ვეს... ივ­ლის­ში სულ რა­ღაც ათი დღე ცხე­ლო­და, მაგ­რამ დამ­სვე­ნებ­ლებს მა­წან­წა­ლა ძაღ­ლებ­მა არ მის­ცეს სა­ნა­პი­რო­ზე გას­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა... ამას და­ე­მა­ტა, ე.წ. დრეს­კო­დი - ზღვის­პი­რა ქა­ლა­ქებ­ში სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბის აკ­რძალ­ვა... ერ­თმა რუს­მა მი­თხრა - რა გინ­დათ აფხა­ზებს, რით ვერ ჩა­მო­ყა­ლიბ­დით ეს 26 წელი, ბა­რემ თქვით - გვა­ცა­დეთ, რომ ჩვენ­თვის ჩუ­მად და­ვი­ხო­ცოთ და აღარ შე­გა­წუ­ხო­თო..."

ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­ცე­მა eadaily.com-ს ცნო­ბით, აფხა­ზე­თი მე­რამ­დე­ნე წე­ლია კრას­ნო­და­რის მხა­რეს­თან აგებს. რუსი ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, აფხა­ზეთ­ში რუსი ტუ­რის­ტე­ბის შემ­ცი­რე­ბამ კა­ტას­ტრო­ფუ­ლად იმოქ­მე­და ად­გი­ლობ­რივ ეკო­ნო­მი­კა­ზე, თუმ­ცა, ამის მი­უ­ხე­და­ვად ად­გი­ლობ­რივ­მა მო­სახ­ლე­ო­ბამ რუს დამ­სვე­ნე­ბელ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის "ოქ­როს შუ­ა­ლე­დი" ვერ იპო­ვა.

"ომის დას­რუ­ლე­ბის პირ­ველ წლებ­ში მარ­თლაც მი­ა­წყდნენ რუსი დამ­სვე­ნებ­ლე­ბი აფხა­ზეთს, შემ­დეგ, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მათი გე­მოვ­ნე­ბაც შე­იც­ვა­ლა და მო­თხოვ­ნე­ბიც. იმა­ვე ფას­ში, 100%-იანი უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ით ის­ვე­ნე­ბენ თურ­ქეთ­ში, ერ­თო­ბი­ან, მათ­ზე ზრუ­ნა­ვენ, უფრთხილ­დე­ბი­ან, აქვთ მა­ღა­ლი დო­ნის ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, სა­მე­დი­ცი­ნო, თუნ­დაც სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის სერ­ვი­სი...

აფხა­ზეთ­ში უფრო ის კა­ტე­გო­რია ჩა­დი­ო­და, ვი­საც საბ­ჭო­თა წლე­ბის ნოს­ტალ­გია ჰქონ­და. სხვე­ბი უფრო მა­ღალ­ბი­უ­ჯე­ტი­ან დას­ვე­ნე­ბას ამ­ჯო­ბი­ნებ­და... ეს ყვე­ლა­ფე­რი აფხა­ზეთ­ში ვერა და ვერ გათ­ვა­ლეს და გა­აც­ნო­ბი­ე­რეს. ასე წა­ა­გო აფხა­ზეთ­მა კონ­კუ­რენ­ტთან", - აცხა­დებს ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნია Роза ветров-ის დი­რექ­ტო­რი ირი­ნა გლა­ზკო­ვა. სხვა ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის თქმით, აფხა­ზე­თი ამ დრომ­დე რჩე­ბა მხო­ლოდ ბუ­ნე­ბის, მთე­ბი­სა და ზღვის "იმე­დად", ამი­ტო­მაც მის მი­მართ ინ­ტე­რე­სი თან­და­თან შემ­ცირ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?
ავტორი:

"შენი ტურისტი რომ არ უნდა გაძარცვო, ეს ქართველმა უნდა გვასწავლოს?" - რას პასუხობენ რუსები და აფხაზები სერგეი შამბას განცხადებას

"შენი ტურისტი რომ არ უნდა გაძარცვო, ეს ქართველმა უნდა გვასწავლოს?" - რას პასუხობენ რუსები და აფხაზები სერგეი შამბას განცხადებას

აფხაზეთის ე.წ. ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე და ახლა უბრალოდ, ოპოზიციონერი სერგეი შამბა, "მეზობელ საქართველოსთან" საუბრისა და ურთიერთობების მოგვარების აუცილებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს იყო ეთნიკური კონფლიქტი, რომელიც ოდესღაც ევროპის სხვა ქვეყნებშიც ხდებოდა.

"ქართველები მტრად არ მიმაჩნია. საქართველოში მეგობრები მყავს. კი, გვქონდა ეთნიკური კონფლიქტიც, მაგრამ დიდწილად ეს პოლიტიკური კონფლიქტი იყო. პირველმა დავიწყე საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ დროა, რამენაირად დავიწყოთ დიალოგი და ერთობლივ მომავალზე ვიფიქროთ იმ გაგებით, რომ მეზობელი ერები ვართ და ჩვენი მეზობლობა ბედისწერით არის განპირობებული..." - თქვა შამბამ Эхо Москвы-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

რუსულ გამოცემასთან ინტერვიუში ის აცხადებს, რომ თავის დროზე, ფედერაციულ ურთიერთობებზე იყვნენ მზად, მოლაპარაკებების პროცესში კონფედერაციის ვარიანტიც განიხილებოდა და "ერთობლივი სახელმწიფოს" მოდელიც, თუმცა, ქართველები ყველა პროექტზე უარს ამბობდნენ.

შამბას ინტერვიუს მაშინვე მოჰყვა გამოხმაურება ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთში. აფხაზების ერთი ნაწილის შეფასებით - "ეს არის გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილი ქვეყნის წარმომადგენლის ირიბი თხოვნა, ან რუსეთმა უფრო მეტად მოგვხედოს ან ქართველები წამოვიდნენ დათმობაზეო."

ირინა წვიჟბა, სოხუმი: "მართალია შამბა. მე პოლიტიკოსი არ ვარ და არც ვიცი, საქართველო რამდენად წამოვა მეზობლურ ურთიერთობაზე, მაგრამ რაღაც გზები უნდა მოინახოს, კედლის აღმართვა არაფერს მოგვიტანს... მე ჩემი ქვეყნის პატრიოტი ვარ, მის სიყვარულს ვერავინ მასწავლის, მაგრამ ასე გაგრძელება არ შეიძლება. ომზე მეტი ახალგაზრდა ნარკოტიკით და ავტოავარიით დაგვეხოცა. როდემდე ვუყუროთ საკუთარ სიკვდილს?"

მერაბ სუხუმსკი: "რა უნდა შამბას, მეტი ყურადღება გვჭირდებაო, ეუბნება რუსეთს? თქვენ არ ვარგიხართო - გვეუბნებიან ისინი... კვირიდან კვირამდე სანაპიროდან ნაგავი არ გააქვთ, რუსეთია ამაში დამნაშავე? შენივე ტურისტი რომ არ უნდა გაძარცვო, ეს ქართველმა უნდა გასწავლოს? ბათუმზე ლაპარაკობს შამბა - ბათუმი ევროპაა, შუაგული ევროპა, იქ პოლიციაა, მაშველები სანაპიროებს არ სცილდებიან, ხალხზე ზრუნავენ, რატომ ვედრებით?"

ლია ბარციცი: "ბატონო შამბა, ჩვენც ვიცით ეს ყველაფერი, მაგრამ თავის დროზე რა გააკეთეთ? რატომ არ დაამყარეთ თურქეთთან უფრო ახლო ეკონომიკური ურთიერთობა, რატომ არ გახვედით ევროპაში, თუნდაც რუსული კარით? რატომ ვერ მიაღწიეთ იმას, კანონს ძალა ჰქონდეს?.. მე არ მინდა ამ ჭაობში სიკვდილი, ამიტომაც ვყიდი სახლს და მივდივარ..."

მადინა ბგანბა: "წლევანდელი სეზონიც შარშანდელივით მკვდარი იყო. ჯერ იყო და ივნისში ლამის მოთოვა, თან, რუსეთის რამდენიმე ქალაქში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა და ვინც კი ჩვენთან ჩამოსვლას აპირებდა, ლამის ყველამ გააუქმა ვიზიტი. ამას დაემატა ტურისტული კომპანიების ონლაინ თაღლითობა, რუსები ჩამოვიდნენ, მაგრამ მოტყუებული დარჩნენ და ზოგი აქ სასტუმროში გადაანაწილეს, ზოგიც უკან გაუშვეს... ივლისში სულ რაღაც ათი დღე ცხელოდა, მაგრამ დამსვენებლებს მაწანწალა ძაღლებმა არ მისცეს სანაპიროზე გასვლის საშუალება... ამას დაემატა, ე.წ. დრესკოდი - ზღვისპირა ქალაქებში საცურაო კოსტიუმებით გადაადგილების აკრძალვა... ერთმა რუსმა მითხრა - რა გინდათ აფხაზებს, რით ვერ ჩამოყალიბდით ეს 26 წელი, ბარემ თქვით - გვაცადეთ, რომ ჩვენთვის ჩუმად დავიხოცოთ და აღარ შეგაწუხოთო..."

ინტერნეტგამოცემა eadaily.com-ს ცნობით, აფხაზეთი მერამდენე წელია კრასნოდარის მხარესთან აგებს. რუსი ექსპერტების თქმით, აფხაზეთში რუსი ტურისტების შემცირებამ კატასტროფულად იმოქმედა ადგილობრივ ეკონომიკაზე, თუმცა, ამის მიუხედავად ადგილობრივმა მოსახლეობამ რუს დამსვენებელთან ურთიერთობისთვის "ოქროს შუალედი" ვერ იპოვა.

"ომის დასრულების პირველ წლებში მართლაც მიაწყდნენ რუსი დამსვენებლები აფხაზეთს, შემდეგ, დროთა განმავლობაში მათი გემოვნებაც შეიცვალა და მოთხოვნებიც. იმავე ფასში, 100%-იანი უსაფრთხოების გარანტიით ისვენებენ თურქეთში, ერთობიან, მათზე ზრუნავენ, უფრთხილდებიან, აქვთ მაღალი დონის ინფრასტრუქტურა, სამედიცინო, თუნდაც სასწრაფო დახმარების სერვისი...

აფხაზეთში უფრო ის კატეგორია ჩადიოდა, ვისაც საბჭოთა წლების ნოსტალგია ჰქონდა. სხვები უფრო მაღალბიუჯეტიან დასვენებას ამჯობინებდა... ეს ყველაფერი აფხაზეთში ვერა და ვერ გათვალეს და გააცნობიერეს. ასე წააგო აფხაზეთმა კონკურენტთან", - აცხადებს ტურისტული კომპანია Роза ветров-ის დირექტორი ირინა გლაზკოვა. სხვა ტურისტული კომპანიების ხელმძღვანელობის თქმით, აფხაზეთი ამ დრომდე რჩება მხოლოდ ბუნების, მთებისა და ზღვის "იმედად", ამიტომაც მის მიმართ ინტერესი თანდათან შემცირდა.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი