პოლიტიკა
სამართალი

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აზარტული თამაშები 25 წლამდე პირებს და საჯარო სექტორში მომუშავეებს აეკრძალებათ - რა სიახლეებია კანონპროექტში
აზარტული თამაშები 25 წლამდე პირებს და საჯარო სექტორში მომუშავეებს აეკრძალებათ - რა სიახლეებია კანონპროექტში

"აზარ­ტულ თა­მა­შებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მთავ­რო­ბას­თან შე­თან­ხმე­ბუ­ლი მიდ­გო­მა მდგო­მა­რე­ობს იმა­ში, რომ ეს სერ­ვი­სი მი­მარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა უცხო­ელ ვი­ზი­ტო­რებ­ზე, ხოლო ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის ისე­თი ბა­რი­ე­რე­ბის გა­კე­თე­ბას შე­ვეც­დე­ბით, რომ თა­მა­შის და­წყე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ­დე ძა­ლი­ან რთუ­ლად მი­ვიდ­ნენ", - ამის შე­სა­ხებ “ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტატ­მა ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­მას­რუ­ლე­ბელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან შე­თან­ხმე­ბუ­ლია, რომ “ლა­ტა­რი­ე­ბის, აზარ­ტუ­ლი და მომ­გე­ბი­ა­ნი თა­მა­შო­ბე­ბის მო­წყო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბის სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­და­მუ­შავ­დე­ბა და ცვლი­ლე­ბე­ბი პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე კო­რექ­ტი­რე­ბუ­ლი სა­ხით გავა. სა­უ­ბა­რია ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს ავ­ტო­რო­ბით მომ­ზა­დე­ბულ კა­ნონპ­რო­ექ­ტზე, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენტს გან­სა­ხილ­ვე­ლად გა­სუ­ლი წლის ოქ­ტომ­ბერ­ში წა­რედ­გი­ნა, თუმ­ცა გან­ხილ­ვის პრო­ცე­სი ამ დრომ­დე შე­ჩე­რე­ბუ­ლია.

აღ­ნიშ­ნუ­ლი პა­კე­ტის მთა­ვა­რი სი­ახ­ლე აზარ­ტულ თა­მა­შებ­ზე და­მო­კი­დე­ბულ პირ­თა რე­ესტრის შექ­მნაა, რე­ესტრში შე­სულ პი­რებს კი, კა­ზი­ნო­ებ­სა და ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რებ­ში აღარ შე­უშ­ვე­ბენ. ამა­ვე კა­ნონპ­რო­ექ­ტით, 21 წლამ­დე პი­რე­ბის­თვის აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი იკ­რძა­ლე­ბა.

რო­გორც ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვილ­მა “ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას გან­მარ­ტა, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრო­ექ­ტში აი­სა­ხე­ბა შემ­დე­გი სა­კი­თხე­ბი:

  • აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის 25-წლამ­დე აკ­რძალ­ვა (მთავ­რო­ბის მიერ ინი­ცი­რე­ბულ პრო­ექ­ტში ასა­კობ­რი­ვი ცენ­ზი 21 წლამ­დეა გან­სა­ზღვრუ­ლი);
  • სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სის გარე რეკ­ლა­მის აკ­რძალ­ვა რე­ლი­გი­უ­რი და სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­დან 100-მეტ­რის რა­დი­უს­ში;
  • სა­ჯა­რო სექ­ტორ­ში მო­მუ­შა­ვე პირ­თათ­ვის და ასე­ვე, სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის ბე­ნე­ფი­ცი­არ­თათ­ვის აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის აკ­რძალ­ვის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა

დე­პუ­ტა­ტის თქმით, ე.წ. ონ­ლა­ინ­თა­მა­შებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­გეგ­მი­ლია, რომ ან­გა­რიშს­წო­რე­ბა მოხ­დეს მხო­ლოდ ბან­კე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით და ყვე­ლა­ნა­ი­რი ფსო­ნი ოფი­ცი­ა­ლუ­რი სა­ბან­კო ტრან­ზაქ­ცი­ით და­ფიქ­სირ­დეს. ასე­ვე, და­იბ­ლო­კე­ბა ქარ­თუ­ლი ბა­რა­თე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით გარე, უცხო­ურ სა­ი­ტებ­ზე ონ­ლა­ინ თა­მა­შე­ბი. ასე­ვე პირს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა, სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თოს და ამ გზით სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის წევ­რი იმ პირ­თა სი­ა­ში შე­იყ­ვა­ნოს, ვი­საც აზარ­ტულ თა­მა­შებ­ზე წვდო­მა შე­ზღუ­დუ­ლი აქვს.

“მთავ­რო­ბის მიერ ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს ავ­ტო­რო­ბით წარ­მოდ­გე­ნილ სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კეტ­ში არის სა­კი­თხე­ბი, რა­საც ჩვენ არ ვე­თან­ხმე­ბო­დით და მე­ტის და­მა­ტე­ბას ვი­თხოვ­დით. მე­ტის და­მა­ტე­ბა­ში შე­დი­ო­და ასა­კობ­რი­ვი ცენ­ზის კი­დევ უფრო გაზ­და, ქარ­თუ­ლი ბა­რა­თე­ბით უცხო­ურ სა­ი­ტებ­ზე თა­მა­შის შე­ზღუდ­ვა. ჩვენ ასე­ვე ვი­თხოვ­დით რო­გორც ონ­ლა­ინ მო­თა­მა­შე­თა რე­ესტრის, ასე­ვე რე­ა­ლურ სა­თა­მა­შო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მო­თა­მა­შე პირ­თა რე­ესტრის გა­კე­თე­ბას, სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­თათ­ვის და ასე­ვე, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ­თა სი­ა­ში მყოფთ პირ­თათ­ვის აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის აკ­რძალ­ვის სა­ვალ­დე­ბუ­ლო­ო­ბას. გარ­და ამი­სა, ჩვე­ნი მხრი­დან და­ის­ვა სა­კი­თხი რეკ­ლა­მის აკ­რძალ­ვი­სა და სა­თა­მა­შო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის სას­წავ­ლო და რე­ლი­გი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­დან კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი პე­რი­მეტ­რის და­შო­რე­ბით მო­წყო­ბის თა­ო­ბა­ზე. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხი იყო ადა­მი­ა­ნე­ბის აღ­წე­რა, თუ რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი არის და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი მო­თა­მა­შედ.

იყო სა­კი­თხე­ბი, რა­ზეც ჩვენ მა­შინ ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს­თან ვერ ვთან­ხმდე­ბო­დით - კერ­ძოდ, ვერ ვთან­ხმდე­ბო­დით ასაკ­ზე, სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბი­სათ­ვის აკ­რძალ­ვის და­წე­სე­ბის სა­ვალ­დე­ბუ­ლო­ო­ბა­ზე, რეკ­ლა­მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებ­ზე, რომ­ლის გა­რე­შეც პი­რა­დად მე ვფიქ­რობ, რომ პარ­ლა­მენტს დე­კო­რა­ცი­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი უნდა მი­ე­ღო და აქე­დან ფუნ­და­მენ­ტუ­რი რე­ფორ­მა არ გა­მო­ვი­დო­და. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ქვე­ყა­ნა­ში არის ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა.

არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ახ­ლო­ე­ბით 600 ათა­სი ადა­მი­ა­ნია ამ სერ­ვი­სით მო­სარ­გებ­ლე, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზულ სო­ცი­ა­ლურ პრობ­ლე­მებს ქმნის. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი იმ იმე­დით, რომ სა­კუ­თარ სო­ცი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბას გა­ი­უმ­ჯო­ბე­სე­ბენ, აზარ­ტულ თა­მა­შებ­ში ერ­თვე­ბი­ან და შე­დე­გად კი­დევ უფრო უა­რეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვარ­დე­ბი­ან. ჩვე­ნი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა, რომ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა შემ­ცირ­დეს. ეს არის ძა­ლი­ან პრინ­ცი­პუ­ლი სა­კი­თხი, რაც პირ­ველ რიგ­ში, სა­ხელ­მწი­ფოს სჭირ­დე­ბა.

ჩვენ გა­და­ვარ­ჩი­ნეთ ეს რე­ფორ­მა, რომ სე­სი­ა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი პირ­ვან­დე­ლი სა­ხით არ გა­ვი­ტა­ნეთ. მარ­თა­ლია, კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნა “გა­ი­წე­ლა“, მაგ­რამ წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, მი­ვი­ღებ­დით დე­კო­რა­ცი­ას და შემ­დგომ­ში პრო­ცე­სის თა­ვი­დან დაძ­ვრა ძა­ლი­ან რთუ­ლი იქ­ნე­ბო­და“, - გა­ნუ­ცხა­და “ინ­ტერპრე­ნი­უსს“ ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვილ­მა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

აზარტული თამაშები 25 წლამდე პირებს და საჯარო სექტორში მომუშავეებს აეკრძალებათ - რა სიახლეებია კანონპროექტში

აზარტული თამაშები 25 წლამდე პირებს და საჯარო სექტორში მომუშავეებს აეკრძალებათ - რა სიახლეებია კანონპროექტში

"აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით მთავრობასთან შეთანხმებული მიდგომა მდგომარეობს იმაში, რომ ეს სერვისი მიმართული იქნება უცხოელ ვიზიტორებზე, ხოლო ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ისეთი ბარიერების გაკეთებას შევეცდებით, რომ თამაშის დაწყების გადაწყვეტილებამდე ძალიან რთულად მივიდნენ", - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა განუცხადა.

გოგიჩაიშვილის ინფორმაციით, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან შეთანხმებულია, რომ “ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილების საკანონმდებლო პაკეტი მნიშვნელოვნად გადამუშავდება და ცვლილებები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კორექტირებული სახით გავა. საუბარია ფინანსთა სამინისტროს ავტორობით მომზადებულ კანონპროექტზე, რომელიც პარლამენტს განსახილველად გასული წლის ოქტომბერში წარედგინა, თუმცა განხილვის პროცესი ამ დრომდე შეჩერებულია.

აღნიშნული პაკეტის მთავარი სიახლე აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა რეესტრის შექმნაა, რეესტრში შესულ პირებს კი, კაზინოებსა და ტოტალიზატორებში აღარ შეუშვებენ. ამავე კანონპროექტით, 21 წლამდე პირებისთვის აზარტული თამაშები იკრძალება.

როგორც ლევან გოგიჩაიშვილმა “ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტა, არსებული ინფორმაციით, პროექტში აისახება შემდეგი საკითხები:

  • აზარტული თამაშების 25-წლამდე აკრძალვა (მთავრობის მიერ ინიცირებულ პროექტში ასაკობრივი ცენზი 21 წლამდეა განსაზღვრული);
  • სათამაშო ბიზნესის გარე რეკლამის აკრძალვა რელიგიური და სასწავლო დაწესებულებებიდან 100-მეტრის რადიუსში;
  • საჯარო სექტორში მომუშავე პირთათვის და ასევე, სახელმწიფო ბიუჯეტის ბენეფიციართათვის აზარტული თამაშების აკრძალვის უზრუნველყოფა

დეპუტატის თქმით, ე.წ. ონლაინთამაშებთან დაკავშირებით დაგეგმილია, რომ ანგარიშსწორება მოხდეს მხოლოდ ბანკების საშუალებით და ყველანაირი ფსონი ოფიციალური საბანკო ტრანზაქციით დაფიქსირდეს. ასევე, დაიბლოკება ქართული ბარათების გამოყენებით გარე, უცხოურ საიტებზე ონლაინ თამაშები. ასევე პირს შესაძლებლობა ექნება, სასამართლოს მიმართოს და ამ გზით საკუთარი ოჯახის წევრი იმ პირთა სიაში შეიყვანოს, ვისაც აზარტულ თამაშებზე წვდომა შეზღუდული აქვს.

“მთავრობის მიერ ფინანსთა სამინისტროს ავტორობით წარმოდგენილ საკანონმდებლო პაკეტში არის საკითხები, რასაც ჩვენ არ ვეთანხმებოდით და მეტის დამატებას ვითხოვდით. მეტის დამატებაში შედიოდა ასაკობრივი ცენზის კიდევ უფრო გაზდა, ქართული ბარათებით უცხოურ საიტებზე თამაშის შეზღუდვა. ჩვენ ასევე ვითხოვდით როგორც ონლაინ მოთამაშეთა რეესტრის, ასევე რეალურ სათამაშო დაწესებულებებში მოთამაშე პირთა რეესტრის გაკეთებას, საჯარო მოხელეთათვის და ასევე, სოციალურად დაუცველთა სიაში მყოფთ პირთათვის აზარტული თამაშების აკრძალვის სავალდებულოობას. გარდა ამისა, ჩვენი მხრიდან დაისვა საკითხი რეკლამის აკრძალვისა და სათამაშო დაწესებულებების სასწავლო და რელიგიური დაწესებულებებიდან კანონით დადგენილი პერიმეტრის დაშორებით მოწყობის თაობაზე. ასევე მნიშვნელოვანი საკითხი იყო ადამიანების აღწერა, თუ რამდენი ადამიანი არის დარეგისტრირებული მოთამაშედ.

იყო საკითხები, რაზეც ჩვენ მაშინ ფინანსთა სამინისტროსთან ვერ ვთანხმდებოდით - კერძოდ, ვერ ვთანხმდებოდით ასაკზე, საჯარო მოხელეებისათვის აკრძალვის დაწესების სავალდებულოობაზე, რეკლამასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომლის გარეშეც პირადად მე ვფიქრობ, რომ პარლამენტს დეკორაციული ცვლილებები უნდა მიეღო და აქედან ფუნდამენტური რეფორმა არ გამოვიდოდა. ამ მიმართულებით ქვეყანაში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა.

არაოფიციალური ინფორმაციით, დაახლოებით 600 ათასი ადამიანია ამ სერვისით მოსარგებლე, რომელიც ძალიან სერიოზულ სოციალურ პრობლემებს ქმნის. ეს ადამიანები იმ იმედით, რომ საკუთარ სოციალურ მდგომარეობას გაიუმჯობესებენ, აზარტულ თამაშებში ერთვებიან და შედეგად კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში ვარდებიან. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ამ ადამიანების რაოდენობა შემცირდეს. ეს არის ძალიან პრინციპული საკითხი, რაც პირველ რიგში, სახელმწიფოს სჭირდება.

ჩვენ გადავარჩინეთ ეს რეფორმა, რომ სესიაზე წარმოდგენილი პირვანდელი სახით არ გავიტანეთ. მართალია, კანონში ცვლილებების შეტანა “გაიწელა“, მაგრამ წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიღებდით დეკორაციას და შემდგომში პროცესის თავიდან დაძვრა ძალიან რთული იქნებოდა“, - განუცხადა “ინტერპრენიუსს“ ლევან გოგიჩაიშვილმა.