პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სერგეი შამბა: "არ მივიჩნევ ქართველებს მტრებად, პირველი ვიყავი, ვინც საუბარი დაიწყო, რომ დროა, საერთო მომავალზე დავიწყოთ ფიქრი"
სერგეი შამბა: "არ მივიჩნევ ქართველებს მტრებად, პირველი ვიყავი, ვინც საუბარი დაიწყო, რომ დროა, საერთო მომავალზე დავიწყოთ ფიქრი"

მე არ მი­ვიჩ­ნევ ქარ­თვე­ლებს მტრე­ბად, ბევ­რი მე­გო­ბა­რი მყავს სა­ქარ­თვე­ლო­ში. კი, ჩვენ გვქონ­და ეთ­ნი­კუ­რი კონ­ფლიქ­ტი, თუმ­ცა ის დიდ­წი­ლად პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ფლიქ­ტი იყო, - ამის შე­სა­ხებ აფხა­ზე­თის დე ფაქ­ტო რეს­პუბ­ლი­კის ყო­ფილ­მა ე.წ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, „დე­პუ­ტატ­მა“ სერ­გეი შამ­ბამ რა­დი­ო­სად­გურ Эхо Москвы-სთვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

„მე სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის ლი­დე­რი ვი­ყა­ვი. მაგ­რამ მე პირ­ვე­ლი ვი­ყა­ვი, ვინც სა­უ­ბა­რი და­ი­წყო იმა­ზე, რომ დროა, დი­ა­ლო­გის დამ­ყა­რე­ბა და სა­ერ­თო მო­მა­ვალ­ზე ფიქ­რი და­ვი­წყოთ. ჩვენ მე­ზო­ბე­ლი ერე­ბი ვართ და ვი­ყოთ მე­ზობ­ლე­ბი ჩვე­ნი ბე­დის­წე­რაა. მე­ზო­ბელ ერებს შო­რის, არა მხო­ლოდ ჩვენ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის, ყო­ველ­თვის იყო ომე­ბი, ევ­რო­პა­შიც კი. თუმ­ცა, შემ­დეგ დგე­ბა დრო, რო­დე­საც ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­ლა­გე­ბა უნდა მოხ­დეს. ჩემი აზ­რით, ახლა შე­იძ­ლე­ბა ასე­თი დი­ა­ლო­გის და­წყე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თან“, - გა­ნა­ცხა­და სერ­გეი შამ­ბამ.

სერ­გეი შამ­ბამ ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ „აფხა­ზე­თის­თვის რუ­სე­თის მიერ აღი­ა­რე­ბა ყვე­ლა სა­კი­თხის გა­დაჭ­რაა“.

„დიდი რუ­სე­თი პა­ტა­რა აფხა­ზე­თის­თვის მთე­ლი სამ­ყა­როა. ჩვენ შეგ­ვიძ­ლია რუ­სეთ­თან ერ­თად გა­დავ­ჭრათ ჩვე­ნი უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის სა­კი­თხე­ბი, ვი­ნა­ი­დან რუ­სე­თი გვთა­ვა­ზობს არა მხო­ლოდ თა­ვის ბაზ­რებს, არა­მედ ეკო­ნო­მი­კურ დახ­მა­რე­ბა­საც. ამ თვალ­საზ­რი­სით რუ­სე­თი ჩვენ­თვის მთე­ლი სამ­ყა­როა“, - აღ­ნიშ­ნა სერ­გეი შამ­ბამ.

კი­თხვას, თუ რა­ტომ შეძ­ლო აჭა­რამ მა­ღა­ლი დო­ნის ევ­რო­პუ­ლი კუ­რორ­ტის შექ­მნა, ხოლო აფხა­ზეთ­მა - ვერა, სერ­გეი შამ­ბამ უპა­სუ­ხა:

„იქ ბევ­რი ინ­ვეს­ტი­ცია იყო. სა­ქარ­თვე­ლოს მთე­ლი მსოფ­ლიო ეხ­მა­რე­ბა: ევ­რო­პა, აშშ. ისი­ნი და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­ნი არი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის ჩა­დე­ბით. ჩვენ კი ორი­ენ­ტი­რე­ბა მხო­ლოდ რუ­სულ ინ­ვეს­ტი­ცი­ებ­ზე გვაქვს“.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

სერგეი შამბა: "არ მივიჩნევ ქართველებს მტრებად, პირველი ვიყავი, ვინც საუბარი დაიწყო, რომ დროა, საერთო მომავალზე დავიწყოთ ფიქრი"

სერგეი შამბა: "არ მივიჩნევ ქართველებს მტრებად, პირველი ვიყავი, ვინც საუბარი დაიწყო, რომ დროა, საერთო მომავალზე დავიწყოთ ფიქრი"

მე არ მივიჩნევ ქართველებს მტრებად, ბევრი მეგობარი მყავს საქართველოში. კი, ჩვენ გვქონდა ეთნიკური კონფლიქტი, თუმცა ის დიდწილად პოლიტიკური კონფლიქტი იყო, - ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა ე.წ პრემიერ-მინისტრმა, „დეპუტატმა“ სერგეი შამბამ რადიოსადგურ Эхо Москвы-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„მე საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლის ლიდერი ვიყავი. მაგრამ მე პირველი ვიყავი, ვინც საუბარი დაიწყო იმაზე, რომ დროა, დიალოგის დამყარება და საერთო მომავალზე ფიქრი დავიწყოთ. ჩვენ მეზობელი ერები ვართ და ვიყოთ მეზობლები ჩვენი ბედისწერაა. მეზობელ ერებს შორის, არა მხოლოდ ჩვენსა და საქართველოს შორის, ყოველთვის იყო ომები, ევროპაშიც კი. თუმცა, შემდეგ დგება დრო, როდესაც ურთიერთობების დალაგება უნდა მოხდეს. ჩემი აზრით, ახლა შეიძლება ასეთი დიალოგის დაწყება საქართველოსთან“, - განაცხადა სერგეი შამბამ.

სერგეი შამბამ ასევე აღნიშნა, რომ „აფხაზეთისთვის რუსეთის მიერ აღიარება ყველა საკითხის გადაჭრაა“.

„დიდი რუსეთი პატარა აფხაზეთისთვის მთელი სამყაროა. ჩვენ შეგვიძლია რუსეთთან ერთად გადავჭრათ ჩვენი უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარების საკითხები, ვინაიდან რუსეთი გვთავაზობს არა მხოლოდ თავის ბაზრებს, არამედ ეკონომიკურ დახმარებასაც. ამ თვალსაზრისით რუსეთი ჩვენთვის მთელი სამყაროა“, - აღნიშნა სერგეი შამბამ.

კითხვას, თუ რატომ შეძლო აჭარამ მაღალი დონის ევროპული კურორტის შექმნა, ხოლო აფხაზეთმა - ვერა, სერგეი შამბამ უპასუხა:

„იქ ბევრი ინვესტიცია იყო. საქართველოს მთელი მსოფლიო ეხმარება: ევროპა, აშშ. ისინი დაინტერესებულნი არიან საქართველოში ინვესტიციების ჩადებით. ჩვენ კი ორიენტირება მხოლოდ რუსულ ინვესტიციებზე გვაქვს“.

კლდესავით იდგა და ამაგრებდა ქართულ მიწა-წყალს - ოკუპირებული სამაჩაბლოს სიმბოლოდ ქცეული დათა პაპა აღარ გვყავს

საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები დათა ვანიშვილი გარდაიცვალა

"უთქვამს, კარანტინში არ გამიშვათ, ცუდად ვარ, მოვკვდები იქო... სასწრაფო დაგვიანებით გამოიძახეს" - რას ამბობენ მხარეები ანაკლიის კოვიდსასტუმროში ქალის გარდაცვალებაზე