პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა დაუჯდა ბიუჯეტს NATO-ს სამიტში პრეზიდენტის მონაწილეობა - 3-დღიანი ვიზიტის ხარჯები
რა დაუჯდა ბიუჯეტს NATO-ს სამიტში პრეზიდენტის მონაწილეობა - 3-დღიანი ვიზიტის ხარჯები

ბრი­უ­სე­ლში 11-12 ივ­ლისს NATO-ს სა­მიტი გა­ი­მარ­თა. სწო­რედ ამ სა­მიტ­ზე, პირ­ვე­ლად, სა­ქარ­თვე­ლო­სა და ნატო-ს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ის­ტო­რი­ა­ში, უმაღ­ლეს დო­ნე­ზე გა­ი­მარ­თა შეხ­ვედ­რა სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­ურ­თა მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, სა­დაც სა­უ­ბა­რი შე­ე­ხო სა­ქარ­თვე­ლოს უსაფრ­თხო­ე­ბის გა­მოწ­ვე­ვებს, თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა­სა და ამ კონ­ტექ­სტში ნატო-სა­ქარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შემ­დგომ გაძ­ლი­ე­რე­ბა­ს.

სა­მიტ­ზე და­სას­წრე­ბად, ბრი­უ­სელ­ში ქარ­თუ­ლი დე­ლე­გა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის მე­თა­უ­რო­ბით გა­ემ­გზავ­რა. AMBEBI.GE-მ პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ მი­მარ­თა და გა­მო­ი­თხო­ვა სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცია იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რა და­უჯ­და ქვეყ­ნის ბი­უ­ჯეტს ქარ­თუ­ლი დე­ლე­გა­ცი­ის ვი­ზი­ტი ბრი­უ­სელ­ში. პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ მო­თხოვ­ნი­ლი სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცია დათ­ქმულ ვა­დებ­ში მოგ­ვა­წო­და.

რო­გორც ირ­კვე­ვა, ბრი­უ­სელ­ში ნატო-ს სა­მიტ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის და ქარ­თუ­ლი დე­ლე­გა­ცი­ის 3-დღი­ა­ნი ვი­ზი­ტი სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტს 21 059 ლარი და­უჯ­და.

გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ბელ­გი­ის სა­მე­ფო­ში ნატო-ს სა­მიტ­ზე და­სას­წრე­ბად 10 ივ­ლისს გა­ემ­გზავ­რა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის 5 თა­ნამ­შრო­მელ­თან ერ­თად. პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­დან დე­ლე­გა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ: სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი, პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნიტ­რა­ცი­ის უფ­რო­სი - გი­ორ­გი აბა­შიშ­ვი­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის მრჩე­ვე­ლი, სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა მდი­ვა­ნი - თენ­გიზ ფხა­ლა­ძე, პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პრო­ტო­კო­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლი - ლაშა კვერ­ნა­ძე, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი - სო­ფი­კო ჯა­ჯა­ნაშ­ვი­ლი და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ვი­დე­ო­ო­პე­რა­ტო­რი - ბე­ქარ ხუ­ლე­ლი­ძე.

პრე­ზი­დენ­ტი­სა და დე­ლე­გა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბის ვი­ზი­ტი­სას სა­დღე­ღა­მი­სო ნორ­მის ხარ­ჯებ­მა 5 131 ლარი შე­ად­გი­ნა. აქე­დან მხო­ლოდ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის დღი­ურ­მა ნორ­მამ 2,525 ლარი შე­ად­გი­ნა. შე­და­რე­ბით მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა დე­ლე­გა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბის ხარ­ჯე­ბი. მა­გა­ლი­თად, აბა­შიშ­ვი­ლი­სა და ფხა­ლა­ძის ხარ­ჯე­ბის დღი­ურ­მა ნორ­მამ - 584 და 626 ლარი შე­ად­გი­ნა. ხოლო კვერ­ნა­ძი­სა და ჯა­ჯა­ნაშ­ვი­ლის ხარ­ჯმა 454 ლარი შე­ად­გი­ნა. 422 ლარი შე­ად­გი­ნა ვი­დე­ო­ო­პე­რა­ტო­რის, ბე­ქარ ხუ­ლე­ლი­ძის სა­დღე­ღა­მი­სო ნორ­მამ.

რაც შე­ე­ხე­ბა ბრი­უ­სელ­ში ნატო-ს სა­მი­ტის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თის და­ქი­რა­ვე­ბის ხარ­ჯებს, ეს სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტს 15 928 ლარი და­უჯ­და. აქე­დან, პრე­ზი­დენ­ტის აპარ­ტა­მენ­ტის ხარ­ჯმა სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 5 257 ლარი შე­ად­გი­ნა. გი­ორ­გი აბა­შიშ­ვი­ლის­თვის გა­წე­ულ­მა ხარ­ჯმა - 3 222 ლარი. ანა­ლო­გი­უ­რი თან­ხა და­უჯ­და ბი­უ­ჯეტს ფხა­ლა­ძის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თის და­ქი­რა­ვე­ბის ხარ­ჯე­ბი.

ხოლო კვერ­ნა­ძის, ჯა­ჯა­ნაშ­ვი­ლი­სა და ხუ­ლე­ლი­ძის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თის­თვის თი­თო­ე­უ­ლის­თვის 1 409 ლარი გა­მო­ი­ყო.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ დე­ლე­გა­ცი­ა­ში ასე­ვე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი და­ვით ზალ­კა­ლი­ა­ნი, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ლე­ვან იზო­რია, ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვა­ნი და­ვით რაქ­ვი­აშ­ვი­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის უფ­რო­სი ვლა­დი­მერ ჩა­ჩი­ბა­ია და ნა­ტოს­თან სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ალექ­სან­დრე მა­ი­სუ­რა­ძე. ასე­ვე სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს 2 თა­ნამ­შრო­მე­ლი. პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ხარ­ჯებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცია არ მო­უ­წო­დე­ბია.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თა ხარ­ჯებს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის 2005 წლის ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბა არე­გუ­ლი­რებს, სა­დაც გა­წე­რი­ლია თუ რა რა­ო­დე­ნო­ბის თან­ხის და­ხარ­ჯვა შე­უძ­ლია ამა თუ იმ თა­ნამ­დე­ბო­ბის პირს. სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის 2005 წლის 20 აპ­რი­ლის #231 ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბით გა­ნი­სა­ზღვრა სა­ჯა­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­თათ­ვის სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მივ­ლი­ნე­ბის ხარ­ჯე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბის წესი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

რა დაუჯდა ბიუჯეტს NATO-ს სამიტში პრეზიდენტის მონაწილეობა - 3-დღიანი ვიზიტის ხარჯები

რა დაუჯდა ბიუჯეტს NATO-ს სამიტში პრეზიდენტის მონაწილეობა - 3-დღიანი ვიზიტის ხარჯები

ბრიუსელში 11-12 ივლისს NATO-ს სამიტი გაიმართა. სწორედ ამ სამიტზე, პირველად, საქართველოსა და ნატო-ს ურთიერთობების ისტორიაში, უმაღლეს დონეზე გაიმართა შეხვედრა სახელმწიფოს მეთაურთა მონაწილეობით, სადაც საუბარი შეეხო საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებს, თავდაცვისუნარიანობასა და ამ კონტექსტში ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებას.

სამიტზე დასასწრებად, ბრიუსელში ქართული დელეგაცია საქართველოს პრეზიდენტის მეთაურობით გაემგზავრა. AMBEBI.GE-მ პრეზიდენტის ადმინისტრაციას რამდენიმე კვირის წინ მიმართა და გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა დაუჯდა ქვეყნის ბიუჯეტს ქართული დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია დათქმულ ვადებში მოგვაწოდა.

როგორც ირკვევა, ბრიუსელში ნატო-ს სამიტზე საქართველოს პრეზიდენტის და ქართული დელეგაციის 3-დღიანი ვიზიტი სახელმწიფო ბიუჯეტს 21 059 ლარი დაუჯდა.

გიორგი მარგველაშვილი ბელგიის სამეფოში ნატო-ს სამიტზე დასასწრებად 10 ივლისს გაემგზავრა ადმინისტრაციის 5 თანამშრომელთან ერთად. პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან დელეგაციაში იმყოფებოდნენ: საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრეზიდენტის ადმინიტრაციის უფროსი - გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი, საგარეო ურთიერთობათა მდივანი - თენგიზ ფხალაძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლის ხელმძღვანელი - ლაშა კვერნაძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - სოფიკო ჯაჯანაშვილი და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის ვიდეოოპერატორი - ბექარ ხულელიძე.

პრეზიდენტისა და დელეგაციაში მონაწილე პირების ვიზიტისას სადღეღამისო ნორმის ხარჯებმა 5 131 ლარი შეადგინა. აქედან მხოლოდ გიორგი მარგველაშვილის დღიურმა ნორმამ 2,525 ლარი შეადგინა. შედარებით მოკრძალებული აღმოჩნდა დელეგაციაში მონაწილე პირების ხარჯები. მაგალითად, აბაშიშვილისა და ფხალაძის ხარჯების დღიურმა ნორმამ - 584 და 626 ლარი შეადგინა. ხოლო კვერნაძისა და ჯაჯანაშვილის ხარჯმა 454 ლარი შეადგინა. 422 ლარი შეადგინა ვიდეოოპერატორის, ბექარ ხულელიძის სადღეღამისო ნორმამ.

რაც შეეხება ბრიუსელში ნატო-ს სამიტის მიმდინარეობისას საცხოვრებელი ფართის დაქირავების ხარჯებს, ეს სახელმწიფო ბიუჯეტს 15 928 ლარი დაუჯდა. აქედან, პრეზიდენტის აპარტამენტის ხარჯმა სამი დღის განმავლობაში 5 257 ლარი შეადგინა. გიორგი აბაშიშვილისთვის გაწეულმა ხარჯმა - 3 222 ლარი. ანალოგიური თანხა დაუჯდა ბიუჯეტს ფხალაძისთვის გამოყოფილი საცხოვრებელი ფართის დაქირავების ხარჯები.

ხოლო კვერნაძის, ჯაჯანაშვილისა და ხულელიძის საცხოვრებელი ფართისთვის თითოეულისთვის 1 409 ლარი გამოიყო.

აღსანიშნავია, რომ დელეგაციაში ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია და ნატოსთან საქართველოს წარმომადგენელი ალექსანდრე მაისურაძე. ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს 2 თანამშრომელი. პრეზიდენტის ადმინისტრაციას ამ ადამიანების ხარჯებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მოუწოდებია.

ცნობისთვის, საქართველოს თანამდებობის პირთა ხარჯებს საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის ბრძანებულება არეგულირებს, სადაც გაწერილია თუ რა რაოდენობის თანხის დახარჯვა შეუძლია ამა თუ იმ თანამდებობის პირს. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის #231 ბრძანებულებით განისაზღვრა საჯარო მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესი.

რა მოლოდინია ნატო-ს სამიტისგან, სადაც საქართველოს საკითხსაც განიხილავენ

"ყველა ვალდებულებას საქართველო პირნათლად ასრულებს, ველით, რომ ეს სათანადოდ იქნება დაფასებული" - ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს სამიტზე

"სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად - საქართველოსთვის“ - რას წერს გიორგი გახარია ფილიპ რიკერთან შეხვედრის შემდეგ