მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ შემიძლია, საკუთარ შვილებს ჩავეხუტო" - აშშ-ში მღვდლების მიერ გაუპატიურებული ადამიანები საჯაროდ საუბრობენ
"არ შემიძლია, საკუთარ შვილებს ჩავეხუტო" - აშშ-ში მღვდლების მიერ გაუპატიურებული ადამიანები საჯაროდ საუბრობენ

აშშ-ს კა­თო­ლი­კურ ეკ­ლე­სი­ა­ში ძა­ლა­დო­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად გა­მო­ძი­ე­ბა დას­რულ­და. გა­მომ­ძი­ებ­ლებს ჩვე­ნე­ბა სა­ეკ­ლე­სიო პი­რებ­თან ერ­თად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებ­მაც მის­ცეს. მღვდლე­ბის მიერ სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლნი სა­კუ­თა­რი მძი­მე გა­მოც­დი­ლე­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რო­ბენ, მა­სა­ლას CNN აქ­ვეყ­ნებს.

70 წელი გა­ვი­და მას შემ­დეგ, რაც რო­ბერ­ტი მღვდელ­მა გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა. ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტრავ­მის გამო ის დღემ­დე დის­ტან­ცი­რე­ბუ­ლია სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის წევ­რე­ბის­გან.

„ვერ ვა­ხერ­ხებ გა­მოვ­ხა­ტო გრძნო­ბე­ბი სა­კუ­თა­რი ცო­ლის მი­მართ. არ შე­მიძ­ლია მო­ვეხ­ვიო, ან ჩა­ვე­ხუ­ტო ჩემს შვი­ლებს,“ - ამ­ბობს რო­ბერ­ტი, რო­მე­ლიც ახლა 83 წლი­საა.

ტრავ­მა, რო­მე­ლიც მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე გრძელ­დე­ბა, პენ­სილ­ვა­ნი­ე­ლი მღვდლე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბით 1000-ზე მეტ­მა ადა­მი­ან­მა მი­ი­ღო.

გა­მო­ძი­ე­ბის 887 გვერ­დი­ან ან­გა­რიშ­ში 300-ზე მეტი მღვდე­ლი ამ­ხი­ლეს. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მათ 1000-ზე მეტი ბავ­შვი ჰყავთ გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბუ­ლი. გა­მო­ძი­ე­ბა ში­შობს, რომ ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი ბევ­რად მე­ტია.

რო­ბერ­ტი 13 წლის იყო, რო­დე­საც მას­ზე იძა­ლა­დეს და ამის შე­სა­ხებ არა­ვის­თვის უთ­ქვამს.

ვინ და­მი­ჯე­რებ­და 1947 თუ 1948 წელს, რომ ჩემ­ზე მღვდე­ლი ძა­ლა­დობ­და? ასე­თი ამ­ბის შე­სა­ხებ იმ პე­რი­ოდ­ში არა­ვის სმე­ნო­და, რად­გან ყვე­ლა მა­ლავ­და.

რო­ბერ­ტის აზ­რით, მას­ზე მარ­ტი­ვად იმი­ტომ ბე­დავ­დნენ ძა­ლა­დო­ბას, რომ მამა არ ჰყავ­და.

გა­მო­ძი­ე­ბამ არა­ერ­თი სხვა შო­კის­მომ­გვრე­ლი ამ­ბა­ვი გა­მო­ავ­ლი­ნა, მათ შო­რის - მღვდე­ლი ძა­ლა­დობ­და ბიჭ­ზე და არ­წმუ­ნებ­და, რომ ასე უნდა შე­ე­მოწ­მე­ბი­ნათ სიმ­სივ­ნე; აივ-და­დე­ბი­თი მღვდე­ლი წლე­ბის მან­ძილ­ზე აუ­პა­ტი­უ­რებ­და ბავ­შვებს, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ის და­ა­პა­ტიმ­რეს...

კი­დევ ერთი მსხვერ­პლი, რო­მე­ლიც სა­ჯა­როდ სა­უბ­რობს მომ­ხდარ­ზე, კე­რო­ლი­ნია. მისი თქმით, რო­დე­საც მო­ძა­ლა­დეს პირ­ვე­ლად შეხ­ვდა, 18 თვის იყო. წლე­ბი გა­დი­ო­და და მღვდე­ლი მას­ზე ძა­ლა­დო­ბას არ წყვეტ­და.

რო­დე­საც სი­ტყვა „ღმერ­თი“ ეს­მის, კე­რო­ლინს მუდ­მი­ვად სა­კუ­თა­რი მძი­მე გა­მოც­დი­ლე­ბა ახ­სენ­დე­ბა.

„გა­მო­ძი­ე­ბის ან­გა­რი­ში, ვფიქ­რობ, და­ეხ­მა­რე­ბა ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც არ ჰყავს ოჯა­ხი. მათ ეცო­დი­ნე­ბათ, რომ უამ­რავ ადა­მი­ანს სჯე­რა მათი და მხარს უჭე­რენ,“ - ამ­ბობს კე­რო­ლი­ნი.

გა­მო­ძი­ე­ბა აშშ-ს კა­თო­ლი­კურ ეკ­ლე­სი­ა­ში ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. და­ი­კი­თხა ათო­ბით მღვდე­ლი და მათ­მა უმე­ტე­სო­ბამ ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­უ­ლებ­ზე ღიად ისა­უბ­რა.

მსხვერ­პლთა უმე­ტე­სო­ბა ბი­ჭია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"არ შემიძლია, საკუთარ შვილებს ჩავეხუტო" - აშშ-ში მღვდლების მიერ გაუპატიურებული ადამიანები საჯაროდ საუბრობენ

"არ შემიძლია, საკუთარ შვილებს ჩავეხუტო" - აშშ-ში მღვდლების მიერ გაუპატიურებული ადამიანები საჯაროდ საუბრობენ

აშშ-ს კათოლიკურ ეკლესიაში ძალადობის გამოსავლენად გამოძიება დასრულდა. გამომძიებლებს ჩვენება საეკლესიო პირებთან ერთად დაზარალებულებმაც მისცეს. მღვდლების მიერ სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი საკუთარი მძიმე გამოცდილების შესახებ საუბრობენ, მასალას CNN აქვეყნებს.

70 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რობერტი მღვდელმა გააუპატიურა. ფსიქოლოგიური ტრავმის გამო ის დღემდე დისტანცირებულია საკუთარი ოჯახის წევრებისგან.

„ვერ ვახერხებ გამოვხატო გრძნობები საკუთარი ცოლის მიმართ. არ შემიძლია მოვეხვიო, ან ჩავეხუტო ჩემს შვილებს,“ - ამბობს რობერტი, რომელიც ახლა 83 წლისაა.

ტრავმა, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება, პენსილვანიელი მღვდლების დამსახურებით 1000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

გამოძიების 887 გვერდიან ანგარიშში 300-ზე მეტი მღვდელი ამხილეს. წლების განმავლობაში მათ 1000-ზე მეტი ბავშვი ჰყავთ გაუპატიურებული. გამოძიება შიშობს, რომ ძალადობის მსხვერპლი ბევრად მეტია.

რობერტი 13 წლის იყო, როდესაც მასზე იძალადეს და ამის შესახებ არავისთვის უთქვამს.

ვინ დამიჯერებდა 1947 თუ 1948 წელს, რომ ჩემზე მღვდელი ძალადობდა? ასეთი ამბის შესახებ იმ პერიოდში არავის სმენოდა, რადგან ყველა მალავდა.

რობერტის აზრით, მასზე მარტივად იმიტომ ბედავდნენ ძალადობას, რომ მამა არ ჰყავდა.

გამოძიებამ არაერთი სხვა შოკისმომგვრელი ამბავი გამოავლინა, მათ შორის - მღვდელი ძალადობდა ბიჭზე და არწმუნებდა, რომ ასე უნდა შეემოწმებინათ სიმსივნე; აივ-დადებითი მღვდელი წლების მანძილზე აუპატიურებდა ბავშვებს, მოგვიანებით კი ის დააპატიმრეს...

კიდევ ერთი მსხვერპლი, რომელიც საჯაროდ საუბრობს მომხდარზე, კეროლინია. მისი თქმით, როდესაც მოძალადეს პირველად შეხვდა, 18 თვის იყო. წლები გადიოდა და მღვდელი მასზე ძალადობას არ წყვეტდა.

როდესაც სიტყვა „ღმერთი“ ესმის, კეროლინს მუდმივად საკუთარი მძიმე გამოცდილება ახსენდება.

„გამოძიების ანგარიში, ვფიქრობ, დაეხმარება ადამიანებს, ვისაც არ ჰყავს ოჯახი. მათ ეცოდინებათ, რომ უამრავ ადამიანს სჯერა მათი და მხარს უჭერენ,“ - ამბობს კეროლინი.

გამოძიება აშშ-ს კათოლიკურ ეკლესიაში ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაიკითხა ათობით მღვდელი და მათმა უმეტესობამ ჩადენილ დანაშაულებზე ღიად ისაუბრა.

მსხვერპლთა უმეტესობა ბიჭია.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე