მსოფლიო
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ქალიშვილის პირადი ცხოვრება - ვინ იყო ლეილა ალიევას მეუღლე, რომელსაც 9 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდა
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ქალიშვილის პირადი ცხოვრება - ვინ იყო ლეილა ალიევას მეუღლე, რომელსაც 9 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდა

აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტის, ილ­ჰამ ალი­ე­ვის ქა­ლიშ­ვი­ლი, ლე­ი­ლა ალი­ე­ვა მსოფ­ლიო მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში არა­ერ­თხელ მო­ექ­ცა. ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პირი სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად ხში­რად ჩნდე­ბა. ლე­ი­ლა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბა­შია ჩარ­თუ­ლი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის კულ­ტუ­რი­სა და ტრა­დი­ცი­ე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით აქ­ტი­უ­რად ეწე­ვა.

ბავ­შვო­ბა და სტუ­დენ­ტო­ბა

ლე­ი­ლა ალი­ე­ვა 1984 წლის 3 ივ­ლისს, მოს­კოვ­ში და­ი­ბა­და. მას ჰყავს და არზუ, რო­მე­ლიც კი­ნოპ­რო­დი­უ­სე­რია და ძმა ჰე­ი­და­რი - აზერ­ბა­ი­ჯა­ნის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი აკა­დე­მი­ის სტუ­დენ­ტი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მოს­კოვ­ში და­ი­ბა­და სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბა მან ბა­ქოს­გიმ­ნა­ზი­ურ სკო­ლა­ში მი­ი­ღო. ეს სკო­ლა თა­ვის დრო­ზე ბევ­რმა ცნო­ბილ­მა ადა­მი­ან­მა და­ამ­თავ­რა, მათ შო­რის აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ­მა მწერ­ლებ­მა, მსა­ხი­ო­ბებ­მა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­ებ­მა. 2000 წელს გო­გო­ნამ ევ­რო­პის ბიზ­ნეს სკო­ლა­ში ჩა­ა­ბა­რა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი მა­გის­ტრა­ტუ­რა მოს­კო­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ი­ა­რა.

საქ­მი­ა­ნო­ბა

2006 წელს გო­გო­ნა მოს­კოვ­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად, სა­დაც სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩა­ე­ბა. 2007 წელს ლე­ი­ლა "ჰე­ი­დარ ალი­ე­ვის ფონ­დის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გახ­და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში. ფონ­დი ლე­ი­ლას დე­დამ, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პირ­ველ­მა ლე­დიმ მეჰ­რი­ბან ალი­ე­ვამ მა­მამ­თი­ლის სა­პა­ტივ­ცე­მუ­ლოდ და­ა­ფუძნა და მისი მი­ზა­ნია ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის ეროვ­ნუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­და­ცე­მა და მათი აქ­ტი­უ­რო­ბა ამ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში.

2007 წლის 19 დე­კემ­ბერს რუ­სე­თის დე­და­ქა­ლაქ­ში ჟურ­ნალ "ბა­ქოს“ პირ­ვე­ლი ნო­მე­რი გა­მო­ვი­და, რომ­ლის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი ლე­ი­ლა გახ­ლდათ. ჟურ­ნა­ლი რუ­სულ ენა­ზე გა­მო­დის და სტა­ტი­ე­ბი ეძღვნე­ბა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ის­ტო­რი­ას, ხე­ლოვ­ნე­ბას, კულ­ტუ­რას, ტრა­დი­ცი­ებ­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე ცხოვ­რე­ბას. 2011 წელს ლონ­დონ­ში გა­ი­მარ­თა ჟურ­ნალ "ბა­ქოს“ ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი გა­მო­ცე­მის პრე­ზენ­ტა­ცია. 2008 წლი­დან ლე­ი­ლა, რო­გორც მთა­ვა­რი კო­ორ­დი­ნა­ტო­რი, მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებს ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის ახალ­გაზ­რდულ ფო­რუმ­ში.

ლე­ი­ლა ალი­ე­ვას ეკუთ­ვნის ინი­ცი­ა­ტი­ვა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც მან რუ­სეთ­ში ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცია, რომ­ლის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია რუ­სეთ­ში მცხოვ­რე­ბი ახალ­გაზ­რდა აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა და თა­ვი­ან­თი ტრა­დი­ცი­ე­ბის პრო­პა­გან­და. 2011 წელს ლე­ი­ლა ალი­ე­ვა "ჰე­ი­დარ ალი­ე­ვის ფონ­დის" ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი გახ­და. ამა­ვე წელს, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის დი­ას­პო­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ში, ნა­ყო­ფი­ე­რი საქ­მი­ა­ნო­ბას­თვის ილ­ჰამ ალი­ე­ვის ბრძა­ნე­ბით ლე­ი­ლას მე­და­ლი გა­დას­ცეს. 2015 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე რუ­სეთ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაღ­რმა­ვე­ბის, ეკო­ნო­მი­კუ­რი კავ­ში­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და სა­ზღვარ­გა­რეთ რუ­სუ­ლი ენის პო­პუ­ლა­რი­ზე­ბის­თვის ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა ლე­ი­ლა ალი­ე­ვა პუშ­კი­ნის სა­ხე­ლო­ბის მედ­ლით და­ა­ჯილ­დო­ვა.

ლე­ი­ლა ჰე­ი­დარ ალი­ევ­თან ერ­თად

პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

2006 წელს ლე­ი­ლა რუ­სუ­ლი ჰოლ­დინ­გის CrocusGroup-ის ვიცე-პრე­ზი­დენტს, რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე წარ­მო­შო­ბით აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ მომ­ღე­რალს, ემინ აგა­ლა­როვს გაჰ­ყვა ცო­ლად. მო­მა­ვალ მე­უღ­ლეს გო­გო­ნა პირ­ვე­ლად სა­თხი­ლა­მუ­რო კუ­რორტ სანტ-მო­რის­ზე შეხ­ვდა. იმი­სათ­ვის, რომ ლე­ი­ლა ემინ­თან პა­ე­მან­ზე წა­სუ­ლი­ყო, ბიჭი ნე­ბარ­თვას ილ­ჰამ ალი­ე­ვის­გან იღებ­და. ქორ­წილ­ში ალი­ე­ვე­ბის მხრი­დან 150 კაცი და­პა­ტი­ჟეს, ემი­ნის­გან კი - 90. ცე­რე­მო­ნი­ის შემ­დგო­მი წვე­უ­ლე­ბა მოს­კო­ვის დიდ სა­ვაჭ­რო ცენ­ტრში "Crocus City Mall"-ში გა­ი­მარ­თა. არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ბან­კე­ტო დარ­ბა­ზის­თვის ჩარ­ტე­რუ­ლი რე­ი­სით ათა­სი ორ­ქი­დეა და თეთ­რი ვარ­დი ჩა­ი­ტა­ნეს. თაფ­ლო­ბის თვე წყვილ­მა მალ­დი­ვებ­ზე გა­ა­ტა­რა.

2008 წლის 1 დე­კემ­ბერს აშშ-ის ერთ-ერთ სამ­შო­ბი­ა­რო­ში ლე­ი­ლას ტყუ­პი ბიჭი - ალი და მი­ქა­ე­ლი ეყო­ლა. 9-წლი­ა­ნია თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ, 2015 წლის მა­ის­ში წყვი­ლი გან­ქორ­წინ­და. რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით ემინ აგა­ლა­როვ­მა გა­ნა­ცხა­და, წყვილ­მა ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ერ­თობ­ლი­ვად მი­ი­ღო. მუ­სი­კოს­მა ისიც და­ა­მა­ტა, რომ ახლა მათი ურ­თი­ერ­თო­ბა გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სია, ვიდ­რე ქორ­წი­ნე­ბის დროს...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ქალიშვილის პირადი ცხოვრება - ვინ იყო ლეილა ალიევას მეუღლე, რომელსაც 9 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდა

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ქალიშვილის პირადი ცხოვრება - ვინ იყო ლეილა ალიევას მეუღლე, რომელსაც 9 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდა

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ქალიშვილი, ლეილა ალიევა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოექცა. ქვეყნის პირველი პირი სხვადასხვა ღონისძიებაზე ქალიშვილთან ერთად ხშირად ჩნდება. ლეილა საზოგადოებრივ საქმიანობაშია ჩართული და აზერბაიჯანის კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციას მსოფლიოს მასშტაბით აქტიურად ეწევა.

ბავშვობა და სტუდენტობა

ლეილა ალიევა 1984 წლის 3 ივლისს, მოსკოვში დაიბადა. მას ჰყავს და არზუ, რომელიც კინოპროდიუსერია და ძმა ჰეიდარი - აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის სტუდენტი. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვში დაიბადა სასკოლო განათლება მან ბაქოსგიმნაზიურ სკოლაში მიიღო. ეს სკოლა თავის დროზე ბევრმა ცნობილმა ადამიანმა დაამთავრა, მათ შორის აზერბაიჯანელმა მწერლებმა, მსახიობებმა და საზოგადო მოღვაწეებმა. 2000 წელს გოგონამ ევროპის ბიზნეს სკოლაში ჩააბარა, მოგვიანებით კი მაგისტრატურა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიარა.

საქმიანობა

2006 წელს გოგონა მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩაება. 2007 წელს ლეილა "ჰეიდარ ალიევის ფონდის" წარმომადგენელი გახდა რუსეთის ფედერაციაში. ფონდი ლეილას დედამ, აზერბაიჯანის პირველმა ლედიმ მეჰრიბან ალიევამ მამამთილის საპატივცემულოდ დააფუძნა და მისი მიზანია ახალგაზრდებისთვის ეროვნული ღირებულებების გადაცემა და მათი აქტიურობა ამ საქმიანობაში.

2007 წლის 19 დეკემბერს რუსეთის დედაქალაქში ჟურნალ "ბაქოს“ პირველი ნომერი გამოვიდა, რომლის მთავარი რედაქტორი ლეილა გახლდათ. ჟურნალი რუსულ ენაზე გამოდის და სტატიები ეძღვნება აზერბაიჯანის ისტორიას, ხელოვნებას, კულტურას, ტრადიციებსა და თანამედროვე ცხოვრებას. 2011 წელს ლონდონში გაიმართა ჟურნალ "ბაქოს“ ინგლისურენოვანი გამოცემის პრეზენტაცია. 2008 წლიდან ლეილა, როგორც მთავარი კოორდინატორი, მონაწილეობას იღებს ისლამური სახელმწიფოების ახალგაზრდულ ფორუმში.

ლეილა ალიევას ეკუთვნის ინიციატივა, რომლის თანახმადაც მან რუსეთში ჩამოაყალიბა აზერბაიჯანელი ახალგაზრდების ორგანიზაცია, რომლის მთავარი მიზანია რუსეთში მცხოვრები ახალგაზრდა აზერბაიჯანელების გაერთიანება და თავიანთი ტრადიციების პროპაგანდა. 2011 წელს ლეილა ალიევა "ჰეიდარ ალიევის ფონდის" ვიცე-პრეზიდენტი გახდა. ამავე წელს, აზერბაიჯანის დიასპორის განვითარებაში, ნაყოფიერი საქმიანობასთვის ილჰამ ალიევის ბრძანებით ლეილას მედალი გადასცეს. 2015 წლის შემოდგომაზე რუსეთთან თანამშრომლობის გაღრმავების, ეკონომიკური კავშირების განვითარებისა და საზღვარგარეთ რუსული ენის პოპულარიზებისთვის ვლადიმირ პუტინმა ლეილა ალიევა პუშკინის სახელობის მედლით დააჯილდოვა.

ლეილა ჰეიდარ ალიევთან ერთად

პირადი ცხოვრება

2006 წელს ლეილა რუსული ჰოლდინგის CrocusGroup-ის ვიცე-პრეზიდენტს, რუსეთში მოღვაწე წარმოშობით აზერბაიჯანელ მომღერალს, ემინ აგალაროვს გაჰყვა ცოლად. მომავალ მეუღლეს გოგონა პირველად სათხილამურო კურორტ სანტ-მორისზე შეხვდა. იმისათვის, რომ ლეილა ემინთან პაემანზე წასულიყო, ბიჭი ნებართვას ილჰამ ალიევისგან იღებდა. ქორწილში ალიევების მხრიდან 150 კაცი დაპატიჟეს, ემინისგან კი - 90. ცერემონიის შემდგომი წვეულება მოსკოვის დიდ სავაჭრო ცენტრში "Crocus City Mall"-ში გაიმართა. არაოფიციალური ინფორმაციით, საბანკეტო დარბაზისთვის ჩარტერული რეისით ათასი ორქიდეა და თეთრი ვარდი ჩაიტანეს. თაფლობის თვე წყვილმა მალდივებზე გაატარა.

2008 წლის 1 დეკემბერს აშშ-ის ერთ-ერთ სამშობიაროში ლეილას ტყუპი ბიჭი - ალი და მიქაელი ეყოლა. 9-წლიანია თანაცხოვრების შემდეგ, 2015 წლის მაისში წყვილი განქორწინდა. როგორც მოგვიანებით ემინ აგალაროვმა განაცხადა, წყვილმა ეს გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღო. მუსიკოსმა ისიც დაამატა, რომ ახლა მათი ურთიერთობა გაცილებით უკეთესია, ვიდრე ქორწინების დროს...წაიკითხეთ სრულად

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე