პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საგანგებო სიტუაციების სამსახური ყოფილი "ლეოგრანდის" ადმინისტრაციას შენობის დასაცლელად ორ დღეს აძლევს
საგანგებო სიტუაციების სამსახური ყოფილი "ლეოგრანდის" ადმინისტრაციას შენობის დასაცლელად ორ დღეს აძლევს

სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი სას­ტუმ­რო "ველ­მონ­დის" (ყო­ფი­ლი "ლე­ოგ­რან­დის") ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას 17 აგ­ვის­ტოს, 18:00 სა­ა­თამ­დე აძ­ლევს ვა­დას, შე­ნო­ბი­დან გა­იყ­ვა­ნოს სტუმ­რე­ბი და შე­წყვი­ტოს საქ­მი­ა­ნო­ბა. ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა, 2018 წელს სას­ტუმ­რო და სა­მო­რი­ნე "ველ­მონდში" (ყო­ფილ ლე­ოგ­რან­დში) სა­ხან­ძრო უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით, სამ­ჯერ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს [დე­ტა­ლუ­რი, სა­კონ­ტრო­ლო და მიზ­ნობ­რი­ვი] სა­ხან­ძრო-ტექ­ნი­კუ­რი შე­მოწ­მე­ბა. გა­ი­ცა 43 რე­კო­მენ­და­ცია, რო­მელ­თა უმე­ტე­სო­ბა ამ დრომ­დე არ შეს­რუ­ლე­ბუ­ლა.

რო­გორც სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხურ­ში აცხა­დე­ბენ, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის დას­კვნით, შე­ნო­ბა­ში არ არის და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი კვამლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო დაც­ვის სის­ტე­მე­ბი, რაც ხან­ძრის შემ­თხვე­ვა­ში, შე­ნო­ბა­ში მყოფ ადა­მი­ა­ნებს არ უტო­ვებს უსაფრ­თხო ად­გი­ლას ევა­კუ­ა­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბას.

"გა­სუ­ლი წლის ხან­ძრის შე­ფა­სე­ბის შე­დე­გებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ადა­მი­ან­თა და­ღუპ­ვის ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი, სწო­რედ კვამლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო სის­ტე­მე­ბის არარ­სე­ბო­ბა გახ­და.კვლავ ვერ ხერ­ხდე­ბა სამ­შე­ნებ­ლო კონ­სტრუქ­ცი­ე­ბის ცე­ცხლმე­დე­გო­ბი­სად­მი დად­გე­ნი­ლი ნორ­მე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბა, რაც ხან­ძრის შემ­თხვე­ვა­ში ცე­ცხლის სწრა­ფად გავ­რცე­ლე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბას ქმნის. ეს დარ­ღვე­ვე­ბის მცი­რე­დი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რომ­ლის გა­მოს­წო­რე­ბის­თვის სას­ტუმ­როს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას არა­ერ­თხელ მი­ე­ცა გო­ნივ­რუ­ლი ვადა.

სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხურ­მა, ჯერ კი­დევ 1 თვის წინ მი­მარ­თა სა­სა­მარ­თლოს და მო­ი­თხო­ვა სას­ტუმ­როს­თვის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის შე­ჩე­რე­ბა. სა­სა­მარ­თლომ სარ­ჩე­ლი და­აკ­მა­ყო­ფი­ლა. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ სას­ტუმ­რო ამ დრო­ის­თვის, კვლავ იღებს სტუმ­რებს, სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი სას­ტუმ­როს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას აძ­ლევს ვა­დას, 17 აგ­ვის­ტოს, 18:00 სა­ა­თამ­დე მო­ახ­დი­ნოს შე­ნო­ბი­დან სტუმ­რე­ბის გა­მოყ­ვა­ნა და შე­წყვი­ტოს საქ­მი­ა­ნო­ბა.სამ­სა­ხუ­რის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობ­დნენ სას­ტუმ­როს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან და ახ­დენ­დნენ ინ­ფორ­მი­რე­ბას მო­სა­ლოდ­ნე­ლი შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ.

სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბას კვლავ გა­ნაგ­რძობს, რათა სას­ტუმ­რო "ველ­მონ­დის" ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ დრო­უ­ლად მო­ახ­დი­ნოს არ­სე­ბუ­ლი დარ­ღვე­ვე­ბის გა­მოს­წო­რე­ბა.რო­გორც კი სას­ტუმ­რო­ში და­ი­წყე­ბა ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა, სამ­სა­ხუ­რი მზად არის უმოკ­ლეს ვა­დებ­ში მხა­რი და­უ­ჭი­როს შე­ნო­ბის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში შეს­ვლას", - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ავტორი:

საგანგებო სიტუაციების სამსახური ყოფილი "ლეოგრანდის" ადმინისტრაციას შენობის დასაცლელად ორ დღეს აძლევს

საგანგებო სიტუაციების სამსახური ყოფილი "ლეოგრანდის" ადმინისტრაციას შენობის დასაცლელად ორ დღეს აძლევს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სასტუმრო "ველმონდის" (ყოფილი "ლეოგრანდის") ადმინისტრაციას 17 აგვისტოს, 18:00 საათამდე აძლევს ვადას, შენობიდან გაიყვანოს სტუმრები და შეწყვიტოს საქმიანობა. ამის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალისტებმა, 2018 წელს სასტუმრო და სამორინე "ველმონდში" (ყოფილ ლეოგრანდში) სახანძრო უსაფრთხოების მიზნით, სამჯერ განახორციელეს [დეტალური, საკონტროლო და მიზნობრივი] სახანძრო-ტექნიკური შემოწმება. გაიცა 43 რეკომენდაცია, რომელთა უმეტესობა ამ დრომდე არ შესრულებულა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, სპეციალისტების დასკვნით, შენობაში არ არის დამონტაჟებული კვამლსაწინააღმდეგო დაცვის სისტემები, რაც ხანძრის შემთხვევაში, შენობაში მყოფ ადამიანებს არ უტოვებს უსაფრთხო ადგილას ევაკუაციის შესაძლებლობას.

"გასული წლის ხანძრის შეფასების შედეგებმა აჩვენა, რომ ადამიანთა დაღუპვის ძირითადი მიზეზი, სწორედ კვამლსაწინააღმდეგო სისტემების არარსებობა გახდა.კვლავ ვერ ხერხდება სამშენებლო კონსტრუქციების ცეცხლმედეგობისადმი დადგენილი ნორმების რეალიზება, რაც ხანძრის შემთხვევაში ცეცხლის სწრაფად გავრცელების საშიშროებას ქმნის. ეს დარღვევების მცირედი ჩამონათვალია, რომლის გამოსწორებისთვის სასტუმროს ადმინისტრაციას არაერთხელ მიეცა გონივრული ვადა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, ჯერ კიდევ 1 თვის წინ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სასტუმროსთვის ექსპლუატაციის შეჩერება. სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა. გამომდინარე იქიდან, რომ სასტუმრო ამ დროისთვის, კვლავ იღებს სტუმრებს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სასტუმროს ადმინისტრაციას აძლევს ვადას, 17 აგვისტოს, 18:00 საათამდე მოახდინოს შენობიდან სტუმრების გამოყვანა და შეწყვიტოს საქმიანობა.სამსახურის სპეციალისტები ბოლო თვეების განმავლობაში, აქტიურად თანამშრომლობდნენ სასტუმროს ადმინისტრაციასთან და ახდენდნენ ინფორმირებას მოსალოდნელი შედეგების შესახებ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური თანამშრომლობას კვლავ განაგრძობს, რათა სასტუმრო "ველმონდის" ადმინისტრაციამ დროულად მოახდინოს არსებული დარღვევების გამოსწორება.როგორც კი სასტუმროში დაიწყება ვალდებულებების შესრულება, სამსახური მზად არის უმოკლეს ვადებში მხარი დაუჭიროს შენობის ექსპლუატაციაში შესვლას", - აღნიშნულია განცხადებაში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ