პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მითი თელავის და გურჯაანის ქიშპობაზე - ორი ცნობილი იუმორისტი კახეთის ორი ქალაქის "დაპირისპირებაზე"
მითი თელავის და გურჯაანის ქიშპობაზე - ორი ცნობილი იუმორისტი კახეთის ორი ქალაქის "დაპირისპირებაზე"

ალ­ბათ ხში­რად გსმე­ნი­ათ, რომ თით­ქოს თე­ლა­ვე­ლე­ბი და გურ­ჯა­ა­ნე­ლე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან სი­ამ­ტკბი­ლო­ბა­ში ვერ არი­ან, რაც სხვა­დას­ხვა ხუმ­რო­ბა­სა თუ ანეკ­დოტ­შიც ვლინ­დე­ბა.

"გურ­ჯა­ა­ნო, შენ კა­ხე­თის გული ხარ, მაგ­რამ თე­ლავ­თან სულ და­ჩაგ­რუ­ლი ხარ"; "გურ­ჯა­ა­ნე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ: "ერეკ­ლე მეფე გურ­ჯა­ა­ნე­ლი იყო, ოფი­სი ქონ­და თე­ლავ­შიო"; "თე­ლავ­ში რომ ჩახ­ვალ, ყა­ვას მო­გარ­თმე­ვენ და სას­ხვა­თა­შო­რი­სოდ გკი­თხა­ვენ, რო­მე­ლი გზით ჩა­მოხ­ვე­დიო. თუ გურ­ჯა­ა­ნის გავ­ლით, მა­შინ ყა­ვა­ზე გა­და­გა­ტა­რე­ბენ, თუ გომ­ბორ­ზე, მა­შინ სა­ღა­მოს, კარგ კა­ხურ პურ­მა­რილს გა­მოჰ­კრავ ხელს" - ქიშ­პო­ბის ეს და სხვა მა­გა­ლი­თე­ბი გურ­ჯა­ა­ნე­ლე­ბის და თე­ლა­ვე­ლე­ბის ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში მრავ­ლად გვხვდე­ბა, თუმ­ცა სა­ი­დან იღებს სა­თა­ვეს ეს მითი, ბევ­რი კვლე­ვა-ძი­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ვერ და­ვად­გი­ნე, ვე­რა­ვინ ვი­პო­ვე, ვინც რა­ი­მე ამ­ბით, ფაქ­ტით ამ ყვე­ლაფ­რის წარ­მო­შო­ბის სა­თა­ვეს და­ა­სა­ხე­ლებ­და. ცნო­ბილ კა­ხელ იუ­მო­რის­ტებ­საც მივ­მარ­თე, თუმ­ცა სა­ნუ­გე­შო მა­თაც ვე­რა­ფე­რი მი­თხრეს...

ბო­ლოს მსა­ხი­ობ პა­ა­ტა გუ­ლი­აშ­ვილ­სა და იუ­მო­რისტ ბესო ბე­რუ­ლაშ­ვილს გა­ვე­სა­უბ­რე, რო­მელ­თა­გან - ერთი (პა­ა­ტა) წარ­მო­შო­ბით თე­ლა­ვე­ლია, მე­ო­რე (ბესო) - გურ­ჯა­ა­ნე­ლი.

პა­ა­ტა გუ­ლი­აშ­ვი­ლი, მსა­ხი­ო­ბი, თე­ლა­ვის თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი:

- მარ­ტო თე­ლა­ვე­ლე­ბი და გურ­ჯა­ა­ნე­ლე­ბი კი არა, ბორ­ჯო­მე­ლე­ბი და ხა­შუ­რე­ე­ბიც იმა­ვე სა­ხუ­მა­რო ურ­თი­ერ­თო­ბა­ში არი­ან - ერ­თმა­ნეთ­ზე იმა­ვეს ლა­პა­რა­კო­ბენ. რაც შე­ე­ხე­ბა თე­ლა­ვე­ლებს და გურ­ჯა­ა­ნე­ლებს, არ მგო­ნია, რომ ამას სე­რი­ო­ზუ­ლი სა­ფუძ­ვე­ლი ჰქონ­დეს. თუმ­ცა, მოვ­ხვედ­რილ­ვარ ისეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, გურ­ჯა­ან­შიც და თე­ლავ­შიც, სა­დაც ეს ხუმ­რო­ბა სწყინთ და პი­რი­ქი­თაც ხდე­ბა, კარ­გად იღე­ბენ. ხომ ვამ­ბობ, ამას რა­ი­მე სე­რი­ო­ზუ­ლი სა­ფუძ­ვე­ლი რომ ჰქონ­დეს, არ არ­სე­ბობს. უბ­რა­ლოდ, ორი კარ­გი კა­ხე­ლის, გურ­ჯა­ა­ნე­ლი­სა და თე­ლა­ვე­ლის მო­გო­ნი­ლი ამ­ბა­ვია. დიახ, რა­ი­მე ამ­ბა­ვი, ის­ტო­რია, ლე­გენ­და ამა­ზე არ გა­მი­გია, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ არც არ­სე­ბობს.

- რა­ტომ­ღაც ამ ხუმ­რო­ბა­ში მგო­ნია, რომ თე­ლა­ვე­ლე­ბი უპი­რა­ტეს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში არი­ან...

- გუ­შინ ვნა­ხე ასე­თი ფოტო, გურ­ჯა­ა­ნის ტრა­ფა­რეტ­თან ერთი თე­ლა­ვე­ლი აირ­წი­ნა­ღით იდგა! ამა­ზე მი­ნი­მუმ პა­სუ­ხი აქვთ მო­სა­თხო­ვი, მაგ­რამ კარ­გი იუ­მო­რის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი ამას ღი­მი­ლით შე­ხე­დავს. მოვ­ხვედ­რილ­ვარ სუფ­რა­ზე, სა­დაც გურ­ჯა­ა­ნე­ლებს და თე­ლა­ვე­ლებ­საც სწყინთ, მაგ­რამ ცხა­დია, ეს არ გა­და­დის ხელ­ჩარ­თულ ბრძო­ლა­ში. ერთ რა­მე­საც ვაკ­ვირ­დე­ბი - გურ­ჯა­ა­ნე­ლი თე­ლავ­ში თე­ლა­ველ­ზე ვერ იღა­და­ვებს. ასე­თი ის­ტო­რი­აც არ­სე­ბობს: ერთ-ერ­თმა თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­მა, რო­მე­ლიც გურ­ჯა­ა­ნი­დან იყო, თე­ლავ­ში მუ­სი­კოსს რეს­ტო­რან­ში "გურ­ჯა­ა­ნო, შენ კა­ხე­თის გული ხარ" - შე­უკ­ვე­თა. "არ და­ვუკ­რავ" - მუ­სი­კოს­მა უთხრა. "მა­შინ ადე­ქი და შენი აპა­რა­ტუ­რა აახ­ვი­ეო" - მა­საც აუ­ლა­გე­ბია და წა­სუ­ლა. ამ თა­მა­მი ნა­ბი­ჯის­თვის თე­ლა­ვე­ლებ­მა ლა­მის "ძეგლი და­უდ­გეს".

ახლა ჩემს პი­რად ამ­ბავს გე­ტყვით, თე­ლა­ვის თე­ატ­რში სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლად რომ და­ვი­ნიშ­ნე, ცხა­დია, თე­ლავ­ში ხში­რად ჩავ­დი­ვარ, მაგ­რამ ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ექიმ­მა გომ­ბორ­ზე სი­ა­რუ­ლი ამიკ­რძა­ლა, თუ ძა­ლი­ან არ მეჩ­ქა­რე­ბა, ეს თე­ლა­ვე­ლი კაცი, სულ გურ­ჯა­ა­ნის გზა­ზე დავ­დი­ვარ... მე­ო­რე ამ­ბა­ვი ის არის, რომ 2-3 წლის წინ გურ­ჯა­ა­ნის ნა­ყი­ნის რეკ­ლა­მა გა­ვა­კე­თე, ცნო­ბი­ლი კლი­პი იყო. მე­სა­მე კი­დევ ის არის, რომ ნა­ხე­ვა­რი წლის წინ გურ­ჯა­ა­ნელს კაცს მა­რა­ნი აქვს და ღვი­ნო "პა­ა­ტა გუ­ლი­აშ­ვი­ლი" ჩა­მო­ას­ხა და ამ ყვე­ლაფ­რის გამო რა, თე­ლავ­ში აღარ შე­მიშ­ვე­ბენ? რა სი­სუ­ლე­ლეა...

- ისე, თე­ლა­ვე­ლე­ბის­გან გა­მი­გია, რომ გურ­ჯა­ა­ნე­ლე­ბი მძი­მე ხა­სი­ა­თი­სა­ნი არი­ა­ნო... რას იტყვი?

- ზო­გა­დად კა­ხე­ლე­ბი მძი­მე­ე­ბი ვართ... ჩემ­თვის ცხოვ­რე­ბა­ში იუ­მო­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მით უმე­ტეს ამ ყვე­ლა­ფერს იუ­მო­რით ვუ­ყუ­რებ. გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, რო­დე­საც თე­ლა­ვე­ლე­ბი და გურ­ჯა­ა­ნე­ლე­ბი ერ­თმა­ნეთ­ზე მა­გარ რა­ღა­ცებს ამ­ბო­ბენ. მა­გა­ლი­თად, თე­ლა­ველს უთ­ქვამს - გურ­ჯა­ან­ში, ჩი­ტე­ბი უკუღ­მა დაფ­რი­ნა­ვენ, და­ბე­რი­ლე­ბი არი­ან და იქა­უ­რო­ბას არ სვრი­ან, თე­ლავ­ში მი­აქ­ვთო... თე­ლა­ვე­ლებს ასე­თი გა­მოთ­ქმაც აქვთ: ახ­მე­ტა­ში ფული უნდა იშო­ვო, თე­ლავ­ში და­ხარ­ჯო და გურ­ჯა­ან­ში მო­ი­ნე­ლოო. რა თქმა უნდა, ეს ყვე­ლა­ფე­რი იუ­მო­რია. კონ­ცერ­ტებ­საც ვა­ტა­რებ, ჩემი პი­რა­დი ტურ­ნე მაქვს გურ­ჯა­ან­ში, კარ­გად მი­ღე­ბენ, არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ არის, არა­ვის წა­მო­უ­ძა­ხე­ბია - შე თე­ლა­ვე­ლოო. ჩემი ანეკ­დო­ტე­ბის კა­ხე­ლი კაცი კი­დევ მთელ კა­ხეთს უყ­ვარს.

ბესო ბე­რუ­ლაშ­ვი­ლი, პა­რო­დის­ტი:

- ისე, მე რო­გორც წარ­მო­მავ­ლო­ბით გურ­ჯა­ა­ნე­ლი, ვი­ტყვი, რომ თე­ლა­ვე­ლე­ბი ხან­და­ხან ცოტა და­უკ­რე­ფავ­ში კი გა­და­დი­ან. მაგ­რამ ხომ იცით, პირ­ვე­ლო­ბა გვინ­დაო. იმა­საც ვერ ეგუ­ე­ბი­ან და ამ­ბო­ბენ, ერეკ­ლე მეფე გურ­ჯა­ა­ნე­ლი იყო და თე­ლავ­ში სამ­სა­ხუ­რი ჰქონ­დაო. მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­ი­დან­ღაც ყუ­რით მოთ­რე­უ­ლი მგო­ნია. შე­უძ­ლე­ბე­ლია, თე­ლა­ვი და გურ­ჯა­ა­ნი ერ­თმა­ნეთს ან ქიშ­პობ­დეს, ან მტრობ­დეს. პი­რი­ქით, ძა­ლი­ა­ნაც გვიყ­ვარს ერ­თმა­ნე­თი, მაგ­რამ ხომ ვამ­ბობ, ხან­და­ხან ცო­ტა­თი ეშ­ლე­ბათ, მეტი მოს­დით.

- ე.ი. თე­ლა­ვე­ლე­ბის­გან არის აგ­რე­სია?

- აბა, გურ­ჯა­ა­ნე­ლე­ბის­გან სად გა­გი­გი­ათ?

- მე გა­მი­გია, რომ გურ­ჯა­ა­ნე­ლებს ცოტა მძი­მე ხა­სი­ა­თი აქვთ, თე­ლა­ვე­ლე­ბი ვერ უგე­ბენ და ეს ყვე­ლა­ფე­რი ამი­ტომ ხდე­ბა...

- ერთი მი­თხა­რით, რო­მე­ლია მსუ­ბუ­ქი - პა­ა­ტა გუ­ლი­აშ­ვი­ლი თუ მე?.. ორი­ვე მძი­მე კა­ტე­გო­რი­ე­ბი ვართ... ყვე­ლა­ზე კარ­გი იუ­მო­რი ის იყო, ცნო­ბი­ლი ჯაჭ­ვის დროს, თე­ლა­ვე­ლებ­მა ცალ­ხე­ლა კაცი რომ ჩა­ა­ყე­ნეს თე­ლა­ვი-გურ­ჯა­ა­ნის სა­ზღვარ­ზე... ეს ხუმ­რო­ბით და ერ­თმა­ნე­თის­გან რა უნდა გვინ­დო­დეს, როცა უამ­რა­ვი თე­ლა­ვე­ლი მე­გო­ბა­რი მყავს, რომ­ლებ­თან ერ­თა­დაც ლა­მის 24 სა­ა­თი მი­წევს ყოფ­ნა.

ძა­ლი­ან მომ­წონს ის­ტო­რია იე­ღო­ვე­ლი რომ გა­და­უდ­გა თე­ლა­ველს: გინ­დათ, ჭეშ­მა­რიტ ღმერ­თზე გე­ლა­პა­რა­კო­თო? ანუ ად­გილ­ზე, სა­დაც ლომი და ირე­მი ერ­თად ძო­ვე­ნო, სა­დაც მგე­ლი და კრა­ვი წყალს ერ­თად სვა­მენ, სა­დაც თე­ლა­ვე­ლი და გურ­ჯა­ა­ნე­ლი ერ­თად ქე­ი­ფო­ბენ. აქ თე­ლა­ველ­მა მი­უ­გო - ახლა უკვე მაგ­რად მიჰ­ქა­რა­ვო... ისიც კარ­გია, გო­დერ­ძი მა­ხა­რაშ­ვი­ლი თე­ლა­ვე­ლი რომ ყო­ფი­ლი­ყო, კი არ მოკ­ლავ­დნე­ნო... სა­სა­ცი­ლო კი­დევ ის არის, თე­ლავს სა­გა­რე­ჯო, ყვა­რე­ლი და სხვე­ბი რომ აჰ­ყვე­ბი­ან ხოლ­მე, მაგ­რამ მე რომ თე­ლა­ვი მიყ­ვარს, ასე არა მგო­ნია, ვინ­მეს კი­დევ უყ­ვარ­დეს. ბოლო-ბოლო სა­ტახ­ტო ქა­ლა­ქი იყო, მაგ­რამ ერეკ­ლე მეფე ხომ გურ­ჯა­ა­ნე­ლი იყო და სამ­სა­ხუ­რი ჰქონ­და თე­ლავ­ში?

კი­დევ ასე­თიც არის: გურ­ჯა­ა­ნე­ლებს ადრე თე­ლავ­ში თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე უწევ­დათ მუ­შა­ო­ბა. სამ­სა­ხურ­ში დი­ლას რომ მი­დი­ოდ­ნენ, ახ­ლად ამო­სუ­ლი მზე კე­ფას უწ­ვავ­დათ, რომ ბრუნ­დე­ბოდ­ნენ, სა­ღა­მოს იგი­ვე ხდე­ბო­და და თე­ლა­ვე­ლე­ბი "კე­ფა­დამ­წვრებს" ეძახ­დნენ. ისე კი ეს ყვე­ლა­ფე­რი მხო­ლოდ თე­ლა­ვე­ლებ­სა და გურ­ჯა­ა­ნე­ლებს არ ეხე­ბათ. ასე­ვე არი­ან ვა­ნე­ლე­ბი და ხო­ნე­ლე­ბი, სე­რი­ო­ზუ­ლად "ჭა­მენ" ერ­თმა­ნეთს, მაგ­რამ ის აკა­დე­მი­უ­რი დაჭ­მაა. რა­ღაც შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი რომ იყოს, გა­მო­რი­ცხუ­ლია. ასე­თი­ვე ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ მო­ხე­ვე­ებს და მთი­უ­ლებს, მაგ­რამ აქ ტრა­გი­კუ­ლი არა­ფე­რია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება
ავტორი:

მითი თელავის და გურჯაანის ქიშპობაზე - ორი ცნობილი იუმორისტი კახეთის ორი ქალაქის "დაპირისპირებაზე"

მითი თელავის და გურჯაანის ქიშპობაზე - ორი ცნობილი იუმორისტი კახეთის ორი ქალაქის "დაპირისპირებაზე"

ალბათ ხშირად გსმენიათ, რომ თითქოს თელაველები და გურჯაანელები ერთმანეთთან სიამტკბილობაში ვერ არიან, რაც სხვადასხვა ხუმრობასა თუ ანეკდოტშიც ვლინდება.

"გურჯაანო, შენ კახეთის გული ხარ, მაგრამ თელავთან სულ დაჩაგრული ხარ"; "გურჯაანელები ამბობენ: "ერეკლე მეფე გურჯაანელი იყო, ოფისი ქონდა თელავშიო"; "თელავში რომ ჩახვალ, ყავას მოგართმევენ და სასხვათაშორისოდ გკითხავენ, რომელი გზით ჩამოხვედიო. თუ გურჯაანის გავლით, მაშინ ყავაზე გადაგატარებენ, თუ გომბორზე, მაშინ საღამოს, კარგ კახურ პურმარილს გამოჰკრავ ხელს" - ქიშპობის ეს და სხვა მაგალითები გურჯაანელების და თელაველების ყოველდღიურ ცხოვრებაში მრავლად გვხვდება, თუმცა საიდან იღებს სათავეს ეს მითი, ბევრი კვლევა-ძიების მიუხედავად, ვერ დავადგინე, ვერავინ ვიპოვე, ვინც რაიმე ამბით, ფაქტით ამ ყველაფრის წარმოშობის სათავეს დაასახელებდა. ცნობილ კახელ იუმორისტებსაც მივმართე, თუმცა სანუგეშო მათაც ვერაფერი მითხრეს...

ბოლოს მსახიობ პაატა გულიაშვილსა და იუმორისტ ბესო ბერულაშვილს გავესაუბრე, რომელთაგან - ერთი (პაატა) წარმოშობით თელაველია, მეორე (ბესო) - გურჯაანელი.

პაატა გულიაშვილი, მსახიობი, თელავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი:

- მარტო თელაველები და გურჯაანელები კი არა, ბორჯომელები და ხაშურეებიც იმავე სახუმარო ურთიერთობაში არიან - ერთმანეთზე იმავეს ლაპარაკობენ. რაც შეეხება თელაველებს და გურჯაანელებს, არ მგონია, რომ ამას სერიოზული საფუძველი ჰქონდეს. თუმცა, მოვხვედრილვარ ისეთ სიტუაციაში, გურჯაანშიც და თელავშიც, სადაც ეს ხუმრობა სწყინთ და პირიქითაც ხდება, კარგად იღებენ. ხომ ვამბობ, ამას რაიმე სერიოზული საფუძველი რომ ჰქონდეს, არ არსებობს. უბრალოდ, ორი კარგი კახელის, გურჯაანელისა და თელაველის მოგონილი ამბავია. დიახ, რაიმე ამბავი, ისტორია, ლეგენდა ამაზე არ გამიგია, რაც იმას ნიშნავს, რომ არც არსებობს.

- რატომღაც ამ ხუმრობაში მგონია, რომ თელაველები უპირატეს სიტუაციაში არიან...

- გუშინ ვნახე ასეთი ფოტო, გურჯაანის ტრაფარეტთან ერთი თელაველი აირწინაღით იდგა! ამაზე მინიმუმ პასუხი აქვთ მოსათხოვი, მაგრამ კარგი იუმორის მქონე ადამიანი ამას ღიმილით შეხედავს. მოვხვედრილვარ სუფრაზე, სადაც გურჯაანელებს და თელაველებსაც სწყინთ, მაგრამ ცხადია, ეს არ გადადის ხელჩართულ ბრძოლაში. ერთ რამესაც ვაკვირდები - გურჯაანელი თელავში თელაველზე ვერ იღადავებს. ასეთი ისტორიაც არსებობს: ერთ-ერთმა თანამდებობის პირმა, რომელიც გურჯაანიდან იყო, თელავში მუსიკოსს რესტორანში "გურჯაანო, შენ კახეთის გული ხარ" - შეუკვეთა. "არ დავუკრავ" - მუსიკოსმა უთხრა. "მაშინ ადექი და შენი აპარატურა აახვიეო" - მასაც აულაგებია და წასულა. ამ თამამი ნაბიჯისთვის თელაველებმა ლამის "ძეგლი დაუდგეს".

ახლა ჩემს პირად ამბავს გეტყვით, თელავის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელად რომ დავინიშნე, ცხადია, თელავში ხშირად ჩავდივარ, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ექიმმა გომბორზე სიარული ამიკრძალა, თუ ძალიან არ მეჩქარება, ეს თელაველი კაცი, სულ გურჯაანის გზაზე დავდივარ... მეორე ამბავი ის არის, რომ 2-3 წლის წინ გურჯაანის ნაყინის რეკლამა გავაკეთე, ცნობილი კლიპი იყო. მესამე კიდევ ის არის, რომ ნახევარი წლის წინ გურჯაანელს კაცს მარანი აქვს და ღვინო "პაატა გულიაშვილი" ჩამოასხა და ამ ყველაფრის გამო რა, თელავში აღარ შემიშვებენ? რა სისულელეა...

- ისე, თელაველებისგან გამიგია, რომ გურჯაანელები მძიმე ხასიათისანი არიანო... რას იტყვი?

- ზოგადად კახელები მძიმეები ვართ... ჩემთვის ცხოვრებაში იუმორი მნიშვნელოვანია. მით უმეტეს ამ ყველაფერს იუმორით ვუყურებ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თელაველები და გურჯაანელები ერთმანეთზე მაგარ რაღაცებს ამბობენ. მაგალითად, თელაველს უთქვამს - გურჯაანში, ჩიტები უკუღმა დაფრინავენ, დაბერილები არიან და იქაურობას არ სვრიან, თელავში მიაქვთო... თელაველებს ასეთი გამოთქმაც აქვთ: ახმეტაში ფული უნდა იშოვო, თელავში დახარჯო და გურჯაანში მოინელოო. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იუმორია. კონცერტებსაც ვატარებ, ჩემი პირადი ტურნე მაქვს გურჯაანში, კარგად მიღებენ, არანაირი პრობლემა არ არის, არავის წამოუძახებია - შე თელაველოო. ჩემი ანეკდოტების კახელი კაცი კიდევ მთელ კახეთს უყვარს.

ბესო ბერულაშვილი, პაროდისტი:

- ისე, მე როგორც წარმომავლობით გურჯაანელი, ვიტყვი, რომ თელაველები ხანდახან ცოტა დაუკრეფავში კი გადადიან. მაგრამ ხომ იცით, პირველობა გვინდაო. იმასაც ვერ ეგუებიან და ამბობენ, ერეკლე მეფე გურჯაანელი იყო და თელავში სამსახური ჰქონდაო. მაგრამ ეს ყველაფერი საიდანღაც ყურით მოთრეული მგონია. შეუძლებელია, თელავი და გურჯაანი ერთმანეთს ან ქიშპობდეს, ან მტრობდეს. პირიქით, ძალიანაც გვიყვარს ერთმანეთი, მაგრამ ხომ ვამბობ, ხანდახან ცოტათი ეშლებათ, მეტი მოსდით.

- ე.ი. თელაველებისგან არის აგრესია?

- აბა, გურჯაანელებისგან სად გაგიგიათ?

- მე გამიგია, რომ გურჯაანელებს ცოტა მძიმე ხასიათი აქვთ, თელაველები ვერ უგებენ და ეს ყველაფერი ამიტომ ხდება...

- ერთი მითხარით, რომელია მსუბუქი - პაატა გულიაშვილი თუ მე?.. ორივე მძიმე კატეგორიები ვართ... ყველაზე კარგი იუმორი ის იყო, ცნობილი ჯაჭვის დროს, თელაველებმა ცალხელა კაცი რომ ჩააყენეს თელავი-გურჯაანის საზღვარზე... ეს ხუმრობით და ერთმანეთისგან რა უნდა გვინდოდეს, როცა უამრავი თელაველი მეგობარი მყავს, რომლებთან ერთადაც ლამის 24 საათი მიწევს ყოფნა.

ძალიან მომწონს ისტორია იეღოველი რომ გადაუდგა თელაველს: გინდათ, ჭეშმარიტ ღმერთზე გელაპარაკოთო? ანუ ადგილზე, სადაც ლომი და ირემი ერთად ძოვენო, სადაც მგელი და კრავი წყალს ერთად სვამენ, სადაც თელაველი და გურჯაანელი ერთად ქეიფობენ. აქ თელაველმა მიუგო - ახლა უკვე მაგრად მიჰქარავო... ისიც კარგია, გოდერძი მახარაშვილი თელაველი რომ ყოფილიყო, კი არ მოკლავდნენო... სასაცილო კიდევ ის არის, თელავს საგარეჯო, ყვარელი და სხვები რომ აჰყვებიან ხოლმე, მაგრამ მე რომ თელავი მიყვარს, ასე არა მგონია, ვინმეს კიდევ უყვარდეს. ბოლო-ბოლო სატახტო ქალაქი იყო, მაგრამ ერეკლე მეფე ხომ გურჯაანელი იყო და სამსახური ჰქონდა თელავში?

კიდევ ასეთიც არის: გურჯაანელებს ადრე თელავში თანამდებობებზე უწევდათ მუშაობა. სამსახურში დილას რომ მიდიოდნენ, ახლად ამოსული მზე კეფას უწვავდათ, რომ ბრუნდებოდნენ, საღამოს იგივე ხდებოდა და თელაველები "კეფადამწვრებს" ეძახდნენ. ისე კი ეს ყველაფერი მხოლოდ თელაველებსა და გურჯაანელებს არ ეხებათ. ასევე არიან ვანელები და ხონელები, სერიოზულად "ჭამენ" ერთმანეთს, მაგრამ ის აკადემიური დაჭმაა. რაღაც შეურაცხმყოფელი რომ იყოს, გამორიცხულია. ასეთივე ურთიერთობა აქვთ მოხევეებს და მთიულებს, მაგრამ აქ ტრაგიკული არაფერია.