Faceამბები
კონფლიქტები
პოლიტიკა

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბოლო 5 წლის ყველაზე გრილი აგვისტო - რა იწვევს ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებას და როდის იყო ყველაზე ცივი ზაფხული საქართველოში
ბოლო 5 წლის ყველაზე გრილი აგვისტო - რა იწვევს ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებას და როდის იყო ყველაზე ცივი ზაფხული საქართველოში

წლე­ვან­დე­ლი აგ­ვის­ტო ივ­ლის­თან შე­და­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში, მათ შო­რის თბი­ლის­ში, საგ­რძნობ­ლად გრი­ლი აღ­მოჩ­ნდა. სა­ზღვაო კუ­რორ­ტებ­ზე და­სას­ვე­ნებ­ლად წა­სუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი წვი­მი­ან ამინ­დებ­ზე ჩი­ვი­ან - შავი ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე აგ­ვის­ტოს ნა­ხე­ვა­რი ისე გა­ვი­და, რომ დამ­სვე­ნებ­ლე­ბი შტორ­მის და უა­მინ­დო­ბის გამო ზღვა­ში არც კი შე­სუ­ლან და წვი­მი­ა­ნი ბა­თუ­მის თვა­ლი­ე­რე­ბა­ში ატა­რე­ბენ შვე­ბუ­ლე­ბის დღე­ებს.

რა გა­ნა­პი­რო­ბებს ტემ­პე­რა­ტუ­რის ასეთ ცვლი­ლე­ბას და რო­დის და­ფიქ­სირ­და აგ­ვის­ტოს თვე­ში ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში - ამა­ზე გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო გვაწ­ვდის ინ­ფორ­მა­ცი­ას.

მე­ტე­ო­რო­ლო­გი­ი­სა და კლი­მა­ტო­ლო­გი­ის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის ლია მეგ­რე­ლი­ძის თქმით, მიმ­დი­ნა­რე წლის აგ­ვის­ტოს პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ამინდს, ძი­რი­თა­დად გა­ნა­პი­რო­ბებ­და კავ­კა­სი­ო­ნის ჩრდი­ლო­ე­თით დამ­ყა­რე­ბუ­ლი მა­ღა­ლი წნე­ვის არე და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი შე­და­რე­ბით გრი­ლი და ნო­ტიო ჰა­ე­რის მა­სე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში პე­რი­ო­დუ­ლად ვრცელ­დე­ბო­და ხან შავი ზღვის, ხან კას­პი­ის ზღვის მხრი­დან, რა­საც დრო­გა­მოშ­ვე­ბით თან ერ­თვო­და სამ­ხრე­თის ტალ­ღის მოქ­მე­დე­ბა. ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ნორ­მის ფარ­გლებ­ში, ან მცი­რედ მა­ღა­ლი იყო. მრა­ვალ­წლი­ურ ჭრილ­ში, წელს იყო ბოლო 5 წე­ლი­წად­ში ყვე­ლა­ზე გრი­ლი აგ­ვის­ტოს პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვა­რი.

"სა­შუ­ა­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რა ქვეყ­ნის დაბ­ლობ და ვაკე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე +23, +26°C-ის, ხოლო მთა­ში და მა­ღალ მთა­ში +16, +22°C-ის ფარ­გლებ­ში აღი­ნიშ­ნა. ნა­ლე­ქე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით, აგ­ვის­ტოს პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვა­რი ქვეყ­ნის უმე­ტეს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და გან­სა­კუთ­რე­ბით, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში უხვნა­ლე­ქი­ა­ნი იყო და ნორ­მას­თან მი­მარ­თე­ბა­ში, სა­შუ­ა­ლოდ, 1.5-3-ჯერ მეტი ნა­ლე­ქი მო­ვი­და. ყვე­ლა­ზე ნა­ლე­ქი­ა­ნი იყო შავი ზღვის­პი­რა ზოლი და მიმ­დე­ბა­რე დაბ­ლო­ბი ტე­რი­ტო­რია, სა­დაც ნა­ლე­ქე­ბის თვის ჯა­მე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი რა­ო­დე­ნო­ბა (250-500 მმ) აღი­ნიშ­ნა, ხოლო ყვე­ლა­ზე მშრა­ლი პი­რო­ბე­ბი (20-40 მმ) ქვეყ­ნის სამ­ხრეთ და აღ­მო­სავ­ლეთ რა­ი­ო­ნებ­ში შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და" - აღ­ნიშ­ნავს მეგ­რე­ლი­ძე.

კლი­მა­ტის შე­სამ­ჩნევ ცვლი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მელ­მაც მო­სახ­ლე­ო­ბა საკ­მა­ოდ შე­ა­წუ­ხა, ვე­სა­უბ­რეთ ექ­სპერტს - თსუ-ს სა­ქარ­თვე­ლოს გე­ოგ­რა­ფი­ის და ლან­დშაფ­ტუ­რი და­გეგ­მა­რე­ბის კა­თედ­რის გამ­გე, პრო­ფე­სო­რი ნო­დარ ელიზ­ბა­რაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ აგ­ვის­ტო­ში წყალ­დი­დო­ბე­ბი იშ­ვი­ა­თია და ბოლო 20 წე­ლია, ასე­თი წვი­მა აგ­ვის­ტო­ში არ ახ­სოვს:

- ამ პე­რი­ოდ­ში საქ­მე გვქონ­და ძა­ლი­ან მარ­ტივ პრო­ცეს­თან: ამ ზა­ფხულს სა­ქარ­თვე­ლო­ში, სი­ცხის რე­კორ­დი მო­იხ­სნა. თუ აქამ­დე ვამ­ბობ­დით, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა - + 43,01 იყო, უკვე ლა­პა­რა­კია - +44,05-ზე, რო­მე­ლიც და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ფიქ­სირ­და. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ამა­ვე პე­რი­ოდ­ში შავ ზღვა­ზე არ­ნა­ხუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით აორ­თქლე­ბა ხდე­ბო­და. სი­ცხემ აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში გზა გა­უხ­სნა შავი ზღვი­დან მო­ნა­ბერ ჰა­ე­რის მა­სებს, რა­საც მოჰ­ყვა ნა­ლე­ქი თავ­სხმა წვი­მის სა­ხით და შე­სა­ბა­მი­სად, აგ­რი­ლე­ბა. მომ­დევ­ნო ორი დღე უკვე ად­გი­ლობ­რი­ვი წვი­მე­ბი იყო, რად­გა­ნაც ამ­დე­ნი ნა­ლე­ქის შემ­დეგ აორ­თქლე­ბა და­ი­წყო, წვი­მე­ბი აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე ად­გილ­ზე ჩა­მო­ყა­ლიბ­და.

ამის პი­რო­ბე­ბი ახ­ლაც იქ­მნე­ბა - ქარი არ არის, მაგ­რამ ღრუბ­ლებს ვხე­დავთ, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ძა­ლი­ან დიდი აორ­თქლე­ბაა და შე­სა­ბა­მი­სად, ად­გი­ლობ­რი­ვი წვი­მე­ბი გან­ვი­თარ­დე­ბა. ნა­ლექ­მა გა­ხუ­რე­ბუ­ლი ნი­ა­და­გის ზე­და­პი­რის გა­და­ცი­ე­ბა გა­მო­იწ­ვია და ტემ­პე­რა­ტუ­რე­ბის ვარ­დნა. ახლა ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში დაბ­რუნ­დე­ბა და უკვე დგე­ბა კი­დეც ფაქ­ტობ­რი­ვად. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ტემ­პე­რა­ტუ­რე­ბია და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, აგ­ვის­ტო­ში ფე­რიც­ვა­ლე­ბის წინ და შემ­დეგ პე­რი­ო­დის­თვის...

- ტემ­პე­რა­ტუ­რის კვლავ აწე­ვა გა­მო­რი­ცხუ­ლია?

- გა­მო­რი­ცუ­ლია მოხ­დეს. რაც შე­ე­ხე­ბა წყალ­დი­დო­ბას და წყალ­მო­ვარ­დნას, ეს ჩვე­უ­ლი მოვ­ლე­ნაა, მაგ­რამ არა აგ­ვის­ტოს­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, უბ­რა­ლოდ, აქ მოხ­და ნა­ლე­ქე­ბის დიდი რა­ო­დე­ნო­ბით გა­მო­ყო­ფა. მა­გა­ლი­თად, ბოლო 20 წე­ლია, ასე­თი წვი­მა აგ­ვის­ტო­ში არ მახ­სოვს. ეს იმ პიკს უკავ­შირ­დე­ბა, რაც და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ფიქ­სირ­და. ეს ინ­ფორ­მა­ცია უკვე სხვა­დას­ხვა სა­მეც­ნი­ე­რო წრე­ებ­ში გა­ის­მა და ერთ-ერთ შეხ­ვედ­რა­ზე ით­ქვა კი­დეც, რომ შე­საძ­ლოა, შე­იც­ვა­ლოს ის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი, რაც აქამ­დე ცნო­ბი­ლი იყო.

- წყალ­დი­დო­ბა ევ­რო­პა­ში იგი­ვე პრინ­ციპს უკავ­შირ­დე­ბა?

- იგი­ვე პრინ­ცი­პია - ატ­ლან­ტის ოკე­ა­ნი­დან ხდე­ბა დიდი რა­ო­დე­ნო­ბით აორ­თქლე­ბა, შემ­დეგ შე­მო­ტა­ნა, რაც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ცირ­კუ­ლა­ცი­უ­რი პრო­ცე­სე­ბია, ევ­რო­პის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი. სა­ერ­თოდ, ბევ­რი სი­ცხე ბევრ ნა­ლექს ნიშ­ნავს - ერ­თმა­ნეთ­თან კავ­შირ­შია და შემ­თხვე­ვით არა­ფე­რი ხდე­ბა.

ინ­ფოგ­რა­ფი­კა: ლე­ვან ტა­ბა­ტა­ძე

მთა­ვა­რი ფოტო: ანნა ოს­ტა­შევ­სკა­ია

ავტორი:

ბოლო 5 წლის ყველაზე გრილი აგვისტო - რა იწვევს ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებას და როდის იყო ყველაზე ცივი ზაფხული საქართველოში

ბოლო 5 წლის ყველაზე გრილი აგვისტო - რა იწვევს ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებას და როდის იყო ყველაზე ცივი ზაფხული საქართველოში

წლევანდელი აგვისტო ივლისთან შედარებით, საქართველოში, მათ შორის თბილისში, საგრძნობლად გრილი აღმოჩნდა. საზღვაო კურორტებზე დასასვენებლად წასული მოქალაქეები წვიმიან ამინდებზე ჩივიან - შავი ზღვის სანაპიროზე აგვისტოს ნახევარი ისე გავიდა, რომ დამსვენებლები შტორმის და უამინდობის გამო ზღვაში არც კი შესულან და წვიმიანი ბათუმის თვალიერებაში ატარებენ შვებულების დღეებს.

რა განაპირობებს ტემპერატურის ასეთ ცვლილებას და როდის დაფიქსირდა აგვისტოს თვეში ყველაზე დაბალი ტემპერატურა საქართველოში - ამაზე გარემოს ეროვნული სააგენტო გვაწვდის ინფორმაციას.

მეტეოროლოგიისა და კლიმატოლოგიის სამმართველოს უფროსის ლია მეგრელიძის თქმით, მიმდინარე წლის აგვისტოს პირველ ნახევარში საქართველოში ამინდს, ძირითადად განაპირობებდა კავკასიონის ჩრდილოეთით დამყარებული მაღალი წნევის არე და მასთან დაკავშირებული შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასები, რომლებიც საქართველოში პერიოდულად ვრცელდებოდა ხან შავი ზღვის, ხან კასპიის ზღვის მხრიდან, რასაც დროგამოშვებით თან ერთვოდა სამხრეთის ტალღის მოქმედება. ჰაერის ტემპერატურა ქვეყნის ტერიტორიაზე ნორმის ფარგლებში, ან მცირედ მაღალი იყო. მრავალწლიურ ჭრილში, წელს იყო ბოლო 5 წელიწადში ყველაზე გრილი აგვისტოს პირველი ნახევარი.

"საშუალო ტემპერატურა ქვეყნის დაბლობ და ვაკე ტერიტორიაზე +23, +26°C-ის, ხოლო მთაში და მაღალ მთაში +16, +22°C-ის ფარგლებში აღინიშნა. ნალექების რაოდენობის მიხედვით, აგვისტოს პირველი ნახევარი ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე და განსაკუთრებით, დასავლეთ საქართველოში უხვნალექიანი იყო და ნორმასთან მიმართებაში, საშუალოდ, 1.5-3-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა. ყველაზე ნალექიანი იყო შავი ზღვისპირა ზოლი და მიმდებარე დაბლობი ტერიტორია, სადაც ნალექების თვის ჯამების მაქსიმალური რაოდენობა (250-500 მმ) აღინიშნა, ხოლო ყველაზე მშრალი პირობები (20-40 მმ) ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთ რაიონებში შეინიშნებოდა" - აღნიშნავს მეგრელიძე.

კლიმატის შესამჩნევ ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელმაც მოსახლეობა საკმაოდ შეაწუხა, ვესაუბრეთ ექსპერტს - თსუ-ს საქართველოს გეოგრაფიის და ლანდშაფტური დაგეგმარების კათედრის გამგე, პროფესორი ნოდარ ელიზბარაშვილი აღნიშნავს, რომ აგვისტოში წყალდიდობები იშვიათია და ბოლო 20 წელია, ასეთი წვიმა აგვისტოში არ ახსოვს:

- ამ პერიოდში საქმე გვქონდა ძალიან მარტივ პროცესთან: ამ ზაფხულს საქართველოში, სიცხის რეკორდი მოიხსნა. თუ აქამდე ვამბობდით, რომ მაქსიმალური ტემპერატურა - + 43,01 იყო, უკვე ლაპარაკია - +44,05-ზე, რომელიც დასავლეთ საქართველოში დაფიქსირდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამავე პერიოდში შავ ზღვაზე არნახული რაოდენობით აორთქლება ხდებოდა. სიცხემ აღმოსავლეთ საქართველოში გზა გაუხსნა შავი ზღვიდან მონაბერ ჰაერის მასებს, რასაც მოჰყვა ნალექი თავსხმა წვიმის სახით და შესაბამისად, აგრილება. მომდევნო ორი დღე უკვე ადგილობრივი წვიმები იყო, რადგანაც ამდენი ნალექის შემდეგ აორთქლება დაიწყო, წვიმები აღმოსავლეთ საქართველოში უკვე ადგილზე ჩამოყალიბდა.

ამის პირობები ახლაც იქმნება - ქარი არ არის, მაგრამ ღრუბლებს ვხედავთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან დიდი აორთქლებაა და შესაბამისად, ადგილობრივი წვიმები განვითარდება. ნალექმა გახურებული ნიადაგის ზედაპირის გადაციება გამოიწვია და ტემპერატურების ვარდნა. ახლა ეს ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში დაბრუნდება და უკვე დგება კიდეც ფაქტობრივად. ჩვეულებრივი ტემპერატურებია დამახასიათებელი, აგვისტოში ფერიცვალების წინ და შემდეგ პერიოდისთვის...

- ტემპერატურის კვლავ აწევა გამორიცხულია?

- გამორიცულია მოხდეს. რაც შეეხება წყალდიდობას და წყალმოვარდნას, ეს ჩვეული მოვლენაა, მაგრამ არა აგვისტოსთვის დამახასიათებელი, უბრალოდ, აქ მოხდა ნალექების დიდი რაოდენობით გამოყოფა. მაგალითად, ბოლო 20 წელია, ასეთი წვიმა აგვისტოში არ მახსოვს. ეს იმ პიკს უკავშირდება, რაც დასავლეთ საქართველოში დაფიქსირდა. ეს ინფორმაცია უკვე სხვადასხვა სამეცნიერო წრეებში გაისმა და ერთ-ერთ შეხვედრაზე ითქვა კიდეც, რომ შესაძლოა, შეიცვალოს ის მაჩვენებლები, რაც აქამდე ცნობილი იყო.

- წყალდიდობა ევროპაში იგივე პრინციპს უკავშირდება?

- იგივე პრინციპია - ატლანტის ოკეანიდან ხდება დიდი რაოდენობით აორთქლება, შემდეგ შემოტანა, რაც ჩვეულებრივი ცირკულაციური პროცესებია, ევროპისთვის დამახასიათებელი. საერთოდ, ბევრი სიცხე ბევრ ნალექს ნიშნავს - ერთმანეთთან კავშირშია და შემთხვევით არაფერი ხდება.

ინფოგრაფიკა: ლევან ტაბატაძე

მთავარი ფოტო: ანნა ოსტაშევსკაია

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ