პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნანგრევებში ჯერ კიდევ ეძებენ ხალხს..." - ნატო დუმბაძე და ზალიკო ბერგერი იტალიაში მომხდარი ტრაგედიის ადგილას იმყოფებიან
"ნანგრევებში ჯერ კიდევ ეძებენ ხალხს..." - ნატო დუმბაძე და ზალიკო ბერგერი იტალიაში მომხდარი ტრაგედიის ადგილას იმყოფებიან

იტა­ლი­ის ქა­ლაქ გე­ნუ­ა­ში სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ხი­დის ჩან­გრე­ვის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა რა­ო­დე­ნო­ბამ 30 ადა­მი­ანს გა­და­ა­ჭარ­ბა. იტა­ლი­უ­რი მე­დია იუ­წყე­ბა, რომ და­ღუ­პუ­ლებს შო­რის 3 ბავ­შვია.

იტა­ლი­ის მე­ხან­ძრე­ე­ბის ეროვ­ნუ­ლი კორ­პუ­სის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ემა­ნუ­ე­ლე ჯი­სის გან­ცხა­დე­ბით, ხი­დი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 30 მან­ქა­ნა ჩა­ვარ­და. მაშ­ვე­ლებ­მა ნან­გრე­ვე­ბი­დან 16 ადა­მი­ა­ნი გა­მო­იყ­ვა­ნეს.

რო­გორც გა­ირ­კვა, შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან 15 წუ­თის სა­ვალ­ზე ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე, პრო­დი­უ­სე­რი ნატო დუმ­ბა­ძე იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­მელ­მაც ტრა­გე­დი­ის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს უამ­ბო:

- რომ­ში 2 დღე ვიმ­ყო­ფე­ბო­დი, იქ ძა­ლი­ან ცხე­ლო­და და პორ­ტო­ფი­ნო­ში ჩა­მო­ვე­დი, ზღვა­ზე ვიმ­ყო­ფე­ბი. მთე­ლი 20 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში არ უწ­ვი­მია, სა­ში­ნე­ლი სი­ცხე­ე­ბი იყო იტა­ლი­ა­ში. აქა­უ­რე­ბი ამ­ბობ­დნენ, ასე­თი ცხე­ლი ზა­ფხუ­ლი არ გვახ­სოვ­სო და გუ­შინ, შემ­თხვე­ვის დღეს პირ­ვე­ლად გაწ­ვიმ­და, იყო ჭექა-ქუ­ხი­ლი, მეხი...

გუ­შინ დი­ლას მე­გობ­რებს - ზა­ლი­კო ბერ­გერს და ვა­სი­კო თე­დო­რაშ­ვილს ვე­ლო­დე­ბო­დი. და­მი­რე­კეს, დიდ სა­ცობ­ში ვდგე­ვართ, არ ვი­ცით, რა ხდე­ბა, გვაგ­ვი­ან­დე­ბაო. ისი­ნი სან­რე­მო­დან მო­დი­ოდ­ნენ. მერე აქ, იტა­ლი­ელ­მა ქალ­ბა­ტონ­მა გვი­თხრა, რომ გე­ნუ­ა­ში ხიდი ჩა­ინ­გრა და შვილს ვერ უკავ­შირ­დე­ბო­და. ეს რომ გა­ვი­გე, ძა­ლი­ან ვი­ნერ­ვი­უ­ლეთ, თუმ­ცა უკვე ვი­ცო­დი, რომ ზა­ლი­კო და ვა­სი­კო სამ­შვი­დო­ბოს იყ­ვნენ. მათ­თან მუდ­მი­ვი კავ­ში­რი მქონ­და.

შემ­დეგ ამ ქალ­ბა­ტო­ნის შვილ­მაც და­რე­კა და თქვა, რომ შე­მოვ­ლი­თი გზით მშვი­დო­ბით დაბ­რუნ­და! ზა­ლი­კო და ვა­სი­კოც შე­მოვ­ლი­თი გზით წა­მო­ვიდ­ნენ. ნაც­ვლად 15 წუ­თი­სა, 1 სა­ა­თი შე­ყოვ­ნდნენ. რაც შე­ე­ხე­ბა იტა­ლი­ის მთავ­რო­ბას, ჯერ ვე­რა­ფერს ამ­ბო­ბენ, თუმ­ცა რო­გორც გა­ვი­გე, ხიდი მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი იყო და მას­ზე სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი იყო ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი. და­ი­წყე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა. ნან­გრე­ვებ­ში ჯერ კი­დევ ეძე­ბენ ხალ­ხს. იტა­ლი­ას საკ­მა­ოდ კარ­გი, ახალ­გაზ­რდა პრე­მი­ე­რი ჰყავს და ასე არ და­ტო­ვებს ამ უბე­დურ შემ­თხვე­ვას. მარ­თლა სა­ში­ნე­ლი რამ მოხ­და. ეს ხიდი მე კარ­გად ვიცი, მას­ზე რამ­დენ­ჯერ გა­დავ­სულ­ვარ, სან­რე­მო­ში რომ მი­დი­ხარ, ეგ ხიდი უნდა გა­ი­ა­რო.

- ახლა ეს და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი მა­გის­ტრა­ლი რომ აღარ არის, გა­წყდა კავ­ში­რი?

- არა, გზა ქა­ლაქს წრეს უვ­ლის, ძა­ლი­ან დი­დია, ზუს­ტი სიგ­რძე კი არ ვიცი. სა­დაც ვიმ­ყო­ფე­ბი, იქი­დან მან­ქა­ნით 15 წუ­თის სა­ვალ­ზეა. პორ­ტო­ფი­ნო და გე­ნუა ერ­თმა­ნეთ­თან ისეა, რო­გორც მცხე­თა და თბი­ლი­სი. მო­ნა­კო, ნიცა, სან­რე­მო­ში რომ მოხ­ვდე, გე­ნუა უნდა გა­ი­ა­რო. ამას­თან, ჯერ გე­ნუ­ა­ში უნდა ჩაფ­რინ­დე და იქი­დან მან­ქა­ნით ლი­გუ­რი­ის სა­ნა­პი­რო­ზე მოხ­ვდე­ბი. ამ ტრა­გე­დი­ის გამო, ცხა­დია, აქ პა­ნი­კა იყო, და­ღუ­პუ­ლია 30-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი - ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი ასე­თია, თუმ­ცა კი­დევ ეძე­ბენ...

ტრა­გე­დი­ის ად­გი­ლას სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მუ­შა­ო­ბას გა­ნაგ­რძო­ბენ. ქა­ლაქ გე­ნუ­ას ად­გი­ლობ­რივ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ დღე­ვან­დე­ლი და ხვა­ლინ­დე­ლი დღე­ე­ბი გლო­ვის დღე­ე­ბად გა­მო­ა­ცხა­და.

იტა­ლი­უ­რი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თვითმხილ­ვე­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ გე­ნუ­ა­ში სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ხი­დის ჩა­მონ­გრე­ვამ­დე მას მეხი და­ე­ცა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ხიდი 60-იან წლებ­ში იყო აშე­ნე­ბუ­ლი. მისი რე­კონ­სტრუქ­ცია კი 2016 წელს ჩა­ტარ­და. სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში იტა­ლი­ე­ლე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ხიდი არა­ერ­თხელ იყო შე­კე­თე­ბუ­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ნანგრევებში ჯერ კიდევ ეძებენ ხალხს..." - ნატო დუმბაძე და ზალიკო ბერგერი იტალიაში მომხდარი ტრაგედიის ადგილას იმყოფებიან

"ნანგრევებში ჯერ კიდევ ეძებენ ხალხს..." - ნატო დუმბაძე და ზალიკო ბერგერი იტალიაში მომხდარი ტრაგედიის ადგილას იმყოფებიან

იტალიის ქალაქ გენუაში საავტომობილო ხიდის ჩანგრევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 30 ადამიანს გადააჭარბა. იტალიური მედია იუწყება, რომ დაღუპულებს შორის 3 ბავშვია.

იტალიის მეხანძრეების ეროვნული კორპუსის ხელმძღვანელის, ემანუელე ჯისის განცხადებით, ხიდიდან დაახლოებით 30 მანქანა ჩავარდა. მაშველებმა ნანგრევებიდან 16 ადამიანი გამოიყვანეს.

როგორც გაირკვა, შემთხვევის ადგილიდან 15 წუთის სავალზე ჩვენი თანამოქალაქე, პროდიუსერი ნატო დუმბაძე იმყოფებოდა, რომელმაც ტრაგედიის შესახებ AMBEBI.GE-ს უამბო:

- რომში 2 დღე ვიმყოფებოდი, იქ ძალიან ცხელოდა და პორტოფინოში ჩამოვედი, ზღვაზე ვიმყოფები. მთელი 20 დღის განმავლობაში არ უწვიმია, საშინელი სიცხეები იყო იტალიაში. აქაურები ამბობდნენ, ასეთი ცხელი ზაფხული არ გვახსოვსო და გუშინ, შემთხვევის დღეს პირველად გაწვიმდა, იყო ჭექა-ქუხილი, მეხი...

გუშინ დილას მეგობრებს - ზალიკო ბერგერს და ვასიკო თედორაშვილს ველოდებოდი. დამირეკეს, დიდ საცობში ვდგევართ, არ ვიცით, რა ხდება, გვაგვიანდებაო. ისინი სანრემოდან მოდიოდნენ. მერე აქ, იტალიელმა ქალბატონმა გვითხრა, რომ გენუაში ხიდი ჩაინგრა და შვილს ვერ უკავშირდებოდა. ეს რომ გავიგე, ძალიან ვინერვიულეთ, თუმცა უკვე ვიცოდი, რომ ზალიკო და ვასიკო სამშვიდობოს იყვნენ. მათთან მუდმივი კავშირი მქონდა.

შემდეგ ამ ქალბატონის შვილმაც დარეკა და თქვა, რომ შემოვლითი გზით მშვიდობით დაბრუნდა! ზალიკო და ვასიკოც შემოვლითი გზით წამოვიდნენ. ნაცვლად 15 წუთისა, 1 საათი შეყოვნდნენ. რაც შეეხება იტალიის მთავრობას, ჯერ ვერაფერს ამბობენ, თუმცა როგორც გავიგე, ხიდი მოძველებული იყო და მასზე სარემონტო სამუშაოები იყო ჩასატარებელი. დაიწყება გამოძიება. ნანგრევებში ჯერ კიდევ ეძებენ ხალხს. იტალიას საკმაოდ კარგი, ახალგაზრდა პრემიერი ჰყავს და ასე არ დატოვებს ამ უბედურ შემთხვევას. მართლა საშინელი რამ მოხდა. ეს ხიდი მე კარგად ვიცი, მასზე რამდენჯერ გადავსულვარ, სანრემოში რომ მიდიხარ, ეგ ხიდი უნდა გაიარო.

- ახლა ეს დამაკავშირებელი მაგისტრალი რომ აღარ არის, გაწყდა კავშირი?

- არა, გზა ქალაქს წრეს უვლის, ძალიან დიდია, ზუსტი სიგრძე კი არ ვიცი. სადაც ვიმყოფები, იქიდან მანქანით 15 წუთის სავალზეა. პორტოფინო და გენუა ერთმანეთთან ისეა, როგორც მცხეთა და თბილისი. მონაკო, ნიცა, სანრემოში რომ მოხვდე, გენუა უნდა გაიარო. ამასთან, ჯერ გენუაში უნდა ჩაფრინდე და იქიდან მანქანით ლიგურიის სანაპიროზე მოხვდები. ამ ტრაგედიის გამო, ცხადია, აქ პანიკა იყო, დაღუპულია 30-ზე მეტი ადამიანი - ოფიციალური მონაცემები ასეთია, თუმცა კიდევ ეძებენ...

ტრაგედიის ადგილას სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობას განაგრძობენ. ქალაქ გენუას ადგილობრივმა ხელისუფლებამ დღევანდელი და ხვალინდელი დღეები გლოვის დღეებად გამოაცხადა.

იტალიური მედიის ინფორმაციით, თვითმხილველები აცხადებენ, რომ გენუაში საავტომობილო ხიდის ჩამონგრევამდე მას მეხი დაეცა.

აღნიშნული ხიდი 60-იან წლებში იყო აშენებული. მისი რეკონსტრუქცია კი 2016 წელს ჩატარდა. სოციალურ ქსელებში იტალიელები აღნიშნავენ, რომ ხიდი არაერთხელ იყო შეკეთებული.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო