საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოცნება" ძალიან აგდებულად მიუდგა ამ საპრეზიდენტო არჩევნებს" - გადაიფიქრებს თუ არა მმართველი ძალა ზურაბიშვილის მხარდაჭერას?
"ოცნება" ძალიან აგდებულად მიუდგა ამ საპრეზიდენტო არჩევნებს" - გადაიფიქრებს თუ არა მმართველი ძალა ზურაბიშვილის მხარდაჭერას?

გა­და­ი­ფიქ­რებს თუ არა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მხარ­და­ჭე­რას და თუ მხარ­და­ჭე­რას გა­ნაგ­რძობს, რამ­დე­ნად ძვი­რად და­უჯ­დე­ბა მმარ­თველ ძა­ლას მისი "ერ­თგუ­ლე­ბა"? - ეს კი­თხვე­ბი აქ­ტუ­ა­ლუ­რი კი­დევ ერთხელ მას შემ­დეგ გახ­და, რაც პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­დატ­მა აგ­ვის­ტოს ომის 10 წლის თავ­ზე, სამ­ხედ­რო კონ­ფლიქ­ტის და­წყე­ბა­ში კი­დევ ერთხელ და­ა­და­ნა­შა­უ­ლა წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. მარ­თა­ლია „ოც­ნე­ბას“ საპ­რე­ზი­დენ­ტო არჩვნებ­ზე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის­თვის მხარ­და­ჭე­რა ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ გა­მო­უ­ცხა­დე­ბია, თუმ­ცა ამა­ზე მი­ნიშ­ნე­ბა მათი მხრი­დან არა­ერ­თხელ გა­კეთ­და. დე­პუ­ტატ ეკა ბე­სე­ლი­ას თქმით, ამ სა­კი­თხზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მმარ­თველ გუნდში ჯერ არ მი­უ­ღი­ათ.

"ჯერ არ მიგ­ვი­ღია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ცნო­ბი­ლი გახ­დე­ბა, რო­გორც კი გა­და­წყდე­ბა" - უთხრა AMBEBI.GE-ს ბე­სე­ლი­ამ. არის თუ არა „ოც­ნე­ბა­ში“ ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მხარ­და­ჭე­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა და არ­სე­ბობს თუ არა ალ­ბა­თო­ბა, რომ მისი მხარ­და­ჭე­რა გა­და­ი­ფიქ­რონ - ეს კი­თხვე­ბი ბე­სე­ლი­ამ უპა­სუ­ხოდ და­ტო­ვა.

იმა­ში, რომ შე­საძ­ლოა "ოც­ნე­ბამ" გა­და­ი­ფიქ­როს ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მხარ­და­ჭე­რა, ეჭვი პო­ლი­ტო­ლო­გებ­საც არ ეპა­რე­ბათ. გია ხუ­ხაშ­ვი­ლი ზუ­რა­ბიშ­ვილს რამ­დე­ნი­მე რჩე­ვა­საც კი აძ­ლევს.

"ვფიქ­რობ, "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" გან­წყო­ბე­ბი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის­თვის სა­ხარ­ბი­ე­ლო მა­ინც და მა­ინც არ არის. თუმ­ცა, პი­რო­ბა მი­ცე­მუ­ლია, მაგ­რამ ეს არ არის გა­რან­ტია. პი­რო­ბა რომ გა­რან­ტი­ად გა­და­იქ­ცეს, ამის­თვის ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ეს ორი კვი­რა ძა­ლი­ან ფრთხი­ლად უნდა იყოს, რომ შეც­დო­მე­ბი არ და­უშ­ვას. თუ შეც­დო­მე­ბი და­უშ­ვა და მის ოპო­ნენ­ტებს მის­ცა არ­გუ­მენ­ტი, სა­რის­კო გახ­დე­ბა „ოც­ნე­ბის­თვის“ მისი მხარ­და­ჭე­რა, ამ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს გა­და­თა­მა­შე­ბა.

მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა არ არის ის, გახ­დე­ბა თუ არა ის "ოც­ნე­ბის" კან­დი­და­ტი, მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა არის თა­ვად ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი რი­ტო­რი­კა და მისი ქმე­დე­ბე­ბი. ასე რომ, მას ვურ­ჩევ ორ­კვი­რი­ა­ნი შვე­ბუ­ლე­ბა აი­ღოს, თვის ბო­ლომ­დე სა­დღაც და­ი­მა­ლოს, არა­ფე­რი გა­ა­კე­თოს, რომ რამე შეც­დო­მა არ და­უშ­ვას. მა­ღა­ლი შან­სია, რომ მას და­ა­ყე­ნე­ბენ, მაგ­რამ არც იმას გა­მოვ­რი­ცხავ, რომ გარ­კვე­უ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის გამო მოხ­დეს გა­და­თა­მა­შე­ბა. „ოც­ნე­ბა“ ძა­ლი­ან აგ­დე­ბუ­ლად მი­უდ­გა ამ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის სა­კითხს და რა­ღაც ფარ­სი გა­ა­თა­მა­შეს, თით­ქოს და­მო­უ­კი­დე­ბელ კან­დი­დატს უჭე­რენ მხარს. ის ავი­წყდე­ბათ, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ აღიქ­მე­ბა და­მო­უ­კი­დე­ბელ კან­დი­და­ტად", - უთხრა AMBEBI.GE-ს ხუ­ხაშ­ვილ­მა.

პო­ლი­ტო­ლოგ რა­მაზ საყ­ვა­რე­ლი­ძის აზ­რით კი, ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მხარ­და­ჭე­რა "ოც­ნე­ბა­ში" ჯერ არც გა­და­უ­წყვე­ტი­ათ, ამი­ტომ გა­და­ფიქ­რე­ბის შან­სიც 50%-ია.

"მე მგო­ნი, ჯერ არ აქვთ მო­ფიქ­რე­ბუ­ლი, ზუ­რა­ბიშ­ვილს რე­ა­ლუ­რად და­უ­ჭე­რენ თუ არა მხარს. ამა­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი პრაქ­ტი­კუ­ლად არც გა­მარ­თუ­ლა, მხო­ლოდ ერთი შეხ­ვედ­რა გა­მარ­თა კო­ბა­ხი­ძეს­თან. ასე რომ, რო­გორც ჩანს, მხარ­და­ჭე­რის იდე­ა­ზე შე­სა­ბა­მი­სი მუ­შა­ო­ბა არ ყო­ფი­ლა. მე­ო­რეს მხრივ, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს საკ­მა­ოდ მძაფ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი აქვს "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­თან" მი­მარ­თე­ბა­ში და ეს შე­იძ­ლე­ბა აღი­ზი­ა­ნებ­დეს "ოც­ნე­ბის" ნა­წილს, რომ­ლის­თვი­საც ეს სიმ­ძაფ­რე მი­სა­ღე­ბი არ არის.

თუკი "ოც­ნე­ბამ" კან­დი­და­ტუ­რა არ და­ა­ყე­ნა და არც ვინ­მეს და­უ­ჭი­რა მხა­რი, მა­შინ მთა­ვა­რი ბრძო­ლა მე­ო­რე ტურ­ში გა­და­ი­ნაც­ვლებს. მე­ო­რე ტურ­ში გა­დას­ვლის შემ­თხვე­ვა­ში, ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" რო­მე­ლი­მე შტო გახ­დე­ბა" - გვი­თხრა საყ­ვა­რე­ლი­ძემ.

პო­ლი­ტო­ლო­გი სოსო ცინ­ცა­ძე კი მი­იჩ­ნევს, რომ მმარ­თვე­ლი ძა­ლის­თვის ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მხარ­და­ჭე­რა სა­რის­კო იქ­ნე­ბა. ამი­ტომ იგი არც იმას გა­მო­რი­ცხავს, რომ „ოც­ნე­ბას“ ამ პოსტზე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის კან­დი­და­ტუ­რის და­ყე­ნე­ბა მო­უხ­დეს:

"სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ბოლო გან­ცხა­დე­ბე­ბი მისი ყვე­ლა­ზე დიდი ცოდ­ვა არ არის. ის იმე­ო­რებს იმას, რაც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ერთხელ თქვა, მაგ­რამ შემ­დეგ და­ი­ვი­წყა. ზუ­რა­ბიშ­ვილს იმ­დე­ნი ცოდ­ვა აქვს, რომ მის წი­ნა­აღ­მდეგ კომ­პრო­მა­ტე­ბი თან­და­თან გა­მოჩ­ნდე­ბა. თუ რამე რე­ი­ტინ­გი დარ­ჩა "ოც­ნე­ბას", ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი სულ გა­უ­ნა­ხევ­რებს" - ამ­ბობს ცინ­ცა­ძე.

"ის, რომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ გა­და­ი­ფიქ­რებს ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მხარ­და­ჭე­რას, ალ­ბა­თო­ბა დი­დია" - ასე ფიქ­რობს ანა­ლი­ტი­კო­სი ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე. მისი თქმით, მმარ­თველ ძა­ლას ამ პრობ­ლე­მებ­ში გახ­ვე­ვა არ სჭირ­დე­ბა.

"თუმ­ცა, გა­აჩ­ნია რო­მე­ლი კან­დი­და­ტე­ბი და­სა­ხელ­დე­ბი­ან კი­დევ. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, მათ­თვის სა­სურ­ვე­ლი კან­დი­და­ტი და­სა­ხელ­დეს და გა­მო­ი­ყე­ნონ, ამი­ტომ გა­და­ი­ფიქ­რონ და ეს ზუ­რა­ბიშ­ვილს და­აბ­რა­ლონ, რომ მან არა­ზუს­ტი გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ა­კე­თა. ნუ, რა თქმა უნდა, ასე პრი­ვა­ტულ სა­უბ­რებ­ში იტყვი­ან და სა­ჯა­როდ არ გა­ნა­ცხა­დე­ბენ. გა­მო­რი­ცხუ­ლია, რომ კენ­ჭი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა იყა­როს. მას ეს არ სჭირ­დე­ბა. ივა­ნიშ­ვილს არა­ფერს მო­უ­ტანს. რა­ტომ გა­ა­კე­თოს, ის რაც მის­თვის წამ­გე­ბი­ა­ნია, არ მეს­მის", - უთხრა AMBEBI.GE-ს ძა­ბი­რა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი კან­დი­და­ტე­ბი­დან "ოც­ნე­ბის" ფა­ვო­რი­ტი ახლა არ ჩანს, თუმ­ცა არ გა­მო­რი­ცხავს, რომ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გა­მოჩ­ნდეს.

"რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი კან­დი­და­ტე­ბი­დან ჯერ არ ჩანს, მაგ­რამ იქ­ნებ მო­მა­ვალ­ში გა­მოჩ­ნდეს, იმი­ტო­მაც თქვა, "ოც­ნე­ბამ", რომ სულ გვი­ან და­ვა­სა­ხე­ლებთ კან­დი­დატ­სო. პი­ა­რის თვალ­საზ­რით ეს მომ­გე­ბი­ა­ნიც იქ­ნე­ბა. იტყვი­ან, რომ ინ­სტი­ტუ­ტი „ოც­ნე­ბას“ და­უთ­მე­სო. ერ­თა­დერ­თი, რაც მათ არ აწყობთ, ეს არის "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" რე­ა­ნი­მა­ცია", - გვი­თხრა ძა­ბი­რა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"ოცნება" ძალიან აგდებულად მიუდგა ამ საპრეზიდენტო არჩევნებს" - გადაიფიქრებს თუ არა მმართველი ძალა ზურაბიშვილის მხარდაჭერას?

"ოცნება" ძალიან აგდებულად მიუდგა ამ საპრეზიდენტო არჩევნებს" - გადაიფიქრებს თუ არა მმართველი ძალა ზურაბიშვილის მხარდაჭერას?

გადაიფიქრებს თუ არა "ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას და თუ მხარდაჭერას განაგრძობს, რამდენად ძვირად დაუჯდება მმართველ ძალას მისი "ერთგულება"? - ეს კითხვები აქტუალური კიდევ ერთხელ მას შემდეგ გახდა, რაც პრეზიდენტობის კანდიდატმა აგვისტოს ომის 10 წლის თავზე, სამხედრო კონფლიქტის დაწყებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა წინა ხელისუფლება. მართალია „ოცნებას“ საპრეზიდენტო არჩვნებზე ზურაბიშვილისთვის მხარდაჭერა ოფიციალურად არ გამოუცხადებია, თუმცა ამაზე მინიშნება მათი მხრიდან არაერთხელ გაკეთდა. დეპუტატ ეკა ბესელიას თქმით, ამ საკითხზე გადაწყვეტილება მმართველ გუნდში ჯერ არ მიუღიათ.

"ჯერ არ მიგვიღია გადაწყვეტილება. ცნობილი გახდება, როგორც კი გადაწყდება" - უთხრა AMBEBI.GE-ს ბესელიამ. არის თუ არა „ოცნებაში“ ზურაბიშვილის მხარდაჭერასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა და არსებობს თუ არა ალბათობა, რომ მისი მხარდაჭერა გადაიფიქრონ - ეს კითხვები ბესელიამ უპასუხოდ დატოვა.

იმაში, რომ შესაძლოა "ოცნებამ" გადაიფიქროს ზურაბიშვილის მხარდაჭერა, ეჭვი პოლიტოლოგებსაც არ ეპარებათ. გია ხუხაშვილი ზურაბიშვილს რამდენიმე რჩევასაც კი აძლევს.

"ვფიქრობ, "ქართულ ოცნებაში" განწყობები სალომე ზურაბიშვილისთვის სახარბიელო მაინც და მაინც არ არის. თუმცა, პირობა მიცემულია, მაგრამ ეს არ არის გარანტია. პირობა რომ გარანტიად გადაიქცეს, ამისთვის ზურაბიშვილი ეს ორი კვირა ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, რომ შეცდომები არ დაუშვას. თუ შეცდომები დაუშვა და მის ოპონენტებს მისცა არგუმენტი, სარისკო გახდება „ოცნებისთვის“ მისი მხარდაჭერა, ამ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს გადათამაშება.

მთავარი პრობლემა არ არის ის, გახდება თუ არა ის "ოცნების" კანდიდატი, მთავარი პრობლემა არის თავად ზურაბიშვილი რიტორიკა და მისი ქმედებები. ასე რომ, მას ვურჩევ ორკვირიანი შვებულება აიღოს, თვის ბოლომდე სადღაც დაიმალოს, არაფერი გააკეთოს, რომ რამე შეცდომა არ დაუშვას. მაღალი შანსია, რომ მას დააყენებენ, მაგრამ არც იმას გამოვრიცხავ, რომ გარკვეული გარემოებების გამო მოხდეს გადათამაშება. „ოცნება“ ძალიან აგდებულად მიუდგა ამ საპრეზიდენტო არჩევნების საკითხს და რაღაც ფარსი გაათამაშეს, თითქოს დამოუკიდებელ კანდიდატს უჭერენ მხარს. ის ავიწყდებათ, რომ სალომე ზურაბიშვილი ამ საზოგადოებაში არ აღიქმება დამოუკიდებელ კანდიდატად", - უთხრა AMBEBI.GE-ს ხუხაშვილმა.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის აზრით კი, ზურაბიშვილის მხარდაჭერა "ოცნებაში" ჯერ არც გადაუწყვეტიათ, ამიტომ გადაფიქრების შანსიც 50%-ია.

"მე მგონი, ჯერ არ აქვთ მოფიქრებული, ზურაბიშვილს რეალურად დაუჭერენ თუ არა მხარს. ამაზე მოლაპარაკებები პრაქტიკულად არც გამართულა, მხოლოდ ერთი შეხვედრა გამართა კობახიძესთან. ასე რომ, როგორც ჩანს, მხარდაჭერის იდეაზე შესაბამისი მუშაობა არ ყოფილა. მეორეს მხრივ, სალომე ზურაბიშვილს საკმაოდ მძაფრი განცხადებები აქვს "ნაციონალებთან" მიმართებაში და ეს შეიძლება აღიზიანებდეს "ოცნების" ნაწილს, რომლისთვისაც ეს სიმძაფრე მისაღები არ არის.

თუკი "ოცნებამ" კანდიდატურა არ დააყენა და არც ვინმეს დაუჭირა მხარი, მაშინ მთავარი ბრძოლა მეორე ტურში გადაინაცვლებს. მეორე ტურში გადასვლის შემთხვევაში, ქვეყნის პრეზიდენტი "ნაციონალების" რომელიმე შტო გახდება" - გვითხრა საყვარელიძემ.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე კი მიიჩნევს, რომ მმართველი ძალისთვის ზურაბიშვილის მხარდაჭერა სარისკო იქნება. ამიტომ იგი არც იმას გამორიცხავს, რომ „ოცნებას“ ამ პოსტზე ბიძინა ივანიშვილის კანდიდატურის დაყენება მოუხდეს:

"სალომე ზურაბიშვილის ბოლო განცხადებები მისი ყველაზე დიდი ცოდვა არ არის. ის იმეორებს იმას, რაც ბიძინა ივანიშვილმა ერთხელ თქვა, მაგრამ შემდეგ დაივიწყა. ზურაბიშვილს იმდენი ცოდვა აქვს, რომ მის წინააღმდეგ კომპრომატები თანდათან გამოჩნდება. თუ რამე რეიტინგი დარჩა "ოცნებას", ზურაბიშვილი სულ გაუნახევრებს" - ამბობს ცინცაძე.

"ის, რომ „ქართული ოცნება“ გადაიფიქრებს ზურაბიშვილის მხარდაჭერას, ალბათობა დიდია" - ასე ფიქრობს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე. მისი თქმით, მმართველ ძალას ამ პრობლემებში გახვევა არ სჭირდება.

"თუმცა, გააჩნია რომელი კანდიდატები დასახელდებიან კიდევ. არ არის გამორიცხული, მათთვის სასურველი კანდიდატი დასახელდეს და გამოიყენონ, ამიტომ გადაიფიქრონ და ეს ზურაბიშვილს დააბრალონ, რომ მან არაზუსტი განცხადებები გააკეთა. ნუ, რა თქმა უნდა, ასე პრივატულ საუბრებში იტყვიან და საჯაროდ არ განაცხადებენ. გამორიცხულია, რომ კენჭი ბიძინა ივანიშვილმა იყაროს. მას ეს არ სჭირდება. ივანიშვილს არაფერს მოუტანს. რატომ გააკეთოს, ის რაც მისთვის წამგებიანია, არ მესმის", - უთხრა AMBEBI.GE-ს ძაბირაძემ.

მისივე თქმით, დარეგისტრირებული კანდიდატებიდან "ოცნების" ფავორიტი ახლა არ ჩანს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში გამოჩნდეს.

"რეგისტრირებული კანდიდატებიდან ჯერ არ ჩანს, მაგრამ იქნებ მომავალში გამოჩნდეს, იმიტომაც თქვა, "ოცნებამ", რომ სულ გვიან დავასახელებთ კანდიდატსო. პიარის თვალსაზრით ეს მომგებიანიც იქნება. იტყვიან, რომ ინსტიტუტი „ოცნებას“ დაუთმესო. ერთადერთი, რაც მათ არ აწყობთ, ეს არის "ნაციონალების" რეანიმაცია", - გვითხრა ძაბირაძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები