პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წერეთელზე სასტუმრო აღარ აშენდება - კალაძემ საკუთარი გაცემული ნებართვა გააუქმა
წერეთელზე სასტუმრო აღარ აშენდება - კალაძემ საკუთარი გაცემული ნებართვა გააუქმა

თბი­ლი­სის მე­რი­ამ დი­დუ­ბე­ში, წე­რეთ­ლის გამ­ზირ­ზე სას­ტუმ­როს მშე­ნებ­ლო­ბა­ზე გა­ცე­მუ­ლი ნე­ბარ­თვა შე­ა­ჩე­რა და მშე­ნე­ბელს სხვა, ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ტე­რი­ტო­რია შეს­თა­ვა­ზა.

4-სარ­თუ­ლი­ა­ნი სას­ტუმ­როს მშე­ნებ­ლო­ბის სა­კითხს, რო­მე­ლიც წე­რე­თელ­ზე, მე-12-13-15 კორ­პუ­სე­ბის მიმ­დე­ბა­რედ, ერ­თბი­ნი­ა­ნი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის დე­მონ­ტა­ჟის ად­გილ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, თბი­ლი­სის მერი კახი კა­ლა­ძე მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

რო­გორც კა­ლა­ძემ გან­მარ­ტა, ტე­რი­ტო­რია, სა­დაც ახა­ლი მშე­ნებ­ლო­ბა და­ი­გეგ­მა, სამ სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუსს შო­რის მდე­ბა­რე­ობს და ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის სრუ­ლი­ად სა­მარ­თლი­ა­ნი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია. მერ­მა ფოტო-მა­სა­ლაც წა­რად­გი­ნა და აღ­ნიშ­ნა, რომ სას­ტუმ­როს “ჩაკ­ვე­ხე­ბა“ შუა ად­გილ­ზე უნდა მომ­ხდა­რი­ყო.

ამ კონ­ტექ­სტში კა­ლა­ძემ ისიც გა­ნა­ცხა­და, რომ მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვა მე­რი­ის მიერ მა­თი­ვე მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­შია გა­ცე­მუ­ლი.

“სამ­წუ­ხა­როა, რომ ნე­ბარ­თვა ჩვენს მიერ გა­ი­ცა. მა­შინ ახა­ლი მო­სუ­ლი ვი­ყა­ვით და მუ­შა­ო­ბა ახა­ლი და­წყე­ბუ­ლი გვქონ­და - ეს გა­ი­პა­რა, ნე­ბარ­თვა არ უნდა გა­ცე­მუ­ლი­ყო! ჩვენ ამ შე­ნიშ­ვნას ვი­ღებთ და ნე­ბარ­თვა არის გა­უქ­მე­ბუ­ლი. ჩვენ მო­ლა­პა­რა­კე­ბა გვქონ­და კერ­ძო მე­სა­კუთ­რეს­თან, ვი­სიც ეს კონ­კრე­ტუ­ლი ტე­რი­ტო­რია იყო. შევ­თან­ხმდით, რომ გა­ვა­კე­თებთ ად­გილ­მო­ნაც­ვე­ლო­ბას. მინ­და მას თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო, რად­გან ამ კონ­კრე­ტულ ად­გილ­ზე პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე.

ამას­თან, თბი­ლი­სის მერ­მა დი­დუ­ბის გამ­გე­ბელს აღ­ნიშ­ნულ ად­გილ­ზე სკვე­რის მო­წყო­ბა და­ა­ვა­ლა.

ავტორი:

წერეთელზე სასტუმრო აღარ აშენდება - კალაძემ საკუთარი გაცემული ნებართვა გააუქმა

წერეთელზე სასტუმრო აღარ აშენდება - კალაძემ საკუთარი გაცემული ნებართვა გააუქმა

თბილისის მერიამ დიდუბეში, წერეთლის გამზირზე სასტუმროს მშენებლობაზე გაცემული ნებართვა შეაჩერა და მშენებელს სხვა, ალტერნატიული ტერიტორია შესთავაზა.

4-სართულიანი სასტუმროს მშენებლობის საკითხს, რომელიც წერეთელზე, მე-12-13-15 კორპუსების მიმდებარედ, ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის დემონტაჟის ადგილზე მიმდინარეობდა, თბილისის მერი კახი კალაძე მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა.

როგორც კალაძემ განმარტა, ტერიტორია, სადაც ახალი მშენებლობა დაიგეგმა, სამ საცხოვრებელ კორპუსს შორის მდებარეობს და ადგილობრივების სრულიად სამართლიანი უკმაყოფილება გამოიწვია. მერმა ფოტო-მასალაც წარადგინა და აღნიშნა, რომ სასტუმროს “ჩაკვეხება“ შუა ადგილზე უნდა მომხდარიყო.

ამ კონტექსტში კალაძემ ისიც განაცხადა, რომ მშენებლობის ნებართვა მერიის მიერ მათივე მმართველობის პერიოდშია გაცემული.

“სამწუხაროა, რომ ნებართვა ჩვენს მიერ გაიცა. მაშინ ახალი მოსული ვიყავით და მუშაობა ახალი დაწყებული გვქონდა - ეს გაიპარა, ნებართვა არ უნდა გაცემულიყო! ჩვენ ამ შენიშვნას ვიღებთ და ნებართვა არის გაუქმებული. ჩვენ მოლაპარაკება გვქონდა კერძო მესაკუთრესთან, ვისიც ეს კონკრეტული ტერიტორია იყო. შევთანხმდით, რომ გავაკეთებთ ადგილმონაცველობას. მინდა მას თანამშრომლობისთვის მადლობა გადავუხადო, რადგან ამ კონკრეტულ ადგილზე პროექტის განხორციელება შეუძლებელი იყო“, - განაცხადა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.

ამასთან, თბილისის მერმა დიდუბის გამგებელს აღნიშნულ ადგილზე სკვერის მოწყობა დაავალა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ