ავტორი:

ადვოკატი - ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ მალხაზ კობაურს ჯანმრთელი ფსიქიკა აქვს

ადვოკატი - ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ მალხაზ კობაურს ჯანმრთელი ფსიქიკა აქვს

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის, მალხაზ კობაურის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის თქმით, ფსიქიკურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულს ჯანმრთელი ფსიქიკა აქვს.

როგორც ალექსანდრე კობაიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ექსპერტიზის შედეგების თანახმად, მალხაზ კობაურს ქმედუუნარობა არ აღენიშნება, ანუ მას აქვს ჯანმრთელი ფსიქიკა და ლოგიკურად აზროვნებს.

"დღეს მალხაზ კობაურის ფსიქიკურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ბოლო პროცედურა ჩატარდა, როდესაც ფსიქიატრებმა და ფსიქოლოგებმა ერთობლივად შეაფასეს მისი ფსიქიკური მდგომარეობა და ფაქტობრივად, დაადგინეს, რომ არანაირად ამ ადამიანს არ აღენიშნება, რომ ქმედუუნაროა ანუ არ აქვს ჯანმრთელი ფსიქიკა და ლოგიკურად არ აზროვნებს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყოველივე წერილობითაც აისახება და რაც დღეს ითქვა, რომ ეს ადამიანი არის ჯანმრთელი, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი, ადვოკატების პოზიცია გამართლდება იმ თვალსაზრისით, რომ ვამბობთ, რომ კობაური აბსოლუტურად გაწონასწორებული და მყარი ფსიქიკის პატრონია", - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ლორა სმიტის სხეულზე ბრალდებულის ბიოლოგიური მასალაა აღმოჩენილი, ექსპერტიზით არ დადგენილა, რომ გარდაცვლილი გაუპატიურებულია.

"ბრალდებულსა და ლორა სმიტს შორის სქესობრივი კავშირი არ იყო. ასევე, ლორა სმიტს ძალადობის კვალი არ აღენიშნება, მხოლოდ მალხაზ კობაურის ბიოლოგიური მასალაა აღმოჩენილი - აქ მთელი რიგი კითხვებია, რაზეც პასუხები არ არის, ამიტომ ეს ყველაფერი მომავლის საქმეა და ამაზე პასუხები ექნება როგორც გამოძიებას, ისე ჩვენც", - აღნიშნა ალექსანდრე კობაიძემ.

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური ფსიქიატრიულ დაწესებულებაში 3 აგვისტოს გადაიყვანეს. მისი ადვოკატის, ალექსანდრე კობახიძის ინფორმაციით, ფსიქიკურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასრულების შემდეგ დღეს მალხაზ კობაური ისევ სასჯელაღსრულების მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.

7 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადას ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი 1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმიტი და მისი მეუღლე ლორა გარდაცვლილები იპოვეს. მოგვიანებით იპოვეს მათი 4 წლის ბავშვის ცხედარიც. აღნიშნულ საქმეზე მალხაზ კობაური დააკავეს. 11 ივლისს მალხაზ კობაურს წინასაწრი პატიმრობა შეეფარდა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს