პოლიტიკა
სამართალი

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში, 54 წლის ქალი საავადმყოფოდან გაწერიდან ნახევარ საათში გარდაიცვალა - უბედური შემთხვევა თუ ექიმის დაუდევრობა?
თბილისში, 54 წლის ქალი საავადმყოფოდან გაწერიდან ნახევარ საათში გარდაიცვალა - უბედური შემთხვევა თუ ექიმის დაუდევრობა?

54 წლის ნანა შალ­ვაშ­ვი­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­დან გა­წე­რის შემ­დეგ ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. გარ­დაც­ვა­ლე­ბის ზუს­ტი მი­ზე­ზი და­უდ­გე­ნე­ლია, თუმ­ცა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხი მომ­ხდარ­ში მკურ­ნალ ექიმს ადა­ნა­შა­უ­ლებს და საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბას ითხოვს. თა­ვად ექი­მი კი მის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია და მომ­ხდარ­ზე წუხს.

ნანა შალ­ვაშ­ვი­ლი N1 კლი­ნი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს (არა­მი­ან­ცი) ნევ­რო­ლო­გი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში 8 აგ­ვის­ტოს გუ­ლის­რე­ვის შეგ­რძნე­ბით და თაბ­რუს­ხვე­ვით მი­იყ­ვა­ნეს. კლი­ნი­კა­ში მას ანე­მი­ის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს და შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბაც და­უ­ნიშ­ნეს. პა­ცი­ენ­ტი კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლო­ბას 4 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­დი­ო­და მე­ხუ­თე დღეს კი შე­სა­ბა­მი­სი და­ნიშ­ნუ­ლე­ბით სახ­ლში გა­წე­რეს. თუმ­ცა, 12 აგ­ვის­ტო პა­ცი­ენ­ტის­თვის სა­ბე­დის­წე­რო აღ­მოჩ­ნდა - სახ­ლში მის­ვლი­დან ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში, ნანა შალ­ვაშ­ვი­ლი მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­ი­თი­შა და მისი გა­დარ­ჩე­ნა ვე­ღარ შეძ­ლეს.

მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით AMBEBI.GE-ს გარ­დაც­ვლი­ლის მე­უღ­ლე და­ვით შალ­ვაშ­ვი­ლი ესა­უბ­რა:

„ჩემს მე­უღ­ლეს ოთხშა­ბათს დი­ლით გუ­ლის რე­ვის შეგ­რძნე­ბა და თაბ­რუს­ხვე­ვა და­ე­მარ­თა. გა­მო­ვი­ძა­ხეთ სას­წრა­ფო, რომ­ლებ­მაც სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაგ­ვიყ­ვა­ნეს. მიგ­ვიყ­ვა­ნეს არა­მი­ანცში, ნე­ი­რო­ქი­რურ­გი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. ანე­მი­ის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს - ჰე­მოგ­ლო­ბი­ნი ჰქონ­და 54 და და­უ­ნიშ­ნეს შე­სა­ბა­მი­სი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი. მისი მკურ­ნა­ლი ექი­მი იყო გან­ყო­ფი­ლე­ბის გამ­გე ლია ლურ­სმა­ნაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც ანა­ლი­ზე­ბი აუღო, თირკმე­ლიც გა­უ­სინ­ჯა და გვი­თხრა ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არი­სო. პა­რას­კევს კი გვი­თხრა, კვი­რას გაგ­წერ­თო. გა­წე­რის დღეს თა­ვად არ იყო მკურ­ნა­ლი ექი­მი, და­ნიშ­ნუ­ლე­ბა დაგ­ვი­წე­რეს ფურ­ცელ­ზე და გა­მოგ­ვიშ­ვეს. გა­წე­რი­სას არა­ნა­ი­რი ანა­ლი­ზი აღარ ჩა­უ­ტარ­და, პრაქ­ტი­კუ­ლად თა­ვი­დან მოგ­ვი­შო­რეს.

სახ­ლში ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თის მოყ­ვა­ნი­ლი გვყავ­და, რომ უც­ბად გა­ი­თი­შა. სას­წრა­ფოს გა­მო­ვუ­ძა­ხეთ და ქინ­ძმა­რა­ულ­ზე “ევექ­სის“ კლი­ნი­კა­ში ჩა­ვიყ­ვა­ნეთ, მაგ­რამ ვე­ღა­რა­ფე­რი ვუშ­ვე­ლეთ. გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი პრაქ­ტი­კუ­ლად გა­ურ­კვე­ვე­ლია, ახლა მი­თხრეს, რომ სა­ვა­რა­უ­დოდ, რა­ღაც უც­ნო­ბი ვირუ­სი ექ­ნე­ბო­დაო“, - გვი­თხრა გარ­დაც­ვლი­ლის მე­უღ­ლემ.

და­ვით შალ­ვაშ­ვი­ლი მე­უღ­ლის დაკ­რძალ­ვის შემ­დეგ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მი­მარ­თავს და საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბას მო­ი­თხოვს. "შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბის­თვის ჯერ არ და­მი­რე­კავს, თუმ­ცა საქ­მის კურ­სში აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­ვა­ყე­ნებ. ამ ამ­ბავ­მა ჩა­ი­ა­როს და მერე მივ­ხე­დავ, რომ სხვა­საც იგი­ვე არ გა­უ­კე­თონ, თო­რემ ჩემ­სას აწი არა­ფე­რი ეშ­ვე­ლე­ბა..." - გვი­თხრა გარ­დაც­ვლი­ლი პა­ცი­ენ­ტის მე­უღ­ლემ.

მომ­ხდა­რით შეძ­რუ­ლია ნანა შალ­ვაშ­ვი­ლის მკურ­ნა­ლი ექი­მი ლია ლურ­სმა­ნაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ოფი­ცი­ა­ლურ დას­კვნას და გა­მო­ძი­ე­ბას და­ე­ლო­დე­ბა. მისი თქმით, პა­ცი­ენტს ყვე­ლა სა­ჭი­რო მკურ­ნა­ლო­ბა ჩა­უ­ტარ­და.

"ნანა შალ­ვაშ­ვი­ლი ოთხშა­ბათს, თაბ­რუს­ხვე­ვით შე­მო­იყ­ვა­ნეს, რო­გორც პა­ცი­ენ­ტმა გვი­თხრა ეს სიმპტო­მე­ბი ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში უგ­რძელ­დე­ბო­და. წინა დღეს კი ხა­ლი­ჩე­ბი გა­რე­ცხა და ძლი­ე­რი ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვის გამო უფრო გა­უძ­ლი­ერ­და. შემ­დეგ მო­იყ­ვა­ნეს ჩვენ­თან, ჩა­უ­ტარ­და ანა­ლი­ზი. თავ­და­პირ­ვე­ლად რა­ღაც ცვლი­ლე­ბე­ბი იყო, შარ­დი მუქი შე­ფე­რი­ლო­ბის ჰქონ­და. რო­დე­საც და­ვინ­ტე­რეს­დი, მან გვი­თხრა, რომ ეს ერთი კვი­რის წინ შე­ამ­ჩნია, მაგ­რამ სა­ზამ­თროს ჭა­მას და­აბ­რა­ლა და ყუ­რა­დღე­ბა არ გა­უ­მახ­ვი­ლე­ბია. ჩვენ უყუ­რა­დღე­ბოდ არ დავ­ტო­ვეთ და 9 და 10 აგ­ვის­ტოს ექოს­კო­პია გა­ვუ­კე­თეთ. მისი გი­ნე­კო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­თაც და­ვინ­ტე­რეს­დით, ვკი­თხე და გვი­თხრა, რომ არა­ნა­ი­რი დენა არ ჰქო­ნია. თირკმე­ლა­ზე კი არა­ფე­რი ჰქონ­და.

ზო­გა­დად პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რი იყო. პა­ლა­ტა­ში იწვა, რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში გა­დაყ­ვა­ნას არ სა­ჭი­რო­ებ­და, თო­რემ კლი­ნი­კას ეს გან­ყო­ფი­ლე­ბა აქვს, სხვა­გან გა­დაყ­ვა­ნაც არ იქ­ნე­ბო­და სა­ჭი­რო. 30-წლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის სტა­ჟი მაქვს და ასე­თი რამ არ შემ­თხვე­ვია. მეც ისე­ვე გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვარ რო­გორც ოჯა­ხი. რაც შე­მეძ­ლო ნამ­დვი­ლად ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თე. თითო პა­ცი­ენტს სა­ა­თო­ბით ვსინ­ჯავ, რომ არა­ფე­რი გა­მომ­რჩეს. ამი­ტომ და­ვე­ლო­დე­ბი ოფი­ცი­ა­ლურ დას­კვნას. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, არა­ნა­ი­რი ჩემი ბრა­ლე­უ­ლო­ბა არ გა­მო­იკ­ვე­თე­ბა" - გვი­თხრა ლურ­სმა­ნაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

თბილისში, 54 წლის ქალი საავადმყოფოდან გაწერიდან ნახევარ საათში გარდაიცვალა - უბედური შემთხვევა თუ ექიმის დაუდევრობა?

თბილისში, 54 წლის ქალი საავადმყოფოდან გაწერიდან ნახევარ საათში გარდაიცვალა - უბედური შემთხვევა თუ ექიმის დაუდევრობა?

54 წლის ნანა შალვაშვილი საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ ნახევარ საათში გარდაიცვალა. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი დაუდგენელია, თუმცა დაზარალებული ოჯახი მომხდარში მკურნალ ექიმს ადანაშაულებს და საქმის გამოძიებას ითხოვს. თავად ექიმი კი მის უდანაშაულობაში დარწმუნებულია და მომხდარზე წუხს.

ნანა შალვაშვილი N1 კლინიკური საავადმყოფოს (არამიანცი) ნევროლოგიის განყოფილებაში 8 აგვისტოს გულისრევის შეგრძნებით და თაბრუსხვევით მიიყვანეს. კლინიკაში მას ანემიის დიაგნოზი დაუსვეს და შესაბამისი მკურნალობაც დაუნიშნეს. პაციენტი კლინიკაში მკურნალობას 4 დღის განმავლობაში გადიოდა მეხუთე დღეს კი შესაბამისი დანიშნულებით სახლში გაწერეს. თუმცა, 12 აგვისტო პაციენტისთვის საბედისწერო აღმოჩნდა - სახლში მისვლიდან ნახევარ საათში, ნანა შალვაშვილი მოულოდნელად გაითიშა და მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

მომხდართან დაკავშირებით AMBEBI.GE-ს გარდაცვლილის მეუღლე დავით შალვაშვილი ესაუბრა:

„ჩემს მეუღლეს ოთხშაბათს დილით გულის რევის შეგრძნება და თაბრუსხვევა დაემართა. გამოვიძახეთ სასწრაფო, რომლებმაც საავადმყოფოში გადაგვიყვანეს. მიგვიყვანეს არამიანცში, ნეიროქირურგიის განყოფილებაში. ანემიის დიაგნოზი დაუსვეს - ჰემოგლობინი ჰქონდა 54 და დაუნიშნეს შესაბამისი მედიკამენტები. მისი მკურნალი ექიმი იყო განყოფილების გამგე ლია ლურსმანაშვილი, რომელმაც ანალიზები აუღო, თირკმელიც გაუსინჯა და გვითხრა ყველაფერი კარგად არისო. პარასკევს კი გვითხრა, კვირას გაგწერთო. გაწერის დღეს თავად არ იყო მკურნალი ექიმი, დანიშნულება დაგვიწერეს ფურცელზე და გამოგვიშვეს. გაწერისას არანაირი ანალიზი აღარ ჩაუტარდა, პრაქტიკულად თავიდან მოგვიშორეს.

სახლში ნახევარი საათის მოყვანილი გვყავდა, რომ უცბად გაითიშა. სასწრაფოს გამოვუძახეთ და ქინძმარაულზე “ევექსის“ კლინიკაში ჩავიყვანეთ, მაგრამ ვეღარაფერი ვუშველეთ. გარდაცვალების მიზეზი პრაქტიკულად გაურკვეველია, ახლა მითხრეს, რომ სავარაუდოდ, რაღაც უცნობი ვირუსი ექნებოდაო“, - გვითხრა გარდაცვლილის მეუღლემ.

დავით შალვაშვილი მეუღლის დაკრძალვის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს მიმართავს და საქმის გამოძიებას მოითხოვს. "შესაბამისი უწყებისთვის ჯერ არ დამირეკავს, თუმცა საქმის კურსში აუცილებლად ჩავაყენებ. ამ ამბავმა ჩაიაროს და მერე მივხედავ, რომ სხვასაც იგივე არ გაუკეთონ, თორემ ჩემსას აწი არაფერი ეშველება..." - გვითხრა გარდაცვლილი პაციენტის მეუღლემ.

მომხდარით შეძრულია ნანა შალვაშვილის მკურნალი ექიმი ლია ლურსმანაშვილი, რომელიც ოფიციალურ დასკვნას და გამოძიებას დაელოდება. მისი თქმით, პაციენტს ყველა საჭირო მკურნალობა ჩაუტარდა.

"ნანა შალვაშვილი ოთხშაბათს, თაბრუსხვევით შემოიყვანეს, როგორც პაციენტმა გვითხრა ეს სიმპტომები ერთი კვირის განმავლობაში უგრძელდებოდა. წინა დღეს კი ხალიჩები გარეცხა და ძლიერი ფიზიკური დატვირთვის გამო უფრო გაუძლიერდა. შემდეგ მოიყვანეს ჩვენთან, ჩაუტარდა ანალიზი. თავდაპირველად რაღაც ცვლილებები იყო, შარდი მუქი შეფერილობის ჰქონდა. როდესაც დავინტერესდი, მან გვითხრა, რომ ეს ერთი კვირის წინ შეამჩნია, მაგრამ საზამთროს ჭამას დააბრალა და ყურადღება არ გაუმახვილებია. ჩვენ უყურადღებოდ არ დავტოვეთ და 9 და 10 აგვისტოს ექოსკოპია გავუკეთეთ. მისი გინეკოლოგიური მდგომარეობითაც დავინტერესდით, ვკითხე და გვითხრა, რომ არანაირი დენა არ ჰქონია. თირკმელაზე კი არაფერი ჰქონდა.

ზოგადად პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური იყო. პალატაში იწვა, რეანიმაციაში გადაყვანას არ საჭიროებდა, თორემ კლინიკას ეს განყოფილება აქვს, სხვაგან გადაყვანაც არ იქნებოდა საჭირო. 30-წლიანი მუშაობის სტაჟი მაქვს და ასეთი რამ არ შემთხვევია. მეც ისევე გაოგნებული ვარ როგორც ოჯახი. რაც შემეძლო ნამდვილად ყველაფერი გავაკეთე. თითო პაციენტს საათობით ვსინჯავ, რომ არაფერი გამომრჩეს. ამიტომ დაველოდები ოფიციალურ დასკვნას. დარწმუნებული ვარ, არანაირი ჩემი ბრალეულობა არ გამოიკვეთება" - გვითხრა ლურსმანაშვილმა.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო