საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შემომთავაზეს, ძიძის ხელფასი ბავშვის ანგარიშზე ჩარიცხულიყო..." - რას ყვებიან ბაღში მომხდარ ინციდენტზე გამგე და ბავშვის მშობელი
"შემომთავაზეს, ძიძის ხელფასი ბავშვის ანგარიშზე ჩარიცხულიყო..." - რას ყვებიან ბაღში მომხდარ ინციდენტზე გამგე და ბავშვის მშობელი

დიდ დი­ღომ­ში, სა­ბავ­შვო ბაღ "პირ­ველ ნა­ბი­ჯში" მომ­ხდარ ინ­ცი­დენტზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო. აღ­მზრდე­ლის მიერ ბავ­შვზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ სა­ვა­რა­უ­დო ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე, გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს.

ბაღ­ში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის კად­რე­ბი, რო­მელ­ზეც ასა­ხუ­ლია რო­გორ ან­ჯღ­რევს ძიძა რვა თვის ბავ­შვს, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ჩვი­ლის ოჯახ­მა გა­ავ­რცე­ლა.

AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ძიძა, რო­მე­ლიც უხე­შად ეპყრო­ბა ბავ­შვს, ხა­თუ­ნა ფა­ი­ლო­ძეა და მას ბავ­შვებ­თან აღ­მზრდე­ლო­ბი­თი მუ­შა­ო­ბის მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს. ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით, AMBEBI.GE ბა­ღის გამ­გეს დი­ა­ნა კიკ­ნა­ძეს ესა­უბ­რა:

"ელე­ნე გ-ს მშო­ბელ­მა მოგ­ვმარ­თა თხოვ­ნით, რომ მიგ­ვე­ღო 8 თვის ბავ­შვი. ვი­ნა­ი­დან აგ­ვის­ტოს თვე­ში ბა­ღის ძი­რი­თა­დი პერ­სო­ნა­ლი შვე­ბუ­ლე­ბა­შია და პა­ტა­რა ასა­კის გამო ბავ­შვს სპე­ცი­ფი­კუ­რი მოვ­ლა-ყუ­რა­დღე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბო­და, ამის გამო, 5 აგ­ვის­ტოს, 1 თვით თა­ნამ­შრომ­ლად ავიყ­ვა­ნეთ ძიძა – ხა­თუ­ნა ფა­ი­ლო­ძე. მას რე­ზი­უ­მე­ში ეწე­რა, რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და ოჯა­ხებ­ში კონ­კრე­ტუ­ლი ასა­კის ბავ­შვებ­თან, ჩვენც ნდო­ბა გა­მო­ვუ­ცხა­დეთ და მი­ვა­მაგ­რეთ ბავ­შვი.

ბაღ­ში გვაქვს ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბი და რო­გორც თა­ნამ­შრომ­ლებს, ასე­ვე მშობ­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვათ ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში თვალ­ყუ­რი ადევ­ნონ მათ შვი­ლებს. რო­გორც კი მშო­ბელ­მა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას აც­ნო­ბა ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტის შე­სა­ხებ, მა­შინ­ვე მი­ვი­ღეთ სა­თა­ნა­დო ზო­მე­ბი - 3 დღის მო­სუ­ლი ძიძა გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლეთ სამ­სა­ხუ­რი­დან, მშო­ბელს კი სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ვე­ცით, ამო­ე­ღო ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი და მი­ე­ღო სა­თა­ნა­დო ზო­მე­ბი იმ ადა­მი­ა­ნის მი­მართ, ვის­თა­ნაც ჰქონ­დათ პრე­ტენ­ზია" - ამ­ბობს დი­ა­ნა კიკ­ნა­ძე და დას­ძენს, რომ ბაღ­ში მუ­შა­ო­ბის 10-წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს, თუმ­ცა მსგავ­სი შემ­თხვე­ვა არა­სო­დეს ჰქო­ნია.

ბა­ღის გამ­გის თქმით, კა­ნო­ნი არ ავალ­დე­ბუ­ლებს, სა­ბავ­შვო ბაღ­ში ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბი იყოს და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი, თუმ­ცა ისი­ნი სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით და­ა­მონ­ტა­ჟეს, რათა მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი გამჭვირ­ვა­ლე ყო­ფი­ლი­ყო. კიკ­ნა­ძე ამ­ბობს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ოჯახ­თან მუდ­მივ კონ­ტაქ­ტზე იყო:

"შემ­თხვე­ვის შემ­დეგ, ბავ­შვის მშობ­ლებ­თან მქონ­და მუდ­მი­ვი კონ­ტაქ­ტი, ჩვენ დავთქვით შეხ­ვედ­რა, შვე­ბუ­ლე­ბი­დან გა­ვე­დი და დავ­ბრუნ­დი თბი­ლის­ში. მა­ინ­ტე­რე­სებ­და რას აპი­რებ­დნენ. მათ შეხ­ვედ­რა არ ისურ­ვეს, რის შემ­დე­გაც და­ვუ­რე­კე ბავ­შვის დე­დას, რო­მელ­მაც ამიხ­სნა, რომ იმ მო­მენ­ტში აფექ­ტურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო, აღარ სურ­დათ ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი და ჯერ არ იცოდ­ნენ, რას მო­ი­მოქ­მე­დებ­დნენ.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, და­მი­რე­კა ბავ­შვის მა­მი­დამ და შე­მომ­თა­ვა­ზა, რომ ძი­ძას გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა მუ­შა­ო­ბა, ხოლო მისი ხელ­ფა­სი - 400 ლარი ყო­ველ­თვი­უ­რად ბავ­შვის ან­გა­რიშ­ზე ჩა­რი­ცხუ­ლი­ყო. გა­ვოც­დი, რა­ტომ­ღა ჰქონ­დათ მშობ­ლებს სურ­ვი­ლი, ასე­თი მო­ძა­ლა­დე ძი­ძის ხელ­ში დარ­ჩე­ნი­ლი­ყო მათი შვი­ლი. წი­ნა­და­დე­ბას არ დავ­თან­ხმდი, ვი­ნა­ი­დან ასეთ თა­ნამ­შრო­მელს თვი­თონ აღარ გა­ვა­ჩე­რებ­დი სამ­სა­ხურ­ში, ბოლო-ბოლო ეს პრეს­ტი­ჟის ამ­ბა­ვი­ცაა. შემ­თხვე­ვი­დან 5 დღის შემ­დეგ, ოჯა­ხის წევ­რებ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ნა­თავ­სეს ვი­დეო და ბა­ღის რე­პუ­ტა­ცი­ის შე­ლახ­ვა გა­და­წყვი­ტეს. ახლა ჩვენ ვა­პი­რებთ სა­თა­ნა­დო რე­ა­გი­რე­ბას, რათა ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი სა­ხე­ლი და­ერ­ქვას" - გვი­თხრა ბა­ღის გამ­გემ.

AMBEBI.GE კო­მენ­ტა­რის­თვის და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ბავ­შვის ოჯახ­საც და­უ­კავ­შირ­და. ტა­რი­ელ გ, ელე­ნეს მამა:

"აღ­შფო­თე­ბუ­ლი და ძა­ლი­ან გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ვარ, რად­გან ბა­ღე­ბის მი­მართ მა­ინც მქონ­და ნდო­ბა. ჩა­ნა­წე­რი ბა­ღის ტექ­ნი­კურ­მა სამ­სა­ხურ­მა გად­მოგ­ვცა და ის შემ­დგომ ჩემ­მა მე­უღ­ლემ დადო “ფე­ის­ბუქ­ზე”.

პო­ლი­ცი­ის­თვის არ მი­მი­მარ­თავს, ვთვლი, რომ ეს მხო­ლოდ ძი­ძის პრობ­ლე­მა არ იყო. მომ­ხდა­რით მარ­ტო მე­ნე­ჯე­რი აღ­შფოთ­და, ვი­ნა­ი­დან ძიძა მისი მოყ­ვა­ნი­ლი კად­რი იყო, სა­სო­წარ­კვე­თი­ლი მე­სა­უბ­რე­ბო­და, ხოლო გამ­გე, რო­მე­ლიც თურ­მე ბორ­ჯომ­ში ის­ვე­ნებ­და, ძა­ლი­ან მშვი­დად მე­სა­უბ­რა, აღ­შფო­თე­ბაც არ გა­მო­უ­ხა­ტავს და მიხ­სნი­და - ძიძა სამ­სა­ხუ­რი­დან გა­ვუშ­ვი და თქვენ თუ გე­გუ­ლე­ბათ ვინ­მე, ვი­საც ბავ­შვს ან­დობ­დით, შე­მიძ­ლია მი­ვი­ღო სამ­სა­ხურ­ში და თქვენს შვილს მი­ხე­დავ­სო. ამით თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი დას­რულ­და, ბაღ­მა თავ­ზე სხვა არა­ნა­ი­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არ აიღო.

- რო­გორც გვი­თხრეს, ბა­ღის გამ­გეს თქვენ­თან და­ლა­პა­რა­კე­ბა უც­დია, რა­ტომ არ შეხ­ვდით მას?

- ეს მას შემ­დეგ მოხ­და, რაც მკაც­რად და­ვე­ლა­პა­რა­კე და ვუ­თხა­რი, რომ შე­მეძ­ლო სხვა ზო­მე­ბი მი­მე­ღო. მა­ნამ­დე თურ­მე კა­მე­რებს არც მე­ნე­ჯე­რი უყუ­რებ­და და არც გამ­გე. ჩემი მე­უღ­ლე სამ­სა­ხურ­ში მი­დი­ო­და, ჩარ­თო თუ არა კა­მე­რა, მა­შინ­ვე და­ფიქ­სირ­და ეს ფაქ­ტი, წინა დღე­ებ­ში რა ხდე­ბო­და არ ვი­ცით, ესეც გა­სარ­კვე­ვია. ცოტა დაბ­ნე­უ­ლიც ვარ. ბა­ღის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას მე ვთხო­ვე, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის ჩა­რე­ვის გა­რე­შე გად­მო­ე­ცათ ჩა­ნა­წე­რი, გა­და­ვავ­ლეთ თვა­ლი და შო­კი­რე­ბუ­ლი დავ­რჩი.

- ბავ­შვის მა­მი­დამ მარ­თლა შეს­თა­ვა­ზა ბა­ღის გამ­გეს, რომ თქვენს შვილ­თან ისევ იმ ძი­ძას ემუ­შა­ვა და მისი გა­სამ­რჯე­ლო თქვე­ნი ბავ­შვის ან­გა­რიშ­ზე და­რი­ცხუ­ლი­ყო?

- რო­გორ ფიქ­რობთ, მა­მას გა­უჩ­ნდე­ბა იმის სურ­ვი­ლი, რომ ბავ­შვი ისევ ასეთ ძი­ძას ან­დოს?! ჩემს დას ბავ­შვი ამა­ვე ბაღ­ში და­ყავ­და და ის ესა­უბ­რა ბა­ღის გამ­გეს. მე სა­უბ­რის ში­ნა­არ­სი არც ვი­ცო­დი და ქალ­ბა­ტონ დი­ა­ნას ვუ­თხა­რი, რომ ამ თე­მა­ზე ოჯა­ხის წევ­რე­ბი­დან ჩემს გარ­და არა­ვის­თან ესა­უბ­რა. მით უმე­ტეს ჩემს დას­თან, რო­მე­ლიც მკურ­ნა­ლობს და პა­ტა­რა ნერ­ვი­უ­ლო­ბა­ზეც კრუნ­ჩხვებ­ში ვარ­დე­ბა, ფსი­ქო­თე­რა­პი­ი­ის კურსს გა­დის. მას შემ­დეგ, რაც ჩემ­მა მე­უღ­ლემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ნა­თავ­სე­ბი­ნა ეს ვი­დეო, ქალ­ბა­ტო­ნი დი­ა­ნა ულ­ტი­მა­ტუ­მის ენით მე­სა­უბ­რა, ვი­დეო აი­ღეთ, თო­რემ მეც მაქვს თქვენს დას­თან სა­უბ­რის ჩა­ნა­წე­რი, სა­დაც მა­შან­ტა­ჟებს და ფუ­ლის გა­მო­ძალ­ვას ცდი­ლობ­სო. ვკი­თხე, ჩა­ნა­წე­რი ორ­მხრი­ვი შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე თუ ჰქონ­და მო­პო­ვე­ბუ­ლი, რა­ზეც უარი მი­თხრა, მა­შინ იუ­რის­ტებ­თან ერ­თად ვი­სა­უბ­როთ ერ­თმა­ნეთ­თან-მეთ­ქი და ამით და­ვას­რუ­ლეთ სა­უ­ბა­რი.

- ახლა რას აპი­რებთ?

- ვერ გე­ტყვით რას ვა­პი­რებ, ცუდ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ვარ. ჯერ ვერ გა­ვი­აზ­რე, რო­გორ მო­ვიქ­ცე. იუ­რისტს გა­ვე­სა­უბ­რე­ბი და ამის შემ­დეგ გა­დავ­წყვეტ, რო­გორ მო­ვიქ­ცე.

შე­გახ­სე­ნებთ, შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ფაქ­ტის შე­სა­ხებ მი­ღე­ბუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყეს გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე პრი­მა მუხ­ლით, რაც არას­რულ­წლოვ­ნის მი­მართ ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს. ამ ეტაპ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს აქ­ტი­უ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი.

ავ­ტო­რი: ნანა ფი­ცხე­ლა­უ­რი

:(
0

გამგე რომ ყოველთვის ცამდე მართალია, თურმე შვებულებიდანაც დაბრუნებულა! ყველა ერთმანეთზე უარესები, ბავშვებმა რა დააშავეს?!სულ 

sponsored by ContentRoom
ავტორი:

"შემომთავაზეს, ძიძის ხელფასი ბავშვის ანგარიშზე ჩარიცხულიყო..." - რას ყვებიან ბაღში მომხდარ ინციდენტზე გამგე და ბავშვის მშობელი

"შემომთავაზეს, ძიძის ხელფასი ბავშვის ანგარიშზე ჩარიცხულიყო..." - რას ყვებიან ბაღში მომხდარ ინციდენტზე გამგე და ბავშვის მშობელი

დიდ დიღომში, საბავშვო ბაღ "პირველ ნაბიჯში" მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო. აღმზრდელის მიერ ბავშვზე განხორციელებულ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

ბაღში მომხდარი ინციდენტის კადრები, რომელზეც ასახულია როგორ ანჯღრევს ძიძა რვა თვის ბავშვს, სოციალურ ქსელში ჩვილის ოჯახმა გაავრცელა.

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, ძიძა, რომელიც უხეშად ეპყრობა ბავშვს, ხათუნა ფაილოძეა და მას ბავშვებთან აღმზრდელობითი მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ინციდენტთან დაკავშირებით, AMBEBI.GE ბაღის გამგეს დიანა კიკნაძეს ესაუბრა:

"ელენე გ-ს მშობელმა მოგვმართა თხოვნით, რომ მიგვეღო 8 თვის ბავშვი. ვინაიდან აგვისტოს თვეში ბაღის ძირითადი პერსონალი შვებულებაშია და პატარა ასაკის გამო ბავშვს სპეციფიკური მოვლა-ყურადღება ესაჭიროებოდა, ამის გამო, 5 აგვისტოს, 1 თვით თანამშრომლად ავიყვანეთ ძიძა – ხათუნა ფაილოძე. მას რეზიუმეში ეწერა, რომ წლების განმავლობაში მუშაობდა ოჯახებში კონკრეტული ასაკის ბავშვებთან, ჩვენც ნდობა გამოვუცხადეთ და მივამაგრეთ ბავშვი.

ბაღში გვაქვს ვიდეოკამერები და როგორც თანამშრომლებს, ასევე მშობლებს საშუალება ეძლევათ ონლაინ რეჟიმში თვალყური ადევნონ მათ შვილებს. როგორც კი მშობელმა ადმინისტრაციას აცნობა ძალადობის ფაქტის შესახებ, მაშინვე მივიღეთ სათანადო ზომები - 3 დღის მოსული ძიძა გავათავისუფლეთ სამსახურიდან, მშობელს კი საშუალება მივეცით, ამოეღო ვიდეოჩანაწერი და მიეღო სათანადო ზომები იმ ადამიანის მიმართ, ვისთანაც ჰქონდათ პრეტენზია" - ამბობს დიანა კიკნაძე და დასძენს, რომ ბაღში მუშაობის 10-წლიანი გამოცდილება აქვს, თუმცა მსგავსი შემთხვევა არასოდეს ჰქონია.

ბაღის გამგის თქმით, კანონი არ ავალდებულებს, საბავშვო ბაღში ვიდეოკამერები იყოს დამონტაჟებული, თუმცა ისინი საკუთარი სურვილით დაამონტაჟეს, რათა მუშაობის პროცესი გამჭვირვალე ყოფილიყო. კიკნაძე ამბობს, რომ აღნიშნული ინციდენტის შემდეგ, დაზარალებულის ოჯახთან მუდმივ კონტაქტზე იყო:

"შემთხვევის შემდეგ, ბავშვის მშობლებთან მქონდა მუდმივი კონტაქტი, ჩვენ დავთქვით შეხვედრა, შვებულებიდან გავედი და დავბრუნდი თბილისში. მაინტერესებდა რას აპირებდნენ. მათ შეხვედრა არ ისურვეს, რის შემდეგაც დავურეკე ბავშვის დედას, რომელმაც ამიხსნა, რომ იმ მომენტში აფექტურ მდგომარეობაში იყო, აღარ სურდათ ამ თემაზე საუბარი და ჯერ არ იცოდნენ, რას მოიმოქმედებდნენ.

მოგვიანებით, დამირეკა ბავშვის მამიდამ და შემომთავაზა, რომ ძიძას გაეგრძელებინა მუშაობა, ხოლო მისი ხელფასი - 400 ლარი ყოველთვიურად ბავშვის ანგარიშზე ჩარიცხულიყო. გავოცდი, რატომღა ჰქონდათ მშობლებს სურვილი, ასეთი მოძალადე ძიძის ხელში დარჩენილიყო მათი შვილი. წინადადებას არ დავთანხმდი, ვინაიდან ასეთ თანამშრომელს თვითონ აღარ გავაჩერებდი სამსახურში, ბოლო-ბოლო ეს პრესტიჟის ამბავიცაა. შემთხვევიდან 5 დღის შემდეგ, ოჯახის წევრებმა სოციალურ ქსელში განათავსეს ვიდეო და ბაღის რეპუტაციის შელახვა გადაწყვიტეს. ახლა ჩვენ ვაპირებთ სათანადო რეაგირებას, რათა ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას" - გვითხრა ბაღის გამგემ.

AMBEBI.GE კომენტარისთვის დაზარალებული ბავშვის ოჯახსაც დაუკავშირდა. ტარიელ გ, ელენეს მამა:

"აღშფოთებული და ძალიან გაღიზიანებული ვარ, რადგან ბაღების მიმართ მაინც მქონდა ნდობა. ჩანაწერი ბაღის ტექნიკურმა სამსახურმა გადმოგვცა და ის შემდგომ ჩემმა მეუღლემ დადო “ფეისბუქზე”.

პოლიციისთვის არ მიმიმართავს, ვთვლი, რომ ეს მხოლოდ ძიძის პრობლემა არ იყო. მომხდარით მარტო მენეჯერი აღშფოთდა, ვინაიდან ძიძა მისი მოყვანილი კადრი იყო, სასოწარკვეთილი მესაუბრებოდა, ხოლო გამგე, რომელიც თურმე ბორჯომში ისვენებდა, ძალიან მშვიდად მესაუბრა, აღშფოთებაც არ გამოუხატავს და მიხსნიდა - ძიძა სამსახურიდან გავუშვი და თქვენ თუ გეგულებათ ვინმე, ვისაც ბავშვს ანდობდით, შემიძლია მივიღო სამსახურში და თქვენს შვილს მიხედავსო. ამით თითქოს ყველაფერი დასრულდა, ბაღმა თავზე სხვა არანაირი პასუხისმგებლობა არ აიღო.

- როგორც გვითხრეს, ბაღის გამგეს თქვენთან დალაპარაკება უცდია, რატომ არ შეხვდით მას?

- ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მკაცრად დაველაპარაკე და ვუთხარი, რომ შემეძლო სხვა ზომები მიმეღო. მანამდე თურმე კამერებს არც მენეჯერი უყურებდა და არც გამგე. ჩემი მეუღლე სამსახურში მიდიოდა, ჩართო თუ არა კამერა, მაშინვე დაფიქსირდა ეს ფაქტი, წინა დღეებში რა ხდებოდა არ ვიცით, ესეც გასარკვევია. ცოტა დაბნეულიც ვარ. ბაღის ადმინისტრაციას მე ვთხოვე, რომ სამართალდამცველების ჩარევის გარეშე გადმოეცათ ჩანაწერი, გადავავლეთ თვალი და შოკირებული დავრჩი.

- ბავშვის მამიდამ მართლა შესთავაზა ბაღის გამგეს, რომ თქვენს შვილთან ისევ იმ ძიძას ემუშავა და მისი გასამრჯელო თქვენი ბავშვის ანგარიშზე დარიცხულიყო?

- როგორ ფიქრობთ, მამას გაუჩნდება იმის სურვილი, რომ ბავშვი ისევ ასეთ ძიძას ანდოს?! ჩემს დას ბავშვი ამავე ბაღში დაყავდა და ის ესაუბრა ბაღის გამგეს. მე საუბრის შინაარსი არც ვიცოდი და ქალბატონ დიანას ვუთხარი, რომ ამ თემაზე ოჯახის წევრებიდან ჩემს გარდა არავისთან ესაუბრა. მით უმეტეს ჩემს დასთან, რომელიც მკურნალობს და პატარა ნერვიულობაზეც კრუნჩხვებში ვარდება, ფსიქოთერაპიიის კურსს გადის. მას შემდეგ, რაც ჩემმა მეუღლემ სოციალურ ქსელში განათავსებინა ეს ვიდეო, ქალბატონი დიანა ულტიმატუმის ენით მესაუბრა, ვიდეო აიღეთ, თორემ მეც მაქვს თქვენს დასთან საუბრის ჩანაწერი, სადაც მაშანტაჟებს და ფულის გამოძალვას ცდილობსო. ვკითხე, ჩანაწერი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე თუ ჰქონდა მოპოვებული, რაზეც უარი მითხრა, მაშინ იურისტებთან ერთად ვისაუბროთ ერთმანეთთან-მეთქი და ამით დავასრულეთ საუბარი.

- ახლა რას აპირებთ?

- ვერ გეტყვით რას ვაპირებ, ცუდ სიტუაციაში ვარ. ჯერ ვერ გავიაზრე, როგორ მოვიქცე. იურისტს გავესაუბრები და ამის შემდეგ გადავწყვეტ, როგორ მოვიქცე.

შეგახსენებთ, შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ფაქტის შესახებ მიღებული შეტყობინებისთანავე დაიწყეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით, რაც არასრულწლოვნის მიმართ ძალადობას გულისხმობს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.

ავტორი: ნანა ფიცხელაური