პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი ძმა ცოცხალია და შველა სჭირდება!" - კონგოში დატყვევებული სოსო ოსორაულის ძმა
"ჩემი ძმა ცოცხალია და შველა სჭირდება!" - კონგოში დატყვევებული სოსო ოსორაულის ძმა

ჩემი ძმა ცო­ცხა­ლია და მას სჭირ­დე­ბა შვე­ლა, - ამის შე­სა­ხებ კონ­გო­ში და­ტყვე­ვე­ბუ­ლი მფრი­ნა­ვის, იო­სებ ოს­ო­რა­უ­ლის ძმა გია ოს­ო­რა­ულ­მა დღეს, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

გია ოს­ო­რა­უ­ლის თქმით, ბოლო პე­რი­ოდ­ში ის იმ­ყო­ფე­ბო­და რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში, ჰყავს არა­ერ­თი წყა­რო, აქვს გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ მისი ძმა ცო­ცხა­ლია, თუმ­ცა კონ­კრე­ტი­კის­გან თავს იკა­ვებს. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, იო­სებ ოს­ო­რა­ულ­თან ერ­თად ტყვე­ო­ბა­ში არი­ან ერთი ბელ­გი­ე­ლი და ერთი რუ­მი­ნე­ლი.

ოს­ო­რა­უ­ლის ოჯა­ხი და ად­ვო­კა­ტი სა­ხელ­მწი­ფოს გულ­გრი­ლო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ და აცხა­დე­ბენ, რომ ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტრუქ­ტუ­რე­ბის მხრი­დან სა­თა­ნა­დო ნა­ბი­ჯე­ბი არ იდ­გმე­ბა.

„ხმა­მაღ­ლა ლა­პა­რა­კობს სა­ხელ­მწი­ფო, რომ ოჯახ­თან აქვს კო­მუ­ნი­კა­ცია და კონ­ტაქ­ტი. ერთი წე­ლია, არა­ნა­ი­რი ყუ­რა­დღე­ბა არ მო­უქ­ცე­ვია“, - აღ­ნიშ­ნა გია ოს­ო­რა­ულ­მა.

„ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, რო­მე­ლიც ოს­ო­რა­უ­ლის ოჯახს იუ­რი­დი­ულ დახ­მა­რებს უწევს, სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მის ხელთ არ­სე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბი გა­მო­სა­ძი­ებ­ლად სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას გა­დას­ცა. მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას, თა­ვის მხრივ, რამ­დენ­ჯერ­მე მი­მარ­თეს გან­ცხა­დე­ბით, რათა ოს­ო­რა­უ­ლის ოჯახს მი­ნი­ჭე­ბო­და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სტა­ტუ­სი.

„ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრი“ მო­ი­თხოვს: სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ გა­დად­გას კონ­კრე­ტუ­ლი ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბი სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქის და­სა­ცა­ვად; პრე­მი­ერ მი­ნის­ტრის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ შე­იქ­მნას სპე­ცი­ა­ლუ­რი ერ­თობ­ლი­ვი სა­მუ­შაო ჯგუ­ფი, სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს, უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­სა და მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­სა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი მფრი­ნა­ვის ძმის, გია ოს­ო­რა­უ­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით; სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ უზ­რუნ­ველ­ყოს, რომ საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს ეფექ­ტი­ა­ნად, სრულ­ყო­ფი­ლად და დრო­უ­ლად ცნოს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად სოსო ოს­ო­რა­უ­ლის ოჯა­ხის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი - ნინო ოს­ო­რა­უ­ლი და გია ოს­ო­რა­უ­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

"ჩემი ძმა ცოცხალია და შველა სჭირდება!" - კონგოში დატყვევებული სოსო ოსორაულის ძმა

"ჩემი ძმა ცოცხალია და შველა სჭირდება!" - კონგოში დატყვევებული სოსო ოსორაულის ძმა

ჩემი ძმა ცოცხალია და მას სჭირდება შველა, - ამის შესახებ კონგოში დატყვევებული მფრინავის, იოსებ ოსორაულის ძმა გია ოსორაულმა დღეს, ადამიანის უფლებათა ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გია ოსორაულის თქმით, ბოლო პერიოდში ის იმყოფებოდა რამდენიმე ქვეყანაში, ჰყავს არაერთი წყარო, აქვს განახლებული ინფორმაცია და მტკიცებულებები, რომ მისი ძმა ცოცხალია, თუმცა კონკრეტიკისგან თავს იკავებს. მისივე ინფორმაციით, იოსებ ოსორაულთან ერთად ტყვეობაში არიან ერთი ბელგიელი და ერთი რუმინელი.

ოსორაულის ოჯახი და ადვოკატი სახელმწიფოს გულგრილობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ოფიციალური სტრუქტურების მხრიდან სათანადო ნაბიჯები არ იდგმება.

„ხმამაღლა ლაპარაკობს სახელმწიფო, რომ ოჯახთან აქვს კომუნიკაცია და კონტაქტი. ერთი წელია, არანაირი ყურადღება არ მოუქცევია“, - აღნიშნა გია ოსორაულმა.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინფორმაციით, რომელიც ოსორაულის ოჯახს იურიდიულ დახმარებს უწევს, საგარეო საქმეთა სამინისტრომ მის ხელთ არსებული მასალები გამოსაძიებლად საქართველოს მთავარ პროკურატურას გადასცა. მთავარ პროკურატურას, თავის მხრივ, რამდენჯერმე მიმართეს განცხადებით, რათა ოსორაულის ოჯახს მინიჭებოდა დაზარალებულის სტატუსი.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მოითხოვს: საქართველოს მთავრობამ გადადგას კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები საკუთარი მოქალაქის დასაცავად; პრემიერ მინისტრის მეთვალყურეობის ქვეშ შეიქმნას სპეციალური ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, საგარეო საქმეთა სამინისტროს, უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებისა და გაუჩინარებული მფრინავის ძმის, გია ოსორაულის მონაწილეობით; საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უზრუნველყოს, რომ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდეს ეფექტიანად, სრულყოფილად და დროულად ცნოს დაზარალებულად სოსო ოსორაულის ოჯახის წარმომადგენლები - ნინო ოსორაული და გია ოსორაული.

"სიტუაცია იმაზე ბევრად კრიტიკულია, ვიდრე აქამდე წარმოგვედგინა..." - მეუფე მელქისედეკი პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურება

"ყოველთვის მზად ვარ პროტესტში მონაწილეობისთვის, მაგრამ 2 პატარა მყავს, ახლაც სულ ეკლებზე ვარ..." - რას აცხადებს აქციაზე მყოფი მაკა ჩიჩუა

"დიღომში ქარმა ბავშვი "წაიღო", ჩამოინგრა მშენებარე კორპუსის კედელი" - ძლიერი ქარი თბილისში, რა კადრები ვრცელდება "ფეისბუქზე"?