პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სუს-ში თავის აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადება ემოციურ ფონზე გავაკეთე" - მაჩალიკაშვილი "მოდულში" მივიდა
"სუს-ში თავის აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადება ემოციურ ფონზე გავაკეთე" - მაჩალიკაშვილი "მოდულში" მივიდა

მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ იმ გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მე­ლიც მან 31 მა­ისს აქ­ცი­ა­ზე გა­ა­კე­თა, არა­ვი­თა­რი და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბი არ იკ­ვე­თე­ბა. რო­გორც მა­ჩა­ლი­კაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს, სუს-ში, და­კი­თხვა­ზე შეს­ვლამ­დე გა­ნუ­ცხა­და, გან­ცხა­დე­ბა ემო­ცი­ურ ფონ­ზე გა­ა­კე­თა.

"იმ გან­ცხა­დე­ბა­ში, რაც მე გა­ვა­კე­თე, არა­ვი­თა­რი და­ნა­შა­უ­ლი არ იკ­ვე­თე­ბა. ეს გან­ცხა­დე­ბა ემო­ცი­ურ ფონ­ზე გა­ვა­კე­თე. მე არც მი­ფიქ­რია და არც მქო­ნია ასე­თი რამ გულ­ში. ჩემს ად­გი­ლას სხვა უფრო მეტ­საც იტყო­და. სამი თვის შემ­დეგ ჩემი და­კი­თხვა იმი­ტომ ხდე­ბა, რომ ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლო­ბენ რა­ღაც ზღა­პა­რი შე­თხზან და რა­ღაც გა­მო­ი­გო­ნონ", - გა­ნა­ცხა­და მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო: "ემო­ცი­ურ ნი­ა­დაგ­ზე გა­ვა­კე­თე გან­ცხა­დე­ბა" - მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის და­კი­თხვა სუს-ში

კი­თხვა­ზე: რამ­დე­ნად გა­მო­რი­ცხავს, რომ პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მის­ცენ, მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის თქმით, ეს მის­თვის სუ­ლერ­თია.

"რო­გო­რი მო­ლო­დი­ნი უნდა მქონ­დეს?! ეს სამ­ყა­რო ამათ ჯო­ჯო­ხე­თად მიქ­ცი­ეს, გინ­და აქ ვყო­ფილ­ვარ და გინდ იქით, სულ ფე­ხებ­ზე მკი­დია უკვე", - გა­ნა­ცხა­და მა­ჩა­ლი­კაშ­ვილ­მა.

მისი ად­ვო­კა­ტის, ქე­თე­ვან ჩუ­თ­ლაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით კი მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის სის­ხლის სა­მარ­თლებ­რივ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ზე სა­უ­ბა­რი არა­რე­ლე­ვან­ტუ­რია.

რო­გორც ჩუ­თ­ლაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს სუს-ში შეს­ვლამ­დე გა­ნუ­ცხა­და, მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა არა­ვი­თა­რი და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნებს არ შე­ი­ცავ­და. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ად­ვო­კა­ტის­თვის გა­უ­გე­ბა­რია, რა­ტომ და­ი­წყო აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა.

"ამ გან­ცხა­დე­ბას­თან და ზო­გა­დად, გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩვე­ნი პო­ზი­ცია არის ის, რომ თვი­თონ ბა­ტო­ნი მალ­ხა­ზის მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბი არ ჩან­და. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვფიქ­რობთ, რომ გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი. ეს იყო ემო­ცი­ურ ფონ­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი. ჩვენ ისიც კი არ ვი­ცით, სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის რო­მე­ლი მუხ­ლით არის და­წყე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბა. ჩვენ ამ დრომ­დე არ მიგ­ვი­ღია ინ­ფორ­მა­ცია იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ გა­მო­ძი­ე­ბის თა­ო­ბა­ზე მე­დი­ა­ში ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის­თა­ნა­ვე მივ­მარ­თეთ სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნოს და მო­ვი­თხო­ვეთ გა­ნე­მარ­ტათ, სსკ-ის რო­მე­ლი მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა, თუმ­ცა სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნოს ამ­გვა­რი გან­მარ­ტე­ბა არ გა­უ­კე­თე­ბია და შე­სა­ბა­მი­სად, არა­ნა­ირ და­მა­ტე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ვფლობთ", - გა­ნა­ცხა­და მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა.

სუს-ის გან­მარ­ტე­ბით, მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლი და­კი­თხვა­ზე აქ­ცი­ა­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი იმ გან­ცხა­დე­ბის გამო და­ი­ბა­რეს, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც ის სუს-ში შეს­ვლას და თა­ვის აფეთ­ქე­ბას გეგ­მავ­და.

ავტორი:

"სუს-ში თავის აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადება ემოციურ ფონზე გავაკეთე" - მაჩალიკაშვილი "მოდულში" მივიდა

"სუს-ში თავის აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადება ემოციურ ფონზე გავაკეთე" - მაჩალიკაშვილი "მოდულში" მივიდა

მალხაზ მაჩალიკაშვილი მიიჩნევს, რომ იმ განცხადებაში, რომელიც მან 31 მაისს აქციაზე გააკეთა, არავითარი დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება. როგორც მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებს, სუს-ში, დაკითხვაზე შესვლამდე განუცხადა, განცხადება ემოციურ ფონზე გააკეთა.

"იმ განცხადებაში, რაც მე გავაკეთე, არავითარი დანაშაული არ იკვეთება. ეს განცხადება ემოციურ ფონზე გავაკეთე. მე არც მიფიქრია და არც მქონია ასეთი რამ გულში. ჩემს ადგილას სხვა უფრო მეტსაც იტყოდა. სამი თვის შემდეგ ჩემი დაკითხვა იმიტომ ხდება, რომ ყველანაირად ცდილობენ რაღაც ზღაპარი შეთხზან და რაღაც გამოიგონონ", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: "ემოციურ ნიადაგზე გავაკეთე განცხადება" - მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკითხვა სუს-ში

კითხვაზე: რამდენად გამორიცხავს, რომ პასუხისგებაში მისცენ, მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, ეს მისთვის სულერთია.

"როგორი მოლოდინი უნდა მქონდეს?! ეს სამყარო ამათ ჯოჯოხეთად მიქციეს, გინდა აქ ვყოფილვარ და გინდ იქით, სულ ფეხებზე მკიდია უკვე", - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

მისი ადვოკატის, ქეთევან ჩუთლაშვილის განმარტებით კი მაჩალიკაშვილის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე საუბარი არარელევანტურია.

როგორც ჩუთლაშვილმა ჟურნალისტებს სუს-ში შესვლამდე განუცხადა, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადება არავითარი დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავდა. აქედან გამომდინარე, ადვოკატისთვის გაუგებარია, რატომ დაიწყო აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება.

"ამ განცხადებასთან და ზოგადად, გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არის ის, რომ თვითონ ბატონი მალხაზის მიერ გაკეთებულ განცხადებაში დანაშაულის ნიშნები არ ჩანდა. აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ გამოძიების დაწყება და საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი. ეს იყო ემოციურ ფონზე გაკეთებული განცხადებები. ჩვენ ისიც კი არ ვიცით, სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლით არის დაწყებული გამოძიება. ჩვენ ამ დრომდე არ მიგვიღია ინფორმაცია იმის მიუხედავად, რომ გამოძიების თაობაზე მედიაში ინფორმაციის გამოქვეყნებისთანავე მივმართეთ საგამოძიებო ორგანოს და მოვითხოვეთ განემარტათ, სსკ-ის რომელი მუხლით გათვალისწინებულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა საგამოძიებო ორგანოს ამგვარი განმარტება არ გაუკეთებია და შესაბამისად, არანაირ დამატებით ინფორმაციას არ ვფლობთ", - განაცხადა მაჩალიკაშვილის ადვოკატმა.

სუს-ის განმარტებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი დაკითხვაზე აქციაზე გაკეთებული იმ განცხადების გამო დაიბარეს, რომლის თანახმადაც ის სუს-ში შესვლას და თავის აფეთქებას გეგმავდა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს